პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვობაში გარეგნობის გამო დასცინოდნენ, დღეს კი სამოდელო სააგენტოები მისთვის იბრძვიან" - ჟან-პოლ ბელმონდოს ულამაზესი ქალიშვილის დახურული ცხოვრება
"ბავშვობაში გარეგნობის გამო დასცინოდნენ, დღეს კი სამოდელო სააგენტოები მისთვის იბრძვიან" - ჟან-პოლ ბელმონდოს ულამაზესი ქალიშვილის დახურული ცხოვრება

2021 წელს ლე­გენ­და­რუ­ლი ფრან­გი მსა­ხი­ო­ბი ჟან-პოლ ბელ­მონ­დო 88 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მისი დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ას მსოფ­ლიო პირ­და­პირ ეთერ­ში ადევ­ნებ­და თვალს. კი­ნო­ლე­გენ­დას სამი მემ­კვიდ­რე დარ­ჩა, მათ­გან უმ­ცრო­სი, სტე­ლა ევა ან­ჯე­ლი­ნა, 2003 წელს და­ი­ბა­და, რო­დე­საც მსა­ხი­ო­ბი უკვე 70 წლის იყო.

ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა მემ­კვიდ­რე ბელ­მონ­დოს მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­ში მო­დელ­თან და ბა­ლე­რი­ნა ნატი ტარ­დი­ველ­თან შე­ე­ძი­ნა. მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დროს გო­გო­ნა 18 წლი­საც არ იყო. სტე­ლა მა­მას­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს იყო, ამი­ტომ მსა­ხი­ო­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბა ყვე­ლა­ზე დიდი და­ნაკ­ლი­სი მის­თვის აღ­მოჩ­ნდა.

სტე­ლა მა­მის დაკ­რძალ­ვა­ზე დე­დას­თან ერ­თად

სტე­ლამ ბევ­რი რამ მი­ი­ღო თა­ვი­სი ვარ­სკვლა­ვი მშობ­ლე­ბის­გან. გა­რეგ­ნუ­ლად გო­გო­ნა ჰგავს მა­მა­საც და დე­და­საც. გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბით ად­ვი­ლად იპყრობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბას და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას იწ­ვევს. ახლა რთუ­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, მაგ­რამ რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ბავ­შვო­ბა­ში მას ხში­რად დას­ცი­ნოდ­ნენ გა­რეგ­ნო­ბის გამო და „მა­ხინჯსაც“ კი ეძახ­დნენ.

სტე­ლა ჯერ არ გეგ­მავს დე­დი­სა ან მა­მის კვალ­ზე გა­ყო­ლას. გო­გო­ნას თქმით, მსა­ხი­ო­ბო­ბა და მო­დე­ლო­ბა მისი სტი­ქია არ არის. ბელ­მონ­დო უმ­ცროსს სურს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა პო­ლი­ტი­კა­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებს მი­უ­ძღვნას. ახლა გო­გო­ნა დიპ­ლო­მა­ტი­ას სწავ­ლობს. მას­წავ­ლებ­ლე­ბის თქმით, მას დიდი მო­მა­ვა­ლი აქვს ამ სფე­რო­ში.

სტე­ლა ხში­რად არ ანე­ბივ­რებს თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბით. თუმ­ცა ყვე­ლა ფო­ტო­ზე, რო­მელ­საც ბელ­მონ­დოს ქა­ლიშ­ვი­ლი აქ­ვეყ­ნებს, კო­მენ­ტა­რებ­ში უწე­რენ, რომ მას უფრო შო­უ­ბიზ­ნეს­ში ხე­და­ვენ, ვიდ­რე პო­ლი­ტი­კა­ში.

საფ­რან­გე­თის სა­უ­კე­თე­სო სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ე­ბი იბ­რძვი­ან ბელ­მონ­დოს ქა­ლიშ­ვილ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის, მაგ­რამ სტე­ლა არ ჩქა­რობს მათ­თან კონ­ტრაქ­ტის გა­ფორ­მე­ბას. მისი თქმით, პრი­ო­რი­ტე­ტი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბაა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ჟან-პოლ ბელ­მონ­დო მე­ო­რე ცოლს მა­შინ გა­შორ­და, რო­დე­საც სტე­ლა ხუთი წლის იყო. ნატი ტარ­დი­ვე­ლი, რო­მე­ლიც ბელ­მონ­დო­ზე 28 წლით უმ­ცრო­სი იყო, სხვა, მისი ასა­კის მა­მა­კა­ცით და­ინ­ტე­რეს­და. მსა­ხი­ობ­მა ცოლს სას­წრა­ფოდ გან­ქორ­წი­ნე­ბა მოს­თხო­ვა. თა­ვი­დან მათ შო­რის და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა იყო, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­ერ­თო ენა გა­მო­ნა­ხეს და სტე­ლა მა­მას­თან დიდ დროს ატა­რებ­და.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
vaah
0

ამას რომ მახინჯს დაუძახებენ, ისინი დამანახა რააა

ტოტო
0

ბელმონდო,მსოფლიო ლეგენდა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ბავშვობაში გარეგნობის გამო დასცინოდნენ, დღეს კი სამოდელო სააგენტოები მისთვის იბრძვიან" - ჟან-პოლ ბელმონდოს ულამაზესი ქალიშვილის დახურული ცხოვრება

"ბავშვობაში გარეგნობის გამო დასცინოდნენ, დღეს კი სამოდელო სააგენტოები მისთვის იბრძვიან" - ჟან-პოლ ბელმონდოს ულამაზესი ქალიშვილის დახურული ცხოვრება

2021 წელს ლეგენდარული ფრანგი მსახიობი ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიო პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს. კინოლეგენდას სამი მემკვიდრე დარჩა, მათგან უმცროსი, სტელა ევა ანჯელინა, 2003 წელს დაიბადა, როდესაც მსახიობი უკვე 70 წლის იყო.

ყველაზე ახალგაზრდა მემკვიდრე ბელმონდოს მეორე ქორწინებაში მოდელთან და ბალერინა ნატი ტარდიველთან შეეძინა. მამის გარდაცვალების დროს გოგონა 18 წლისაც არ იყო. სტელა მამასთან ყველაზე ახლოს იყო, ამიტომ მსახიობის გარდაცვალება ყველაზე დიდი დანაკლისი მისთვის აღმოჩნდა.

სტელა მამის დაკრძალვაზე დედასთან ერთად

სტელამ ბევრი რამ მიიღო თავისი ვარსკვლავი მშობლებისგან. გარეგნულად გოგონა ჰგავს მამასაც და დედასაც. გამორჩეული გარეგნობით ადვილად იპყრობს საზოგადოების ყურადღებას და აღფრთოვანებას იწვევს. ახლა რთული დასაჯერებელია, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ბავშვობაში მას ხშირად დასცინოდნენ გარეგნობის გამო და „მახინჯსაც“ კი ეძახდნენ.

სტელა ჯერ არ გეგმავს დედისა ან მამის კვალზე გაყოლას. გოგონას თქმით, მსახიობობა და მოდელობა მისი სტიქია არ არის. ბელმონდო უმცროსს სურს თავისი ცხოვრება პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებს მიუძღვნას. ახლა გოგონა დიპლომატიას სწავლობს. მასწავლებლების თქმით, მას დიდი მომავალი აქვს ამ სფეროში.

სტელა ხშირად არ ანებივრებს თაყვანისმცემლებს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოებით. თუმცა ყველა ფოტოზე, რომელსაც ბელმონდოს ქალიშვილი აქვეყნებს, კომენტარებში უწერენ, რომ მას უფრო შოუბიზნესში ხედავენ, ვიდრე პოლიტიკაში.

საფრანგეთის საუკეთესო სამოდელო სააგენტოები იბრძვიან ბელმონდოს ქალიშვილთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ სტელა არ ჩქარობს მათთან კონტრაქტის გაფორმებას. მისი თქმით, პრიორიტეტი უმაღლესი განათლების მიღებაა.

შეგახსენებთ, რომ ჟან-პოლ ბელმონდო მეორე ცოლს მაშინ გაშორდა, როდესაც სტელა ხუთი წლის იყო. ნატი ტარდიველი, რომელიც ბელმონდოზე 28 წლით უმცროსი იყო, სხვა, მისი ასაკის მამაკაცით დაინტერესდა. მსახიობმა ცოლს სასწრაფოდ განქორწინება მოსთხოვა. თავიდან მათ შორის დაძაბული ურთიერთობა იყო, თუმცა მოგვიანებით საერთო ენა გამონახეს და სტელა მამასთან დიდ დროს ატარებდა.

წაიკითხეთ ასევე: