სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მანქანის გასაყიდად იყო წასული... 10 დღე ეძებდნენ და მანქანაში ნახეს გარდაცვლილი" - რა არის ცნობილი ამერიკაში გარდაცვლილ დათო ბუზალაძეზე?
"მანქანის გასაყიდად იყო წასული... 10 დღე ეძებდნენ და მანქანაში ნახეს გარდაცვლილი" - რა არის ცნობილი ამერიკაში გარდაცვლილ დათო ბუზალაძეზე?

გუ­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მომ­ღე­რალ ნუცა ბუ­ზა­ლა­ძის ნა­ხე­ვარძმა ამე­რი­კა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. რა მოხ­და ზუს­ტად, არა­ვინ იცის, თუმ­ცა ცნო­ბი­ლია ის, რომ 40 წლის დათო ბუ­ზა­ლა­ძე 11 მარტს გა­უ­ჩი­ნარ­და და ამის შემ­დეგ მისი ძებ­ნა და­ი­წყეს.

"იძებ­ნე­ბა დათო ბუ­ზა­ლა­ძე, 40 წლის. ცხოვ­რობს ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში. და­კარ­გუ­ლია ასე­ვე მისი მან­ქა­ნა, შავი toyota Tundra, 11 მარ­ტის მერე არა­ვის­თან უკონ­ტაქ­ტია. თუ ვინ­მეს რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია გაქვთ, გთხოვთ მომ­წე­როთ", - ეს ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბო­და ფე­ის­ბუ­ქის ჯგუფ­ში "ქარ­თვე­ლე­ბი ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში.

რო­გორც ამა­ვე პოს­ტის კო­მენ­ტა­რე­ბი­დან ირ­კვე­ვა, ბუ­ზა­ლა­ძე მან­ქა­ნის გა­სა­ყი­დად წა­ვი­და და ამის შემ­დეგ აღა­რა­ვის შეხ­მი­ა­ნე­ბია. ბო­ლოს ბენ­სა­ლემ­ში შე­ნიშ­ნეს და აქე­დან მისი კვა­ლი გაქ­რა. გუ­შინ მა­მა­კა­ცი სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბილ­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

დათო ბუ­ზა­ლა­ძე ნუ­ცას ნა­ხე­ვარძმა იყო, მათ სა­ერ­თო მამა ჰყავ­დათ. და­თოს დედა კი ბერ­ძე­ნი იყო.

"დღეს ჩემი ყვე­ლა­ზე სიმ­პა­თი­უ­რი ძმა დათო გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს მან­ქა­ნა­ში ამე­რი­კა­ში. ამა­ზე დიდი უბე­დუ­რე­ბა, ამა­ზე დიდი ტკი­ვი­ლი რა შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა იგ­რძნოს, არ ვიცი. თით­ქოს ჩემი გუ­ლის ნა­წი­ლიც გაჰ­ყვა მას, ასე ვგრძნობ. ჩემს თავს ვერ ვპა­ტი­ობ იმ ფაქტს, რომ ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა არ მქონ­და მას­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო პე­რი­ოდ­ში, მაგ­რამ ისე მიყ­ვარ­და ყო­ველ­თვის ბავ­შვო­ბი­დან, რო­გორც გუ­ლის ნა­წი­ლი, ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული და ძა­ლი­ან გან­ვიც­დი იმას, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად და­კარ­გუ­ლი მქონ­და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რა­ტომ, მე თვი­თო­ნაც ვერ ვხვდე­ბი..

ეს ტან­ჯვა გამ­ყვე­ბა ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე და ეს გუ­ლის ტკი­ვი­ლი, რა­საც დღეს ვგრძნობ, არ გა­მი­ნელ­დე­ბა არას­დროს! დათო, შენ ძა­ლი­ან კარ­გი ძმა იყა­ვი, კარ­გი მე­გო­ბა­რი, კარ­გი შვი­ლი, კარ­გი მე­უღ­ლე, კარ­გი მამა და შენი ქვეყ­ნის დიდი პატ­რი­ო­ტი! მად­ლო­ბა ამის­თვის, მოგ­ვე­ნატ­რე­ბი ყვე­ლას და მა­პა­ტიე, გთხოვ, მა­პა­ტიე, რომ დობა სა­ერ­თოდ ვერ გა­გი­წიე. მიყ­ვარ­ხარ და მეყ­ვა­რე­ბი მუ­დამ" - წერ­და გუ­შინ ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დდდდდდდ
0

ნუცა, ვიზიარებ თქვენი ოჯახის დიდ მწუხარებას.ნათელში იყოს ასეთი ანგელოზი ადამიანის სული.მოგათმენინოთ უფალმა.

სიმართლე
0

ძალიან დასანანია. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"მანქანის გასაყიდად იყო წასული... 10 დღე ეძებდნენ და მანქანაში ნახეს გარდაცვლილი" - რა არის ცნობილი ამერიკაში გარდაცვლილ დათო ბუზალაძეზე?

"მანქანის გასაყიდად იყო წასული... 10 დღე ეძებდნენ და მანქანაში ნახეს გარდაცვლილი" - რა არის ცნობილი ამერიკაში გარდაცვლილ დათო ბუზალაძეზე?

გუშინ ცნობილი გახდა, რომ მომღერალ ნუცა ბუზალაძის ნახევარძმა ამერიკაში გარდაცვლილი იპოვეს. რა მოხდა ზუსტად, არავინ იცის, თუმცა ცნობილია ის, რომ 40 წლის დათო ბუზალაძე 11 მარტს გაუჩინარდა და ამის შემდეგ მისი ძებნა დაიწყეს.

"იძებნება დათო ბუზალაძე, 40 წლის. ცხოვრობს ფილადელფიაში. დაკარგულია ასევე მისი მანქანა, შავი toyota Tundra, 11 მარტის მერე არავისთან უკონტაქტია. თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია გაქვთ, გთხოვთ მომწეროთ", - ეს ინფორმაცია ვრცელდებოდა ფეისბუქის ჯგუფში "ქართველები ფილადელფიაში.

როგორც ამავე პოსტის კომენტარებიდან ირკვევა, ბუზალაძე მანქანის გასაყიდად წავიდა და ამის შემდეგ აღარავის შეხმიანებია. ბოლოს ბენსალემში შენიშნეს და აქედან მისი კვალი გაქრა. გუშინ მამაკაცი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

დათო ბუზალაძე ნუცას ნახევარძმა იყო, მათ საერთო მამა ჰყავდათ. დათოს დედა კი ბერძენი იყო.

"დღეს ჩემი ყველაზე სიმპათიური ძმა დათო გარდაცვლილი იპოვეს მანქანაში ამერიკაში. ამაზე დიდი უბედურება, ამაზე დიდი ტკივილი რა შეიძლება ადამიანმა იგრძნოს, არ ვიცი. თითქოს ჩემი გულის ნაწილიც გაჰყვა მას, ასე ვგრძნობ. ჩემს თავს ვერ ვპატიობ იმ ფაქტს, რომ ახლო ურთიერთობა არ მქონდა მასთან, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მაგრამ ისე მიყვარდა ყოველთვის ბავშვობიდან, როგორც გულის ნაწილი, ძალიან მწყდება გული და ძალიან განვიცდი იმას, რომ ფაქტობრივად დაკარგული მქონდა მასთან ურთიერთობა, რატომ, მე თვითონაც ვერ ვხვდები..

ეს ტანჯვა გამყვება ცხოვრების ბოლომდე და ეს გულის ტკივილი, რასაც დღეს ვგრძნობ, არ გამინელდება არასდროს! დათო, შენ ძალიან კარგი ძმა იყავი, კარგი მეგობარი, კარგი შვილი, კარგი მეუღლე, კარგი მამა და შენი ქვეყნის დიდი პატრიოტი! მადლობა ამისთვის, მოგვენატრები ყველას და მაპატიე, გთხოვ, მაპატიე, რომ დობა საერთოდ ვერ გაგიწიე. მიყვარხარ და მეყვარები მუდამ" - წერდა გუშინ ნუცა ბუზალაძე.