სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედის დღეს მკვდარი შვილი მომიყვანეს... კუჭი დაულპა" - თურქეთში ჩატარებული ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ 36 წლის ბიჭი დაიღუპა: რა დეტალებია ცნობილი?
"დედის დღეს მკვდარი შვილი მომიყვანეს... კუჭი დაულპა" - თურქეთში ჩატარებული ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ 36 წლის ბიჭი დაიღუპა: რა დეტალებია ცნობილი?

"რუს­თა­ვი 2"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თურ­ქეთ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი კუ­ჭის ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, ბოლო ერთ თვე­ში, 3 ქარ­თვე­ლი და­ი­ღუ­პა. პა­ცი­ენ­ტებს ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ სის­ხლდე­ნა, კა­ხექ­სია, კლი­ნი­კუ­რი შოკი ანუ სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­სა­ბა­მო სიმპტო­მე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ. სა­უ­ბა­რია თურ­ქეთ­ში ჩა­ტა­რე­ბულ კუ­ჭის და­პა­ტა­რა­ვე­ბის ოპე­რა­ცი­ა­ზე.

  • ერთ-ერთი ასე­თია ოთარ გო­თო­შია, რო­მე­ლიც თურ­ქეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნით დაბ­რუნ­და, თუმ­ცა ქუ­თა­ის­ში უკვე პრობ­ლე­მე­ბი და­ე­წყო.

"დე­დის დღეს მკვდა­რი შვი­ლი მო­მიყ­ვა­ნეს. 2500 ჯდე­ბა იქო და აქ ცოტა ძვი­რი­აო, მი­თხრა. ვუ­თხა­რი, ნუ წახ­ვალ, გავ­ყი­დი ყვე­ლა­ფერს და აქ გა­ი­კე­თეთ­ქო, არ დამ­თან­ხმდა. როცა ოპე­რა­ცი­ი­დან ჩა­მო­ვი­და, უკვე ცუ­დად იყო, ბე­ჭე­ბი და გული მტკი­ვაო, დარ­დო­ბა და ვე­რა­ფერს შვრე­ბო­და. ნემ­სი გა­უ­კე­თეს, არ უყუჩ­დე­ბო­და. თურ­მე კუჭს და­უ­წყია ლპო­ბა. ექიმ­მა გაჭ­რა და ნახა. და­ით­რომ­ბა, წა­ვი­და ინ­ფექ­ცია, მერე თირკმე­ლი გა­უ­ჩერ­და, მისი პა­ტა­რა გული გა­უ­ჩერ­და და ასე მო­მიკ­ლეს შვი­ლი, თით­ქოს ჩიტი მოკ­ვდა. მე შვილს ვე­რა­ვინ გა­მი­ცო­ცხლებს, მაგ­რამ სხვა­საც არ გა­უ­კე­თონ" - ამ­ბობს ქალი, რომ­ლის შვი­ლი 36 წლის ოთარ გო­თო­შია, კუ­ჭის ოპე­რა­ცი­ის მსხვერ­პლია.

ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ქი­რურ­გი­ის აგ­რე­სი­უ­ლი რეკ­ლა­მის წყა­რო სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლია. სწო­რედ ამ პლატ­ფორ­მა­ზე ხდე­ბა ქარ­თვე­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის შეგ­რო­ვე­ბა. კლი­ნი­კა­ში, სა­დაც ოთარ გო­თო­ში­ას ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს, მი­თი­თე­ბულ ნო­მერ­ზე არ პა­სუ­ხო­ბენ.

თურ­ქეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის გარ­თუ­ლე­ბით, პა­ცი­ენ­ტი თბი­ლი­სის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში შე­იყ­ვა­ნეს.

"რაც ჩვენ ვნა­ხეთ, მოჭ­რი­ლი კი არა, პირ­და­პირ მოგ­ლე­ჯი­ლი იყო კუჭი. და­ი­წყო ნეკ­რო­ზი, გა­იხ­სნა მთლი­ა­ნად კუჭი. ჩა­უ­ტარ­და ყვე­ლა­ფე­რი, მათ შო­რის ოპე­რა­ცი­ე­ბი, ინ­ტენ­სი­უ­რი რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, მაგ­რამ სეფ­სი­სი­დან სამ­წუ­ხა­როდ, ვერ გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ და პა­ცი­ენ­ტი რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ანა­ლო­გი­უ­რი შემ­თხვე­ვა იყო სხვა კლი­ნი­კებ­ში. დღეს­დღე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში 8 პა­ცი­ენ­ტი არის, რო­მე­ლიც გა­დის სტა­ცი­ო­ნა­რულ მკურ­ნა­ლო­ბას გარ­თუ­ლე­ბე­ბით. ძა­ლი­ან ბევ­რი იყო, რომ­ლებ­საც უარი ვუ­თხა­რით ოპე­რა­ცი­ა­ზე, გა­უ­კე­თეს მათ ოპე­რა­ცია თურ­ქეთ­ში, არი­ან ცუ­დად. წინა თვე­ში 4 პა­ცი­ენ­ტი და­ვაბ­რუ­ნე უკან კლი­ნი­კებ­ში: ორი კა­ხექ­სი­ით, ერთს ჩვენ ჩა­ვუდ­გით სტე­ნო­ზი. წყლუ­ლე­ბით წვა­ნან პა­ცი­ენ­ტე­ბი, სის­ხლდე­ნე­ბით. ფორ­მა 100-ები რომ ნა­ხოთ, იქ წე­რია მხო­ლოდ ოპე­რა­ცი­ის და­სა­ხე­ლე­ბა, პრაქ­ტი­კუ­ლად, მეტი არა­ფე­რი," - აცხა­დებს ქი­რურ­გი და­ვით აბუ­ლა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რეალისტი
1

თურქეთში საუკეთესო ექიმები რომ არიან, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ ბარიატრია საქართველოშიც წარმატებით კეთდება, პაციენტის გარდაცვალების შემთხვევა არ ყოფილა, თურქეთში დაბალი ფასის გამო თუ იკეთებენ, იქ ჩვენზე მაღალი ფასებია ოპერაციებზე როგორც ვიცი. სიმართლეა დასადგენი. ოპერაციის შემდეგ ბევრი მკურნალობაა საჭირო, უამრავი წამლები, ნემსები, ამას დაცვა უნდა. სამწუხარო ამბავია, საწყალი ბუთხუზა ბიჭი😢, სასუფეველი მის სულს🙏

მარგალიტა
1

რომ იყოს თურქეთზე

იაფი

ხომ აქ გაიკეთებდნენ როგორც

წამლებზე

გადავდივარტ და პროდუქტზე ამიტომაა ამდენი მდიდარი საქართველოში და ამდენი ღარიბი არ შეერგოთ მათ ჯიშს

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"დედის დღეს მკვდარი შვილი მომიყვანეს... კუჭი დაულპა" - თურქეთში ჩატარებული ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ 36 წლის ბიჭი დაიღუპა: რა დეტალებია ცნობილი?

"დედის დღეს მკვდარი შვილი მომიყვანეს... კუჭი დაულპა" - თურქეთში ჩატარებული ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ 36 წლის ბიჭი დაიღუპა: რა დეტალებია ცნობილი?

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, თურქეთში გაკეთებული კუჭის ოპერაციის შემდეგ, ბოლო ერთ თვეში, 3 ქართველი დაიღუპა. პაციენტებს ოპერაციის შემდეგ სისხლდენა, კახექსია, კლინიკური შოკი ანუ სიცოცხლისთვის შეუსაბამო სიმპტომები აღენიშნებოდათ. საუბარია თურქეთში ჩატარებულ კუჭის დაპატარავების ოპერაციაზე.

  • ერთ-ერთი ასეთია ოთარ გოთოშია, რომელიც თურქეთში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ საქართველოში საკუთარი მანქანით დაბრუნდა, თუმცა ქუთაისში უკვე პრობლემები დაეწყო.

"დედის დღეს მკვდარი შვილი მომიყვანეს. 2500 ჯდება იქო და აქ ცოტა ძვირიაო, მითხრა. ვუთხარი, ნუ წახვალ, გავყიდი ყველაფერს და აქ გაიკეთეთქო, არ დამთანხმდა. როცა ოპერაციიდან ჩამოვიდა, უკვე ცუდად იყო, ბეჭები და გული მტკივაო, დარდობა და ვერაფერს შვრებოდა. ნემსი გაუკეთეს, არ უყუჩდებოდა. თურმე კუჭს დაუწყია ლპობა. ექიმმა გაჭრა და ნახა. დაითრომბა, წავიდა ინფექცია, მერე თირკმელი გაუჩერდა, მისი პატარა გული გაუჩერდა და ასე მომიკლეს შვილი, თითქოს ჩიტი მოკვდა. მე შვილს ვერავინ გამიცოცხლებს, მაგრამ სხვასაც არ გაუკეთონ" - ამბობს ქალი, რომლის შვილი 36 წლის ოთარ გოთოშია, კუჭის ოპერაციის მსხვერპლია.

ბარიატრიული ქირურგიის აგრესიული რეკლამის წყარო სოციალური ქსელია. სწორედ ამ პლატფორმაზე ხდება ქართველი პაციენტების შეგროვება. კლინიკაში, სადაც ოთარ გოთოშიას ოპერაცია გაუკეთეს, მითითებულ ნომერზე არ პასუხობენ.

თურქეთში ჩატარებული ოპერაციის გართულებით, პაციენტი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში შეიყვანეს.

"რაც ჩვენ ვნახეთ, მოჭრილი კი არა, პირდაპირ მოგლეჯილი იყო კუჭი. დაიწყო ნეკროზი, გაიხსნა მთლიანად კუჭი. ჩაუტარდა ყველაფერი, მათ შორის ოპერაციები, ინტენსიური რეანიმაციული ღონისძიებები, მაგრამ სეფსისიდან სამწუხაროდ, ვერ გამოვიყვანეთ და პაციენტი რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა. ანალოგიური შემთხვევა იყო სხვა კლინიკებში. დღესდღეობით საქართველოში 8 პაციენტი არის, რომელიც გადის სტაციონარულ მკურნალობას გართულებებით. ძალიან ბევრი იყო, რომლებსაც უარი ვუთხარით ოპერაციაზე, გაუკეთეს მათ ოპერაცია თურქეთში, არიან ცუდად. წინა თვეში 4 პაციენტი დავაბრუნე უკან კლინიკებში: ორი კახექსიით, ერთს ჩვენ ჩავუდგით სტენოზი. წყლულებით წვანან პაციენტები, სისხლდენებით. ფორმა 100-ები რომ ნახოთ, იქ წერია მხოლოდ ოპერაციის დასახელება, პრაქტიკულად, მეტი არაფერი," - აცხადებს ქირურგი დავით აბულაძე.