პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნაცემი ბრალდებულები, რომელთაგან ერთს დაკავებისას ყური მოაჭრეს, 2-მა კი რუსულიც არ იცის - რა ხდებოდა "კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმისთვის დაკავებულთა სასამართლოზე?
ნაცემი ბრალდებულები, რომელთაგან ერთს დაკავებისას ყური მოაჭრეს, 2-მა კი რუსულიც არ იცის - რა ხდებოდა "კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმისთვის დაკავებულთა სასამართლოზე?

24 მარტს ღა­მით მოს­კო­ვის ბას­მა­ნის სა­სა­მარ­თლომ პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა მოს­კო­ვის გა­რე­უ­ბან­ში "კრო­კუს სიტი ჰო­ლის“ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში მომ­ხდარ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ თავ­დას­ხმა­ში ბრალ­დე­ბულ 4 პირს. შე­გახ­სე­ნებთ, 22 მარ­ტის ტე­რაქტს 137 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, 182 და­შავ­და. და­ლერ­ჯონ მირ­ზო­ევს, მუ­რო­და­ლი რა­ჩა­ბა­ლი­ზო­დეს, მუ­ჰა­მადსო­ბირ ფა­ი­ზოვს და შამ­სი­დინ ფა­რი­დუ­ნის სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბათ ტე­რო­რიზ­მის ბრალ­დე­ბით. პა­ტიმ­რო­ბის შე­სა­ხებ სხდო­მა და­ხუ­რულ კარს მიღ­მა ჩა­ტარ­და.

ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი ბას­მა­ნის სა­სა­მარ­თლოს დარ­ბა­ზებ­ში მძი­მედ ნა­ცე­მე­ბი მი­იყ­ვა­ნეს. რა­ჩა­ბა­ლი­ზო­დეს და­კა­ვე­ბი­სას ყური მო­აჭ­რეს. თა­ვის ეს მხა­რე არ არის ნაჩ­ვე­ნე­ბი სა­სა­მარ­თლო­ში გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­ზე. სა­სა­მარ­თლომ გა­ნა­ცხა­და, რომ ორი­ვემ აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი.

"კრო­კუს სითი ჰოლ­ზე" თავ­დამ­სხმე­ლე­ბი ტა­ჯი­კე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან. მათ­გან ორმა რუ­სუ­ლი არ იცის.

ყვე­ლა მათ­განს ბრა­ლად ედე­ბათ ჯგუ­ფუ­რი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რა­მაც ადა­მი­ა­ნე­ბის სიკ­ვდი­ლი გა­მო­იწ­ვია.

გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის თქმით, ოთხი­ვე მათ­გა­ნი უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე იყო Crocus City Hall-ზე თავ­დას­ხმის, რომ­ლის დრო­საც 130-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

  • რა მოხ­და სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე

კრო­კუ­სის ცენ­ტრის ტე­რაქ­ტის საქ­მის პირ­ვე­ლი ბრალ­დე­ბუ­ლი და­ლერ­ჯონ მირ­ზო­ე­ვი სა­სა­მარ­თლო­ში სა­ხე­ზე სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბით გა­მოჩ­ნდა.

მის­თვის პირ­ვე­ლი კი­თხვე­ბის დას­მის შემ­დეგ, გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა მო­სა­მარ­თლეს სთხო­ვა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის პრე­სის­გან და­ხურ­ვა, რა­საც მო­სა­მარ­თლე ელე­ნა ლენ­სკა­ია და­თან­ხმდა.

გა­მომ­ძი­ებ­ლის თქმით, ღია მოს­მე­ნამ "შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბა“ და ასე­ვე "პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი­სა და მათი ნა­თე­სა­ვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას საფრ­თხე შე­ექ­მნას“.

მა­ნამ­დე, მო­სა­მარ­თლემ თარ­ჯიმ­ნის მეშ­ვე­ო­ბით ჰკი­თხა და­ლერ­ჯონ მირ­ზო­ევს, ეს­მო­და თუ არა, რას ეკი­თხე­ბოდ­ნენ, რა­ზეც ბრალ­დე­ბულ­მა მოკ­ლედ უპა­სუ­ხა და თავი ტა­ჯი­კე­ლად წა­რუდ­გი­ნა.

და­ლერ­ჯონ მირ­ზო­ე­ვი სა­სა­მარ­თლო­ში სა­ხე­ზე სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბით მი­იყ­ვა­ნეს

რუ­სუ­ლი არხი მე­დი­ა­ზო­ნა სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან იუ­წყე­ბა, რომ მირ­ზო­ევს ჰყავს მე­უღ­ლე და ოთხი შვი­ლი, ასე­ვე აქვს ნო­ვო­სი­ბირსკში ვა­და­გა­სუ­ლი სამ­თვი­ა­ნი რე­გის­ტრა­ცია.

მე­ო­რე ბრალ­დე­ბუ­ლი, სა­ი­დაკ­რა­მი მუ­რო­და­ლი რა­ჩა­ბა­ლი­ზო­და დარ­ბაზ­ში თავ­დახ­ვე­უ­ლი შე­იყ­ვა­ნეს. ერთი დღით ადრე რუ­სულ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, რო­მელ­შიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ასა­ხუ­ლია Crocus City-ზე თავ­დას­ხმე­ბის და­კა­ვე­ბუ­ლი მო­ნა­წი­ლის თავ­და­პირ­ვე­ლი და­კი­თხვა.

მუ­რო­დალ­მა კი­თხვებს ტა­ჯი­კურ ენა­ზე თარ­ჯიმ­ნის მეშ­ვე­ო­ბით უპა­სუ­ხა. მისი თქმით, 30 წლის იყო, ჰყავ­და ცოლი, შვი­ლი და რუ­სეთ­ში იყო რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ სად არ ახ­სოვ­და.

მუ­რო­და­ლი რა­ჩა­ბა­ლი­ზო­დე

ფა­ი­ზო­ვი, რუ­სუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ცნო­ბით, სა­სა­მარ­თლო­ში სა­კა­ცით მი­იყ­ვა­ნეს (ფო­ტო­ე­ბი­დან ჩანს, რომ ის უფრო და­სა­კე­ცი ეტლს ჰგავ­და) და მას უჭირ­და სა­უ­ბა­რი.

  • რო­გორ მოხ­და ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბის და­კა­ვე­ბა?

Crocus City Hall-ში თავ­დას­ხმა­ში მო­ნა­წი­ლე ოთხმა ეჭ­ვმი­ტა­ნილ­მა და­ტო­ვა სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი, მაგ­რამ ისი­ნი იმა­ვე ღა­მეს ბრა­ი­ანსკის რე­გი­ონ­ში და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ FSB-მ 23 მარ­ტის დი­ლით გა­ნა­ცხა­და.

თავ­და­პირ­ველ და­კი­თხვის ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც რუ­სულ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და, თავ­დას­ხმა­ში ერთ-ერთი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, აღი­ა­რებს, რომ მან მკვლე­ლო­ბე­ბი "ფუ­ლის­თვის" ჩა­ი­დი­ნა. მისი თქმით, ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ რუბლს დაჰ­პირ­დნენ. და­კი­თხვის ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა რუს­მა პრო­პა­გან­დის­ტმა, RT ხელ­მძღვა­ნელ­მა მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ან­მა.

მუ­ჰა­მადსო­ბირ ფა­ი­ზო­ვი

24 მარტს "ტე­ლეგ­რა­მის" ანო­ნი­მურ არ­ხებ­ზე კი­დევ ერთი ვი­დეო გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­მელ­შიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ასა­ხუ­ლია ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლის ელექტრო­შო­კით წა­მე­ბის კად­რე­ბი.

ამ დრო­ის­თვის ტე­რაქტთან და­კავ­ში­რე­ბით სულ 11 ადა­მი­ა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი.

თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 137-მდე გა­ი­ზარ­და, რად­გან დამ­წვარ შე­ნო­ბა­ში უფრო მეტი ცხე­და­რი იპო­ვეს.

FSB-ის ცნო­ბით, "ბო­ე­ვი­კებ­მა" გაქ­ცე­ვა სცა­დეს, მათი მტკი­ცე­ბით, ისი­ნი "მან­ქა­ნით რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრის­კენ გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ". პუ­ტინ­მა რუ­სე­ბი­სად­მი მი­მარ­თვა­ში 23 მარტს გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნულ მხა­რეს მათ­თვის "ფან­ჯა­რა ჰქონ­დათ მომ­ზა­დე­ბუ­ლი“ სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის­თვის. ამავდრო­უ­ლად, რუ­სულ მხა­რეს ჯერ არ გა­უვრცე­ლე­ბია ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სია, თუ ვინ შე­იძ­ლე­ბა იდ­გეს მომ­ხდა­რის უკან.

უკ­რა­ი­ნა სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში მომ­ხდარ ხოც­ვა-ჟლე­ტა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს.

თავ­დას­ხმა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ტე­რო­რის­ტულ­მა დაჯ­გუ­ფე­ბა "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ“ აიღო. თავ­დამ­სხმე­ლე­ბის მიერ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო სწო­რედ მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არ­ხე­ბით გავ­რცელ­და.

FSB-ის მიერ გა­და­ღე­ბულ და ISIS - ის არ­ხე­ბის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ებ­ში თავ­დამ­სხმე­ლე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბის დე­ტა­ლე­ბი ემ­თხვე­ვა. ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს ვი­დე­ო­ში თავ­დამ­სხმე­ლე­ბის სა­ხე­ე­ბი ბუნ­დო­ვა­ნია, მაგ­რამ მათი ამოც­ნო­ბა მათი ტან­საც­მლის დე­ტა­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია.

შამ­სი­დინ ფა­რი­დუ­ნი

მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთ თავ­დამ­სხმელს მა­ი­სურ­ზე აქვს წარ­წე­რა TRAVEFS და იგი­ვე წარ­წე­რა ჩანს ეჭ­ვმი­ტა­ნილ­თა და­კა­ვე­ბის ვი­დე­ო­ში, რაც გა­მო­რი­ცხავს FSB-ის მხრი­დან გა­ყალ­ბე­ბას. შე­გახ­სე­ნებთ, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად ექ­სპერ­ტე­ბის ნა­წილს ეჭვი ეპა­რე­ბო­და, რომ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა ნამ­დვი­ლი ტე­რო­რის­ტე­ბი და­ი­ჭირეს.

Wall Street Journal-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ექ­სპერ­ტე­ბის ვა­რა­უ­დე­ბი, თუ რა­ტომ უნდა დას­ხმო­და "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" რუ­სეთს.

"აშშ-ისა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სამ­ყა­როს ბრძო­ლა ავ­ტო­რი­ტა­რულ ძა­ლებ­თან - რუ­სეთ­თან, ირან­თან და ჩი­ნეთ­თან - გაძ­ლი­ერ­და უკ­რა­ი­ნა­სა და ღა­ზა­ში ომე­ბის ფონ­ზე. მაგ­რამ "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის" ისი­ნი ყვე­ლა მუს­ლი­მუ­რი რწმე­ნის მტრე­ბი არი­ან და ყვე­ლა უნდა გა­ნად­გურ­დეს“, - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, რაც მოხ­და, კარ­გად ჯდე­ბა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ფი­ლო­სო­ფი­ა­ში. წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 78 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -72
0

ხომ არ დაავიწყდა ზოგიერთებს თუ რა ხდებოდა სააკაშვილის მმართველობის დროს საქართველოს ციხეებში?

პატიმრების დაცინვა, გინება, შეურაცყოფა, ცოლისა და შვილების გაუპატიურების მუქარები, ცემა, წამება, გაუპატიურება, სადისტურად მოკვლა და ა.შ. ...

თემო
15

სრული ინფორმაციის და ყველა მონაცემის გარეშე, შეფასების გაკეთება საუკეთესო სპეციალისტისთვისაც შეუძლებელია. შესაბამისად, რიგითი ადამიანების კომენტარები ყველაფერს აცდენილია და მათი წაკითხვაც არ ღირს. ერთს ვიტყვი, თავად რუსეთის სპეცსამსახურების მოწყობილი რომ იყოს, მაგხელა მსხვერპლი სრულიად აბსურდულად მეჩვენება. 10-მდე ადამიანის გაწირვა, რამდენიმეზე თავდასხმა და ხანძრის გაჩენა რაიმე გეგმის განხორციელებისათვის ყველანაირად საკმარისი იქნებოდა. დიდი მსხვერპლი პირიქით, ხელისუფლების და სპეცსამსახურების უსუსურებასა და არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს და მოსახლეობაში ანტისახელისუფლო განწყობას აღვივებს. 

ავტორი:

ნაცემი ბრალდებულები, რომელთაგან ერთს დაკავებისას ყური მოაჭრეს, 2-მა კი რუსულიც არ იცის - რა ხდებოდა "კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმისთვის დაკავებულთა სასამართლოზე?

ნაცემი ბრალდებულები, რომელთაგან ერთს დაკავებისას ყური მოაჭრეს, 2-მა კი რუსულიც არ იცის - რა ხდებოდა "კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმისთვის დაკავებულთა სასამართლოზე?

24 მარტს ღამით მოსკოვის ბასმანის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა მოსკოვის გარეუბანში "კროკუს სიტი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულ 4 პირს. შეგახსენებთ, 22 მარტის ტერაქტს 137 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 182 დაშავდა. დალერჯონ მირზოევს, მუროდალი რაჩაბალიზოდეს, მუჰამადსობირ ფაიზოვს და შამსიდინ ფარიდუნის სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ ტერორიზმის ბრალდებით. პატიმრობის შესახებ სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩატარდა.

ეჭვმიტანილები ბასმანის სასამართლოს დარბაზებში მძიმედ ნაცემები მიიყვანეს. რაჩაბალიზოდეს დაკავებისას ყური მოაჭრეს. თავის ეს მხარე არ არის ნაჩვენები სასამართლოში გადაღებულ ფოტოებზე. სასამართლომ განაცხადა, რომ ორივემ აღიარა დანაშაული.

"კროკუს სითი ჰოლზე" თავდამსხმელები ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან. მათგან ორმა რუსული არ იცის.

ყველა მათგანს ბრალად ედებათ ჯგუფური ტერორისტული აქტის განხორციელება, რამაც ადამიანების სიკვდილი გამოიწვია.

გამომძიებლების თქმით, ოთხივე მათგანი უშუალო მონაწილე იყო Crocus City Hall-ზე თავდასხმის, რომლის დროსაც 130-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

  • რა მოხდა სასამართლო სხდომაზე

კროკუსის ცენტრის ტერაქტის საქმის პირველი ბრალდებული დალერჯონ მირზოევი სასამართლოში სახეზე სისხლჩაქცევებით გამოჩნდა.

მისთვის პირველი კითხვების დასმის შემდეგ, გამომძიებელმა მოსამართლეს სთხოვა სასამართლო პროცესის პრესისგან დახურვა, რასაც მოსამართლე ელენა ლენსკაია დათანხმდა.

გამომძიებლის თქმით, ღია მოსმენამ "შეიძლება გამოიწვიოს საგამოძიებო საიდუმლოების გამჟღავნება“ და ასევე "პროცესის მონაწილეებისა და მათი ნათესავების უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნას“.

მანამდე, მოსამართლემ თარჯიმნის მეშვეობით ჰკითხა დალერჯონ მირზოევს, ესმოდა თუ არა, რას ეკითხებოდნენ, რაზეც ბრალდებულმა მოკლედ უპასუხა და თავი ტაჯიკელად წარუდგინა.

დალერჯონ მირზოევი სასამართლოში სახეზე სისხლჩაქცევებით მიიყვანეს

რუსული არხი მედიაზონა სასამართლო დარბაზიდან იუწყება, რომ მირზოევს ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი, ასევე აქვს ნოვოსიბირსკში ვადაგასული სამთვიანი რეგისტრაცია.

მეორე ბრალდებული, საიდაკრამი მუროდალი რაჩაბალიზოდა დარბაზში თავდახვეული შეიყვანეს. ერთი დღით ადრე რუსულ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც, სავარაუდოდ, ასახულია Crocus City-ზე თავდასხმების დაკავებული მონაწილის თავდაპირველი დაკითხვა.

მუროდალმა კითხვებს ტაჯიკურ ენაზე თარჯიმნის მეშვეობით უპასუხა. მისი თქმით, 30 წლის იყო, ჰყავდა ცოლი, შვილი და რუსეთში იყო რეგისტრირებული, მაგრამ სად არ ახსოვდა.

მუროდალი რაჩაბალიზოდე

ფაიზოვი, რუსული სააგენტოების ცნობით, სასამართლოში საკაცით მიიყვანეს (ფოტოებიდან ჩანს, რომ ის უფრო დასაკეცი ეტლს ჰგავდა) და მას უჭირდა საუბარი.

  • როგორ მოხდა ეჭვმიტანილების დაკავება?

Crocus City Hall-ში თავდასხმაში მონაწილე ოთხმა ეჭვმიტანილმა დატოვა საკონცერტო დარბაზი, მაგრამ ისინი იმავე ღამეს ბრაიანსკის რეგიონში დააკავეს. ამის შესახებ FSB-მ 23 მარტის დილით განაცხადა.

თავდაპირველ დაკითხვის ვიდეოში, რომელიც რუსულ მედიაში გავრცელდა, თავდასხმაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, აღიარებს, რომ მან მკვლელობები "ფულისთვის" ჩაიდინა. მისი თქმით, ნახევარ მილიონ რუბლს დაჰპირდნენ. დაკითხვის ვიდეო გამოაქვეყნა რუსმა პროპაგანდისტმა, RT ხელმძღვანელმა მარგარიტა სიმონიანმა.

მუჰამადსობირ ფაიზოვი

24 მარტს "ტელეგრამის" ანონიმურ არხებზე კიდევ ერთი ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც, სავარაუდოდ, ასახულია ერთ-ერთი დაკავებულის ელექტროშოკით წამების კადრები.

ამ დროისთვის ტერაქტთან დაკავშირებით სულ 11 ადამიანია დაკავებული.

თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 137-მდე გაიზარდა, რადგან დამწვარ შენობაში უფრო მეტი ცხედარი იპოვეს.

FSB-ის ცნობით, "ბოევიკებმა" გაქცევა სცადეს, მათი მტკიცებით, ისინი "მანქანით რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ გადაადგილდებოდნენ". პუტინმა რუსებისადმი მიმართვაში 23 მარტს განაცხადა, რომ უკრაინულ მხარეს მათთვის "ფანჯარა ჰქონდათ მომზადებული“ საზღვრის გადაკვეთისთვის. ამავდროულად, რუსულ მხარეს ჯერ არ გაუვრცელებია ოფიციალური ვერსია, თუ ვინ შეიძლება იდგეს მომხდარის უკან.

უკრაინა საკონცერტო დარბაზში მომხდარ ხოცვა-ჟლეტაში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. თავდამსხმელების მიერ საკონცერტო დარბაზში გადაღებული ვიდეო სწორედ მათთან დაკავშირებული არხებით გავრცელდა.

FSB-ის მიერ გადაღებულ და ISIS - ის არხების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებში თავდამსხმელების ჩაცმულობის დეტალები ემთხვევა. ისლამური სახელმწიფოს ვიდეოში თავდამსხმელების სახეები ბუნდოვანია, მაგრამ მათი ამოცნობა მათი ტანსაცმლის დეტალებით შესაძლებელია.

შამსიდინ ფარიდუნი

მაგალითად, ერთ-ერთ თავდამსხმელს მაისურზე აქვს წარწერა TRAVEFS და იგივე წარწერა ჩანს ეჭვმიტანილთა დაკავების ვიდეოში, რაც გამორიცხავს FSB-ის მხრიდან გაყალბებას. შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ექსპერტების ნაწილს ეჭვი ეპარებოდა, რომ სპეცსამსახურებმა ნამდვილი ტერორისტები დაიჭირეს.

Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა ექსპერტების ვარაუდები, თუ რატომ უნდა დასხმოდა "ისლამური სახელმწიფო" რუსეთს.

"აშშ-ისა და დემოკრატიული სამყაროს ბრძოლა ავტორიტარულ ძალებთან - რუსეთთან, ირანთან და ჩინეთთან - გაძლიერდა უკრაინასა და ღაზაში ომების ფონზე. მაგრამ "ისლამური სახელმწიფოსთვის" ისინი ყველა მუსლიმური რწმენის მტრები არიან და ყველა უნდა განადგურდეს“, - ვკითხულობთ სტატიაში, რომლის თანახმადაც, რაც მოხდა, კარგად ჯდება "ისლამური სახელმწიფოს" ფილოსოფიაში. წყარო

იხილეთ ასევე: