სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

23

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ნი­კოლ ფა­ში­ნი­ანს შეხ­ვდა. პი­რის­პირ შეხ­ვედ­რი­სას მხა­რე­ებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­სა და სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კას შო­რის არ­სე­ბულ მე­გობ­რულ და კე­თილ­მე­ზობ­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე ისა­უბ­რეს.

აღი­ნიშ­ნა, რომ ორ ქვე­ყა­ნას აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა აკავ­ში­რებს არა­ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით, მათ შო­რის ვაჭ­რო­ბის, ტრან­სპორ­ტის, ტუ­რიზ­მის სფე­რო­ებ­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ნი­კოლ ფა­ში­ნი­ანს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და და­უ­დას­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რა სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სად­მი. ყუ­რა­დღე­ბა და­ეთ­მო რე­გი­ო­ნულ პრო­ცე­სებს.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო მტკი­ცედ უჭერს მხარს სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში მშვი­დო­ბი­ან თა­ნა­ცხოვ­რე­ბას და მზად არის, მო­მა­ვალ­შიც შე­ას­რუ­ლოს და­დე­ბი­თი როლი რე­გი­ონ­ში მშვი­დო­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში.

მხა­რე­ებ­მა იმე­დი გა­მოთ­ქვეს, რომ ორი ქვეყ­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა ხელს შე­უ­წყობს სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კი­დევ უფრო გაღ­რმა­ვე­ბას და ორი­ვე ქვე­ყა­ნას ხელ­შე­სა­ხებ სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს.

პი­რის­პირ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გა­ფარ­თო­ე­ბულ ფორ­მატ­ში გაგ­რძელ­და, რო­მელ­შიც ორი ქვეყ­ნის მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­იწ­ვია.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მზეწვია
2

უნდა გვახსოვდეს - მათი ნდობა არ შეიძლება!

სსს
48

რა აზრი აქვს ფაშინიანთან შეხვედრას სომხეთი მალე აზერბაიჯანის ვილიაეთი გახდება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას აქტიური თანამშრომლობა აკავშირებს არაერთი მიმართულებით, მათ შორის ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის სფეროებში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და დაუდასტურა საქართველოს მხარდაჭერა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისადმი. ყურადღება დაეთმო რეგიონულ პროცესებს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიან თანაცხოვრებას და მზად არის, მომავალშიც შეასრულოს დადებითი როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში მიიწვია.