მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მედიკამენტის მიღებიდან 3 თვის ვადაში, ბავშვების ნაწილში 1-დან 3 სანტიმეტრამდე ზრდა შეინიშნება" - რა შედეგები აჩვენა აქონდროპლაზიის სამკურნალო წამალმა
"მედიკამენტის მიღებიდან 3 თვის ვადაში, ბავშვების ნაწილში 1-დან 3 სანტიმეტრამდე ზრდა შეინიშნება" - რა შედეგები აჩვენა აქონდროპლაზიის სამკურნალო წამალმა

"იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში“ გან­მარ­ტა­ვენ, რომ აქონ­დროპ­ლა­ზი­ის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტის მი­ღე­ბი­დან 3 თვის ვა­და­ში, ბავ­შვე­ბის ნა­წილ­ში 1-დან 3 სან­ტი­მეტ­რამ­დე ზრდა და­ფიქ­სირ­და.

კერ­ძოდ, რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ "იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში“ გა­ნუ­ცხა­დეს, მე­დი­კა­მენტ "ვო­სო­რი­დიტს“ ეფექ­ტი ნამ­დვი­ლად აქვს, ჯამ­ში კი ინექ­ცი­ებს 11 ბავ­შვი იღებს.

რაც შე­ე­ხე­ბა გვერ­დით მოვ­ლე­ნებს, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ ინი­ექ­ცი­ის მი­ღე­ბის შემ­დეგ და­ფიქ­სირ­და ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია და წნე­ვის ვარ­დნა, რაც სამ­კურ­ნა­ლო პრო­ტო­კო­ლის მი­ხედ­ვით ნორ­მა­ლუ­რია.

"გუ­შინ ახა­ლი ნა­კა­დი მი­ვი­ღეთ, კერ­ძოდ, 5 ბავ­შვი დაგ­ვე­მა­ტა, ჯამ­ში 11 ბავ­შვი მკურ­ნა­ლობს აქონ­დროპ­ლა­ზი­ის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენტ "ვო­სო­რი­დი­ტით“. პირ­ველ ნა­კად­ში 6 ბავ­შვი იყო, რო­მე­ლიც 15 ნო­ემ­ბრი­დან და 15 იან­ვრი­დან გვყავს.

ყო­ველ­დღი­უ­რი ინექ­ცი­ე­ბია, კლი­ნი­კა­ში და­ყოვ­ნე­ბის­თვის კი 1 სა­ა­თია გან­სა­ზღვრუ­ლი. 5-დან ერთს ჰქონ­და ად­გი­ლობ­რი­ვი ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია ინი­ექ­ცი­ის შემ­დეგ, რაც ნორ­მა­ლუ­რია. ასე­ვე იყო წნე­ვის ვარ­დნაც, რაც მო­სა­ლოდ­ნე­ლია. ასე­თი ბავ­შვებს ცოტა უფრო დიდ­ხანს ვა­ყოვ­ნებთ კლი­ნი­კა­ში დაკ­ვირ­ვე­ბის­თვის, შემ­დგომ კი ბი­ნა­ზე ვუშ­ვებთ.

პირ­ველ ნა­კად­ში მე­დი­კა­მენ­ტის ეფექ­ტუ­რო­ბა შე­ვა­ფა­სეთ მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბი­დან 3 თვის ვა­და­ში. 15 ნო­ემ­ბერს და­ვი­წყეთ ინი­ექ­ცი­ე­ბი და 15 თე­ბერ­ვალს გა­ვა­კე­თეთ შე­ფა­სე­ბა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც, 4 ბავ­შვთან 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ვი­ღეთ 1 სმ და 4მმ, 1 სმ და 8 მმ-იანი ზრდა, ასე­ვე 3 და 2 სმ- იანი ზრდა.

ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი იყო. ყო­ველ სამ თვე­ში ვა­კე­თებთ შე­ფა­სე­ბას. ფაქ­ტია, რომ მე­დი­კა­მენტს აქვს ეფექ­ტი და გა­მო­ხა­ტუ­ლი იყო პირ­ველ სამ თვე­ში, ვნა­ხოთ რა იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა თუ არა ეს ტემ­პი“,- აღ­ნიშ­ნავს პე­დი­ატ­რი ეკა კან­დე­ლა­კი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
11

არ არსებობს ტყუილია და ბოლოს ნუ მოგვაბეზრეთ თავი ამ იპოიქონდრიკებით და მათი მშობლების პოპულიზმის დაუოკებელი სურვილით. ქუჩაში ბარემ ბანერები გამოაკარით, ეს დაქირავებული ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტო და მერე ფოტოშოპით დამუშავებული, არსება უბრალოდ პოპულუზმზე ფიქრობს, ნორმალური ჩვევკებრივ ფოტის დადებდა, იმენაბჯუჯათა ფოტისესიას აწყობენ

V
1

ღმერთმა მოუმართოს ხელი ამ ბავშვებს და ყველა ბავშვს საერთოდ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მედიკამენტის მიღებიდან 3 თვის ვადაში, ბავშვების ნაწილში 1-დან 3 სანტიმეტრამდე ზრდა შეინიშნება" - რა შედეგები აჩვენა აქონდროპლაზიის სამკურნალო წამალმა

"მედიკამენტის მიღებიდან 3 თვის ვადაში, ბავშვების ნაწილში 1-დან 3 სანტიმეტრამდე ზრდა შეინიშნება" - რა შედეგები აჩვენა აქონდროპლაზიის სამკურნალო წამალმა

"იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში“ განმარტავენ, რომ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის მიღებიდან 3 თვის ვადაში, ბავშვების ნაწილში 1-დან 3 სანტიმეტრამდე ზრდა დაფიქსირდა.

კერძოდ, როგორც "ინტერპრესნიუსს“ "იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში“ განუცხადეს, მედიკამენტ "ვოსორიდიტს“ ეფექტი ნამდვილად აქვს, ჯამში კი ინექციებს 11 ბავშვი იღებს.

რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, სამედიცინო დაწესებულებაში განმარტავენ, რომ ინიექციის მიღების შემდეგ დაფიქსირდა ალერგიული რეაქცია და წნევის ვარდნა, რაც სამკურნალო პროტოკოლის მიხედვით ნორმალურია.

"გუშინ ახალი ნაკადი მივიღეთ, კერძოდ, 5 ბავშვი დაგვემატა, ჯამში 11 ბავშვი მკურნალობს აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ "ვოსორიდიტით“. პირველ ნაკადში 6 ბავშვი იყო, რომელიც 15 ნოემბრიდან და 15 იანვრიდან გვყავს.

ყოველდღიური ინექციებია, კლინიკაში დაყოვნებისთვის კი 1 საათია განსაზღვრული. 5-დან ერთს ჰქონდა ადგილობრივი ალერგიული რეაქცია ინიექციის შემდეგ, რაც ნორმალურია. ასევე იყო წნევის ვარდნაც, რაც მოსალოდნელია. ასეთი ბავშვებს ცოტა უფრო დიდხანს ვაყოვნებთ კლინიკაში დაკვირვებისთვის, შემდგომ კი ბინაზე ვუშვებთ.

პირველ ნაკადში მედიკამენტის ეფექტურობა შევაფასეთ მკურნალობის დაწყებიდან 3 თვის ვადაში. 15 ნოემბერს დავიწყეთ ინიექციები და 15 თებერვალს გავაკეთეთ შეფასება, რომლის საფუძველზეც, 4 ბავშვთან 3 თვის განმავლობაში მივიღეთ 1 სმ და 4მმ, 1 სმ და 8 მმ-იანი ზრდა, ასევე 3 და 2 სმ- იანი ზრდა.

ძალიან ეფექტური იყო. ყოველ სამ თვეში ვაკეთებთ შეფასებას. ფაქტია, რომ მედიკამენტს აქვს ეფექტი და გამოხატული იყო პირველ სამ თვეში, ვნახოთ რა იქნება მომავალში. ინდივიდუალურია, შენარჩუნდება თუ არა ეს ტემპი“,- აღნიშნავს პედიატრი ეკა კანდელაკი.