სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყოველ 3 წამში, მსოფლიოში 1 ბარბი იყიდება:  თოჯინა, რომელმაც სამყარო დაიპყრო
ყოველ 3 წამში, მსოფლიოში 1 ბარბი იყიდება:  თოჯინა, რომელმაც სამყარო დაიპყრო

1959 წელს, მისი დე­ბი­უ­ტის შემ­დეგ, ბარ­ბის თო­ჯი­ნა პოპ-კულ­ტუ­რის სიმ­ბო­ლო გახ­და და მთელს მსოფ­ლი­ო­ში მი­ლი­ო­ნო­ბით ბავ­შვის გული და­ი­პყრო. ბარ­ბი კომ­პა­ნია Mattel-ის სა­კუთ­რე­ბაა, რო­მე­ლიც პრაქ­ტი­კუ­ლად, სა­თა­მა­შო­ე­ბის ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი მწარ­მო­ე­ბე­ლია მსოფ­ლი­ო­ში. მისი შემ­ქმნე­ლი ამე­რი­კე­ლი რუთ ჰენდლე­რია, რო­მელ­მაც მე­უღ­ლეს­თან – ემილ­ტონ­თან ერ­თად, 1945 წელს ფირ­მა Mattel-ი და­ა­ფუძნა. თო­ჯი­ნას შექ­მნის იდეა, თავ­ში პირ­ვე­ლად რუთს მო­უ­ვი­და, რო­დე­საც შე­ამ­ჩნია, რომ მისი ქა­ლიშ­ვი­ლი, სა­ხე­ლად ბარ­ბა­რა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სით ქა­ღალ­დის თო­ჯი­ნე­ბით თა­მა­შობ­და. მათი სა­შუ­ა­ლე­ბით დიდი ადა­მი­ა­ნე­ბის იმი­ტა­ცი­ას აკე­თებ­და. რუთ­მა იფიქ­რა, რომ გა­მო­ეშ­ვა თო­ჯი­ნა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც პა­ტა­რებს შე­ეძ­ლე­ბო­დათ ეთა­მა­შათ „დი­დე­ბი“. შთა­გო­ნე­ბის წყა­რო კო­მიქ­სე­ბის პერ­სო­ნა­ჟი – ლილი გახ­და. ლა­მა­ზი ქალი, ვიწ­რო წე­ლი­თა და ქერა თმით. ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო­ში, თო­ჯი­ნა, რო­მელ­საც ჰენდლე­რე­ბის ქა­ლიშ­ვი­ლის – ბარ­ბა­რას შე­მოკ­ლე­ბუ­ლი სა­ხე­ლი – ბარ­ბი და­არ­ქვეს, სა­ოც­რად მო­თხოვ­ნა­დი გახ­და. კომ­პა­ნია ვერ ას­წრებ­და ახა­ლი პარ­ტი­ის გა­მოშ­ვე­ბას. დახ­ლე­ბი მო­მენ­ტა­ლუ­რად ცა­რი­ელ­დე­ბო­და.

ბარ­ბის გავ­ლე­ნა სა­თა­მა­შო­ე­ბის ბა­ზარ­ზე ახ­ლაც უკონ­კუ­რენ­ტოა: ბარ­ბი არ არის მხო­ლოდ თო­ჯი­ნა, ის უკვე მთე­ლი სამ­ყა­როა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს აქ­სე­სუ­ა­რებს, ტან­საც­მელს, მულ­ტფილ­მებს, თა­მა­შებ­სა და მრა­ვალ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბას.

ბარ­ბის წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო

რე­ა­ლის­ტუ­რი იმი­ჯი

Barbie თავ­და­პირ­ვე­ლად პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბუ­ლი იყო არა რო­გორც ბავ­შვის პრო­ტო­ტი­პი, არა­მედ რო­გორც ზრდას­რუ­ლი ქალი, რა­მაც გო­გო­ნებს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა თავი სხვა­დას­ხვა რო­ლებ­ში წარ­მო­ედ­გი­ნათ და მო­მა­ვალ­ზე ეოც­ნე­ბათ.

მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა: თა­ვი­სი ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბარ­ბიმ მო­ირ­გო მრა­ვა­ლი პრო­ფე­სია და სტი­ლი - ექი­მი­დან და ას­ტრო­ნავ­ტი­დან როკ-ენ-რო­ლის ვარ­სკვლა­ვე­ბამ­დე და პრინ­ცე­სამ­დე. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და ყვე­ლა გო­გო­ნას ეპო­ვა ისე­თი თო­ჯი­ნა, რო­მე­ლიც მას ჰგავ­და ან მის ოც­ნე­ბებს გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­და.

აქ­სე­სუ­ა­რე­ბი: ბარ­ბის სამ­ყა­რო თო­ჯი­ნა­თი არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. აქ­სე­სუ­ა­რე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა - მო­დუ­რი კოს­ტი­უ­მე­ბი­დან და მდიდ­რუ­ლი სახ­ლე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბით და კაბ­რი­ო­ლე­ტე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი - სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ შექ­მნათ თა­მა­შის სცე­ნა­რე­ბის უსას­რუ­ლო რა­ო­დე­ნო­ბა.

პო­პუ­ლა­რო­ბის აფეთ­ქე­ბა

1960-იან წლებ­ში ბარ­ბი ნამ­დვი­ლი ჰიტი გახ­და. მისი პო­პუ­ლა­რო­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბო­და და 1980-იანი წლე­ბის­თვის ის უკვე მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვა­დი თო­ჯი­ნა იყო. Barbie's Dream Home (ბარ­ბის ოც­ნე­ბის სახ­ლი) და­სა­ხელ­და ნო­მერ პირ­ველ სა­თა­მა­შო ნივ­თად. კომ­პა­ნია Mattel-ი კი ნო­მერ პირ­ველ სა­თა­მა­შო­ე­ბის მწარ­მო­ებ­ლად აშშ-ში, ზე­დი­ზედ 27 წლის მან­ძილ­ზე. ყო­ველ 3 წამ­ში, მსოფ­ლი­ო­ში 1 ბარ­ბი იყი­დე­ბა. მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვა­დი Barbie კი თო­ჯი­ნა სუ­პერ გრძე­ლი თმით იყო, რო­მე­ლიც 1992 წელს გა­მო­ვი­და. მას მშვე­ნი­ე­რი თმა ქუს­ლამ­დე სწვდე­ბო­და.

Barbie-ს წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი აქ­სე­სუ­ა­რე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა იყო. Mattel, თო­ჯი­ნე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია, მუდ­მი­ვად უშ­ვებ­და ტან­საც­მლის, ავე­ჯის, სა­თა­მა­შო­ე­ბის და სხვა პრო­დუქ­ტე­ბის ახალ კომ­პლექ­ტებს, რომ­ლე­ბიც ავ­სებ­დნენ Barbie-ს ფე­რად და სა­ო­ცარ სამ­ყა­როს.

ბარ­ბის წარ­მა­ტე­ბა შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დარ­ჩე­ნი­ლა. ბევ­რი სხვა ბარ­ბის მსგავ­სი თო­ჯი­ნა გა­მოჩ­ნდა სა­თა­მა­შო­ე­ბის ბა­ზარ­ზე, მაგ­რამ ვერც ერ­თმა ვერ მი­აღ­წია პო­პუ­ლა­რო­ბის იმა­ვე დო­ნეს. ბარ­ბი უბ­რა­ლოდ თო­ჯი­ნა არ არის, ის მთე­ლი ეპო­ქის სიმ­ბო­ლოა.

ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე 3 მი­ლი­არ­დზე მეტი ბარ­ბის თო­ჯი­ნა გა­ი­ყი­და.

Barbie ითარ­გმნა 150-ზე მეტ ენა­ზე.

2023 წელს ფილ­მი "ბარ­ბი" მარ­გო რო­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­მო­ვი­და და გა­ყიდ­ვე­ბის ჰიტი გახ­და.

Mattel-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­თა­მა­შო­ე­ბის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი „პე­პე­ლაა“, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მა­ღა­ზი­ებ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბი ნამ­დვი­ლად ორი­გი­ნა­ლი და სა­უ­კე­თე­სო ხა­რის­ხი­საა.

ავ­ტო­რი: თეა ინა­სა­რი­ძე

წყა­რო: Mattel: barbie.com/; The Guardian; en.wikipedia.org/wiki/Barbie

ლალუკა
0

ჩემს ბავშვობაში რა ლამაზი თოჯინები იყო, არც შევადარებ

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?

ყოველ 3 წამში, მსოფლიოში 1 ბარბი იყიდება:  თოჯინა, რომელმაც სამყარო დაიპყრო

ყოველ 3 წამში, მსოფლიოში 1 ბარბი იყიდება:  თოჯინა, რომელმაც სამყარო დაიპყრო

1959 წელს, მისი დებიუტის შემდეგ, ბარბის თოჯინა პოპ-კულტურის სიმბოლო გახდა და მთელს მსოფლიოში მილიონობით ბავშვის გული დაიპყრო. ბარბი კომპანია Mattel-ის საკუთრებაა, რომელიც პრაქტიკულად, სათამაშოების ყველაზე მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში. მისი შემქმნელი ამერიკელი რუთ ჰენდლერია, რომელმაც მეუღლესთან – ემილტონთან ერთად, 1945 წელს ფირმა Mattel-ი დააფუძნა. თოჯინას შექმნის იდეა, თავში პირველად რუთს მოუვიდა, როდესაც შეამჩნია, რომ მისი ქალიშვილი, სახელად ბარბარა, განსაკუთრებული ინტერესით ქაღალდის თოჯინებით თამაშობდა. მათი საშუალებით დიდი ადამიანების იმიტაციას აკეთებდა. რუთმა იფიქრა, რომ გამოეშვა თოჯინა, რომლის საშუალებითაც პატარებს შეეძლებოდათ ეთამაშათ „დიდები“. შთაგონების წყარო კომიქსების პერსონაჟი – ლილი გახდა. ლამაზი ქალი, ვიწრო წელითა და ქერა თმით. ძალიან მოკლე დროში, თოჯინა, რომელსაც ჰენდლერების ქალიშვილის – ბარბარას შემოკლებული სახელი – ბარბი დაარქვეს, საოცრად მოთხოვნადი გახდა. კომპანია ვერ ასწრებდა ახალი პარტიის გამოშვებას. დახლები მომენტალურად ცარიელდებოდა.

ბარბის გავლენა სათამაშოების ბაზარზე ახლაც უკონკურენტოა: ბარბი არ არის მხოლოდ თოჯინა, ის უკვე მთელი სამყაროა, რომელიც მოიცავს აქსესუარებს, ტანსაცმელს, მულტფილმებს, თამაშებსა და მრავალ სხვა მიმართულებას.

ბარბის წარმატების საიდუმლო

რეალისტური იმიჯი

Barbie თავდაპირველად პოზიციონირებული იყო არა როგორც ბავშვის პროტოტიპი, არამედ როგორც ზრდასრული ქალი, რამაც გოგონებს საშუალება მისცა თავი სხვადასხვა როლებში წარმოედგინათ და მომავალზე ეოცნებათ.

მრავალფეროვნება: თავისი ისტორიის განმავლობაში, ბარბიმ მოირგო მრავალი პროფესია და სტილი - ექიმიდან და ასტრონავტიდან როკ-ენ-როლის ვარსკვლავებამდე და პრინცესამდე. ეს საშუალებას აძლევდა ყველა გოგონას ეპოვა ისეთი თოჯინა, რომელიც მას ჰგავდა ან მის ოცნებებს განასახიერებდა.

აქსესუარები: ბარბის სამყარო თოჯინათი არ შემოიფარგლება. აქსესუარების დიდი რაოდენობა - მოდური კოსტიუმებიდან და მდიდრული სახლებიდან დაწყებული მანქანებით და კაბრიოლეტებით დამთავრებული - საშუალებას გაძლევთ შექმნათ თამაშის სცენარების უსასრულო რაოდენობა.

პოპულარობის აფეთქება

1960-იან წლებში ბარბი ნამდვილი ჰიტი გახდა. მისი პოპულარობა ყოველწლიურად იზრდებოდა და 1980-იანი წლებისთვის ის უკვე მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი თოჯინა იყო. Barbie's Dream Home (ბარბის ოცნების სახლი) დასახელდა ნომერ პირველ სათამაშო ნივთად. კომპანია Mattel-ი კი ნომერ პირველ სათამაშოების მწარმოებლად აშშ-ში, ზედიზედ 27 წლის მანძილზე. ყოველ 3 წამში, მსოფლიოში 1 ბარბი იყიდება. მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი Barbie კი თოჯინა სუპერ გრძელი თმით იყო, რომელიც 1992 წელს გამოვიდა. მას მშვენიერი თმა ქუსლამდე სწვდებოდა.

Barbie-ს წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი აქსესუარების დიდი რაოდენობა იყო. Mattel, თოჯინების მწარმოებელი კომპანია, მუდმივად უშვებდა ტანსაცმლის, ავეჯის, სათამაშოების და სხვა პროდუქტების ახალ კომპლექტებს, რომლებიც ავსებდნენ Barbie-ს ფერად და საოცარ სამყაროს.

ბარბის წარმატება შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ბევრი სხვა ბარბის მსგავსი თოჯინა გამოჩნდა სათამაშოების ბაზარზე, მაგრამ ვერც ერთმა ვერ მიაღწია პოპულარობის იმავე დონეს. ბარბი უბრალოდ თოჯინა არ არის, ის მთელი ეპოქის სიმბოლოა.

ისტორიის მანძილზე 3 მილიარდზე მეტი ბარბის თოჯინა გაიყიდა.

Barbie ითარგმნა 150-ზე მეტ ენაზე.

2023 წელს ფილმი "ბარბი" მარგო რობის მონაწილეობით გამოვიდა და გაყიდვების ჰიტი გახდა.

Mattel-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პეპელაა“, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღაზიებში წარმოდგენილი სათამაშოები ნამდვილად ორიგინალი და საუკეთესო ხარისხისაა.

ავტორი: თეა ინასარიძე

წყარო: Mattel: barbie.com/; The Guardian; en.wikipedia.org/wiki/Barbie