პოლიტიკა
საზოგადოება

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს აბსოლუტური არარაობა პუტინი ერთი დღე ჩუმად იყო - ფიქრობდა, როგორ მიება ეს უკრაინისთვის" - ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება: რა ამბობს უკრაინის პრეზიდენტი მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე
"ეს აბსოლუტური არარაობა პუტინი ერთი დღე ჩუმად იყო - ფიქრობდა, როგორ მიება ეს უკრაინისთვის" - ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება: რა ამბობს უკრაინის პრეზიდენტი მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე

"თუ რუ­სე­ბი მზად არი­ან "კრო­კუ­სებ­ში” ჩუ­მად მოკ­ვდნენ, პუ­ტი­ნი კი­დევ არა­ერ­თი მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცი­ის თა­ვი­სი პი­რა­დი ძა­ლა­უფ­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ყე­ნე­ბას ეც­დე­ბა", - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და.

"ის, რაც გუ­შინ მოს­კოვ­ში მოხ­და: ნა­თე­ლია, რომ პუ­ტი­ნიც და სხვა ნა­ძირ­ლე­ბიც ეც­დე­ბი­ან ვინ­მე სხვას გა­და­აბ­რა­ლონ. ყო­ველ­თვის ერ­თნა­ი­რი მე­თო­დე­ბი აქვთ. ეს უკვე ყო­ფი­ლა. აფეთ­ქე­ბუ­ლი სახ­ლე­ბიც იყო, ჩა­ცხრილ­ვე­ბიც, აფეთ­ქე­ბე­ბიც და ყო­ველ­თვის სხვებს აბ­რა­ლე­ბენ. ისი­ნი უკ­რა­ი­ნა­ში მო­ვიდ­ნენ, ჩვენს ქა­ლა­ქებს წვა­ვენ - და უკ­რა­ი­ნის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბას ცდი­ლო­ბენ.

ჩვენს ხალ­ხს აწა­მე­ბენ, აუ­პა­ტი­უ­რე­ბენ - და მათ­ვე აბ­რა­ლე­ბენ. მათ აქ, უკ­რა­ი­ნულ მი­წა­ზე, ასო­ბით ათა­სი თა­ვი­სი ტე­რო­რის­ტი შე­მო­რე­კეს, ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ ომო­ბენ, და მათ­თვის სულ ერ­თია რა ხდე­ბა მა­თი­ვე ქვეყ­ნის შიგ­ნით. ეს ყვე­ლა­ფე­რი გუ­შინ მოხ­და, და ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რი არა­რა­ო­ბა პუ­ტი­ნი, იმის ნაც­ვლად, რომ თა­ვის მო­ქა­ლა­ქე­ებს მი­ხე­დოს, მათ მი­მარ­თოს, ერთი დღე ჩუ­მად იყო - ფიქ­რობ­და, რო­გორ მი­ე­ბა ეს უკ­რა­ი­ნის­თვის. ყვე­ლა­ფე­რი სრუ­ლი­ად პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დია“, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ ის ასო­ბით ათა­სი რუსი, რომ­ლე­ბიც ახლა უკ­რა­ი­ნულ მი­წა­ზე იბ­რძვი­ან, სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბო­და ნე­ბის­მი­ე­რი ტე­რო­რის­ტე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად.

"და თუ რუ­სე­ბი მზად არი­ან "კრო­კუ­სებ­ში” ჩუ­მად მოკ­ვდნენ და თა­ვის სპეც­სამ­სა­ხუ­რებს არა­ნა­ი­რი კი­თხვე­ბი არ და­უს­ვან, მა­შინ პუ­ტი­ნი კი­დევ არა­ერ­თი მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცი­ის თა­ვი­სი პი­რა­დი ძა­ლა­უფ­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ყე­ნე­ბას ეც­დე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
......
1

ხალხო,ნუ ლანძღავთ ერთმანეთს,ნუ ახარებთ მტრის გულს!...საქართველოსთვის არცერთია მოკეთე,ორივე ჩვენს მტრობაშია...ნუ არიგებთ ასე იოლად მოღალატის რეგალიებს,ვიღაც ჭკვიანმა რომ გიჩივლოთ, ხომ იქნება ახი თქვენნაირებზე!

Qeto
3

უკვე საფრანგეთსაც აბრალებენ "ტერაქტის" მოწყობას!!! ვინც არ მოსწონთ, იმათ ტენიან საკუთარი ფსბ ს სპექტაკლს... საერთოდ აღარ არიან გონზე!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ეს აბსოლუტური არარაობა პუტინი ერთი დღე ჩუმად იყო - ფიქრობდა, როგორ მიება ეს უკრაინისთვის" - ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება: რა ამბობს უკრაინის პრეზიდენტი მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე

"ეს აბსოლუტური არარაობა პუტინი ერთი დღე ჩუმად იყო - ფიქრობდა, როგორ მიება ეს უკრაინისთვის" - ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება: რა ამბობს უკრაინის პრეზიდენტი მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე

"თუ რუსები მზად არიან "კროკუსებში” ჩუმად მოკვდნენ, პუტინი კიდევ არაერთი მსგავსი სიტუაციის თავისი პირადი ძალაუფლების სასარგებლოდ გამოყენებას ეცდება", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"ის, რაც გუშინ მოსკოვში მოხდა: ნათელია, რომ პუტინიც და სხვა ნაძირლებიც ეცდებიან ვინმე სხვას გადააბრალონ. ყოველთვის ერთნაირი მეთოდები აქვთ. ეს უკვე ყოფილა. აფეთქებული სახლებიც იყო, ჩაცხრილვებიც, აფეთქებებიც და ყოველთვის სხვებს აბრალებენ. ისინი უკრაინაში მოვიდნენ, ჩვენს ქალაქებს წვავენ - და უკრაინის დადანაშაულებას ცდილობენ.

ჩვენს ხალხს აწამებენ, აუპატიურებენ - და მათვე აბრალებენ. მათ აქ, უკრაინულ მიწაზე, ასობით ათასი თავისი ტერორისტი შემორეკეს, ჩვენს წინააღმდეგ ომობენ, და მათთვის სულ ერთია რა ხდება მათივე ქვეყნის შიგნით. ეს ყველაფერი გუშინ მოხდა, და ეს აბსოლუტური არარაობა პუტინი, იმის ნაცვლად, რომ თავის მოქალაქეებს მიხედოს, მათ მიმართოს, ერთი დღე ჩუმად იყო - ფიქრობდა, როგორ მიება ეს უკრაინისთვის. ყველაფერი სრულიად პროგნოზირებადია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ ის ასობით ათასი რუსი, რომლებიც ახლა უკრაინულ მიწაზე იბრძვიან, სრულიად საკმარისი იქნებოდა ნებისმიერი ტერორისტების შესაჩერებლად.

"და თუ რუსები მზად არიან "კროკუსებში” ჩუმად მოკვდნენ და თავის სპეცსამსახურებს არანაირი კითხვები არ დაუსვან, მაშინ პუტინი კიდევ არაერთი მსგავსი სიტუაციის თავისი პირადი ძალაუფლების სასარგებლოდ გამოყენებას ეცდება”, - განაცხადა ზელენსკიმ.