ტერორისტული დაჯგუფება, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე აიღო პასუხისმგებლობა, ავღანეთში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს განშტოებაა, სახელწოდებით - "ისლამური სახელმწიფოს ხორასანის პროვინცია", ან ISIS-K.
მიუხედავად ამისა, ისინი ეტაპობრივად ახერხებენ კვლავ ძალის მოკრებას. 2021 წლის აგვისტოში, ქვეყნიდან ამერიკელი სამხედროების გასვლის დროს, ქაბულის საერთაშორისო აეროპორტში თვითმკვლელმა ტერორისტმა ტერაქტი მოაწყო, რის შედეგადაც დაიღუპა 13 ამერიკელი ჯარისკაცი და 170-მდე მშვიდობიანი მოქალაქე.
პასუხისმგებლობა ISIS-k-მ აიღო.
ISIS ბოლო პერიოდში ცდილობს უფრო აქტიური იყოს გარე ოპერაციების თვალსაზრისით. ევროპაში კონტრტერორისტული ჯგუფები აცხადებენ, რომ მათ ბოლო თვეების განმავლობაში გაანადგურეს ISIS-k-ის რამდენიმე ტერორისტული გეგმა.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ჯგუფმა აიღო პასუხისმგებლობა ირანში, ქერმანში 3 იანვარს მომხდარ ტერაქტზე, რომელსაც 95 ადამიანი ემსხვერპლა.
ტერორიზმის საკითხების მკვლევარი, ანალიტიკოსი კოლინ კლარკი ამბობს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ISIS-K გამუდმებით აკრიტიკებს ვლადიმერ პუტინს. "ISIS K თვლის რომ კრემლს ხელები მუსლიმთა სისხლში აქვთ გასვრილი და მიუთითებენ მოსკოვის ინტერვენციაზე ავრანეთში, ჩეჩნეთსა და სირიაში“.
ავტორი: ანრი კურტანიძე
გჯერათ ამ ვერსიის ხორასანი შემოგდებული თემაა რელიგიური ტერორიზმი სხვა სახისაა ისინი ფულზე არ იმუშავებენ მათთვის იდეა მრწამსია მთავარი აესენი არც ჰაბიტუსით არც უნარებით არც ხელწერით პროფესიონალ რელიგიურ ფანატ ტერორისტებს არ წარმოადგენენ ისინი სერიოზულ ფულზე ან სხვა დაპირებაზე დათანხმებულთ გვანან ის ჩვენებას რომელიც იძლეოდა მგონი ნარკოტიკის ლომკაში იყო ვერ გაიგებ ისეა ყველაფერი ჩახლართული არც ისრაელის ვარიანტი გამორიცხოთ უკრაინის საზღვრამდე რათ მიუშვეს კითხვები უამრავია
ხორასანი არა იხვი! ფსბ ს რასაც უნდა იმას დაირქმევს! ხომ გამოჩნდა უკვე, რისთვისაც ჩახოცეს საკუთარი ხალხი... გაუცვდათ ტრიუკები!