საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალი, რომელიც ქართული კერძების ციხეში მიტანის პროცესს ხელმძღვანელობდა, ძალიან ჰგავდა ხათუნა კალმახელიძეს" - რას წერს რუსული მედია კალაშოვის ციხეში გადახდილ იუბილეზე
"ქალი, რომელიც ქართული კერძების ციხეში მიტანის პროცესს ხელმძღვანელობდა, ძალიან ჰგავდა ხათუნა კალმახელიძეს" - რას წერს რუსული მედია კალაშოვის ციხეში გადახდილ იუბილეზე

რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ შაქ­რო კა­ლა­შოვ­მა, რო­მე­ლიც გუ­შინ რუ­სე­თის ერთ-ერთი კო­ლო­ნი­ი­დან ვა­და­ზე ადრე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, ერთი კვი­რით ადრე და­ბა­დე­ბის დღე ცი­ხე­ში აღ­ნიშ­ნა.

"20 მარტს - მის და­ბა­დე­ბის დღეს - ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა კო­ლო­ნი­ას­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე ავ­ტო­სად­გომ­ზე "მერ­სე­დე­სის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ნიშ­ნეს. იქი­დან უც­ნობ­მა პი­რებ­მა, შავი ტან­საც­მლი­თა და ქუ­დე­ბით, რამ­დე­ნი­მე ყუთი ხა­ჭა­პუ­რი, ხინ­კლის ყუ­თე­ბი, ლი­მო­ნა­თის შეკ­ვრა და და­ბა­დე­ბის დღის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი დიდი ტორ­ტი პა­ტა­რა სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა­ში გა­და­ი­ტა­ნეს. რო­გორც ჩანს, კო­ლო­ნი­ა­ში კა­ლა­შოვს სურ­და ქარ­თუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი კერ­ძე­ბით აღ­ნიშ­ვნა და გა­და­წყვი­ტა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ბან­კე­ტი მო­ე­წყო. პრო­ცესს უძღვე­ბო­და თეთრ ქურ­თუკ­ში ჩაც­მუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­საც ბრენ­დი­რე­ბუ­ლი სათ­ვა­ლე­ე­ბი ეკე­თა" - წერს, რუ­სუ­ლი მე­დია.

  • მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალ­ბა­ტო­ნი ძა­ლი­ან ჰგავ­და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის ყო­ფილ მი­ნისტრს ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძეს.

თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბუ­ლი კა­ლა­შო­ვი ფეს­ვებს არ ივი­წყებს და გი­სო­სებს მიღ­მაც კი ინარ­ჩუ­ნებ­და ურ­თი­ერ­თო­ბას გავ­ლე­ნი­ან თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებ­თან.

რო­გორც მე­დი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ნი­უ­სებ­ში წე­რია, ქალი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ჰგავ­და კალ­მა­ხე­ლი­ძეს, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, რათა ყუ­თე­ბი, რომ­ლებ­შიც საკ­ვე­ბი იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი, მისი მან­ქა­ნი­დან ახ­ლომ­დე­ბა­რე სატ­ვირ­თო­ში გა­და­ე­ტა­ნათ.

ქალი 6-7 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და კო­ლო­ნი­ის კარ­თან.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძემ (სა­ქარ­თვე­ლოს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი), თა­ნამ­დე­ბო­ბა 2012 წელს და­ტო­ვა გლ­და­ნის მე-8 სა­პყრო­ბი­ლე­ში პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის გავ­რცე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სკან­და­ლის შემ­დეგ. მას შემ­დეგ კალ­მა­ხე­ლი­ძე მთლი­ა­ნად გაქ­რა სა­ჯა­რო სივ­რცი­დან. ის ახლა 45 წლი­საა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
'
5

რუსეთი და ოცნება, ჭორბიურო და მისი ფილიალი!

ნუნუ
4

რაში გავს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ქალი, რომელიც ქართული კერძების ციხეში მიტანის პროცესს ხელმძღვანელობდა, ძალიან ჰგავდა ხათუნა კალმახელიძეს" - რას წერს რუსული მედია კალაშოვის ციხეში გადახდილ იუბილეზე

"ქალი, რომელიც ქართული კერძების ციხეში მიტანის პროცესს ხელმძღვანელობდა, ძალიან ჰგავდა ხათუნა კალმახელიძეს" - რას წერს რუსული მედია კალაშოვის ციხეში გადახდილ იუბილეზე

რუსული მედია წერს, რომ შაქრო კალაშოვმა, რომელიც გუშინ რუსეთის ერთ-ერთი კოლონიიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს, ერთი კვირით ადრე დაბადების დღე ციხეში აღნიშნა.

"20 მარტს - მის დაბადების დღეს - ჟურნალისტებმა კოლონიასთან ახლოს მდებარე ავტოსადგომზე "მერსედესის" მარკის ავტომობილი შენიშნეს. იქიდან უცნობმა პირებმა, შავი ტანსაცმლითა და ქუდებით, რამდენიმე ყუთი ხაჭაპური, ხინკლის ყუთები, ლიმონათის შეკვრა და დაბადების დღისთვის განკუთვნილი დიდი ტორტი პატარა სატვირთო მანქანაში გადაიტანეს. როგორც ჩანს, კოლონიაში კალაშოვს სურდა ქართული კულინარიული კერძებით აღნიშვნა და გადაწყვიტა გათავისუფლებამდე მოკრძალებული ბანკეტი მოეწყო. პროცესს უძღვებოდა თეთრ ქურთუკში ჩაცმული ქალბატონი, რომელსაც ბრენდირებული სათვალეები ეკეთა" - წერს, რუსული მედია.

  • მათივე ინფორმაციით, ქალბატონი ძალიან ჰგავდა სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს.

თბილისში დაბადებული კალაშოვი ფესვებს არ ივიწყებს და გისოსებს მიღმაც კი ინარჩუნებდა ურთიერთობას გავლენიან თანამემამულეებთან.

როგორც მედიის მიერ გავრცელებულ ნიუსებში წერია, ქალი, რომელიც ძალიან ჰგავდა კალმახელიძეს, რამდენიმე ადამიანს ხელმძღვანელობდა, რათა ყუთები, რომლებშიც საკვები იყო მოთავსებული, მისი მანქანიდან ახლომდებარე სატვირთოში გადაეტანათ.

ქალი 6-7 საათის განმავლობაში იმყოფებოდა კოლონიის კართან.

შეგახსენებთ, რომ ხათუნა კალმახელიძემ (საქართველოს სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი), თანამდებობა 2012 წელს დატოვა გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ. მას შემდეგ კალმახელიძე მთლიანად გაქრა საჯარო სივრციდან. ის ახლა 45 წლისაა.

წაიკითხეთ ასევე: