სამხედრო
საზოგადოება
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეროვნული გმირი" და "გამარჯვების მთავარი არქიტექტორი" - რას წერენ ესპანელები ქართველ მეკარეზე და როგორია მამარდაშვილის წარმატების ფორმულა?
"ეროვნული გმირი" და "გამარჯვების მთავარი არქიტექტორი" - რას წერენ ესპანელები ქართველ მეკარეზე და როგორია მამარდაშვილის წარმატების ფორმულა?

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა გუ­შინ ის­ტო­რია და­წე­რა. ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი "ერთა ლი­გის" ფი­ნალ­ში სა­ბერ­ძნეთს და­უ­პი­რის­პირ­დნენ და 4:2 და­ა­მარ­ცხეს. და­ძა­ბუ­ლი და თავ­და­უ­ზო­გა­ვი ბრძო­ლის შე­დე­გად, სა­ნუკ­ვა­რი ოც­ნე­ბა ახდა და ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ჩვე­ნი გუნ­დი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე იას­პა­რე­ზებს.

გუ­შინ, ნაკ­რე­ბის არ­ცერთ ფეხ­ბურ­თელს, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, თავი არ და­უ­ზო­გავს, თუმ­ცა მთა­ვა­რი გმი­რი მა­ინც გა­მო­იკ­ვე­თა და ის ნაკ­რე­ბის მე­კა­რე გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი იყო.

"ეროვ­ნუ­ლი გმირს" და "გა­მარ­ჯვე­ბის მთა­ვარ არ­ქი­ტექ­ტორს" - უწო­დებს მა­მარ­დაშ­ვილს ვა­ლენ­სი­უ­რი სპორ­ტუ­ლი გა­ზე­თი "სუ­პერ­დე­პორ­ტე", რო­მე­ლიც დღეს გა­რე­კან­ზე ქარ­თვე­ლი გოლ­კი­პე­რის ფო­ტო­თი გა­მო­ვი­და.

"პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ა­ში გი­ორ­გის ფი­გუ­რა გა­მო­იკ­ვე­თა. 23 წლის მე­კა­რემ ბერ­ძნე­ბის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი პე­ნალ­ტი მარ­ცხე­ნა ხე­ლით, კა­ტი­სე­ბუ­რი რე­აქ­ცი­ის წყა­ლო­ბით მო­ი­გე­რია. ბა­კა­სე­ტას გაგ­ზავ­ნი­ლი და­ბა­ლი ბურ­თი ქარ­თველ­მა მე­კა­რემ აიღო... შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს იქცა საკ­ვან­ძო მო­მენ­ტად, რა­მაც ქარ­თვე­ლებს გა­მარ­ჯვე­ბა მო­უ­ტა­ნა", - წერს გა­მო­ცე­მა

გი­ორ­გის თა­მა­ში გუ­შინ­დელ მატჩში მარ­თლაც შთამ­ბეჭ­და­ვი და გა­დამ­წყვე­ტი იყო. მან ბერ­ძე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლის მიერ დარ­ტყმუ­ლი პირ­ვე­ლი 11-მეტ­რი­ა­ნი მო­ი­გე­რია და მატ­ჩის ბო­ლოს აღ­ნიშ­ნა, რომ იცო­და, მე­ტო­ქე რა მი­მარ­თუ­ლე­ბით და­არ­ტყამ­და.

"ვი­ცო­დი პირ­ველ პე­ნალტს სა­დაც და­არ­ტყამ­და, იმი­ტომ რომ აქამ­დე ოთხი პე­ნალ­ტი ჰქონ­და დარ­ტყმუ­ლი ზუს­ტად მაგ კუ­თხე­ში, რო­დე­საც გუნდს ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბო­და. ემო­ცი­უ­რი თა­მა­ში იყო, გვინ­დო­და, რომ ეს ხალ­ხი გაგ­ვე­ხა­რე­ბი­ნა იმი­ტომ, რომ ისი­ნი იმ­სა­ხუ­რე­ბენ ამას. მათი დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ დღეს აქ ვართ და მი­ხა­რია მათ­თვის, რომ ისი­ნი გა­ვა­ბედ­ნი­ე­რეთ, გა­ვე­დით ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე და ოც­ნე­ბა ავიხ­დი­ნეთ", - თქვა მა­მარ­დაშ­ვილ­მა.

  • ოჯა­ხი

გი­ორ­გი წარ­მო­შო­ბით ქა­ლაქ ხო­ნი­დან არის, თუმ­ცა ბავ­შვო­ბა თბი­ლის­ში, გლ­დან­ში გა­ა­ტა­რა. სწავ­ლობ­და 115-ე სკო­ლა­ში და პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე სპორ­ტით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი. რო­გორც ამ­ბობს, მის კა­რი­ე­რულ წინსვლა­ში ლო­მის წვლი­ლი მა­მას მი­უ­ძღვის, რო­მე­ლიც ასე­ვე მე­კა­რე იყო.

"გლ­დან­ში გა­ვი­ზარ­დე. ბავ­შვო­ბა­ში ხერ­ხემ­ლის პრობ­ლე­მა მქონ­და და არა­ვინ ფიქ­რობ­და, რომ ფეხ­ბურთს ვი­თა­მა­შებ­დი. როცა ფეხ­ბურთზე შე­ვე­დი, თა­ვი­დან­ვე კარ­ში ვი­დე­ქი. მა­მა­ჩე­მი იყო "გაგ­რის" მე­კა­რე­ე­ბის მწვრთნე­ლი და მეც "გაგ­რა­ში" და­ვი­წყე თა­ვი­დან. სხვა პო­ზი­ცი­ა­ზე თა­მა­ში არც მი­ფიქ­რია. 12 წლის ასა­კი­დან "დი­ნა­მო აკა­დე­მი­ა­ში" წა­ვე­დი და იქი­დან და­ვი­წყე გაზ­რდა და მო­ვე­დი აქამ­დე. სკო­ლა და­ვამ­თავ­რე და აღარ ჩა­მი­ბა­რე­ბია, გავ­ყე­ვი ფეხ­ბურთს. მა­მა­ჩე­მის უდი­დე­სი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ მე აქ ვარ და ასეთ დო­ნე­ზე ვარ", - ამ­ბობ­და და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ მა­მარ­დაშ­ვი­ლი გა­და­ცე­მა­ში "ნო­ეს­თან".

გი­ორ­გი ამ­ბობს, რომ მისი ოჯა­ხი ყო­ველ­თვის ეს­წრე­ბა მის მნიშ­ვნე­ლო­ვან მატ­ჩებს. მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა არ დარ­ჩე­ნი­ლა გი­ორ­გი­სა და დე­დის ემო­ცი­უ­რი შეხ­ვედ­რა გუ­შინ­დე­ლი მატ­ჩის შემ­დეგ.

00:00 / 00:00

  • პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

გი­ორ­გიმ მთა­ვა­რი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი გა­სულ წელს გა­ა­კე­თა და საყ­ვა­რელ გო­გო­ნას, მო­დელ ელე­ნე ეპი­ტაშ­ვილს ხელი სთხო­ვა.

"ელე­ნე არის ჩემი აღ­მო­ჩე­ნა. სულ გვერ­დში მიდ­გას, სულ მამ­ხნე­ვებს. ძა­ლი­ან მა­გა­რი გო­გოა. ხან ის ჩა­მო­დის, ხან მე ჩა­მოვ­დი­ვარ, რთუ­ლია ეს სი­შო­რე. " - ამ­ბობ­და ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გი­ორ­გი.

  • კა­რი­ე­რა

გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილ­მა 23 წლის ასაკ­ში კა­რი­ე­რა­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია და მე­კა­რე­ე­ბის მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გში წამ­ყვან პო­ზი­ცი­ებ­ზე ხში­რად ხვდე­ბა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი­სა და ეს­პა­ნე­თის "ვა­ლენ­სი­ის“ მე­კა­რის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 5 მი­ლი­ო­ნი ევ­რო­თი გა­ი­ზარ­და და ამ­ჟა­მად 35 მი­ლი­ონ ევროს შე­ად­გენს.

ბოლო გა­ნახ­ლე­ბის შემ­დეგ, გი­ორ­გი "ვა­ლენ­სი­ის“ მო­თა­მა­შე­ებს შო­რის, სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, პირ­ველ ად­გილს იკა­ვებს, ლა ლი­გა­ში 27-ე პო­ზი­ცი­ა­ზეა, ხოლო ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბულ მე­კა­რე­ებს შო­რის მსოფ­ლი­ო­ში მე-7 ად­გილ­ზეა.

"ლო­კო­მო­ტი­ვი­დან ვა­ლენ­სი­ა­ში რომ უნდა გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი, ეს ერ­თგვა­რი რის­კი იყო. ჯერ უნდა წახ­ვი­დე სა­შუ­ა­ლო გუნდში და შემ­დეგ დიდ­ში. ოჯახ­მა რომ და­ვი­წყეთ მსჯე­ლო­ბა, მა­მა­ჩემ­მა მი­თხრა, მოდი, გავ­რის­კო­თო. ცოტა გა­მი­მარ­თლა, იქ მე­კა­რე­ე­ბის ტრავ­მე­ბი ჰქონ­დათ, მეც კარგ ფორ­მა­ში ვი­ყა­ვი და მო­ვე­დი აქამ­დე.

ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო ჩემ­თვის, ეს­პა­ნუ­რი არ ვი­ცო­დი, ინ­გლი­სუ­რიც ცოტა ვი­ცო­დი. სი­ლე­სე­ნი და­მეხ­მა­რა ძა­ლი­ან, ინ­გლი­სუ­რი იცო­და და რო­გორც პა­ტა­რა ბავ­შვს, ისე მო­მიდ­გა და ადაპ­ტა­ცია გა­ვი­ა­რე მარ­ტი­ვად. შემ­დეგ მას­წავ­ლე­ბე­ლი ავიყ­ვა­ნე და ეს­პა­ნუ­რი ვის­წავ­ლე", - ამ­ბობ­და მა­მარ­დაშ­ვი­ლი "ნო­ეს­თან".

  • მი­სა­ბა­ძი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი

"რო­გორც ფეხ­ბურ­თე­ლი, ყვე­ლა­ზე მი­სა­ბა­ძი რო­ნალ­დოა, ალ­ბათ, თა­ვი­სი შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბით, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით. მაგ­რამ სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლი, ჩემი აზ­რით, მა­ინც მე­სია. რაც შე­ე­ხე­ბა, მი­სა­ბაძ მე­კა­რეს, ჩემ­თვის ნო­ი­ე­რი ნო­მერ პირ­ვე­ლია. მეც და მა­მა­ჩემ­საც ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან მოგ­ვწონ­და ნო­ი­ე­რის თა­მა­ში. ასე­ვე მომ­წონ­და კა­სი­ლა­სი და ბუ­ფო­ნი. ბავ­შვო­ბის პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად ბუ­ფო­ნი მომ­წონ­და.

  • რას ამ­ბობს გი­ორ­გი სა­კუ­თარ თავ­ზე

"გი­ორ­გი არის ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბიჭი, რო­მელ­საც უყ­ვარ­და და უყ­ვარს ფეხ­ბურ­თი და ყვე­ლა­ფერს აკე­თებს მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად. ზოგ­ჯერ კი მი­ფიქ­რია, რომ შე­იძ­ლე­ბა არ გა­მო­მი­ვი­დეს - მეთ­ქი... თუმ­ცა ხა­სი­ა­თი მაქვს ისე­თი, გა­მოწ­ვე­ვე­ბი მიყ­ვარს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, გა­მო­ვი­დო­და.

კად­რი გუ­შინ­დე­ლი მატ­ჩი­დან
კად­რი გუ­შინ­დე­ლი მატ­ჩი­დან

რთუ­ლი ხა­სი­ა­თიც მაქვს... არ ვარ კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი. მარ­ტი­ვად ვერ შევ­დი­ვარ ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქ­ტში. ვარ შრო­მის­მოყ­ვა­რე, მიყ­ვარს ჩემს თავ­ზე მუ­შა­ო­ბა და წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას არ ვე­გუ­ე­ბი..."

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უხერხული სიმართლე
22

მიქაუტაძის პენალტზეც თქვით რამე 😃 

დავით
3

გმირი ხარ თავიდან ბოლომდე

აი კიდევაც დაიზრდებიანო

შენზეა ნათქვამი

ჰოლივუდში უნდა გათამაშონ ოლიმპის ღმერთის როლი მე თუ მკითხავ

ავტორი:

"ეროვნული გმირი" და "გამარჯვების მთავარი არქიტექტორი" - რას წერენ ესპანელები ქართველ მეკარეზე და როგორია მამარდაშვილის წარმატების ფორმულა?

"ეროვნული გმირი" და "გამარჯვების მთავარი არქიტექტორი" - რას წერენ ესპანელები ქართველ მეკარეზე და როგორია მამარდაშვილის წარმატების ფორმულა?

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა გუშინ ისტორია დაწერა. ქართველი ფეხბურთელები "ერთა ლიგის" ფინალში საბერძნეთს დაუპირისპირდნენ და 4:2 დაამარცხეს. დაძაბული და თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად, სანუკვარი ოცნება ახდა და ისტორიაში პირველად, ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

გუშინ, ნაკრების არცერთ ფეხბურთელს, შეიძლება ითქვას, თავი არ დაუზოგავს, თუმცა მთავარი გმირი მაინც გამოიკვეთა და ის ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი იყო.

"ეროვნული გმირს" და "გამარჯვების მთავარ არქიტექტორს" - უწოდებს მამარდაშვილს ვალენსიური სპორტული გაზეთი "სუპერდეპორტე", რომელიც დღეს გარეკანზე ქართველი გოლკიპერის ფოტოთი გამოვიდა.

"პენალტების სერიაში გიორგის ფიგურა გამოიკვეთა. 23 წლის მეკარემ ბერძნების მიერ შესრულებული პირველი პენალტი მარცხენა ხელით, კატისებური რეაქციის წყალობით მოიგერია. ბაკასეტას გაგზავნილი დაბალი ბურთი ქართველმა მეკარემ აიღო... შეიძლება ითქვას, რომ ეს იქცა საკვანძო მომენტად, რამაც ქართველებს გამარჯვება მოუტანა", - წერს გამოცემა

გიორგის თამაში გუშინდელ მატჩში მართლაც შთამბეჭდავი და გადამწყვეტი იყო. მან ბერძენი ფეხბურთელის მიერ დარტყმული პირველი 11-მეტრიანი მოიგერია და მატჩის ბოლოს აღნიშნა, რომ იცოდა, მეტოქე რა მიმართულებით დაარტყამდა.

"ვიცოდი პირველ პენალტს სადაც დაარტყამდა, იმიტომ რომ აქამდე ოთხი პენალტი ჰქონდა დარტყმული ზუსტად მაგ კუთხეში, როდესაც გუნდს ძალიან სჭირდებოდა. ემოციური თამაში იყო, გვინდოდა, რომ ეს ხალხი გაგვეხარებინა იმიტომ, რომ ისინი იმსახურებენ ამას. მათი დიდი დამსახურებაა, რომ დღეს აქ ვართ და მიხარია მათთვის, რომ ისინი გავაბედნიერეთ, გავედით ევროპის ჩემპიონატზე და ოცნება ავიხდინეთ", - თქვა მამარდაშვილმა.

  • ოჯახი

გიორგი წარმოშობით ქალაქ ხონიდან არის, თუმცა ბავშვობა თბილისში, გლდანში გაატარა. სწავლობდა 115-ე სკოლაში და პატარაობიდანვე სპორტით იყო გატაცებული. როგორც ამბობს, მის კარიერულ წინსვლაში ლომის წვლილი მამას მიუძღვის, რომელიც ასევე მეკარე იყო.

"გლდანში გავიზარდე. ბავშვობაში ხერხემლის პრობლემა მქონდა და არავინ ფიქრობდა, რომ ფეხბურთს ვითამაშებდი. როცა ფეხბურთზე შევედი, თავიდანვე კარში ვიდექი. მამაჩემი იყო "გაგრის" მეკარეების მწვრთნელი და მეც "გაგრაში" დავიწყე თავიდან. სხვა პოზიციაზე თამაში არც მიფიქრია. 12 წლის ასაკიდან "დინამო აკადემიაში" წავედი და იქიდან დავიწყე გაზრდა და მოვედი აქამდე. სკოლა დავამთავრე და აღარ ჩამიბარებია, გავყევი ფეხბურთს. მამაჩემის უდიდესი დამსახურებაა, რომ მე აქ ვარ და ასეთ დონეზე ვარ", - ამბობდა დაახლოებით ერთი წლის წინ მამარდაშვილი გადაცემაში "ნოესთან".

გიორგი ამბობს, რომ მისი ოჯახი ყოველთვის ესწრება მის მნიშვნელოვან მატჩებს. მედიის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა გიორგისა და დედის ემოციური შეხვედრა გუშინდელი მატჩის შემდეგ.

  • პირადი ცხოვრება

გიორგიმ მთავარი ცხოვრებისეული არჩევანი გასულ წელს გააკეთა და საყვარელ გოგონას, მოდელ ელენე ეპიტაშვილს ხელი სთხოვა.

"ელენე არის ჩემი აღმოჩენა. სულ გვერდში მიდგას, სულ მამხნევებს. ძალიან მაგარი გოგოა. ხან ის ჩამოდის, ხან მე ჩამოვდივარ, რთულია ეს სიშორე. " - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში გიორგი.

  • კარიერა

გიორგი მამარდაშვილმა 23 წლის ასაკში კარიერაში უმნიშვნელოვანეს წარმატებას მიაღწია და მეკარეების მსოფლიო რეიტინგში წამყვან პოზიციებზე ხშირად ხვდება.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ესპანეთის "ვალენსიის“ მეკარის საბაზრო ღირებულება 5 მილიონი ევროთი გაიზარდა და ამჟამად 35 მილიონ ევროს შეადგენს.

ბოლო განახლების შემდეგ, გიორგი "ვალენსიის“ მოთამაშეებს შორის, საბაზრო ღირებულების მიხედვით, პირველ ადგილს იკავებს, ლა ლიგაში 27-ე პოზიციაზეა, ხოლო ყველაზე ძვირად ღირებულ მეკარეებს შორის მსოფლიოში მე-7 ადგილზეა.

"ლოკომოტივიდან ვალენსიაში რომ უნდა გადავსულიყავი, ეს ერთგვარი რისკი იყო. ჯერ უნდა წახვიდე საშუალო გუნდში და შემდეგ დიდში. ოჯახმა რომ დავიწყეთ მსჯელობა, მამაჩემმა მითხრა, მოდი, გავრისკოთო. ცოტა გამიმართლა, იქ მეკარეების ტრავმები ჰქონდათ, მეც კარგ ფორმაში ვიყავი და მოვედი აქამდე.

ძალიან რთული იყო ჩემთვის, ესპანური არ ვიცოდი, ინგლისურიც ცოტა ვიცოდი. სილესენი დამეხმარა ძალიან, ინგლისური იცოდა და როგორც პატარა ბავშვს, ისე მომიდგა და ადაპტაცია გავიარე მარტივად. შემდეგ მასწავლებელი ავიყვანე და ესპანური ვისწავლე", - ამბობდა მამარდაშვილი "ნოესთან".

  • მისაბაძი ფეხბურთელები

"როგორც ფეხბურთელი, ყველაზე მისაბაძი რონალდოა, ალბათ, თავისი შრომისმოყვარეობით, პროფესიონალიზმით. მაგრამ საუკეთესო ფეხბურთელი, ჩემი აზრით, მაინც მესია. რაც შეეხება, მისაბაძ მეკარეს, ჩემთვის ნოიერი ნომერ პირველია. მეც და მამაჩემსაც ყოველთვის ძალიან მოგვწონდა ნოიერის თამაში. ასევე მომწონდა კასილასი და ბუფონი. ბავშვობის პერიოდში ყველაზე მეტად ბუფონი მომწონდა.

  • რას ამბობს გიორგი საკუთარ თავზე

"გიორგი არის ერთი ჩვეულებრივი ბიჭი, რომელსაც უყვარდა და უყვარს ფეხბურთი და ყველაფერს აკეთებს მიზნის მისაღწევად. ზოგჯერ კი მიფიქრია, რომ შეიძლება არ გამომივიდეს - მეთქი... თუმცა ხასიათი მაქვს ისეთი, გამოწვევები მიყვარს და დარწმუნებული ვიყავი, გამოვიდოდა.

კადრი გუშინდელი მატჩიდან
კადრი გუშინდელი მატჩიდან

რთული ხასიათიც მაქვს... არ ვარ კომუნიკაბელური ადამიანი. მარტივად ვერ შევდივარ ადამიანებთან კონტაქტში. ვარ შრომისმოყვარე, მიყვარს ჩემს თავზე მუშაობა და წარუმატებლობას არ ვეგუები..."

იხილეთ ასევე: