პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა თქვეს მწვრთნელებმა ისტორიული მატჩის შემდეგ, რა შეფასება მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა და გერმანიაში ვისთან და როდის ითამაშებს ჩვენი ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე?
რა თქვეს მწვრთნელებმა ისტორიული მატჩის შემდეგ, რა შეფასება მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა და გერმანიაში ვისთან და როდის ითამაშებს ჩვენი ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე?

ის­ტო­რია და­წე­რი­ლია - სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ითა­მა­შებს. ქარ­თველ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა ურ­თუ­ლეს და ძა­ლი­ან და­ძა­ბულ მატჩში სა­ბერ­ძნე­თის ეროვ­ნუ­ლი გუნ­დი "დი­ნა­მო არე­ნა­ზე" და­ა­მარ­ცხეს.

მატ­ჩის ბედი 11-მეტ­რი­ა­ნე­ბის სე­რი­ამ გა­და­წყვი­ტა. ამ ე.წ. სა­ფეხ­ბურ­თო ლა­ტა­რი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა გა­ი­მარ­ჯვა.

მატ­ჩის შემ­დეგ ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის, ვილი სა­ნი­ო­ლის პრეს­კონ­ფე­რენ­ცია, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი გა­მოდ­გა.

ვილი სა­ნი­ო­ლი:

"ადრე შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ამ­ბობ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი­დან უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ სწო­რედ ამის ახ­სნას ვცდი­ლობ­დი, რომ შე­დე­გებს თვე­ე­ბი და წლე­ბი სჭირ­დე­ბა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, წას­ვლა­ზე არც არას­დროს მი­ფიქ­რია, რად­გან აქ თავს კარ­გად ვგრძნობ, ჩემს ირ­გვლივ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან, მათ­თან მუ­შა­ო­ბა ჩემ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნოა...

პე­ნალ­ტებ­ზე საკ­მა­ოდ ბევ­რი ვი­ვარ­ჯი­შეთ. რო­დე­საც პე­ნალ­ტე­ბის სე­რია გი­წევს, არას­დროს იცი, ვინ და­ას­რუ­ლებს თა­მაშს და შე­სა­ბა­მი­სად, ვინ და­არ­ტყამს. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ვი­სა­უბ­რეთ და გა­ვი­გეთ, ვინ იყო მზად და­სარ­ტყმე­ლად.... ქო­ჩო­რაშ­ვილ­მა პირ­ველ­მა თქვა, მე და­ვარ­ტყა­მო და არც გამ­კვირ­ვე­ბია - ის ფან­ტას­ტი­კუ­რი პი­როვ­ნე­ბაა, ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თი აქვს და ნაკ­რებ­ში სი­ტუ­ა­ცია მისი გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ შე­იც­ვა­ლა."

ზო­გა­დად, არ მინ­და ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი გა­მოვ­ყო, ყვე­ლა კარ­გია, თუნ­დაც დვა­ლი, რო­მელ­მაც ფან­ტას­ტი­კუ­რად ითა­მა­შა, მისი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი პე­ნალ­ტიც მისი თა­მა­შის ამ­სახ­ვე­ლი იყო. ასე­ვე, და­ვი­თაშ­ვილ­მა, მი­ქა­უ­ტა­ძემ, არა­ვინ მინ­და გა­მომ­რჩეს... აუ­ცი­ლებ­ლად მინ­და აღ­ვნიშ­ნო კვეკ­ვეს­კი­რი, რო­მე­ლიც ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ას­თან წა­გე­ბის მერე ყვე­ლა­ზე მეტს ტი­რო­და. მას არ უწევს ბევ­რი თა­მა­ში, მაგ­რამ ბოლო პე­ნალ­ტი და­არ­ტყა და კარ­გი მა­გა­ლი­თია ეს ყვე­ლა­ფე­რი, ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თი აჩ­ვე­ნა და მინ­და დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ბი­ჭებს!"

გუს­ტა­ვო პო­ი­ე­ტი, სა­ბერ­ძნე­თის ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი:

"უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს და ვილი სა­ნი­ოლს გა­მარ­ჯვე­ბას ვუ­ლო­ცავ. თა­მა­შის დას­რუ­ლე­ბი­სას მისი ნახ­ვა ვერ მო­ვა­ხერ­ხე და მი­ლოც­ვას გა­დავ­ცემ. რთუ­ლი შეხ­ვედ­რა იყო. ბი­ჭე­ბი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი არი­ან. მათ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს, მაგ­რამ არ გა­უ­მარ­თლათ. რო­დე­საც ბო­ლომ­დე იხარ­ჯე­ბი და მარ­ცხდე­ბი, ეს ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია. ბოლო ორ მატჩში გოლი არ გა­ვუშ­ვით და მა­ინც ვერ გა­ვე­დით ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე. მცვე­ლებ­მა პირ­ველ ტა­იმ­ში სამი ყვი­თე­ლი ბა­რა­თი მი­ი­ღეს, მავ­რო­პა­ნო­სი, ხა­ცი­დი­ა­კი­სი და მან­და­ლო­სი და­შავ­დნენ. ოთხი შეც­ვლა ტრავ­მე­ბის გამო გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე. ამა­ნაც იმოქ­მე­და. პე­ნალ­ტე­ბის სე­რია კი იღ­ბალ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ახლა ჩემს მო­მა­ვალ­ზე სა­უ­ბა­რი უად­გი­ლოა. ამ გუნ­დის მწვრთნე­ლო­ბა ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია. უნდა დავ­მშვიდ­დეთ და მო­მა­ვალ­ზე ვი­ფიქ­როთ".

  • რო­გორ შე­ა­ფა­სეს ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის თა­მა­ში ანა­ლი­ტი­კურ­მა სა­ი­ტებ­მა?

Whoscored: მა­მარ­დაშ­ვი­ლი 7.2, კა­კა­ბა­ძე 6.9, კა­შია 7.1, კვირ­კვე­ლია 7.0, დვა­ლი 7.8, შენ­გე­ლია 7.2, ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი 7.7, კი­ტე­იშ­ვი­ლი 7.1, ჩაკ­ვე­ტა­ძე 6.6, კვა­რა­ცხე­ლია 7.1, ზივ­ზი­ვა­ძე 6.4, წი­ტა­იშ­ვი­ლი 6.5, კვეკ­ვეს­კი­რი 7.0, და­ვი­თაშ­ვი­ლი 6.9, ქვი­ლი­თა­ია 6.2, მი­ქა­უ­ტა­ძე 5.8.

Sofascore: მა­მარ­დაშ­ვი­ლი 7.8, კა­კა­ბა­ძე 6.4, კა­შია 7.1, კვირ­კვე­ლია 7.0, დვა­ლი 7.5, შენ­გე­ლია 7.2, ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი 7.2, კი­ტე­იშ­ვი­ლი 7.4, ჩაკ­ვე­ტა­ძე 6.6, კვა­რა­ცხე­ლია 6.9, ზივ­ზი­ვა­ძე 6.6, წი­ტა­იშ­ვი­ლი 6.6, კვეკ­ვეს­კი­რი 7.3, და­ვი­თაშ­ვი­ლი 7.1, ქვი­ლი­თა­ია 6.7, მი­ქა­უ­ტა­ძე 6.4

Flashscore: : მა­მარ­დაშ­ვი­ლი 7.0, კა­კა­ბა­ძე 7.3, კა­შია 7.4, კვირ­კვე­ლია 7.2, დვა­ლი 7.4, შენ­გე­ლია 7.4, ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი 7.3, კი­ტე­იშ­ვი­ლი 7.2, ჩაკ­ვე­ტა­ძე 6.7, კვა­რა­ცხე­ლია 7.6, ზივ­ზი­ვა­ძე 6.6, წი­ტა­იშ­ვი­ლი 6.4, კვეკ­ვეს­კი­რი 6.6, და­ვი­თაშ­ვი­ლი 6.6, ქვი­ლი­თა­ია 6.5, მი­ქა­უ­ტა­ძე 6.9.

  • რო­დის და ვის­თან ითა­მა­შებს ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე ჩვე­ნი ნაკ­რე­ბი?

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი გერ­მა­ნი­ა­ში 14 ივ­ნი­სი­დან 14 ივ­ლი­სამ­დე პე­რი­ოდ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი F ჯგუფ­ში ითა­მა­შებს, რო­მელ­შიც მე­ტო­ქე­ე­ბად თურ­ქე­თი, პორ­ტუ­გა­ლია და ჩე­ხე­თი ეყო­ლე­ბა.

  • ჩვე­ნი გუნ­დი პირ­ველ მატჩს 18 ივ­ნისს, დორ­ტმუნდში თურ­ქეთ­თან "ვეს­ტფა­ლენშტა­დი­ონ­ზე" გა­მარ­თავს.
  • 22 ივ­ნისს ჰამ­ბურ­გის "ფოლკს­პარკშ­ტა­დი­ონ­ზე" სა­ნი­ო­ლის ჩე­ხეთს შეხ­ვდე­ბა
  • 26-ში კი გელ­ზენ­კირ­ხენ­ში, "არე­ნა აუფ შალ­კე­ზე", ჯგუ­ფის ფა­ვო­რიტ პორ­ტუ­გა­ლი­ას და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.

სტა­ტი­ა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია sportall.ge - ს მა­სა­ლე­ბი

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
1

მართალია ვერ გაიტანა, მაგრამ მიქაუტაძის პენალტი იყო მაღალ დონეზე შესრულებული, შემთხვევითობის წესით ვერ გაიტანა ! თამაშითაც არაუშავდა, მაგალითად შემობრუნებით დარტყმა, ბურთის ართმევა და დრიბლნგი, პასი დავითაშვილს საგოლე დიახ ! მე ვუწერ 7 ქულას , სხვებსაც ნახევარი ქულით ვუწევ, შცვლაზე გამოსულებს ! ისე აქ შეფასების მეთოდის ხარვეზი ხომ არაა შეცვლაზე გამოსულები დაიჩაგრნენ ქულებში ?

ზუკა
6

გილოცავთ, კიდევ მეტი გამარჯვება და სიხარული. ისე, კალათბურთელები ევროპის ჩემპიონატზე 2011 წლიდან მუდმივად გადიან. შარშან მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდნენ, 16 საუკეთესოში მოხვდნენ და თითქოს არაფერი. უცნაურია. ამაზეა ნათქვამი, ზოგის ბამბაც ჩხრიალებსო. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

რა თქვეს მწვრთნელებმა ისტორიული მატჩის შემდეგ, რა შეფასება მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა და გერმანიაში ვისთან და როდის ითამაშებს ჩვენი ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე?

რა თქვეს მწვრთნელებმა ისტორიული მატჩის შემდეგ, რა შეფასება მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა და გერმანიაში ვისთან და როდის ითამაშებს ჩვენი ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე?

ისტორია დაწერილია - საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ქართველმა ფეხბურთელებმა ურთულეს და ძალიან დაძაბულ მატჩში საბერძნეთის ეროვნული გუნდი "დინამო არენაზე" დაამარცხეს.

მატჩის ბედი 11-მეტრიანების სერიამ გადაწყვიტა. ამ ე.წ. საფეხბურთო ლატარიაში საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა.

მატჩის შემდეგ ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან ემოციური გამოდგა.

ვილი სანიოლი:

"ადრე შეიძლება ბევრი ამბობდა, რომ საქართველოს ნაკრებიდან უნდა წავსულიყავი, მაგრამ სწორედ ამის ახსნას ვცდილობდი, რომ შედეგებს თვეები და წლები სჭირდება. სიმართლე გითხრათ, წასვლაზე არც არასდროს მიფიქრია, რადგან აქ თავს კარგად ვგრძნობ, ჩემს ირგვლივ პროფესიონალები არიან, მათთან მუშაობა ჩემთვის სასიამოვნოა...

პენალტებზე საკმაოდ ბევრი ვივარჯიშეთ. როდესაც პენალტების სერია გიწევს, არასდროს იცი, ვინ დაასრულებს თამაშს და შესაბამისად, ვინ დაარტყამს. ინდივიდუალურად ვისაუბრეთ და გავიგეთ, ვინ იყო მზად დასარტყმელად.... ქოჩორაშვილმა პირველმა თქვა, მე დავარტყამო და არც გამკვირვებია - ის ფანტასტიკური პიროვნებაა, ძლიერი ხასიათი აქვს და ნაკრებში სიტუაცია მისი გამოჩენის შემდეგ შეიცვალა."

ზოგადად, არ მინდა ფეხბურთელები გამოვყო, ყველა კარგია, თუნდაც დვალი, რომელმაც ფანტასტიკურად ითამაშა, მისი შესრულებული პენალტიც მისი თამაშის ამსახველი იყო. ასევე, დავითაშვილმა, მიქაუტაძემ, არავინ მინდა გამომრჩეს... აუცილებლად მინდა აღვნიშნო კვეკვესკირი, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგების მერე ყველაზე მეტს ტიროდა. მას არ უწევს ბევრი თამაში, მაგრამ ბოლო პენალტი დაარტყა და კარგი მაგალითია ეს ყველაფერი, ძლიერი ხასიათი აჩვენა და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბიჭებს!"

გუსტავო პოიეტი, საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"უპირველეს ყოვლისა, საქართველოს და ვილი სანიოლს გამარჯვებას ვულოცავ. თამაშის დასრულებისას მისი ნახვა ვერ მოვახერხე და მილოცვას გადავცემ. რთული შეხვედრა იყო. ბიჭები განადგურებული არიან. მათ ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ არ გაუმართლათ. როდესაც ბოლომდე იხარჯები და მარცხდები, ეს ძალიან მტკივნეულია. ბოლო ორ მატჩში გოლი არ გავუშვით და მაინც ვერ გავედით ევროპის ჩემპიონატზე. მცველებმა პირველ ტაიმში სამი ყვითელი ბარათი მიიღეს, მავროპანოსი, ხაციდიაკისი და მანდალოსი დაშავდნენ. ოთხი შეცვლა ტრავმების გამო განვახორციელე. ამანაც იმოქმედა. პენალტების სერია კი იღბალზეა დამოკიდებული. ახლა ჩემს მომავალზე საუბარი უადგილოა. ამ გუნდის მწვრთნელობა ჩემთვის დიდი პატივია. უნდა დავმშვიდდეთ და მომავალზე ვიფიქროთ".

  • როგორ შეაფასეს ჩვენი ფეხბურთელების თამაში ანალიტიკურმა საიტებმა?

Whoscored: მამარდაშვილი 7.2, კაკაბაძე 6.9, კაშია 7.1, კვირკველია 7.0, დვალი 7.8, შენგელია 7.2, ქოჩორაშვილი 7.7, კიტეიშვილი 7.1, ჩაკვეტაძე 6.6, კვარაცხელია 7.1, ზივზივაძე 6.4, წიტაიშვილი 6.5, კვეკვესკირი 7.0, დავითაშვილი 6.9, ქვილითაია 6.2, მიქაუტაძე 5.8.

Sofascore: მამარდაშვილი 7.8, კაკაბაძე 6.4, კაშია 7.1, კვირკველია 7.0, დვალი 7.5, შენგელია 7.2, ქოჩორაშვილი 7.2, კიტეიშვილი 7.4, ჩაკვეტაძე 6.6, კვარაცხელია 6.9, ზივზივაძე 6.6, წიტაიშვილი 6.6, კვეკვესკირი 7.3, დავითაშვილი 7.1, ქვილითაია 6.7, მიქაუტაძე 6.4

Flashscore: : მამარდაშვილი 7.0, კაკაბაძე 7.3, კაშია 7.4, კვირკველია 7.2, დვალი 7.4, შენგელია 7.4, ქოჩორაშვილი 7.3, კიტეიშვილი 7.2, ჩაკვეტაძე 6.7, კვარაცხელია 7.6, ზივზივაძე 6.6, წიტაიშვილი 6.4, კვეკვესკირი 6.6, დავითაშვილი 6.6, ქვილითაია 6.5, მიქაუტაძე 6.9.

  • როდის და ვისთან ითამაშებს ფინალურ ეტაპზე ჩვენი ნაკრები?

ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისამდე პერიოდში გაიმართება.

საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ითამაშებს, რომელშიც მეტოქეებად თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი ეყოლება.

  • ჩვენი გუნდი პირველ მატჩს 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთთან "ვესტფალენშტადიონზე" გამართავს.
  • 22 ივნისს ჰამბურგის "ფოლკსპარკშტადიონზე" სანიოლის ჩეხეთს შეხვდება
  • 26-ში კი გელზენკირხენში, "არენა აუფ შალკეზე", ჯგუფის ფავორიტ პორტუგალიას დაუპირისპირდება.

სტატიაში გამოყენებულია sportall.ge - ს მასალები

იხილეთ ასევე: