პოლიტიკა
კონფლიქტები

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოთხი შვილი, კარიერა და დიდი სკანდალი, რის გამოც ის საფეხბურთო სამყაროდან "განდევნეს" - ვილი სანიოლის გზა ქართულ ფეხბურთამდე
ოთხი შვილი,  კარიერა და დიდი სკანდალი, რის გამოც ის საფეხბურთო სამყაროდან "განდევნეს" - ვილი სანიოლის გზა ქართულ ფეხბურთამდე

უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ფეხ­ბურ­თო ციებ-ცხე­ლე­ბა არ ცხრე­ბა. ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბე­ბი ევრო 2024-ზე და მზა­დე­ბა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თვის - ასე­თია მოკ­ლედ შე­ფა­სე­ბა იმ ყვე­ლაფ­რი­სა, რა­მაც ბოლო თვე­ებ­ში სულ სხვა­ნა­ი­რი სი­ხა­რუ­ლი შეგვძი­ნა.

ნაკ­რე­ბის წარ­მა­ტე­ბას დიდ­წი­ლად მთა­ვარ მწვრთნელს ვილი სა­ნი­ოლს მი­ა­წე­რენ.

"მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის მწვრთნელს, ვილი სა­ნი­ოლს, გა­მორ­ჩე­ულ ფეხ­ბურ­თელს თა­ვის დრო­ზე, მსოფ­ლი­ოს ვიცე-ჩემ­პი­ონს და დღეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ მწვრთნელს. ვინც ერ­კვე­ვა ფეხ­ბურთში, ალ­ბათ, ყვე­ლა და­მე­თან­ხმე­ბა, რომ მისი წვლი­ლი ამ წარ­მა­ტე­ბა­ში არის გა­მორ­ჩე­უ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი. მად­ლო­ბა ჩვენს სა­ა­მა­ყო მწვრთნელს ამი­სათ­ვის" - თქვა რამ­დე­ნი­მე თვის წინ პრე­მი­ერ­მა პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან.

სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტე­ბი ვილი სა­ნი­ო­ლი­ზე

ვილი სა­ნი­ო­ლი 1977 წლის მარ­ტში საფ­რან­გეთ­ში და­ი­ბა­და. თა­მა­შობ­და კლუ­ბებ­ში - სენტ-ეტი­ენ­ში, მო­ნა­კო­ში, ბა­ი­ერნ­ში და საფ­რან­გე­თის ნაკ­რებ­ში. ის არის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ვერ­ცხლის მე­და­ლო­სა­ნი, ორი კონ­ფე­დე­რა­ცი­ის თა­სის და მრა­ვა­ლი სხვა თა­სის მფლო­ბე­ლი.

ვილი სა­ნი­ო­ლის საფ­რან­გე­თის ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, ჯამ­ში, 58 შეხ­ვედ­რა აქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. ის საფ­რან­გე­თის ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყო 2002-2006 წლებ­ში ფი­ფას მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, 2004-2008 წლებ­ში კი, უე­ფას ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე.

სა­ნი­ო­ლი საფ­რან­გე­თის ნაკ­რებ­ში ას­პა­რე­ზობ­და 2006 წლის მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში, რო­დე­საც გუნ­დი იტა­ლი­ას­თან და­მარ­ცხდა.

აქ­ტი­უ­რი სპორ­ტი­დან წას­ვლის შემ­დეგ სა­ნი­ო­ლი 2013-2014 წლებ­ში საფ­რან­გე­თის ახალ­გაზ­რდულ ნაკ­რებს წვრთნი­და. 2014-2016 წლებ­ში ბორ­დოს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, 2017 წლის ზა­ფხულ­ში კი ბა­ი­ერ­ნის საწ­ვრთნე­ლო შტაბს შე­უ­ერ­თდა. 2017 წლის 28 სექ­ტემ­ბერს და­ი­ნიშ­ნა ბა­ი­ერ­ნის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლად. 2021 წლის თე­ბერ­ვალ­ში კი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ჩა­ი­ბა­რა.

ვილი სა­ნი­ო­ლი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია და ჰყავს ოთხი შვი­ლი.

ყვე­ლა­ზე დიდი სკან­და­ლი პრო­ფე­სი­ულ კა­რი­ე­რა­ში

2014 წელს სა­ნი­ო­ლი სე­რი­ო­ზულ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა, რო­დე­საც მა­შინ­დელ ბორ­დოს მწვრთნელს, რა­სიზ­მში დას­დეს ბრა­ლი. მა­შინ სა­ნი­ოლ­მა თქვა:

"სა­ნამ მე „ბორ­დოს“ მწვრთნე­ლი ვარ, ცოტა აფ­რი­კელ ფეხ­ბურ­თელს შე­ვი­ძენთ. არ მინ­და ორ წე­ლი­წად­ში ერთხელ დავ­კარ­გო ნა­ხე­ვა­რი გუნ­დი იმის გამო, რომ მათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნდა მი­ი­ღონ აფ­რი­კის თა­სის გა­თა­მა­შე­ბა­ში. აფ­რი­კე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ძი­რი­თა­დი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბია: ისი­ნი ითხო­ვენ ნაკ­ლებ ხელ­ფასს, ია­ფე­ბი არი­ან, მებ­რძო­ლი ხა­სი­ა­თი აქვთ, ფი­ზი­კუ­რი ძალა გა­აჩ­ნი­ათ. მაგ­რამ ფეხ­ბურთში კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ტექ­ნი­კა, ჭკუა და დის­ციპ­ლი­ნა. აქ ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთ­შია არის გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი...“

ცოტა ხან­ში სა­კუ­თა­რი სი­ტყვე­ბის გამო ბო­დი­შის მოხ­და მო­უ­წია

"ვწუხ­ვარ, თუ ჩემი სი­ტყვე­ბით ვინ­მეს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ვა­ყე­ნე. ბო­დიშს ვიხ­დი. მხო­ლოდ და მხო­ლოდ ფეხ­ბურთზე ვლა­პა­რა­კობ­დი. ჩემი სი­ტყვე­ბი ინ­ტე­ლექ­ტის შე­სა­ხებ, რა თქმა უნდა, ტაქ­ტი­კურ გან­სწავ­ლუ­ლო­ბას შე­ე­ხე­ბო­და. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ ვა­პი­რებ­დი ლა­პა­რაკს ადა­მი­ა­ნე­ბის გო­ნებ­რივ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე“.

მაგ­რამ უკვე გვი­ან იყო. გუნ­დის შიგ­ნით ატ­მოს­ფე­რო გა­ფუჭ­და და საქ­მე იქამ­დე მი­ვი­და, რომ "ბორ­დო" მე-14 ად­გი­ლამ­დე ჩა­მო­ვი­და. სა­ნი­ო­ლი მწვრთნე­ლის პოს­ტი­დან და­ი­თხო­ვეს და არა­ვინ აღარ ეძახ­და სა­მუ­შა­ოდ.

გა­ვი­და დრო და გუნდში, სა­დაც სა­ნი­ო­ლი მარ­თლა უყ­ვარ­დათ, შან­სი მის­ცეს და­ნა­შა­უ­ლი გა­მო­ეს­ყი­და - ეს იყო მშობ­ლი­უ­რი "ბა­ი­ერ­ნი".

თავ­და­პირ­ვე­ლად სე­ზო­ნის და­სა­წყის­ში კარ­ლო ან­ჩე­ლო­ტიმ სე­ზო­ნის ასის­ტენ­ტად და­უ­ძა­ხა. სამ­წუ­ხა­როდ, ან­ჩე­ლო­ტის კა­რი­ე­რა „ბა­ი­ერნ­ში“ ვერ აე­წყო და სა­ნი­ო­ლის და­ნიშ­ვნი­დან ორ თვე­ში და­ი­თხო­ვეს. ახალ მწვრთნე­ლად კი იუპ ჰა­ინ­კე მი­იწ­ვი­ეს. ცხრა დღის შემ­დეგ ვილი სა­ნი­ოლ­მა „ბა­ი­ერ­ნი“ და­ტო­ვა და მას შემ­დეგ მწვრთნე­ლად აღარ უმუ­შა­ვია.

ეს იყო 2017 წელს და ზუს­ტად 4 წლის შემ­დეგ 2021 წლის 25 მარტს მისი დე­ბი­უ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში შედ­გა.

თუმ­ცა ნაკ­რებ­ში მისი მოს­ვლი­დან სპორ­ტუ­ლი მე­დია ხში­რად წერ­და, რომ ის სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლას აპი­რებ­და. ხში­რად უწუ­ნებ­დნენ ხისტ ხა­სი­ათს, სამ­წვრთნე­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, თუმ­ცა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სპორ­ტის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი წე­რენ, რომ სა­ნი­ოლ­მა მო­ა­ხერ­ხა ის, რომ ნაკ­რე­ბის ყვე­ლა წევრთან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ წე­ლი­წად­ში სულ რამ­დე­ნი­მე­ჯერ ხვდე­ბა.

"ბევ­რი ფიქ­რობ­და, რომ უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი, არც ახლა ვფიქ­რობ წას­ვლა­ზე, რად­გან კარგ ხალ­ხში, კარგ ქვე­ყა­ნა­ში და კარგ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­ში მოვ­ხვდი და აქ მუ­შა­ო­ბა მი­ხა­რია!.. პე­ნალ­ტის დარ­ტყმას დიდი „კვერ­ცხე­ბი“ სჭირ­დე­ბა,“ - იტყვის სა­ნი­ო­ლი გა­მარ­ჯვე­ბის მატ­ჩი­დან მე­ო­რე დღეს, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

ჯერ კი­დევ მა­შინ, როცა სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ევ­რო­პა­ზე გა­ვი­და, გავ­რცელ­და ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი­სა და ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლის ვილი სა­ნი­ო­ლის ფოტო კო­ლა­ჟი, რომ­ლე­ბიც 17 წლი­ა­ნი სხვა­ო­ბით, ორი­ვე მინ­დორ­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი.

პირ­ველ ფო­ტო­ზე, რო­მე­ლიც 2007 წელს არის გა­და­ღე­ბუ­ლი, სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დე­ბი "ბა­ი­ერ­ნი" და "შალ­კე" ერ­თმა­ნეთს ხვდე­ბი­ან. ვილი სა­ნი­ო­ლი მი­უნ­ხე­ნის "ბა­ი­ერ­ნის" ფეხ­ბურ­თე­ლია, ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილ­თან კი "შალ­კე­სი", ორი­ვე სპორ­ტსმე­ნი შეხ­ვედ­რი­სას გერ­მა­ნულ გუნ­დებს წარ­მო­ად­გენს. სუ­რათ­ზე ჩანს მო­წი­ნა­აღ­მდე­გე გუნ­დე­ბის სპორ­ტსმე­ნებს შო­რის ბრა­ზი და და­ძა­ბუ­ლო­ბა.

მე­ო­რე ფოტო 2024 წლის 26 მარტს დი­ნა­მო არე­ნა­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი. ამ­ჯე­რად კო­ბი­აშ­ვი­ლი და სა­ნი­ო­ლი ერ­თმა­ნეთს სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბას ულო­ცა­ვენ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფატიმა
1

ალბად ღმერთს უნდოდა ამ უაღრესი.ნიჭიერი ადამიანი მოსულიყო საქართველოში ჩვენი ბიჭების დასახმარებლად.და.მართლაც.მთელი.გული.და სული ჩადო მათ დასახმარებლად .მადლობა .მას .

ჯეკო
1

მაგარი კაცია ვილი. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ოთხი შვილი, კარიერა და დიდი სკანდალი, რის გამოც ის საფეხბურთო სამყაროდან "განდევნეს" - ვილი სანიოლის გზა ქართულ ფეხბურთამდე

ოთხი შვილი,  კარიერა და დიდი სკანდალი, რის გამოც ის საფეხბურთო სამყაროდან "განდევნეს" - ვილი სანიოლის გზა ქართულ ფეხბურთამდე

უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოში საფეხბურთო ციებ-ცხელება არ ცხრება. ისტორიული გამარჯვებები ევრო 2024-ზე და მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის - ასეთია მოკლედ შეფასება იმ ყველაფრისა, რამაც ბოლო თვეებში სულ სხვანაირი სიხარული შეგვძინა.

ნაკრების წარმატებას დიდწილად მთავარ მწვრთნელს ვილი სანიოლს მიაწერენ.

"მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ნაკრების მწვრთნელს, ვილი სანიოლს, გამორჩეულ ფეხბურთელს თავის დროზე, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს და დღეს არაჩვეულებრივ მწვრთნელს. ვინც ერკვევა ფეხბურთში, ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ მისი წვლილი ამ წარმატებაში არის გამორჩეული და განსაკუთრებული. მადლობა ჩვენს საამაყო მწვრთნელს ამისათვის" - თქვა რამდენიმე თვის წინ პრემიერმა პარლამენტის ტრიბუნიდან.

საინტერესო ფაქტები ვილი სანიოლიზე

ვილი სანიოლი 1977 წლის მარტში საფრანგეთში დაიბადა. თამაშობდა კლუბებში - სენტ-ეტიენში, მონაკოში, ბაიერნში და საფრანგეთის ნაკრებში. ის არის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი, ორი კონფედერაციის თასის და მრავალი სხვა თასის მფლობელი.

ვილი სანიოლის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში, ჯამში, 58 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში იყო 2002-2006 წლებში ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე, 2004-2008 წლებში კი, უეფას ევროპის ჩემპიონატზე.

სანიოლი საფრანგეთის ნაკრებში ასპარეზობდა 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, როდესაც გუნდი იტალიასთან დამარცხდა.

აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ სანიოლი 2013-2014 წლებში საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნიდა. 2014-2016 წლებში ბორდოს ხელმძღვანელობდა, 2017 წლის ზაფხულში კი ბაიერნის საწვრთნელო შტაბს შეუერთდა. 2017 წლის 28 სექტემბერს დაინიშნა ბაიერნის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად. 2021 წლის თებერვალში კი საქართველოს ნაკრები ჩაიბარა.

ვილი სანიოლი დაოჯახებულია და ჰყავს ოთხი შვილი.

ყველაზე დიდი სკანდალი პროფესიულ კარიერაში

2014 წელს სანიოლი სერიოზულ სკანდალში გაეხვა, როდესაც მაშინდელ ბორდოს მწვრთნელს, რასიზმში დასდეს ბრალი. მაშინ სანიოლმა თქვა:

"სანამ მე „ბორდოს“ მწვრთნელი ვარ, ცოტა აფრიკელ ფეხბურთელს შევიძენთ. არ მინდა ორ წელიწადში ერთხელ დავკარგო ნახევარი გუნდი იმის გამო, რომ მათ მონაწილეობა უნდა მიიღონ აფრიკის თასის გათამაშებაში. აფრიკელი ფეხბურთელების ძირითადი უპირატესობებია: ისინი ითხოვენ ნაკლებ ხელფასს, იაფები არიან, მებრძოლი ხასიათი აქვთ, ფიზიკური ძალა გააჩნიათ. მაგრამ ფეხბურთში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ტექნიკა, ჭკუა და დისციპლინა. აქ ყველაფერი ერთმანეთშია არის გადაჯაჭვული...“

ცოტა ხანში საკუთარი სიტყვების გამო ბოდიშის მოხდა მოუწია

"ვწუხვარ, თუ ჩემი სიტყვებით ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენე. ბოდიშს ვიხდი. მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთზე ვლაპარაკობდი. ჩემი სიტყვები ინტელექტის შესახებ, რა თქმა უნდა, ტაქტიკურ განსწავლულობას შეეხებოდა. არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებდი ლაპარაკს ადამიანების გონებრივ შესაძლებლობებზე“.

მაგრამ უკვე გვიან იყო. გუნდის შიგნით ატმოსფერო გაფუჭდა და საქმე იქამდე მივიდა, რომ "ბორდო" მე-14 ადგილამდე ჩამოვიდა. სანიოლი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს და არავინ აღარ ეძახდა სამუშაოდ.

გავიდა დრო და გუნდში, სადაც სანიოლი მართლა უყვარდათ, შანსი მისცეს დანაშაული გამოესყიდა - ეს იყო მშობლიური "ბაიერნი".

თავდაპირველად სეზონის დასაწყისში კარლო ანჩელოტიმ სეზონის ასისტენტად დაუძახა. სამწუხაროდ, ანჩელოტის კარიერა „ბაიერნში“ ვერ აეწყო და სანიოლის დანიშვნიდან ორ თვეში დაითხოვეს. ახალ მწვრთნელად კი იუპ ჰაინკე მიიწვიეს. ცხრა დღის შემდეგ ვილი სანიოლმა „ბაიერნი“ დატოვა და მას შემდეგ მწვრთნელად აღარ უმუშავია.

ეს იყო 2017 წელს და ზუსტად 4 წლის შემდეგ 2021 წლის 25 მარტს მისი დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში შედგა.

თუმცა ნაკრებში მისი მოსვლიდან სპორტული მედია ხშირად წერდა, რომ ის საქართველოდან წასვლას აპირებდა. ხშირად უწუნებდნენ ხისტ ხასიათს, სამწვრთნელო გადაწყვეტილებებს, თუმცა სოციალურ ქსელში სპორტის გულშემატკივრები წერენ, რომ სანიოლმა მოახერხა ის, რომ ნაკრების ყველა წევრთან კარგი ურთიერთობა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მათ წელიწადში სულ რამდენიმეჯერ ხვდება.

"ბევრი ფიქრობდა, რომ უნდა წავსულიყავი, არც ახლა ვფიქრობ წასვლაზე, რადგან კარგ ხალხში, კარგ ქვეყანაში და კარგ პროფესიონალებში მოვხვდი და აქ მუშაობა მიხარია!.. პენალტის დარტყმას დიდი „კვერცხები“ სჭირდება,“ - იტყვის სანიოლი გამარჯვების მატჩიდან მეორე დღეს, პრესკონფერენციაზე.

ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქართველოს ნაკრები ევროპაზე გავიდა, გავრცელდა ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილისა და ნაკრების მწვრთნელის ვილი სანიოლის ფოტო კოლაჟი, რომლებიც 17 წლიანი სხვაობით, ორივე მინდორზეა გადაღებული.

პირველ ფოტოზე, რომელიც 2007 წელს არის გადაღებული, საფეხბურთო გუნდები "ბაიერნი" და "შალკე" ერთმანეთს ხვდებიან. ვილი სანიოლი მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელია, ლევან კობიაშვილთან კი "შალკესი", ორივე სპორტსმენი შეხვედრისას გერმანულ გუნდებს წარმოადგენს. სურათზე ჩანს მოწინააღმდეგე გუნდების სპორტსმენებს შორის ბრაზი და დაძაბულობა.

მეორე ფოტო 2024 წლის 26 მარტს დინამო არენაზეა გადაღებული. ამჯერად კობიაშვილი და სანიოლი ერთმანეთს საქართველოს გამარჯვებას ულოცავენ.

წაიკითხეთ ასევე: