საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რამდენ პირად ტკივილსა და დარდს იტევდა შენი გული... რამდენიმე დღის წინ გელაპარაკე და..." - რას წერს მეგობარი უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის შესახებ
"რამდენ პირად ტკივილსა და დარდს იტევდა შენი გული... რამდენიმე დღის წინ გელაპარაკე და..." - რას წერს მეგობარი უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის შესახებ

უკ­რა­ი­ნა­ში კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი და­ი­ღუ­პა, -აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნა­ში ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი, ვანო ნა­დი­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი ბრძო­ლის ველ­ზე და­ე­ცა.

"ბრძო­ლა­ში გმი­რუ­ლად და­ე­ცა ჩვე­ნი ძმა თენ­გო ჭა­ნია, "აზო­ვის“ მე­სა­მე მო­ი­ე­რი­შე ბრი­გა­და“, - წერს ნა­დი­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში

  • მებ­რძო­ლის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ მისი მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი. ერთ-ერთი მათ­გა­ნი კი მაია კა­ლან­დი­აა:

"რო­გორ მო­გე­პა­რა ტყვია და რა­ნა­ი­რად, რო­გორ გა­გი­ბე­და?! რამ­დე­ნი­მე დღის წინ გე­ლა­პა­რა­კე და თურ­მე ბო­ლო­ჯერ და­მი­ძა­ხე, -მაია ძღაბ მუჭო რექ?-მაია ძღა­ბი! სა­ოც­რად ტკბი­ლად მომ­მარ­თავ­დი. აჩიგ­ვა­რე­ლი ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი მე­ძახ­დნენ ასე ბავ­შვო­ბა­ში...

მათ­ბობ­და სა­მურ­ზა­ყა­ნო­უ­ლი, შენი ტკბი­ლი მეგ­რუ­ლი, შენ­ზე უბო­რო­ტო ადა­მი­ა­ნი ძნე­ლად მო­სა­ძებ­ნია. რამ­დენ პი­რად ტკი­ვილ­სა და დარდს იტევ­და შენი გული, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე წინ, ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი გე­ყე­ნა.

საყ­ვა­რე­ლო მე­გო­ბა­რო - ჭანო !

შენ იბ­რძო­დი ჩვე­ნი სა­ხე­ლით, სამ­ყა­როს უბო­რო­ტე­სი მტრის წი­ნა­აღ­მდეგ და უკ­რა­ი­ნის მი­წა­ზე ებ­რძო­დი ღო­რებს, ვინც სახლ-კარი აგი­ოხ­რა აფხა­ზეთ­ში. რო­გორ ვთქვა წარ­სულ­ში, რომ მყავ­დი უერ­თგუ­ლე­სი და უა­ლა­ლე­სი მე­გო­ბა­რი, ვაჟ­კა­ცი და უკან­და­უ­ხე­ვე­ლი. დი­დე­ბა გმი­რებს!დი­დე­ბა თენ­გიზ ჭა­ნი­ას სა­ხელს!"მ - წერს მაია კა­ლან­დია.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კუკუ
0

ვინმემ ძალით წაიყვანა ?

ქართველი
12

გარდაცვლილ მეომარზე რომელიც ჩვენი ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილია და 2008 წლის ომის ჩათვლით ყველგან გმირულად ომობდა რო იტყვის ,,აჭყიტოსო..." ახალ დაღუპულს რო ასე შეურაცხყოფს გამეორებაც მზარავს ეხლა, აი ასეთს რა უნდა უთხრა საერთოდ...

კარგი კი ქოცი ხარ მაგალითად ან ნაცი და რაღაცა ... კარგი მაგალითად დაქირავებული იყო... მაგალითად არასწორ მხარეს იდგა... ნუ ეს შენი გაგებით მაგრამ დავუშვათ რო ასეა;

მანამდე დევნილი არაა, მანამდე საქართელოსთვის არ ომობდა, არ ბრძოლობდა ჩვენი ქვეყნისთვის-შენთვისაც მათ შორის..???

არც ვიცი რა გიპასუხოთ ასეთ ხალხს მართლა არ ვიცი...

ასე ყველაფრის გაწყვეტა შეიძლება...

მრცხვენია... და ლამის მიწა გამისკდეს რო მეც და თქვენნაირებსაც ერთი ქვეყნის შვილები გვქვია...

კარმით, ღმერთით, თუ სხვა ძალებით ესეთი რამე არ შეგრჩება... ოდესმე რომ მოგეზღვება და კითხვა გაგიჩნდება ,,რატომ ღმერთოო" აი პასუხი გაქ უკვე ეხლა აი აქ ზემოთ, და აი ეს შენი სიტყვებია პასუხი, .

ღმერთო დაიფარე საქართველო...

არ დაბლოკოთ ეს კომენტარი გთხოვთ

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"რამდენ პირად ტკივილსა და დარდს იტევდა შენი გული... რამდენიმე დღის წინ გელაპარაკე და..." - რას წერს მეგობარი უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის შესახებ

"რამდენ პირად ტკივილსა და დარდს იტევდა შენი გული... რამდენიმე დღის წინ გელაპარაკე და..." - რას წერს მეგობარი უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის შესახებ

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, -აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინაში ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი ბრძოლის ველზე დაეცა.

"ბრძოლაში გმირულად დაეცა ჩვენი ძმა თენგო ჭანია, "აზოვის“ მესამე მოიერიშე ბრიგადა“, - წერს ნადირაძე სოციალურ ქსელში

  • მებრძოლის შესახებ სოციალურ ქსელში წერენ მისი მეგობრები და ახლობლები. ერთ-ერთი მათგანი კი მაია კალანდიაა:

"როგორ მოგეპარა ტყვია და რანაირად, როგორ გაგიბედა?! რამდენიმე დღის წინ გელაპარაკე და თურმე ბოლოჯერ დამიძახე, -მაია ძღაბ მუჭო რექ?-მაია ძღაბი! საოცრად ტკბილად მომმართავდი. აჩიგვარელი ბიძაშვილები მეძახდნენ ასე ბავშვობაში...

მათბობდა სამურზაყანოული, შენი ტკბილი მეგრული, შენზე უბოროტო ადამიანი ძნელად მოსაძებნია. რამდენ პირად ტკივილსა და დარდს იტევდა შენი გული, მაგრამ ყველაზე წინ, ქვეყნის ინტერესები გეყენა.

საყვარელო მეგობარო - ჭანო !

შენ იბრძოდი ჩვენი სახელით, სამყაროს უბოროტესი მტრის წინააღმდეგ და უკრაინის მიწაზე ებრძოდი ღორებს, ვინც სახლ-კარი აგიოხრა აფხაზეთში. როგორ ვთქვა წარსულში, რომ მყავდი უერთგულესი და უალალესი მეგობარი, ვაჟკაცი და უკანდაუხეველი. დიდება გმირებს!დიდება თენგიზ ჭანიას სახელს!"მ - წერს მაია კალანდია.