პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ კარგად ვითამაშე, ვარიანტი არ არის, ჩემს გულში ჩუმად არ ვთქვა, - შენთვის, ჩემო აფხაზეთო - მეთქი" - გზა დევნილობიდან დიდ სპორტამდე, ანუ კვეკვესკირის "ხმაურიანი სიჩუმე"
"თუ კარგად ვითამაშე, ვარიანტი არ არის, ჩემს გულში ჩუმად არ ვთქვა, - შენთვის, ჩემო აფხაზეთო - მეთქი" - გზა დევნილობიდან დიდ სპორტამდე, ანუ კვეკვესკირის "ხმაურიანი სიჩუმე"

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა გუ­შინ ის­ტო­რია და­წე­რა. ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი "ერთა ლი­გის" ფი­ნალ­ში სა­ბერ­ძნეთს და­უ­პი­რის­პირ­დნენ და 4:2 და­ა­მარ­ცხეს. და­ძა­ბუ­ლი და თავ­და­უ­ზო­გა­ვი ბრძო­ლის შე­დე­გად, სა­ნუკ­ვა­რი ოც­ნე­ბა ახდა და ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ჩვე­ნი გუნ­დი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე იას­პა­რე­ზებს.

ამ გა­მარ­ჯვე­ბის ერთ-ერთი გმი­რი ნა­ხე­ვარმცვე­ლი ნიკა კვეკ­ვეს­კი­რია. მან სა­ბერ­ძნეთ­თან მატჩში თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნე­ბის სე­რი­ა­ში უკა­ნას­კნე­ლი, გა­დამ­წყვე­ტი პე­ნალ­ტი გა­ი­ტა­ნა, რი­თაც გუნდს გა­მარ­ჯვე­ბა მო­უ­პო­ვა.

  • ნიკა კვეკ­ვეს­კი­რის "ხმა­უ­რი­ა­ნი სი­ჩუ­მე"

"ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და ტაქ­ტი­კუ­რად ძა­ლი­ან რთუ­ლი და მძი­მე თა­მა­ში იყო, რო­მე­ლიც ლო­გი­კუ­რად დას­რულ­და. ორი თა­ნა­ბა­რი გუნ­დი იყო და თა­მა­ში გარ­და­მა­ვა­ლი უპი­რა­ტე­სო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ასე­თი ფი­ნა­ლი უფრო სა­ინ­ტე­რე­სო და ტკბი­ლია. ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არას­დროს ვყო­ფილ­ვარ, ჩემი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი­სა და მთე­ლი ქვეყ­ნის წი­ნა­შე უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მქონ­და. ჩემს თავ­ში ხმა­უ­რი­ა­ნი სი­ჩუ­მე იყო და ვერ გა­ვი­გე, რა ხდე­ბო­და..." - თქვა კვეკ­ვეს­კირ­მა ფი­ნა­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მწვრთნელ­მა ვილი სა­ნი­ო­ლომ გუ­შინ­დელ გა­მარ­ჯვე­ბა­ში ნა­ხე­ვარმცვე­ლის წვლილს ხაზი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­უს­ვა და აღ­ნიშ­ნა, რომ კვეკ­ვეს­კირ­მა ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თი გა­მო­ავ­ლი­ნა.

"აუ­ცი­ლებ­ლად მინ­და აღ­ვნიშ­ნო კვეკ­ვეს­კი­რი, რო­მე­ლიც ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ას­თან წა­გე­ბის მერე ყვე­ლა­ზე მეტს ტი­რო­და. მას არ უწევს ბევ­რი თა­მა­ში, მაგ­რამ ბოლო პე­ნალ­ტი და­არ­ტყა და კარ­გი მა­გა­ლი­თია ეს ყვე­ლა­ფე­რი, ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თი აჩ­ვე­ნა და მინ­და დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ბი­ჭებს!" - ვთქვა სა­ნი­ო­ლიმ.

  • ბავ­შვო­ბა დევ­ნი­ლო­ბა­ში

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის 32 წლის ნა­ხე­ვარმცვე­ლის ნიკა კვეკ­ვეს­კი­რის გზა წარ­მა­ტე­ბამ­დე მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა. მისი ოჯა­ხი აფხა­ზე­თი­დან, გა­ლი­დან არის დევ­ნი­ლი, რის გა­მოც სპორ­ტსმენს ბავ­შვო­ბი­დან­ვე ბევ­რი დაბ­რკო­ლე­ბის გა­და­ლახ­ვამ მო­უ­წია. ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ნიკა წლი­ნა­ხევ­რის იყო, როცა მშობ­ლებ­მა ზუგ­დიდ­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნეს და ცხოვ­რე­ბა დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბა­ში გა­ნაგ­რძეს.

აი, რას წერს მე­ზო­ბე­ლი ნიკა კვეკ­ვეს­კი­რის ბავ­შვო­ბა­ზე:

"ომის შემ­დეგ, ზუგ­დიდ­ში, დევ­ნილ­თა ჩა­სახ­ლე­ბა­ში ცხოვ­რობ­და, მე­ზობ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. მე და ჩემი ძმა შორს დავ­დი­ო­დით სკო­ლა­ში და, მე­ზო­ბე­ლი ბავ­შვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით ადრე ვი­დე­ქით უკვე გა­ჩე­რე­ბა­ზე. ყო­ველ დი­ლით, ვინც ჩვენ­ზე ადრე ელო­დე­ბო­და ტრან­სპორ­ტს, კვეკ­ვეს­კი­რი იყო. 90-იანი წლე­ბის ყო­ველ წვი­მი­ან, თოვ­ლი­ან, ქა­რი­ან დი­ლას, იდგა 5-6 წლის პა­ტა­რა ბიჭი უზარ­მა­ზა­რი ჩან­თით ჯი­უ­ტად და ვარ­ჯიშ­ზე მი­დი­ო­და. კი­დევ მახ­სოვს, შეკ­რე­ბა­ზე უნდა წა­ეყ­ვა­ნა მწვრთნელს პა­ტა­რე­ბის გუნ­დი და მის მშობ­ლებს (რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან ცდი­ლობ­დნენ, არა­ფე­რი მო­ეკ­ლოთ ბავ­შვის­თვის) არ აღ­მო­აჩ­ნდათ ფი­ნან­სე­ბი და ნი­კას მო­უ­წია სახ­ლში დარ­ჩე­ნა, თუმ­ცა იმ­დე­ნად მტკივ­ნე­უ­ლი იქ­ნე­ბო­და ეს ბავ­შვის­თვის, რომ ეს ამ­ბა­ვი და­უ­მა­ლეს და მწვრთნელს ათ­ქმე­ვი­ნეს, რომ 1 კვი­რა, უბ­რა­ლოდ, ვარ­ჯი­ში არ ექ­ნე­ბო­დათ და ის­ვე­ნებ­დნენ. კი­დევ მახ­სოვს, ერთხელ, "მარ­შრუტ­კის" მძღოლ­მა არ ამო­უშ­ვა, ისე­თი ტა­ლა­ხი­ა­ნი იყო ვარ­ჯი­შის მერე. მე­ო­რე მძღოლ­მა უთხრა, და­ი­ფი­ნე რამე და ჩემს "მარ­შრუტ­კა­ში" ჩა­ჯე­ქი, მალე გავ­დი­ვარ მეცო.

მად­ლო­ბა, ნიკა, ამ სი­ჯი­უ­ტის­თვის, ყვე­ლაფ­რის­თვის და, გან­სა­კუთ­რე­ბით, გუ­შინ­დე­ლი, შე­ნე­ბუ­რი, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბის გო­ლის­თვის", - წერს "ფე­ის­ბუქ­ში" ნანა ცხვი­ტა­რია.

მშობ­ლი­ურ აფხა­ზეთს რომ უდი­დე­სი ად­გი­ლი უჭი­რავს კვეკ­ვეს­კი­რის გულ­სა და გო­ნე­ბა­ში, ეს გუ­ში­ნაც გა­მოჩ­ნდა.

გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე შეკ­რე­ბილ გულ­შე­მატ­კი­ვარ­თან ერ­თად, ნაკ­რებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი შე­ას­რუ­ლა, რომ­ლის ფონ­ზეც ის­მო­და კვეკ­ვეს­კი­რის და სხვე­ბის შე­ძა­ხი­ლე­ბი "აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოა! სა­მა­ჩაბ­ლო სა­ქარ­თვე­ლოა!“

  • ამ­ბობს, რომ ყვე­ლა გოლი აფხა­ზე­თის სა­ხელ­ზე გა­აქვს და ოც­ნე­ბობს გალ­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე...

"ზუგ­დი­დი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, თუმ­ცა გალი მა­ინც სხვაა მთე­ლი ჩემი ოჯა­ხის­თვის, ჩემ­თვი­საც. თუ კარ­გად ვი­თა­მა­შე მო­ე­დან­ზე, ვა­რი­ან­ტი არაა, ჩემ გულ­ში ჩუ­მად არ ვთქვა, შენ­თვის, ჩემო აფხა­ზე­თო- მეთ­ქი". ( წყა­რო: ჟურ­ნა­ლი "ზუგ­დი­დე­ლე­ბი“ N 3. 2007 წ.)

  • კა­რი­ე­რა

ნიკა კვეკ­ვეს­კი­რი პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ყო­ფილ­მა მწვრთნელ­მა, თე­მურ ქეც­ბა­ი­ამ შე­ამ­ჩნია და 2012 წელს ნაკ­რებ­ში გა­მო­ი­ძა­ხა. მა­შინ კვეკ­ვეს­კი­რი ზუგ­დი­დის "ბა­ი­ას" ნა­ხე­ვარმცვე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე თა­მა­შობ­და და მის­თვის ასე­თი ტრამ­პლი­ნი სრუ­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა იყო.

"მა­შინ ჩემ­თვის ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში მიწ­ვე­ვა ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა იყო, რის­თვი­საც დღემ­დე თე­მურ ქეც­ბა­ი­ას მად­ლი­ე­რი ვარ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­მა­შის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მო­მე­ცა, ასე­თი დო­ნის ფეხ­ბურ­თე­ლებ­თან ვარ­ჯი­შიც კი ჩემ­თვის უდი­დე­სი პრი­ვი­ლე­გია, პა­ტი­ვი და მო­ტი­ვა­ცია გახ­ლდათ. პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რი­სას ემო­ცი­ე­ბის კონ­ტრო­ლი რთუ­ლი იყო", - ამ­ბობ­და წლე­ბის შემ­დეგ კვეკ­ვეს­კი­რი.

ამ­ჟა­მად კვეკ­ვეს­კი­რი პო­ლო­ნეთ­ში, პოზ­ნა­ნის "ლეხ­ში“ თა­მა­შობს და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ას­პა­რე­ზო­ბის გამო გუნ­დმა კონ­ტრაქ­ტი 3 წლით გა­უ­ხან­გრძლი­ვა.

"უდის­ციპ­ლი­ნო ფეხ­ბურ­თე­ლი არც ახალ­გაზ­რდულ ასაკ­ში ვი­ყა­ვი, მაგ­რამ რაც უფრო იზ­რდე­ბი და ვი­თარ­დე­ბი, უფრო და უფრო აფა­სებ ყვე­ლა­ფერს და ხვდე­ბი, რომ ფეხ­ბურთში ყო­ფი­თი დის­ციპ­ლი­ნა ფუნ­და­მენ­ტუ­რი სა­კი­თხია. მახ­სოვს, მა­მა­ჩე­მი პა­ტა­რა ასაკ­შიც კი მე­უბ­ნე­ბო­და, მწვრთნე­ლის და­ვა­ლე­ბას ბო­ლომ­დე ნუ ას­რუ­ლებ, ჩარ­ჩო­ში ექ­ცე­ვი, ეცა­დე და­ვა­ლე­ბე­ბის 80% შე­ას­რუ­ლო და 20% შენი კრე­ა­ტი­ვი გა­მო­ი­ყე­ნოო.

რო­მან­ტი­კუ­ლი ფეხ­ბურ­თის მოყ­ვა­რუ­ლი ვარ... ფი­ნან­სე­ბის ზრდამ ფეხ­ბურთზეც გავ­ლე­ნა იქო­ნია, ფი­ნან­სურ­მა აუ­ცი­ლებ­ლო­ბამ კა­ცობ­რი­ო­ბა შეც­ვა­ლა და ცხა­დია მას­თან ერ­თად ფეხ­ბურ­თიც..." - ამ­ბობს ნიკა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რეზო
0

ხმამაღლა თქვი ხოლმე, ოქრო! ყველამ გაიგოს!

იი
0

არ ვიცოდი თუ ასეთი კარგი ადამიანი და კარგი ქართველი იყავი გაიხარე 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"თუ კარგად ვითამაშე, ვარიანტი არ არის, ჩემს გულში ჩუმად არ ვთქვა, - შენთვის, ჩემო აფხაზეთო - მეთქი" - გზა დევნილობიდან დიდ სპორტამდე, ანუ კვეკვესკირის "ხმაურიანი სიჩუმე"

"თუ კარგად ვითამაშე, ვარიანტი არ არის, ჩემს გულში ჩუმად არ ვთქვა, - შენთვის, ჩემო აფხაზეთო - მეთქი" - გზა დევნილობიდან დიდ სპორტამდე, ანუ კვეკვესკირის "ხმაურიანი სიჩუმე"

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა გუშინ ისტორია დაწერა. ქართველი ფეხბურთელები "ერთა ლიგის" ფინალში საბერძნეთს დაუპირისპირდნენ და 4:2 დაამარცხეს. დაძაბული და თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად, სანუკვარი ოცნება ახდა და ისტორიაში პირველად, ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

ამ გამარჯვების ერთ-ერთი გმირი ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირია. მან საბერძნეთთან მატჩში თერთმეტმეტრიანების სერიაში უკანასკნელი, გადამწყვეტი პენალტი გაიტანა, რითაც გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

  • ნიკა კვეკვესკირის "ხმაურიანი სიჩუმე"

"ფსიქოლოგიურად და ტაქტიკურად ძალიან რთული და მძიმე თამაში იყო, რომელიც ლოგიკურად დასრულდა. ორი თანაბარი გუნდი იყო და თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ასეთი ფინალი უფრო საინტერესო და ტკბილია. ასეთ მდგომარეობაში არასდროს ვყოფილვარ, ჩემი თანაგუნდელებისა და მთელი ქვეყნის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა მქონდა. ჩემს თავში ხმაურიანი სიჩუმე იყო და ვერ გავიგე, რა ხდებოდა..." - თქვა კვეკვესკირმა ფინალის დასრულების შემდეგ.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლომ გუშინდელ გამარჯვებაში ნახევარმცველის წვლილს ხაზი განსაკუთრებულად გაუსვა და აღნიშნა, რომ კვეკვესკირმა ძლიერი ხასიათი გამოავლინა.

"აუცილებლად მინდა აღვნიშნო კვეკვესკირი, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგების მერე ყველაზე მეტს ტიროდა. მას არ უწევს ბევრი თამაში, მაგრამ ბოლო პენალტი დაარტყა და კარგი მაგალითია ეს ყველაფერი, ძლიერი ხასიათი აჩვენა და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბიჭებს!" - ვთქვა სანიოლიმ.

  • ბავშვობა დევნილობაში

საქართველოს ნაკრების 32 წლის ნახევარმცველის ნიკა კვეკვესკირის გზა წარმატებამდე მარტივი არ ყოფილა. მისი ოჯახი აფხაზეთიდან, გალიდან არის დევნილი, რის გამოც სპორტსმენს ბავშვობიდანვე ბევრი დაბრკოლების გადალახვამ მოუწია. ომის დასრულების შემდეგ, ნიკა წლინახევრის იყო, როცა მშობლებმა ზუგდიდში ჩამოიყვანეს და ცხოვრება დევნილთა დასახლებაში განაგრძეს.

აი, რას წერს მეზობელი ნიკა კვეკვესკირის ბავშვობაზე:

"ომის შემდეგ, ზუგდიდში, დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობდა, მეზობლები ვიყავით. მე და ჩემი ძმა შორს დავდიოდით სკოლაში და, მეზობელი ბავშვებისგან განსხვავებით, ნახევარი საათით ადრე ვიდექით უკვე გაჩერებაზე. ყოველ დილით, ვინც ჩვენზე ადრე ელოდებოდა ტრანსპორტს, კვეკვესკირი იყო. 90-იანი წლების ყოველ წვიმიან, თოვლიან, ქარიან დილას, იდგა 5-6 წლის პატარა ბიჭი უზარმაზარი ჩანთით ჯიუტად და ვარჯიშზე მიდიოდა. კიდევ მახსოვს, შეკრებაზე უნდა წაეყვანა მწვრთნელს პატარების გუნდი და მის მშობლებს (რომლებიც ძალიან ცდილობდნენ, არაფერი მოეკლოთ ბავშვისთვის) არ აღმოაჩნდათ ფინანსები და ნიკას მოუწია სახლში დარჩენა, თუმცა იმდენად მტკივნეული იქნებოდა ეს ბავშვისთვის, რომ ეს ამბავი დაუმალეს და მწვრთნელს ათქმევინეს, რომ 1 კვირა, უბრალოდ, ვარჯიში არ ექნებოდათ და ისვენებდნენ. კიდევ მახსოვს, ერთხელ, "მარშრუტკის" მძღოლმა არ ამოუშვა, ისეთი ტალახიანი იყო ვარჯიშის მერე. მეორე მძღოლმა უთხრა, დაიფინე რამე და ჩემს "მარშრუტკაში" ჩაჯექი, მალე გავდივარ მეცო.

მადლობა, ნიკა, ამ სიჯიუტისთვის, ყველაფრისთვის და, განსაკუთრებით, გუშინდელი, შენებური, თავდაჯერებული გამარჯვების გოლისთვის", - წერს "ფეისბუქში" ნანა ცხვიტარია.

მშობლიურ აფხაზეთს რომ უდიდესი ადგილი უჭირავს კვეკვესკირის გულსა და გონებაში, ეს გუშინაც გამოჩნდა.

გამარჯვების შემდეგ, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივართან ერთად, ნაკრებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულა, რომლის ფონზეც ისმოდა კვეკვესკირის და სხვების შეძახილები "აფხაზეთი საქართველოა! სამაჩაბლო საქართველოა!“

  • ამბობს, რომ ყველა გოლი აფხაზეთის სახელზე გააქვს და ოცნებობს გალში დაბრუნებაზე...

"ზუგდიდი ძალიან მიყვარს, თუმცა გალი მაინც სხვაა მთელი ჩემი ოჯახისთვის, ჩემთვისაც. თუ კარგად ვითამაშე მოედანზე, ვარიანტი არაა, ჩემ გულში ჩუმად არ ვთქვა, შენთვის, ჩემო აფხაზეთო- მეთქი". ( წყარო: ჟურნალი "ზუგდიდელები“ N 3. 2007 წ.)

  • კარიერა

ნიკა კვეკვესკირი პირველად საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ შეამჩნია და 2012 წელს ნაკრებში გამოიძახა. მაშინ კვეკვესკირი ზუგდიდის "ბაიას" ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა და მისთვის ასეთი ტრამპლინი სრული მოულოდნელობა იყო.

"მაშინ ჩემთვის ეროვნულ ნაკრებში მიწვევა ძალიან სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, რისთვისაც დღემდე თემურ ქეცბაიას მადლიერი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის საშუალება არ მომეცა, ასეთი დონის ფეხბურთელებთან ვარჯიშიც კი ჩემთვის უდიდესი პრივილეგია, პატივი და მოტივაცია გახლდათ. პირველი შეხვედრისას ემოციების კონტროლი რთული იყო", - ამბობდა წლების შემდეგ კვეკვესკირი.

ამჟამად კვეკვესკირი პოლონეთში, პოზნანის "ლეხში“ თამაშობს და წარმატებული ასპარეზობის გამო გუნდმა კონტრაქტი 3 წლით გაუხანგრძლივა.

"უდისციპლინო ფეხბურთელი არც ახალგაზრდულ ასაკში ვიყავი, მაგრამ რაც უფრო იზრდები და ვითარდები, უფრო და უფრო აფასებ ყველაფერს და ხვდები, რომ ფეხბურთში ყოფითი დისციპლინა ფუნდამენტური საკითხია. მახსოვს, მამაჩემი პატარა ასაკშიც კი მეუბნებოდა, მწვრთნელის დავალებას ბოლომდე ნუ ასრულებ, ჩარჩოში ექცევი, ეცადე დავალებების 80% შეასრულო და 20% შენი კრეატივი გამოიყენოო.

რომანტიკული ფეხბურთის მოყვარული ვარ... ფინანსების ზრდამ ფეხბურთზეც გავლენა იქონია, ფინანსურმა აუცილებლობამ კაცობრიობა შეცვალა და ცხადია მასთან ერთად ფეხბურთიც..." - ამბობს ნიკა.

იხილეთ ასევე: