სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უსამართლო პროცესი გრძელდება, რომელსაც საფუძვლად მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ზეპირი ჩვენება უდევს" - რა თქვა ბარგადებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა?
"უსამართლო პროცესი გრძელდება, რომელსაც საფუძვლად მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ზეპირი ჩვენება უდევს" - რა თქვა ბარგადებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა?

თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის მით­ვი­სე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის საქ­მე არ­სე­ბი­თად გან­სა­ხილ­ვე­ლად სა­სა­მარ­თლოს გა­და­ე­ცა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ, ნატო ხუ­ჯა­ძემ მი­ი­ღო.

დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე ასე­ვე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და­საშ­ვე­ბო­ბა­ზე იმ­სჯე­ლეს. სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბი­სა და დაც­ვის მხა­რის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი საქ­მეს სრუ­ლად და­ურ­თო.

სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რე საქ­მის სა­სა­მარ­თლოს­თვის არ­სე­ბი­თად გან­სა­ხილ­ვე­ლად გა­და­ცე­მას შუ­ამ­დგომ­ლობ­და.

პრო­კუ­რორ მი­ხე­ილ სად­რა­ძის გან­მარ­ტე­ბით, საქ­მე­ზე არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რაც აჩენს მო­ლო­დინს, რომ საქ­მე­ზე გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი იქ­ნე­ბა გა­მო­ტა­ნი­ლი.

დაც­ვის მხა­რე პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას არ და­ე­თან­ხმა. ად­ვო­კატ ლე­ვან მა­ხა­რაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, რა ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნა­საც ბრალ­დე­ბულს ედა­ვე­ბი­ან, და­ნა­შა­ულს არ წარ­მო­ად­გენს.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს ეს­წრე­ბო­და თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლიც.

"მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ბიზ­ნეს­ში ვარ, ფი­ნან­სე­ბი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი და შე­მიძ­ლია ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად ვთქვა, რას საქ­მი­ა­ნობს ინ­ვეს­ტო­რი. ამ საქ­მი­ა­ნო­ბას შენი და შენი კომ­პა­ნი­ის სა­ხელ­ზე ახორ­ცი­ე­ლებ. ცოტა გა­ოგ­ნე­ბუ­ლი, გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვის­მენ ახლა(პრო­კუ­რო­რის­გან), ყვე­ლა­ფე­რი რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­ქარ­თვე­ლოს გა­რეთ ხდე­ბო­და, ჩემს სა­ხელ­ზე იყო გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. არ ვიცი ამ ყვე­ლაფ­რის წარ­მო­ჩე­ნა რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, თით­ქოს, რა­ღა­ცას ვმა­ლავ­დი. რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ვეს­ტორს, ჩემ­მა კომ­პა­ნი­ამ "ქარ­თუ ბან­კი­დან" აიღო სეს­ხი, ბან­კის პრო­ცენ­ტე­ბი გა­ვის­ტუმ­რე და ეს ურ­თი­ერ­თო­ბა და­ვას­რუ­ლე", - გა­ნა­ცხა­და ბა­ჩი­აშ­ვილ­მა.

გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ მი­იჩ­ნევს. მისი გან­ცხა­დე­ბით, მისი ბრალ­დე­ბის საქ­მეს სა­ფუძ­ვლად მხო­ლოდ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ზე­პი­რი ჩვე­ნე­ბა უდევს.

რო­გორც პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ბა­ჩი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, დღე­ვან­დე­ლი დღე ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის­თვის სა­მარ­ცხვი­ნოა, რად­გან მისი საქ­მე სა­სა­მარ­თლოს არ­სე­ბი­თად გან­სა­ხილ­ვე­ლად გა­და­ე­ცა.

"მხო­ლოდ ერთს ვი­ტყვი, დღეს ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის­თვის მო­რი­გი მძი­მე და სა­მარ­ცხვი­ნო დღეა, რად­გან ის უსა­მარ­თლო პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა, რო­მე­ლიც 1 წლის წინ და­ი­წყო და რო­მელ­საც სა­ფუძ­ვლად მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ზე­პი­რი ჩვე­ნე­ბა უდევს. ეს ქარ­თუ­ლი სა­მარ­თლის სის­ტე­მის­თვის არის სა­მარ­ცხვი­ნო. არც ერთ ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში, არც ერთ და­სავ­ლურ ქვე­ყა­ნა­ში მსგავ­სი საქ­მე არც კი იქ­ნე­ბო­და გან­ხილ­ვა­ში მი­ღე­ბუ­ლი",- გა­ნა­ცხა­და ბა­ჩი­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის­თვის წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა 2017 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ქმე­დე­ბას ეხე­ბა. კერ­ძოდ, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­ჩი­აშ­ვილ­მა ინ­ვეს­ტორს ჩა­დე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი სრუ­ლი მო­გე­ბის სა­ნაც­ვლოდ მხო­ლოდ 536 900 აშშ დო­ლა­რი გა­დას­ცა, ხოლო დარ­ჩე­ნი­ლი ინ­ვეს­ტო­რის კუთ­ვნი­ლი 8 253.13 ოდე­ნო­ბის ბიტ­კო­ი­ნი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მი­ით­ვი­სა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც მისი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­უფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში 39 215 820 აშშ დო­ლარს შე­ად­გენ­და.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე
1

იმენა ბარგადებულია ამის დამწერი და გამომღებიც არ ყავს

ზურაბ
4

ხუხაშვილი რას ამბობს ეგ აგვარებდა საქმეებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"უსამართლო პროცესი გრძელდება, რომელსაც საფუძვლად მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ზეპირი ჩვენება უდევს" - რა თქვა ბარგადებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა?

"უსამართლო პროცესი გრძელდება, რომელსაც საფუძვლად მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ზეპირი ჩვენება უდევს" - რა თქვა ბარგადებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა?

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნატო ხუჯაძემ მიიღო.

დღევანდელ პროცესზე ასევე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. სასამართლომ ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები საქმეს სრულად დაურთო.

სხდომაზე ბრალდების მხარე საქმის სასამართლოსთვის არსებითად განსახილველად გადაცემას შუამდგომლობდა.

პროკურორ მიხეილ სადრაძის განმარტებით, საქმეზე არაერთი მტკიცებულებაა წარმოდგენილი, რაც აჩენს მოლოდინს, რომ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი იქნება გამოტანილი.

დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატ ლევან მახარაშვილის განმარტებით, რა ქმედების ჩადენასაც ბრალდებულს ედავებიან, დანაშაულს არ წარმოადგენს.

სასამართლო პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილიც.

"მთელი ცხოვრება ბიზნესში ვარ, ფინანსები მაქვს დამთავრებული და შემიძლია ძალიან მარტივად ვთქვა, რას საქმიანობს ინვესტორი. ამ საქმიანობას შენი და შენი კომპანიის სახელზე ახორციელებ. ცოტა გაოგნებული, გაკვირვებული ვისმენ ახლა(პროკურორისგან), ყველაფერი რაც საქართველოში და საქართველოს გარეთ ხდებოდა, ჩემს სახელზე იყო განხორციელებული. არ ვიცი ამ ყველაფრის წარმოჩენა როგორ შეიძლება, თითქოს, რაღაცას ვმალავდი. რაც შეეხება ინვესტორს, ჩემმა კომპანიამ "ქართუ ბანკიდან" აიღო სესხი, ბანკის პროცენტები გავისტუმრე და ეს ურთიერთობა დავასრულე", - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მისი განცხადებით, მისი ბრალდების საქმეს საფუძვლად მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ზეპირი ჩვენება უდევს.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ, ბაჩიაშვილმა განაცხადა, დღევანდელი დღე ქართული სასამართლო სისტემისთვის სამარცხვინოა, რადგან მისი საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა.

"მხოლოდ ერთს ვიტყვი, დღეს ქართული მართლმსაჯულებისთვის მორიგი მძიმე და სამარცხვინო დღეა, რადგან ის უსამართლო პროცესი გრძელდება, რომელიც 1 წლის წინ დაიწყო და რომელსაც საფუძვლად მხოლოდ ერთადერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ზეპირი ჩვენება უდევს. ეს ქართული სამართლის სისტემისთვის არის სამარცხვინო. არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში, არც ერთ დასავლურ ქვეყანაში მსგავსი საქმე არც კი იქნებოდა განხილვაში მიღებული",- განაცხადა ბაჩიაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.