სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ადელ ჩედლი, რომელიც "დინამო არენაზე", თერთმეტმეტრიანების დროს საქართველოს გამარჯვებისთვის ლოცულობდა?
ვინ არის ადელ ჩედლი, რომელიც "დინამო არენაზე", თერთმეტმეტრიანების დროს საქართველოს გამარჯვებისთვის ლოცულობდა?

პირ­ვე­ლად ის­ტო­რი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ითა­მა­შებს. ქარ­თვე­ლებ­მა ევრო 2024-ის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პის ფი­ნა­ლურ შეხ­ვედ­რა­ში სა­ბერ­ძნე­თის ეროვ­ნულ ნაკ­რებს სძლი­ეს.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და კად­რე­ბი, რო­მელ­შიც ჩანს ქარ­თვე­ლე­ბის მწვრთნე­ლის ვილი სა­ნი­ო­ლის გვერ­დით მყო­ფი მა­მა­კა­ცი პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ის დროს რო­გორ ლო­ცუ­ლობს. რო­გორ ირ­კვე­ვა, ის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის ტუ­ნი­სე­ლი თა­ნა­შემ­წე ადელ ჩედ­ლია.

"გუ­შინ­დე­ლი დღი­დან ბევ­რი კად­რი დაგ­ვრჩე­ბა მეხ­სი­ე­რე­ბა­ში კი­დევ დიდ­ხანს. ეს ერთ-ერ­თია: სა­ნი­ო­ლის თა­ნა­შემ­წე, ტუ­ნი­სე­ლი ადელ ჩედ­ლი, პე­ნალ­ტე­ბის დროს ლო­ცუ­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბის­თვის", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პო­ლი­ტი­კო­სი ზუ­რაბ გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძე.

  • რა არის ცნო­ბი­ლი ადელ ჩედ­ლი­ზე?

ადელ ჩედ­ლი 1976 წლის 16 სექ­ტემ­ბერს და­ი­ბა­და, ტუ­ნი­სელ ფეხ­ბურ­თე­ლი თა­მა­შობ­და ცენ­ტრა­ლუ­რი ნა­ხე­ვარმცვე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე და ჰქონ­და წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა, 2021 წლი­დან მუ­შა­ობს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­თან.

მისი დე­ბი­უ­ტი ზრდას­რულ­თა გუნდში შედ­გა 1994 წელს, თა­მა­შობ­და საფ­რან­გე­თის, კერ­ძოდ, "სენტ-ეტი­ე­ნის" რი­გებ­ში, სა­დაც გა­ა­ტა­რა სამი სე­ზო­ნი, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ჩემ­პი­ო­ნა­ტის 33 მატჩში.

მის­მა თა­მაშ­მა მი­ი­პყრო კლუბ " სო­შოს" სამ­წვრთნე­ლო შტა­ბის ყუ­რა­დღე­ბა, შე­დე­გად "სო­შოს" 1997 წელს შე­უ­ერ­თდა და მისი მა­ი­სუ­რით შვი­დი სე­ზო­ნი ითა­მა­შა.

შემ­დგომ­ში, 2004 წლი­დან 2012 წლამ­დე თა­მა­შობ­და შემ­დეგ გუნ­დებ­ში: "ის­ტრში", "ნი­ურნ­ბერ­გში", "სი­ონ­ში", "ალ-შა­აბ­სა" და "ეტუ­ილ დუ სა­ჰელ­ში".

2012 წელს კა­საბ­ლან­კას "რა­ჯას“ შე­უ­ერ­თდა, სა­დაც გა­ტა­რე­ბუ­ლი ერთი სე­ზო­ნის შემ­დეგ პრო­ფე­სი­უ­ლი კა­რი­ე­რა და­ას­რუ­ლა.

ტუ­ნი­სის ნაკ­რებ­ში მისი დე­ბი­უ­ტი 2003 წელს შედ­გა. მან ქვეყ­ნის მთა­ვა­რი გუნ­დის ფორ­მით 56 მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა და 3 გოლი გა­ი­ტა­ნა.

2004 წელს, ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ითა­მა­შა "აფ­რი­კის ერთა თას­ზე", სა­დაც გუნ­დმა ოქ­როს მედ­ლე­ბი მო­ი­გო.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Gio
16

უაზრობა. კიკაბიძემ რაღაც იმღერა და აიტაცეს. კაცი თუ ხარ, სადაც გინდა არ ილოცებ. ეს არის ჭეშმარიტება. მოდით მუჰამედზე ილოცეთ, რომელიც მოუწოდებს, რომ ქრისტიანი მტერია მისი

მარი
5

ვერ ვიგებ რატომ გიკვირთ მისი ლოცვა, გუნდის გამარჯვება მისთვისაც წარმატების და ფინანსური კეთილდღეობის მომტანი იყო

ავტორი:

ვინ არის ადელ ჩედლი, რომელიც "დინამო არენაზე", თერთმეტმეტრიანების დროს საქართველოს გამარჯვებისთვის ლოცულობდა?

ვინ არის ადელ ჩედლი, რომელიც "დინამო არენაზე", თერთმეტმეტრიანების დროს საქართველოს გამარჯვებისთვის ლოცულობდა?

პირველად ისტორიაში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ქართველებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლიეს.

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანს ქართველების მწვრთნელის ვილი სანიოლის გვერდით მყოფი მამაკაცი პენალტების სერიის დროს როგორ ლოცულობს. როგორ ირკვევა, ის მთავარი მწვრთნელის ტუნისელი თანაშემწე ადელ ჩედლია.

"გუშინდელი დღიდან ბევრი კადრი დაგვრჩება მეხსიერებაში კიდევ დიდხანს. ეს ერთ-ერთია: სანიოლის თანაშემწე, ტუნისელი ადელ ჩედლი, პენალტების დროს ლოცულობს საქართველოს გამარჯვებისთვის", - წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

  • რა არის ცნობილი ადელ ჩედლიზე?

ადელ ჩედლი 1976 წლის 16 სექტემბერს დაიბადა, ტუნისელ ფეხბურთელი თამაშობდა ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე და ჰქონდა წარმატებული კარიერა, 2021 წლიდან მუშაობს საქართველოს ნაკრებთან.

მისი დებიუტი ზრდასრულთა გუნდში შედგა 1994 წელს, თამაშობდა საფრანგეთის, კერძოდ, "სენტ-ეტიენის" რიგებში, სადაც გაატარა სამი სეზონი, მონაწილეობა მიიღო ჩემპიონატის 33 მატჩში.

მისმა თამაშმა მიიპყრო კლუბ " სოშოს" სამწვრთნელო შტაბის ყურადღება, შედეგად "სოშოს" 1997 წელს შეუერთდა და მისი მაისურით შვიდი სეზონი ითამაშა.

შემდგომში, 2004 წლიდან 2012 წლამდე თამაშობდა შემდეგ გუნდებში: "ისტრში", "ნიურნბერგში", "სიონში", "ალ-შააბსა" და "ეტუილ დუ საჰელში".

2012 წელს კასაბლანკას "რაჯას“ შეუერთდა, სადაც გატარებული ერთი სეზონის შემდეგ პროფესიული კარიერა დაასრულა.

ტუნისის ნაკრებში მისი დებიუტი 2003 წელს შედგა. მან ქვეყნის მთავარი გუნდის ფორმით 56 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

2004 წელს, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა "აფრიკის ერთა თასზე", სადაც გუნდმა ოქროს მედლები მოიგო.

იხილეთ ასევე: