მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სანდო პირმა გვითხრა, პოლიციას თავიდანვე რომ სცოდნოდა, ანა გუდავა ვისი შვილიც იყო, სხვანაირად წარიმართებოდა ყველაფერიო" - რას ჰყვება გარდაცვლილი ბიჭის და
"სანდო პირმა გვითხრა, პოლიციას თავიდანვე რომ სცოდნოდა, ანა გუდავა ვისი შვილიც იყო, სხვანაირად წარიმართებოდა ყველაფერიო" - რას ჰყვება გარდაცვლილი ბიჭის და

რო­გორც ცნო­ბი­ლია, 1-ლ მარტს, მკვლე­ლი ნარ­კო­ტი­კის მო­რი­გი მსხვერ­პლი კი­დევ ერთი ახალ­გაზ­რდა გახ­და. 22 წლის არ­ჩილ ბარ­და­ვე­ლი­ძე თერ­ჯო­ლის სო­ფელ ბარ­დუ­ბან­ში სა­კუ­თარ სახ­ლში, ნარ­კო­ტი­კის ზე­დო­ზი­რე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. მას­თან ერ­თად იმ დღეს მის სახ­ლში სტუმ­რად იყო მისი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა, ანა გუ­და­ვა. საქ­მის მა­სა­ლე­ბით ირ­კვე­ვა, რომ წყვილ­მა ნარ­კო­ტი­კი ერ­თად მო­იხ­მა­რა, დი­ლას გაღ­ვი­ძე­ბულ ანას უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დახ­ვდა აჩი. რო­გორც ჩანს, გო­გო­ნა ჯერ თა­ვად შე­ე­ცა­და მის მო­სუ­ლი­ე­რე­ბას, მაგ­რამ რომ ვერ უშ­ვე­ლა, მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გა­მო­ი­ძა­ხა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და. იქ მი­სულ ექი­მებს ბიჭი გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდათ. პო­ლი­ცი­ამ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან აიყ­ვა­ნა 20 წლის ანა გუ­და­ვა, რო­მე­ლიც აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რის და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს კულ­ტუ­რის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის, თა­მარ გუ­და­ვას ქა­ლიშ­ვი­ლია.

  • პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­უ­ფარ­და.

ით­ქვა ისიც, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი გო­გო­ნა ბრალს აღი­ა­რებ­და. ის ამ­ჟა­მად სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი და სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის და­წყე­ბას ელო­დე­ბა. და­კა­ვე­ბუ­ლი გო­გო­ნას უმ­კაც­რე­სად დას­ჯას ითხო­ვენ გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი. ისი­ნი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ სწო­რედ მან ჩა­მო­ი­ტა­ნა თბი­ლი­სი­დან დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კი. თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, თა­ვის ჩვე­ნე­ბა­ში ამას არ ამ­ბობს ბრალ­დე­ბუ­ლი. საქ­მის პრო­კუ­რო­რის თქმით, სო­ფელ ბარ­დუ­ბან­ში გუ­და­ვა არ­ჩილ ბარ­და­ვე­ლი­ძის თხოვ­ნით ჩა­ვი­და.

"ბარ­და­ვე­ლი­ძე მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით და­უ­კავ­შირ­და ანა გუ­და­ვას. უთხრა, რომ მის­თვის კარ­გი სი­ახ­ლე­ე­ბი ჰქონ­და და ჩას­ვლა სთხო­ვა სო­ფელ ბარ­დუ­ბან­ში. ბრალ­დე­ბუ­ლი ჩვე­ნე­ბა­ში ამ­ბობს, რად­გან ის ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რე­ბე­ლი იყო და გარ­დაც­ვლილ­თან ერ­თად არა­ერ­თხელ მო­იხ­მა­რა, მიხ­ვდა, რომ სი­ახ­ლე­ში მან ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა იგუ­ლის­ხმა. ამი­ტო­მაც ჩა­ვი­და მათ­თან სახ­ლში სტუმ­რად. ბრალ­დე­ბუ­ლი იმა­საც აცხა­დებს, რომ გარ­დაც­ვლილ­მა უთხრა, მას ჰქონ­და გარ­კვე­უ­ლი პარ­ტია მე­ტა­დო­ნის, ფუ­ძის, რო­მე­ლიც უნდა გა­ნე­თავ­სე­ბი­ნა სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე, რა­შიც ისი­ნი სარ­გე­ბელს მი­ი­ღებ­დნენ. სარ­გე­ბე­ლი მისი თქმით, იყო ის, რომ მათ უფა­სოდ ექ­ნე­ბო­დათ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა. ორი­ვე ნარ­კო­ტი­კის მომ­ხმა­რე­ბე­ლი იყ­ვნენ. რო­გორც ბრალ­დე­ბულ­მა პო­ლი­ცი­ე­ლებს გა­ნუ­მარ­ტა, ერ­თად და­ა­ფა­სო­ეს ის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რაც ბარ­და­ვე­ლი­ძეს სახ­ლში ჰქონ­და", - აცხა­დებს საქ­მის პრო­კუ­რო­რი.

ბრალ­დე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით, პრო­კუ­რო­რი დარ­წმუ­ნე­ბით ამ­ბობს, რომ ეს ნივ­თი­ე­რე­ბა სახ­ლში გუ­და­ვას არ­ჩილ ბარ­და­ვე­ლი­ძემ და­ახ­ვედ­რა. მისი თქმით, საქ­მე­ში დევს მათი სა­ტე­ლე­ფო­ნო მი­მო­წე­რე­ბიც. "გარ­დაც­ვლილს სახ­ლში ჰქონ­და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და ის წი­ნა­და­დე­ბას აძ­ლევს ბრალ­დე­ბულს, რომ და­ეხ­მა­როს და­ფა­სო­ე­ბა­ში. სახ­ლში ჩხრე­კის შე­დე­გად ასე­ვე ამო­ღე­ბუ­ლია სას­წო­რი, წე­ბო­ვა­ნი ლენ­ტი, რომ­ლი­თაც ხდე­ბა ამ ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­სა­ღე­ბა. თან­ხმდე­ბა ამას ბრალ­დე­ბუ­ლი. იმა­ვე სა­ღა­მოს და­ბინ­დე­ბულ­ზე დე­ბენ 24 პა­კეტს სამ­ტრე­დი­ის სო­ფელ­ში, კონ­კრე­ტულ ლო­კა­ცი­ებ­ზე. მათ კუთ­ვნილ მო­ბი­ლუ­რებ­ში კონ­კრე­ტულ ლო­კა­ცი­ა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბიც აღ­მოჩ­ნდა. ამ ეტაპ­ზე არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩვენ დად­გე­ნი­ლად მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეს ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი იყო ამ ოჯახ­ში და ეს დას­ტურ­დე­ბა ტე­ლე­ფონ­ში არ­სე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი­თაც... ასე­ვე სახ­ლში, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ყუთ­შია ნა­პოვ­ნი დიდი ოდე­ნო­ბით სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გამ­ზა­დე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა", - ამ­ბობს საქ­მის პრო­კუ­რო­რი.

არ­ჩილ ბარ­და­ვე­ლი­ძის და ადას­ტუ­რებს, რომ მათი სახ­ლი­დან ამ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ მარ­თლა ამო­ი­ღეს ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ ის ხელს იშ­ვერს ბრალ­დე­ბუ­ლის­კენ და აცხა­დებს, რომ გუ­და­ვამ ჩა­მო­ი­ტა­ნა თბი­ლი­სი­დან ეს ნივ­თი­ე­რე­ბა. ოჯა­ხი პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბის მოს­მე­ნის შემ­დეგ თვლის, რომ რად­გან გო­გო­ნას დედა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ჩი­ნო­სა­ნია, ყვე­ლაფ­რის დაბ­რა­ლე­ბას გარ­დაც­ვლი­ლის­თვის აპი­რე­ბენ, რომ ამ გზით გა­და­არ­ჩი­ნონ და­კა­ვე­ბუ­ლი და იხ­სნან ის უმ­ძი­მე­სი სას­ჯე­ლის­გან.

არ­ჩილ ბარ­და­ვე­ლი­ძის დამ გვი­ამ­ბო:

- აჩი­კო ჩემს ხელ­ში გა­ი­ზარ­და, მე მას­ზე 14 წლით უფ­რო­სი ვარ. ბა­თუმ­ში ვცხოვ­რობ ოჯახ­თან ერ­თად და სამი წე­ლი­წა­დი ჩემი ძმა ჩვენ­თან ცხოვ­რობ­და. ისე­თი ოჯა­ხი გვქონ­და, მარ­თლა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი. ჩემი ძმა რეს­ტო­რან­ში მუ­შა­ობ­და. იქაც შე­გიძ­ლი­ათ იკი­თხოთ, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნი იყო. ამ ზა­ფხულს რეს­ტო­რან­ში სა­მუ­შა­ოდ ანა გუ­და­ვა მი­ვი­და, იქ გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თი. ცოტა ხანს იმუ­შა­ვა ამ გო­გომ რეს­ტო­რან­ში და მერე თბი­ლის­ში წა­ვი­და. ჩემი ძმის­გან ვი­ცო­დი, რომ მათ უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი. როცა ანა თბი­ლის­ში წა­ვი­და, იქი­დან სულ ურე­კავ­და და ეუბ­ნე­ბო­და აჩი­კოს, რომ ისიც თბი­ლის­ში გა­და­სუ­ლი­ყო.

აქ იმუ­შა­ვე, უფრო მეტი ხელ­ფა­სე­ბი­აო, მაგ­რამ რად­გან ასა­კით პა­ტა­რა იყო, მე და ჩემი მე­უღ­ლე არ ვაძ­ლევ­დით ბა­თუ­მი­დან წას­ვლის უფ­ლე­ბას. ჩემი რი­დიც და ხათ­რიც ჰქონ­და აჩი­კოს, ამი­ტომ არ წა­სუ­ლა. რამ­დენ­ჯერ­მე ვთხო­ვე ჩემს ძმას, ანა მო­ეყ­ვა­ნა ჩვენ­თან სახ­ლში, მაგ­რამ არ გაგ­ვაც­ნო. 16 თე­ბერ­ვალს ჩემ­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად წა­ვი­და ჩემი ძმა ბა­თუ­მი­დან. მერე გა­ვარ­კვიე, რომ ანას­თან ჩა­ვი­და თბი­ლის­ში. იქ რას აკე­თებ­დნენ, ჩემ­თვის უც­ნო­ბია. აჩი­კო 23 თე­ბერ­ვალს დაბ­რუნ­და სო­ფელ ბარ­დუ­ბან­ში, სა­დაც დედა ცხოვ­რობს და მას ეხ­მა­რე­ბო­და სა­გა­ზა­ფხუ­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­ში. რომ ვე­სა­უბ­რე, მი­თხრა, - დე­დას და­ვეხ­მა­რე­ბი და ცოტა ხან­ში ჩა­მო­ვალ ბა­თუმ­შიო.

- ანა გუ­და­ვა ჩვე­ნე­ბა­ში ამ­ბობს, რომ თქვენს სო­ფელ­ში აჩი­კოს თხოვ­ნით ჩა­ვი­და.

- 1-ლ მარტს ჩა­მო­სუ­ლა ანა გუ­და­ვა თბი­ლი­სი­დან. აჩი­კო მას ქუ­თა­ის­ში დახ­ვედ­რია და ერ­თად წა­სუ­ლან სამ­ტრე­დი­ა­ში. სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე და­დეს ნარ­კო­ტი­კი, სა­ღა­მოს 10-ის ნა­ხე­ვარ­ზე კი სახ­ლში დაბ­რუნ­დნენ. დე­და­ჩემს მა­ნამ­დე და­უ­რე­კა ჩემ­მა ძმამ და უთხრა, სტუ­მა­რი მომ­ყავ­სო. დე­დამ მი­ი­ღო ეს გოგო, არა­ფე­რი უეჭ­ვია. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად შე­მო­ვი­და ჩვენს სახ­ლში. დე­და­მაც იცო­და, აჩი­კოს ანა რომ უყ­ვარ­და. დედა იმ ღა­მეს მათ­ზე ადრე დაწ­ვა, რად­გან მე­ო­რე დი­ლით სამ­სა­ხურ­ში უწევ­და წას­ვლა. მე­ო­რე სარ­თულ­ზე ავი­და და­სა­ძი­ნებ­ლად, ესე­ნი პირ­ველ სარ­თულ­ზე დარ­ჩნენ, იქ, სა­დაც სა­ძი­ნე­ბე­ლი ოთა­ხი გვაქვს. დი­ლით რომ ადგა დე­და­ჩე­მი, ნახა, რომ მისი შვი­ლი სა­წოლ­ში იწვა, დღი­სით 2 სა­ათ­ზე კი ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი გვი­თხრეს. ძა­ლი­ან მჭიდ­რო და­სახ­ლე­ბაა ჩვენ­თან, მაგ­რამ მე­ზობ­ლებს არა­ფე­რი გა­უ­გი­ათ მა­ნამ, ვიდ­რე "სას­წრა­ფო" არ მო­ვი­და. ამ გო­გოს ერთი რომ და­ე­ძა­ხა, მიშ­ვე­ლე­თო, ყვე­ლა გა­ი­გებ­და და მი­ეშ­ვე­ლე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ მას დახ­მა­რე­ბა არა­ვის­თვის უთხო­ვია. თავ­და­პირ­ველ ჩვე­ნე­ბა­ში, რო­მე­ლიც ანა გუ­და­ვამ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს მის­ცა, ეწე­რა, რომ მან დი­ლით გა­იღ­ვი­ძა 12 სა­ათ­ზე, ჩემს ძმას უყ­ვარ­და გუ­ლაღ­მა წოლა, მაგ­რამ ის იმ დროს პირ­ქვე დამ­ხო­ბი­ლი იყო. და­უ­ძა­ხა აჩი­კოს და რომ ვერ გა­ა­გო­ნა, გად­მო­აბ­რუ­ნა. ანა გუ­და­ვამ და­უ­რე­კა სა­ერ­თო მე­გო­ბარს, რუს­ლან აბუ­სე­ლი­ძეს, მერე ფო­ტო­ე­ბი გა­და­უ­ღო მკვდარს და რუს­ლანს გა­უგ­ზავ­ნა, - რა ვუყო არ ვი­ციო...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოსო
0

ამ ბავშვების და სხვა ბევრის უბუდურების თანაზიარი, ვინც დღევანდელ ნარკოპოლიტიკას ხმა მისცა ისინი არიან.

ნინა
0

ეს გოგო ვერ გამოძვრება და მის პატრონსაც ურჩევნია,რომ სასჯელი მოიხადოს,გარეთ ვერ დაანებებს წამალს თავს.გარდაცვლილის ოჯახის წევრები ნუ ცდილობთ თქვენი დანაშაულის გამართლებას.ორივე იყო ნარკობარიგა და მომხმარებელი.დარწმუნებული ვარ,ამჩნევდით და თვალს ხუჭავდით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"სანდო პირმა გვითხრა, პოლიციას თავიდანვე რომ სცოდნოდა, ანა გუდავა ვისი შვილიც იყო, სხვანაირად წარიმართებოდა ყველაფერიო" - რას ჰყვება გარდაცვლილი ბიჭის და

"სანდო პირმა გვითხრა, პოლიციას თავიდანვე რომ სცოდნოდა, ანა გუდავა ვისი შვილიც იყო, სხვანაირად წარიმართებოდა ყველაფერიო" - რას ჰყვება გარდაცვლილი ბიჭის და

როგორც ცნობილია, 1-ლ მარტს, მკვლელი ნარკოტიკის მორიგი მსხვერპლი კიდევ ერთი ახალგაზრდა გახდა. 22 წლის არჩილ ბარდაველიძე თერჯოლის სოფელ ბარდუბანში საკუთარ სახლში, ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაიცვალა. მასთან ერთად იმ დღეს მის სახლში სტუმრად იყო მისი მეგობარი გოგონა, ანა გუდავა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ წყვილმა ნარკოტიკი ერთად მოიხმარა, დილას გაღვიძებულ ანას უგონო მდგომარეობაში დახვდა აჩი. როგორც ჩანს, გოგონა ჯერ თავად შეეცადა მის მოსულიერებას, მაგრამ რომ ვერ უშველა, მხოლოდ ამის შემდეგ გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. იქ მისულ ექიმებს ბიჭი გარდაცვლილი დახვდათ. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან აიყვანა 20 წლის ანა გუდავა, რომელიც აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თამარ გუდავას ქალიშვილია.

  • პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

ითქვა ისიც, რომ დაკავებული გოგონა ბრალს აღიარებდა. ის ამჟამად სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული და სასამართლო პროცესის დაწყებას ელოდება. დაკავებული გოგონას უმკაცრესად დასჯას ითხოვენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები. ისინი ირწმუნებიან, რომ სწორედ მან ჩამოიტანა თბილისიდან დიდი რაოდენობით ნარკოტიკი. თუმცა, როგორც ჩანს, თავის ჩვენებაში ამას არ ამბობს ბრალდებული. საქმის პროკურორის თქმით, სოფელ ბარდუბანში გუდავა არჩილ ბარდაველიძის თხოვნით ჩავიდა.

"ბარდაველიძე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ანა გუდავას. უთხრა, რომ მისთვის კარგი სიახლეები ჰქონდა და ჩასვლა სთხოვა სოფელ ბარდუბანში. ბრალდებული ჩვენებაში ამბობს, რადგან ის ნარკოტიკების მომხმარებელი იყო და გარდაცვლილთან ერთად არაერთხელ მოიხმარა, მიხვდა, რომ სიახლეში მან ნარკოტიკული ნივთიერება იგულისხმა. ამიტომაც ჩავიდა მათთან სახლში სტუმრად. ბრალდებული იმასაც აცხადებს, რომ გარდაცვლილმა უთხრა, მას ჰქონდა გარკვეული პარტია მეტადონის, ფუძის, რომელიც უნდა განეთავსებინა სხვადასხვა ლოკაციაზე, რაშიც ისინი სარგებელს მიიღებდნენ. სარგებელი მისი თქმით, იყო ის, რომ მათ უფასოდ ექნებოდათ ნარკოტიკული საშუალება. ორივე ნარკოტიკის მომხმარებელი იყვნენ. როგორც ბრალდებულმა პოლიციელებს განუმარტა, ერთად დააფასოეს ის ნარკოტიკული საშუალებები, რაც ბარდაველიძეს სახლში ჰქონდა", - აცხადებს საქმის პროკურორი.

ბრალდებულის ჩვენებაზე დაყრდნობით, პროკურორი დარწმუნებით ამბობს, რომ ეს ნივთიერება სახლში გუდავას არჩილ ბარდაველიძემ დაახვედრა. მისი თქმით, საქმეში დევს მათი სატელეფონო მიმოწერებიც. "გარდაცვლილს სახლში ჰქონდა ნარკოტიკული საშუალებები და ის წინადადებას აძლევს ბრალდებულს, რომ დაეხმაროს დაფასოებაში. სახლში ჩხრეკის შედეგად ასევე ამოღებულია სასწორი, წებოვანი ლენტი, რომლითაც ხდება ამ ნივთიერებების გასაღება. თანხმდება ამას ბრალდებული. იმავე საღამოს დაბინდებულზე დებენ 24 პაკეტს სამტრედიის სოფელში, კონკრეტულ ლოკაციებზე. მათ კუთვნილ მობილურებში კონკრეტულ ლოკაციაზე გადაღებული ფოტოებიც აღმოჩნდა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ჩვენ დადგენილად მიგვაჩნია, რომ ეს ნარკოტიკული საშუალებები იყო ამ ოჯახში და ეს დასტურდება ტელეფონში არსებული მასალებითაც... ასევე სახლში, მობილური ტელეფონის ყუთშია ნაპოვნი დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთიერება", - ამბობს საქმის პროკურორი.

არჩილ ბარდაველიძის და ადასტურებს, რომ მათი სახლიდან ამ ტრაგედიის შემდეგ მართლა ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები, მაგრამ ის ხელს იშვერს ბრალდებულისკენ და აცხადებს, რომ გუდავამ ჩამოიტანა თბილისიდან ეს ნივთიერება. ოჯახი პროკურორის განცხადების მოსმენის შემდეგ თვლის, რომ რადგან გოგონას დედა "ქართული ოცნების" ჩინოსანია, ყველაფრის დაბრალებას გარდაცვლილისთვის აპირებენ, რომ ამ გზით გადაარჩინონ დაკავებული და იხსნან ის უმძიმესი სასჯელისგან.

არჩილ ბარდაველიძის დამ გვიამბო:

- აჩიკო ჩემს ხელში გაიზარდა, მე მასზე 14 წლით უფროსი ვარ. ბათუმში ვცხოვრობ ოჯახთან ერთად და სამი წელიწადი ჩემი ძმა ჩვენთან ცხოვრობდა. ისეთი ოჯახი გვქონდა, მართლა წარმოუდგენელია ეს ყველაფერი. ჩემი ძმა რესტორანში მუშაობდა. იქაც შეგიძლიათ იკითხოთ, როგორი ადამიანი იყო. ამ ზაფხულს რესტორანში სამუშაოდ ანა გუდავა მივიდა, იქ გაიცნეს ერთმანეთი. ცოტა ხანს იმუშავა ამ გოგომ რესტორანში და მერე თბილისში წავიდა. ჩემი ძმისგან ვიცოდი, რომ მათ უყვარდათ ერთმანეთი. როცა ანა თბილისში წავიდა, იქიდან სულ ურეკავდა და ეუბნებოდა აჩიკოს, რომ ისიც თბილისში გადასულიყო.

აქ იმუშავე, უფრო მეტი ხელფასებიაო, მაგრამ რადგან ასაკით პატარა იყო, მე და ჩემი მეუღლე არ ვაძლევდით ბათუმიდან წასვლის უფლებას. ჩემი რიდიც და ხათრიც ჰქონდა აჩიკოს, ამიტომ არ წასულა. რამდენჯერმე ვთხოვე ჩემს ძმას, ანა მოეყვანა ჩვენთან სახლში, მაგრამ არ გაგვაცნო. 16 თებერვალს ჩემთან შეუთანხმებლად წავიდა ჩემი ძმა ბათუმიდან. მერე გავარკვიე, რომ ანასთან ჩავიდა თბილისში. იქ რას აკეთებდნენ, ჩემთვის უცნობია. აჩიკო 23 თებერვალს დაბრუნდა სოფელ ბარდუბანში, სადაც დედა ცხოვრობს და მას ეხმარებოდა საგაზაფხულო სამუშაოებში. რომ ვესაუბრე, მითხრა, - დედას დავეხმარები და ცოტა ხანში ჩამოვალ ბათუმშიო.

- ანა გუდავა ჩვენებაში ამბობს, რომ თქვენს სოფელში აჩიკოს თხოვნით ჩავიდა.

- 1-ლ მარტს ჩამოსულა ანა გუდავა თბილისიდან. აჩიკო მას ქუთაისში დახვედრია და ერთად წასულან სამტრედიაში. სხვადასხვა ლოკაციაზე დადეს ნარკოტიკი, საღამოს 10-ის ნახევარზე კი სახლში დაბრუნდნენ. დედაჩემს მანამდე დაურეკა ჩემმა ძმამ და უთხრა, სტუმარი მომყავსო. დედამ მიიღო ეს გოგო, არაფერი უეჭვია. ჩვეულებრივად შემოვიდა ჩვენს სახლში. დედამაც იცოდა, აჩიკოს ანა რომ უყვარდა. დედა იმ ღამეს მათზე ადრე დაწვა, რადგან მეორე დილით სამსახურში უწევდა წასვლა. მეორე სართულზე ავიდა დასაძინებლად, ესენი პირველ სართულზე დარჩნენ, იქ, სადაც საძინებელი ოთახი გვაქვს. დილით რომ ადგა დედაჩემი, ნახა, რომ მისი შვილი საწოლში იწვა, დღისით 2 საათზე კი ეს საშინელი ამბავი გვითხრეს. ძალიან მჭიდრო დასახლებაა ჩვენთან, მაგრამ მეზობლებს არაფერი გაუგიათ მანამ, ვიდრე "სასწრაფო" არ მოვიდა. ამ გოგოს ერთი რომ დაეძახა, მიშველეთო, ყველა გაიგებდა და მიეშველებოდნენ, მაგრამ მას დახმარება არავისთვის უთხოვია. თავდაპირველ ჩვენებაში, რომელიც ანა გუდავამ სამართალდამცავებს მისცა, ეწერა, რომ მან დილით გაიღვიძა 12 საათზე, ჩემს ძმას უყვარდა გულაღმა წოლა, მაგრამ ის იმ დროს პირქვე დამხობილი იყო. დაუძახა აჩიკოს და რომ ვერ გააგონა, გადმოაბრუნა. ანა გუდავამ დაურეკა საერთო მეგობარს, რუსლან აბუსელიძეს, მერე ფოტოები გადაუღო მკვდარს და რუსლანს გაუგზავნა, - რა ვუყო არ ვიციო...განაგრძეთ კითხვა

ასევე იხილეთ: