პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის სამი დაკავებული მენეჯერიდან ორი ბრალდებას აღიარებს, ერთი კი დუმილის უფლებას იყენებს
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის სამი დაკავებული მენეჯერიდან ორი ბრალდებას აღიარებს, ერთი კი დუმილის უფლებას იყენებს

გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის სამი მე­ნე­ჯე­რი­დან ორი ბრალ­დე­ბას აღი­ა­რებს, ერთი კი დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს.

  • რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში „112“-ის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის ყო­ფი­ლი ორი მე­ნე­ჯე­რის ად­ვო­კა­ტი, და­ვით კუ­ტა­ლა­ძე აღ­ნიშ­ნავს, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფე­ბი ჯერ კი­დევ 8 თვის წინ გა­მო­ი­კი­თხნენ, გა­მო­ძი­ე­ბას სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს და ბრალ­საც აღი­ა­რე­ბენ.

"8 თვის წინ არი­ან გა­მო­კი­თხუ­ლი, იმ დრო­ი­დან მათ სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია აქვთ მი­წო­დე­ბუ­ლი ყვე­ლა ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ისი­ნი იმ დრო­ი­დან მაქ­სი­მა­ლუ­რად თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ გა­მო­ძი­ე­ბას­თან. შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ გა­მო­ძი­ე­ბაც და ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბაც მეტ­წი­ლად მათ მიერ მი­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეფუძ­ნე­ბა. დღე­ის მო­ცე­მუ­ლო­ბით, ისი­ნი ბრალ­დე­ბას აღი­ა­რე­ბენ, თუმ­ცა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ გარ­კვე­ულ ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებ­თან და სა­მარ­თლებ­რივ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­კი­თხვე­ბი არ გვქონ­დეს და სა­კუ­თა­რი აზრი არ გაგ­ვაჩ­ნდეს. როცა ბრალ­დე­ბა ამ­ბობს, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი კო­დებს ამა­ტებ­დნენ იმის­თვის, რომ პა­ცი­ენ­ტე­ბი „ევექ­სის“ კლი­ნი­კა­ში მოხ­ვედ­რი­ლიყ­ვნე­ნო, ბუ­ნებ­რი­ვად მიგ­ვაჩ­ნია, რომ ამ პა­ცი­ენ­ტე­ბის, კო­დე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მოხ­დეს, ანუ რო­მელ პა­ცი­ენ­ტთან რა გა­ა­კე­თეს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბაა, სი­მარ­თლის და­სად­გე­ნად.

პრო­კუ­რა­ტუ­რა გვე­და­ვე­ბა, ეს პი­რე­ბი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებ­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლე­ბი არი­ა­ნო, სწო­რედ ამ სა­ფუძ­ვლით წა­რუდ­გი­ნეს მათ ქრთა­მის ბრალ­დე­ბა. ამ შე­ფა­სე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვე­ნი პო­ზი­ცია გვექ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კუ­ტა­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა 112-ის კი­დევ ერთ მე­ნე­ჯერს, ის დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს. ად­ვო­კატ გი­ორ­გი ყავ­ლაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფიც თვე­ე­ბის წინ გა­მო­ი­კი­თხა.

"არ­ჩე­უ­ლი აქვს დუ­მი­ლის უფ­ლე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ბრალს არ აღი­ა­რებს, შე­სა­ბა­მი­სად, არ ეთან­ხმე­ბა იმ პო­ზი­ცი­ას, თით­ქოს, ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა შე­ეძ­ლო ელექტრო­ნულ პროგ­რა­მა­ზე, რო­მე­ლიც პა­ცი­ენ­ტებს ანა­წი­ლებ­და შე­სა­ბა­მის კლი­ნი­კებ­ში. ასე­თი რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მას არც ტექ­ნი­კუ­რად შე­ეძ­ლო და არც შე­სა­ბა­მი­სი ჩა­რე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და. ჩვე­ნი აზ­რით, ეს ბრალ­დე­ბას სა­ფუძ­ველს აც­ლის, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი ამა­ზეა აგე­ბუ­ლი, რომ ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი პა­ცი­ენ­ტე­ბის გა­და­მი­სა­მარ­თე­ბას კერ­ძო კლი­ნი­კე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ ახორ­ცი­ე­ლებ­და“, - აცხა­დებს ყავ­ლაშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა „ევექ­სის“ ორი წარ­მო­მად­გენ­ლის პო­ზი­ცი­ას, რომ­ლე­ბიც ქრთა­მის მი­ცე­მის­თვის არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, უც­ნო­ბია.

ხუ­თი­ვე და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე დღეს, 16:00 სა­ათ­ზე იმ­სჯე­ლებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ყვე­ლა მათ­გა­ნის მი­მართ ყვე­ლა­ზე მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის, პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას მო­ი­თხოვს, დაც­ვა კი, მათი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

  • ცნო­ბის­თვის, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სსიპ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის სამ მე­ნე­ჯერს და ერთ-ერთი სა­მე­დი­ცი­ნო კორ­პო­რა­ცი­ის ორ წარ­მო­მად­გე­ნელს შო­რის კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბა შედ­გა. გა­რი­გე­ბის თა­ნახ­მად, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრში შე­სუ­ლი მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, პა­ცი­ენ­ტთა ელექტრო­ნუ­ლი მარ­თვის პროგ­რა­მა­ში ხე­ლოვ­ნუ­რი ჩა­რე­ვით, პა­ცი­ენ­ტე­ბის არა უახ­ლო­ეს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას, არა­მედ მათ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო კორ­პო­რა­ცი­ის კლი­ნი­კებ­ში გა­დაყ­ვა­ნას უზ­რუნ­ველ­ყოფ­დნენ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მით, 2020 - 2023 წლებ­ში, ხსე­ნე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო კორ­პო­რა­ცი­ი­დან „112“-ის მე­ნე­ჯე­რებს სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე 500 000 ლარ­ზე მეტი ჩა­ე­რი­ცხათ, რაც ერ­თმა­ნეთ­ში გა­და­ი­ნა­წი­ლეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი 29 მარტს და­ა­კა­ვეს. მათ ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 338-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით და მე-3 ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით წა­რედ­გი­ნათ (მო­ხე­ლის მიერ წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფუ­რად, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბა), რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 11-დან 15-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. რაც შე­ე­ხე­ბა ქრთა­მის მი­ცე­მის ფაქტს, სა­მე­დი­ცი­ნო კორ­პო­რა­ცი­ის ყო­ფილ ორ თა­ნამ­შრო­მელს, ბრალ­დე­ბა 339-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით (ქრთა­მის მი­ცე­მა უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბის ჩა­სა­დე­ნად) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 4-დან - 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის სამი დაკავებული მენეჯერიდან ორი ბრალდებას აღიარებს, ერთი კი დუმილის უფლებას იყენებს

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის სამი დაკავებული მენეჯერიდან ორი ბრალდებას აღიარებს, ერთი კი დუმილის უფლებას იყენებს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის დაკავებული საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის სამი მენეჯერიდან ორი ბრალდებას აღიარებს, ერთი კი დუმილის უფლებას იყენებს.

  • როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში „112“-ის ჰოსპიტალიზაციის ყოფილი ორი მენეჯერის ადვოკატი, დავით კუტალაძე აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფები ჯერ კიდევ 8 თვის წინ გამოიკითხნენ, გამოძიებას სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდეს და ბრალსაც აღიარებენ.

"8 თვის წინ არიან გამოკითხული, იმ დროიდან მათ სრულყოფილი ინფორმაცია აქვთ მიწოდებული ყველა ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, ისინი იმ დროიდან მაქსიმალურად თანამშრომლობენ გამოძიებასთან. შემიძლია გითხრათ, რომ გამოძიებაც და ბრალდების შესახებ დადგენილებაც მეტწილად მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეფუძნება. დღეის მოცემულობით, ისინი ბრალდებას აღიარებენ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებთან და სამართლებრივ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით შეკითხვები არ გვქონდეს და საკუთარი აზრი არ გაგვაჩნდეს. როცა ბრალდება ამბობს, ბრალდებულები კოდებს ამატებდნენ იმისთვის, რომ პაციენტები „ევექსის“ კლინიკაში მოხვედრილიყვნენო, ბუნებრივად მიგვაჩნია, რომ ამ პაციენტების, კოდების იდენტიფიცირება მოხდეს, ანუ რომელ პაციენტთან რა გააკეთეს, მნიშვნელოვანი გარემოებაა, სიმართლის დასადგენად.

პროკურატურა გვედავება, ეს პირები საჯარო მოხელეებთან გათანაბრებულები არიანო, სწორედ ამ საფუძვლით წარუდგინეს მათ ქრთამის ბრალდება. ამ შეფასებებთან დაკავშირებითაც ბუნებრივია, ჩვენი პოზიცია გვექნება“, - განაცხადა კუტალაძემ.

რაც შეეხება 112-ის კიდევ ერთ მენეჯერს, ის დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატ გიორგი ყავლაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფიც თვეების წინ გამოიკითხა.

"არჩეული აქვს დუმილის უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრალს არ აღიარებს, შესაბამისად, არ ეთანხმება იმ პოზიციას, თითქოს, ზეგავლენის მოხდენა შეეძლო ელექტრონულ პროგრამაზე, რომელიც პაციენტებს ანაწილებდა შესაბამის კლინიკებში. ასეთი რამის განხორციელება მას არც ტექნიკურად შეეძლო და არც შესაბამისი ჩარევის საშუალება ჰქონდა. ჩვენი აზრით, ეს ბრალდებას საფუძველს აცლის, რადგან ყველაფერი ამაზეა აგებული, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პაციენტების გადამისამართებას კერძო კლინიკების სასარგებლოდ ახორციელებდა“, - აცხადებს ყავლაშვილი.

რაც შეეხება „ევექსის“ ორი წარმომადგენლის პოზიციას, რომლებიც ქრთამის მიცემისთვის არიან დაკავებულები, უცნობია.

ხუთივე დაკავებულის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს, 16:00 საათზე იმსჯელებს.

პროკურატურა ყველა მათგანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, დაცვა კი, მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

  • ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამ მენეჯერს და ერთ-ერთი სამედიცინო კორპორაციის ორ წარმომადგენელს შორის კორუფციული გარიგება შედგა. გარიგების თანახმად, ბრალდებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში შესული მოთხოვნის საფუძველზე, პაციენტთა ელექტრონული მართვის პროგრამაში ხელოვნური ჩარევით, პაციენტების არა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციას, არამედ მათ აღნიშნული სამედიცინო კორპორაციის კლინიკებში გადაყვანას უზრუნველყოფდნენ.

აღნიშნული კორუფციული სქემით, 2020 - 2023 წლებში, ხსენებული სამედიცინო კორპორაციიდან „112“-ის მენეჯერებს საბანკო ანგარიშზე 500 000 ლარზე მეტი ჩაერიცხათ, რაც ერთმანეთში გადაინაწილეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 მარტს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარედგინათ (მოხელის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება ქრთამის მიცემის ფაქტს, სამედიცინო კორპორაციის ყოფილ ორ თანამშრომელს, ბრალდება 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ქრთამის მიცემა უკანონო ქმედების ჩასადენად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან - 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.