პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტერმინი, რომელიც, თურმე, ცხენების დოღს უკავშირდება და ჩვენში ასეთი პოპულარული გახდა - რა არის ვეტინგი და რატომ უფრთხიან ქართველი მოსამართლეები მას?
ტერმინი, რომელიც, თურმე, ცხენების დოღს უკავშირდება და ჩვენში ასეთი პოპულარული გახდა - რა არის ვეტინგი და რატომ უფრთხიან ქართველი მოსამართლეები მას?

მას მერე, რაც სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სი მი­ი­ღო, ევ­რო­კო­მი­სი­ამ ახა­ლი 9 რე­კო­მენ­და­ცია მოგ­ვცა, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი კვლავ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას უკავ­შირ­დე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­სა­მარ­თლე­ე­ბის ნა­წი­ლის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის შე­მოწ­მე­ბას ურ­ჩევს. ამის­თვის კი მი­იჩ­ნე­ვა, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი მე­ქა­ნიზ­მის შექ­მნაა სა­ჭი­რო, რო­მელ­შიც სა­ერ­თა­შო­რი­სო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბაც ექ­ნე­ბათ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს ტერ­მი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ში ნახ­სე­ნე­ბი არ არის, მაგ­რამ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ევ­რო­კო­მი­სი­ის ამ კონ­კრე­ტულ დათ­ქმას ვე­ტინ­გი და­არ­ქვეს.

იყო თუ არა ე.წ. ვე­ტინ­გი 9 დათ­ქმა­ში - ამ თე­მა­ზე შიდა და­პი­რის­პი­რე­ბა უკვე თბი­ლი­სი-ბრი­უ­სე­ლის დის­კუ­სი­ა­ში გა­და­ი­ზარ­და. გა­სულ კვი­რას ევ­რო­კო­მი­სი­ის პრესს­პი­კერ­მა პი­ტერ სტა­ნომ არა­ო­რაზ­როვ­ნად გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სჭირ­დე­ბა კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის შე­მოწ­მე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სის­ტე­მის შექ­მნა უმაღ­ლე­სი პო­ზი­ცი­ე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის­თვის სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით. პი­ტერ სტა­ნოს გან­ცხა­დე­ბა­ში გა­მოთ­ქმუ­ლია შეშ­ფო­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის მხრი­დან კონ­კრე­ტუ­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის მი­მართ ბოლო დროს გა­კე­თე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის გამო. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე­ვე მო­სა­მარ­თლე­ე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი ამ მე­ქა­ნიზ­მის ამუ­შა­ვე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გია.

აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით, ვე­ტინ­გის მე­ქა­ნიზ­მი დრო­ე­ბით იქ­მნე­ბა და დიდ­წი­ლად სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბის მქო­ნე მო­სა­მარ­თლე­ებს შე­ე­ხე­ბა

ევ­რო­კავ­შირ­ში მო­სა­მარ­თლე­ე­ბის შე­მოწ­მე­ბის ასე­თი მე­თო­დი ვე­ტინ­გის (Vetting) სა­ხე­ლით არის ნაც­ნო­ბი.

  • რა არის ვე­ტინ­გი?

ვე­ტინ­გი ინ­გლი­სუ­რი სი­ტყვაა და თა­ნამ­დე­ბო­ბას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის შე­მოწ­მე­ბას ნიშ­ნავს.

ამ სი­ტყვის წარ­მო­შო­ბა, თურ­მე, ცხე­ნე­ბის დოღს უკავ­შირ­დე­ბა და გუ­ლის­ხმობ­და მო­თხოვ­ნას, რომ რბო­ლამ­დე ცხო­ვე­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა შე­მოწ­მე­ბუ­ლი­ყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, ამ ტერ­მინ­მა ზო­გა­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა შე­ი­ძი­ნა და “შე­ფა­სე­ბის” სი­ნო­ნი­მად იქცა.

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას­თან კავ­შირ­ში ვე­ტინ­გი არის მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც მო­სა­მარ­თლე­ე­ბის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბას ამოწ­მებს. ის სა­გა­მო­ნაკ­ლი­სო და არას­ტან­დარ­ტუ­ლი პრო­ცე­სია, რო­მელ­მაც სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი წევ­რე­ბის­გან უნდა გაწ­მინ­დოს.

უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ვე­ტინ­გის ჩა­ტა­რე­ბის სტან­დარ­ტუ­ლი მე­თო­დი არ არ­სე­ბობს. მე­ქა­ნიზ­მი კონ­კრე­ტუ­ლად იმ ქვე­ყა­ნას უნდა მო­ერ­გოს, სა­დაც რე­ფორ­მა ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

მა­თი­ვე თქმით, არ­სე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო მა­გა­ლი­თე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის შე­საძ­ლოა, შე­სა­ფე­რი­სი არც იყოს, თუმ­ცა პრო­ცე­სის არსზე წარ­მოდ­გე­ნას შეგ­ვიქ­მნის.

სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის ვე­ტინ­გი მიმ­დი­ნა­რე­ობს ალ­ბა­ნეთ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში, მოლ­დო­ვა­ში.

  • ალ­ბა­ნე­თი

ალ­ბა­ნეთ­მა ვე­ტინ­გის პრო­ცე­სი 2014 წლი­დან და­ი­წყო, მას შემ­დეგ, რაც ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მი­ი­ღო და სა­ქარ­თვე­ლოს მსგავ­სად, ევ­რო­კო­მი­სი­ამ გა­წევ­რე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბის და­სა­წყე­ბად მო­თხოვ­ნე­ბი წა­უ­ყე­ნა. იმ დროს ალ­ბა­ნე­თის სა­სა­მარ­თლო კო­რუფ­ცი­ის ჭა­ობ­ში იყო.

2014 წლის ნო­ემ­ბერ­ში, ალ­ბა­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტმა სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტი შექ­მნა. ამ ჯგუფ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის ფარ­თო კონ­სენ­სუ­სით ან­გა­რი­ში მო­ამ­ზა­და, რო­მელ­შიც და­ი­წე­რა, რომ სა­სა­მარ­თლოს მი­მართ ნდო­ბა და­კარ­გუ­ლია. მო­სა­მარ­თლე­ებ­მაც აღი­ა­რეს, რომ სის­ტე­მა­ში კო­რუფ­ცია იყო გა­მე­ფე­ბუ­ლი. პრობ­ლე­მა­ზე პა­სუ­ხად ალ­ბა­ნეთ­ში კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის შე­მოწ­მე­ბის დრო­ე­ბი­თი მე­ქა­ნიზ­მი ამუ­შავ­და და გა­ნურ­ჩევ­ლად ყვე­ლა მო­სა­მარ­თლეს შე­ე­ხო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რე­ფორ­მი­სას შე­ა­მოწ­მეს პრო­კუ­რო­რე­ბიც.

  • მო­სა­მარ­თლე­ე­ბის ნა­წი­ლი კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის შე­მოწ­მე­ბას არ და­ე­ლო­და, გან­ცხა­დე­ბა და­წე­რა და სა­სა­მარ­თლო­დან წა­ვი­და.

ვე­ტინ­გმა ალ­ბა­ნეთს პრობ­ლე­მე­ბიც მო­უ­ტა­ნა: შე­ფერ­ხდა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­სა და უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მუ­შა­ო­ბა, სის­ტე­მას მო­სა­მარ­თლე­ე­ბი აღარ ჰყოფ­ნი­და. უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთი მო­სა­მარ­თლის ამა­რა იყო დარ­ჩე­ნი­ლი.

ამის მი­უ­ხე­და­ვად, ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ამ გა­მარ­თლე­ბუ­ლად მი­იჩ­ნია ვე­ტინ­გი, თუმ­ცა თქვა, რომ "ეს ზომა არ იქ­ნე­ბო­და რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი სხვა ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც სა­სა­მარ­თლო კო­რუფ­ცი­ას ამ მას­შტა­ბის­თვის არ მი­უღ­წე­ვია“.

  • უკ­რა­ი­ნა და მოლ­დო­ვა

უკ­რა­ი­ნა­ში მო­სა­მარ­თლე­ე­ბის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბას ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­სა­მარ­თლო ამოწ­მებს, რო­მე­ლიც 2018 წელს სა­სა­მარ­თლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბით და­კომ­პლექტდა. 2022 წელს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის ვე­ტინ­გის უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­ქა­ნიზ­მი გა­მო­ი­ყე­ნა მოლ­დო­ვამ სა­სა­მარ­თლოს თვით­მმარ­თვე­ლი ორ­გა­ნოს (იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭო) და­სა­კომ­პლექ­ტებ­ლად. მოლ­დო­ვა სა­მო­მავ­ლოდ, ყვე­ლა მო­სა­მარ­თლი­სა და პრო­კუ­რო­რის შე­მოწ­მე­ბას გეგ­მავს.

ვე­ტინ­გის პრო­ცეს­ში კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის შე­მოწ­მე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პა­რა­მეტ­რი ფი­ნან­სე­ბია.

  • მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა მო­ხე­ლე­ე­ბის შე­მო­სავ­ლე­ბი და ქო­ნე­ბა ერ­თმა­ნეთს, ხომ არ რჩე­ბა გან­ცდა, რომ მო­სა­მარ­თლე სხვა გზე­ბი­თაც აგ­რო­ვებ­და ამ ქო­ნე­ბას; ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა ჟურ­ნა­ლის­ტურ გა­მო­ძი­ე­ბებ­საც.

შემ­მოწ­მე­ბელ კო­მი­სი­ას უფ­ლე­ბა აქვს, მო­სა­მარ­თლის შე­სა­ხებ ნე­ბის­მი­ე­რი სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბი­დან გა­მო­ი­თხო­ვოს ინ­ფორ­მა­ცია, მათ შო­რი­საა სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რიც.

ექ­სპერტთა თქმით, მე­ქა­ნიზ­მის ამუ­შა­ვე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტმა უნდა მი­ი­ღოს მა­ღა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­თა და ფარ­თო კონ­სენ­სუ­სით. აქე­დან გა­მო­მი­დი­ნა­რე, შე­მოწ­მე­ბის მე­თო­დი, ფორ­მა და კრი­ტე­რი­უ­მე­ბი მო­ნა­წი­ლე მხა­რე­ებს შო­რის შე­თან­ხმე­ბის სა­კი­თხია.

ეს მხა­რე­ე­ბია: ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ოპო­ზი­ცია, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი, მე­დია, აკა­დე­მი­უ­რი წრე­ე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი და უცხო­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი.

თავ­და­პირ­ვე­ლად უნდა შე­იქ­მნას დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­შიც გა­წე­რი­ლი იქ­ნე­ბა ის პრობ­ლე­მე­ბი, რაც სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­შია, აირ­ჩეს ის მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, ვისი შე­მოწ­მე­ბაც უნდა მოხ­დეს და შე­იქ­მნა კო­მი­სია, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბაც ასე­ვე ფარ­თო კონ­სენ­სუ­სით და­ზუს­ტდე­ბა და მას­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი ექ­ნე­ბათ უცხო­ელ სპე­ცი­ა­ლის­ტებს, მათ ექ­ნე­ბათ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა. არ­სე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის თა­ნახ­მად, ასე­ვე უნდა შე­იქ­მნას ამ კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბის ორ­გა­ნო, ე.წ. სა­ა­პე­ლა­ციო კო­მი­სია.

თუ მო­სა­მარ­თლე კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის შე­მოწ­მე­ბას ვერ გა­ივ­ლის, ის თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ტო­ვებს. ამ სცე­ნა­რით, ვა­კან­ტურ ად­გი­ლებ­ზე კან­დი­და­ტე­ბის შერ­ჩე­ვაც დრო­ე­ბი­თი კო­მი­სი­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა.

სწო­რედ ამი­ტომ ვე­ტინ­გის მე­ქა­ნიზ­მის ასა­მუ­შა­ვებ­ლად სა­ჭი­რო გახ­დე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ის შეც­ვლა, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­მარ­თლე­ე­ბი უვა­დოდ არი­ან და­ნიშ­ნუ­ლე­ბი და მათი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი მხო­ლოდ დის­ციპ­ლი­ნუ­რი გა­დაც­დო­მა შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს.

ამი­ტო­მაც მი­იჩ­ნევს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვე­ტინგს არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად.

  • რას ამ­ბო­ბენ ქარ­თვე­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი?

24 მარტს მო­სა­მარ­თლე­თა XXXII კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თა, რო­მელ­საც 295 მო­სა­მარ­თლე და­ეს­წრო. იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს სკო­ლა­ში გა­მარ­თულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნი­ხი­ლეს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მიერ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ ე.წ. „ვე­ტინ­გი“ ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად, არ­სე­ბი­თად და პრინ­ცი­პუ­ლად ლა­ხავს სა­სა­მარ­თლო­სა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მო­სა­მარ­თლის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას. აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბას მო­სა­მარ­თლე­ებ­მა ერ­თხმად და­უ­ჭი­რეს მხა­რი.

"სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის სის­ტე­მის, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მო­სა­მარ­თლი­სა თუ მო­სა­მარ­თლე­თა ცალ­კე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ღირ­სე­ბის, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი რე­პუ­ტა­ცი­ის შემ­ლახ­ველ პრო­ცე­დუ­რას და იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სწო­რად იქ­ნე­ბა აღ­ქმუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან”, - ვკი­თხუ­ლობთ მო­სა­მარ­თლე­ე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
0

და იმ ვითომ საერთაშორისო კომისიას ხელფასს ჩვენი ბიუჯეტიდან გადაუხდიან ალბათ, თანაც გასამმაგებულად, რადგან ჩვენ ვითვლებით რთულ განვითარებად ქვეყნად და აქედან რაც შეიძლება მეტი სიკეთეები უნდა ამოქაჩონ ჩვენმა "კეთილმოსურნეებმა? (ყოველ აქ "ჩამოსეირნებაზეც" კარგად უნდა გამოვაძღოთ ალბათ,აი კორუფცია ნამდვილი ეს არის, ჩემი აზრით)

დოდო
4

ვაი რა დღეში ვართ, ალბანეთის პრაქტიკაზე რომ ვითხოვთ საქართველოს სწორებას, ჩვენს ოპოზიციას ''საქართველოს მტრები'' უნდა ერქვათ.

ავტორი:

ტერმინი, რომელიც, თურმე, ცხენების დოღს უკავშირდება და ჩვენში ასეთი პოპულარული გახდა - რა არის ვეტინგი და რატომ უფრთხიან ქართველი მოსამართლეები მას?

ტერმინი, რომელიც, თურმე, ცხენების დოღს უკავშირდება და ჩვენში ასეთი პოპულარული გახდა - რა არის ვეტინგი და რატომ უფრთხიან ქართველი მოსამართლეები მას?

მას მერე, რაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, ევროკომისიამ ახალი 9 რეკომენდაცია მოგვცა, რომელთაგან ერთ-ერთი კვლავ სასამართლო სისტემას უკავშირდება და საქართველოს ხელისუფლებას მოსამართლეების ნაწილის კეთილსინდისიერების შემოწმებას ურჩევს. ამისთვის კი მიიჩნევა, რომ სპეციალური მექანიზმის შექმნაა საჭირო, რომელშიც საერთაშორისო სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ ეს ტერმინი საქართველოს შესახებ რეკომენდაციებში ნახსენები არ არის, მაგრამ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ევროკომისიის ამ კონკრეტულ დათქმას ვეტინგი დაარქვეს.

იყო თუ არა ე.წ. ვეტინგი 9 დათქმაში - ამ თემაზე შიდა დაპირისპირება უკვე თბილისი-ბრიუსელის დისკუსიაში გადაიზარდა. გასულ კვირას ევროკომისიის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ არაორაზროვნად განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება კეთილსინდისიერების შემოწმების განსაკუთრებული სისტემის შექმნა უმაღლესი პოზიციების მქონე პირებისთვის სასამართლო სისტემაში, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. პიტერ სტანოს განცხადებაში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოს ოფიციალური პირების მხრიდან კონკრეტული მოსამართლეების მიმართ ბოლო დროს გაკეთებული კომენტარების გამო. მოგეხსენებათ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე მოსამართლეების უდიდესი ნაწილი ამ მექანიზმის ამუშავების წინააღმდეგია.

აქამდე არსებული გამოცდილებით, ვეტინგის მექანიზმი დროებით იქმნება და დიდწილად სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე მოსამართლეებს შეეხება

ევროკავშირში მოსამართლეების შემოწმების ასეთი მეთოდი ვეტინგის (Vetting) სახელით არის ნაცნობი.

  • რა არის ვეტინგი?

ვეტინგი ინგლისური სიტყვაა და თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმებას ნიშნავს.

ამ სიტყვის წარმოშობა, თურმე, ცხენების დოღს უკავშირდება და გულისხმობდა მოთხოვნას, რომ რბოლამდე ცხოველის ჯანმრთელობა შემოწმებულიყო. მოგვიანებით კი, ამ ტერმინმა ზოგადი მნიშვნელობა შეიძინა და “შეფასების” სინონიმად იქცა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მართლმსაჯულებასთან კავშირში ვეტინგი არის მექანიზმი, რომელიც მოსამართლეების კეთილსინდისიერებას ამოწმებს. ის საგამონაკლისო და არასტანდარტული პროცესია, რომელმაც სასამართლო სისტემა არაკეთილსინდისიერი წევრებისგან უნდა გაწმინდოს.

უცხოელი ექსპერტების თქმით, ვეტინგის ჩატარების სტანდარტული მეთოდი არ არსებობს. მექანიზმი კონკრეტულად იმ ქვეყანას უნდა მოერგოს, სადაც რეფორმა ხორციელდება.

მათივე თქმით, არსებული საერთაშორისო მაგალითები საქართველოსთვის შესაძლოა, შესაფერისი არც იყოს, თუმცა პროცესის არსზე წარმოდგენას შეგვიქმნის.

სასამართლო სისტემის ვეტინგი მიმდინარეობს ალბანეთში, უკრაინაში, მოლდოვაში.

  • ალბანეთი

ალბანეთმა ვეტინგის პროცესი 2014 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო და საქართველოს მსგავსად, ევროკომისიამ გაწევრების მოლაპარაკების დასაწყებად მოთხოვნები წაუყენა. იმ დროს ალბანეთის სასამართლო კორუფციის ჭაობში იყო.

2014 წლის ნოემბერში, ალბანეთის პარლამენტმა სპეციალური კომიტეტი შექმნა. ამ ჯგუფმა საზოგადოებისა და პოლიტიკური ჯგუფების ფართო კონსენსუსით ანგარიში მოამზადა, რომელშიც დაიწერა, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა დაკარგულია. მოსამართლეებმაც აღიარეს, რომ სისტემაში კორუფცია იყო გამეფებული. პრობლემაზე პასუხად ალბანეთში კეთილსინდისიერების შემოწმების დროებითი მექანიზმი ამუშავდა და განურჩევლად ყველა მოსამართლეს შეეხო. აღსანიშნავია, რომ რეფორმისას შეამოწმეს პროკურორებიც.

  • მოსამართლეების ნაწილი კეთილსინდისიერების შემოწმებას არ დაელოდა, განცხადება დაწერა და სასამართლოდან წავიდა.

ვეტინგმა ალბანეთს პრობლემებიც მოუტანა: შეფერხდა საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს მუშაობა, სისტემას მოსამართლეები აღარ ჰყოფნიდა. უზენაესი სასამართლო 6 წლის განმავლობაში ერთი მოსამართლის ამარა იყო დარჩენილი.

ამის მიუხედავად, ვენეციის კომისიამ გამართლებულად მიიჩნია ვეტინგი, თუმცა თქვა, რომ "ეს ზომა არ იქნებოდა რეკომენდებული სხვა ქვეყნებში, სადაც სასამართლო კორუფციას ამ მასშტაბისთვის არ მიუღწევია“.

  • უკრაინა და მოლდოვა

უკრაინაში მოსამართლეების კეთილსინდისიერებას ანტიკორუფციული სასამართლო ამოწმებს, რომელიც 2018 წელს სასამართლოს საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტდა. 2022 წელს მოსამართლეების ვეტინგის უკრაინული მექანიზმი გამოიყენა მოლდოვამ სასამართლოს თვითმმართველი ორგანოს (იუსტიციის საბჭო) დასაკომპლექტებლად. მოლდოვა სამომავლოდ, ყველა მოსამართლისა და პროკურორის შემოწმებას გეგმავს.

ვეტინგის პროცესში კეთილსინდისიერების შემოწმების ერთ-ერთი მთავარი პარამეტრი ფინანსებია.

  • მაგალითად, რამდენად შეესაბამება მოხელეების შემოსავლები და ქონება ერთმანეთს, ხომ არ რჩება განცდა, რომ მოსამართლე სხვა გზებითაც აგროვებდა ამ ქონებას; ყურადღება ექცევა ჟურნალისტურ გამოძიებებსაც.

შემმოწმებელ კომისიას უფლება აქვს, მოსამართლის შესახებ ნებისმიერი სამთავრობო უწყებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია, მათ შორისაა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც.

ექსპერტთა თქმით, მექანიზმის ამუშავების შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს მაღალი პოლიტიკური მონაწილეობითა და ფართო კონსენსუსით. აქედან გამომიდინარე, შემოწმების მეთოდი, ფორმა და კრიტერიუმები მონაწილე მხარეებს შორის შეთანხმების საკითხია.

ეს მხარეებია: ხელისუფლება, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, მედია, აკადემიური წრეები, საერთაშორისო პარტნიორები და უცხოელი სპეციალისტები.

თავდაპირველად უნდა შეიქმნას დოკუმენტი, რომელშიც გაწერილი იქნება ის პრობლემები, რაც სასამართლო სისტემაშია, აირჩეს ის მოსამართლეები, ვისი შემოწმებაც უნდა მოხდეს და შეიქმნა კომისია, რომლის შემადგენლობაც ასევე ფართო კონსენსუსით დაზუსტდება და მასში განსაკუთრებული როლი ექნებათ უცხოელ სპეციალისტებს, მათ ექნებათ გადაწყვეტილების მიღების უფლება. არსებული საერთაშორისო გამოცდილების თანახმად, ასევე უნდა შეიქმნას ამ კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების ორგანო, ე.წ. სააპელაციო კომისია.

თუ მოსამართლე კეთილსინდისიერების შემოწმებას ვერ გაივლის, ის თანამდებობას დატოვებს. ამ სცენარით, ვაკანტურ ადგილებზე კანდიდატების შერჩევაც დროებითი კომისიის პასუხისმგებლობა იქნება.

სწორედ ამიტომ ვეტინგის მექანიზმის ასამუშავებლად საჭირო გახდება კონსტიტუციის შეცვლა, რადგან საქართველოში მოსამართლეები უვადოდ არიან დანიშნულები და მათი თანამდებობიდან გადაყენების საფუძველი მხოლოდ დისციპლინური გადაცდომა შეიძლება გახდეს.

ამიტომაც მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლება ვეტინგს არაკონსტიტუციურად.

  • რას ამბობენ ქართველი მოსამართლეები?

24 მარტს მოსამართლეთა XXXII კონფერენცია გაიმართა, რომელსაც 295 მოსამართლე დაესწრო. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულ კონფერენციაზე განიხილეს უზენაესი სასამართლოს მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ე.წ. „ვეტინგი“ ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას. აღნიშნულ განცხადებას მოსამართლეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

"საქართველოს უზენაესი სასამართლო კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის, ინდივიდუალური მოსამართლისა თუ მოსამართლეთა ცალკეული ჯგუფების წინააღმდეგ მიმართული ღირსების, დამოუკიდებლობის, ინსტიტუციური რეპუტაციის შემლახველ პროცედურას და იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული სწორად იქნება აღქმული საზოგადოების მხრიდან”, - ვკითხულობთ მოსამართლეების განცხადებაში.