პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"AI შეცვლის ომის წარმოებას" - Google-ის ყოფილი გენერალური დირექტორი უკრაინაში იწყებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული დრონების წარმოებას - რა ვიცით "თეთრი წეროს" შესახებ
"AI შეცვლის ომის წარმოებას" - Google-ის ყოფილი გენერალური დირექტორი უკრაინაში იწყებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული დრონების წარმოებას - რა ვიცით "თეთრი წეროს" შესახებ

Google-ის ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ერიკ შმი­დტი აშშ-სა და უკ­რა­ი­ნა­ში უპი­ლო­ტო, ე.წ. კა­მი­კა­ძე დრო­ნე­ბის წარ­მო­ე­ბის სტარ­ტაპს "თეთრ წე­როს“ ქმნის.

  • არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "თეთ­რი წერო“ გათ­ვლი­ლია იმა­ზე, რომ შექ­მნას ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექ­ტზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბი, რომ­ლე­ბის საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის­თვის იქ­ნე­ბა გათ­ვლი­ლი.

მსგავ­სი ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მოც­და მშვი­დო­ბი­ა­ნო­ბის დროს შე­უძ­ლე­ბე­ლი, ან ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლი იქ­ნე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წნე­ხის გამო. თუმ­ცა შმი­დტი­სა და მსგავ­სი მე­წარ­მე­ე­ბის­თვის უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, რომ უახ­ლე­სი სამ­ხედ­რო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი რე­ა­ლურ გა­რე­მო­ში და­ტეს­ტონ.

  • Google-დან წას­ვლის შემ­დეგ, შმი­დტი მთა­ვა­რი კვან­ძი გახ­და სი­ლი­კო­ნის ველ­სა და პენ­ტა­გონს შო­რის. ის გა­ნა­გებ­და ეროვ­ნულ უსაფრ­თხო­ე­ბას ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით. 2021 წელს გა­მო­აქ­ვეყ­ნა შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი მოხ­სე­ნე­ბა, სა­დაც ნათ­ქვა­მი იყო: "AI შეც­ვლის ომის წარ­მო­ე­ბას".

ახლა შმი­დტი პენ­ტა­გონ­ში კავ­ში­რებს თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის იყე­ნებს. მან შექ­მნა კერ­ძო კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექ­ტზე და­ფუძ­ნე­ბულ დრო­ნებს აწარ­მო­ებს. ახლა მისი მთა­ვა­რი ბა­ზა­რი უკ­რა­ი­ნაა. Google-ის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი ამ­ბობს, რომ უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი აქვთ ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი, ომის მო­მა­ვა­ლია. ჰენ­რი კი­სინ­ჯე­რის თა­ნა­ავ­ტო­რო­ბით, ამის შე­სა­ხებ წიგ­ნიც გა­მოს­ცეს.

დღეს კო­მერ­ცი­უ­ლი კა­მი­კა­ძე-დრო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სუ­ფალ ვაჭ­რო­ბა­შია, და­ახ­ლო­ე­ბით, 400 დო­ლა­რი ღირს და მცი­რე ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის გა­და­ტა­ნა შე­უძ­ლი­ათ.

ერიკ შმი­დტ­მა ახა­ლი თა­ო­ბის დრო­ნე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბა საკ­მა­ოდ ვრცლად 2023 წლის ივ­ლის­ში, Wall Street Journal-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში აღ­წე­რა. შმი­დტი წერ­და, რომ უპი­ლო­ტო აპა­რა­ტე­ბი "ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი“ ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­აა, რო­მე­ლიც რუ­სეთ­სა და სხვა მო­მა­ვალ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­ზე გა­მარ­ჯვე­ბის საკ­ვან­ძო ფაქ­ტო­რი გახ­დე­ბა. ტექ­სტი­დან გა­სა­გე­ბი იყო, რომ სა­უ­ბა­რია არა მხო­ლოდ ამ­ჟა­მინ­დელ კონ­ფლიქტზე, არა­მედ მო­მა­ვალ შე­ტა­კე­ბებ­ზეც, სა­დაც აშშ უპი­რა­ტე­სო­ბის მო­პო­ვე­ბას ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის სის­ტე­მე­ბით შე­ეც­დე­ბა. ამის ფონ­ზე აშშ-ის მთავ­რო­ბა ტრა­დი­ცი­ულ შე­ი­ა­რა­ღე­ბის მომ­წო­დებ­ლებ­თან, მა­გა­ლი­თად, ისე­თი რო­გო­რიც არის, Palantir-ი, შეკ­ვე­თებს ნელ-ნელა ამ­ცი­რებს.

  • Google-ის ექსდი­რექ­ტორ­მა ცოტა ხნის წინ გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია, სა­თა­უ­რით, "უკ­რა­ი­ნა დრო­ნებ­თან ომში მარ­ცხდე­ბა“. შმი­დტი დე­ტა­ლუ­რად წერ­და, თუ რამ­დე­ნად მჭიდ­როდ ეკონ­ტაქ­ტე­ბა უკ­რა­ი­ნელ ჩი­ნოვ­ნი­კებს და რამ­დე­ნად ცუ­დად უმკლავ­დე­ბა და­სავ­ლუ­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბა რუ­სულ შე­ი­ა­რა­ღე­ბას. ის ასე­ვე აღ­ნიშ­ნავ­და, რომ 2024 წელს უკ­რა­ი­ნა მო­კავ­ში­რე­ე­ბის­გან მი­ლი­ონ დრონ­ზე მეტს შე­ი­ძენს. თუმ­ცა ამ დრო­ნე­ბის ერ­თა­დერ­თი მიმ­წო­დე­ბე­ლი მი­სი­ვე კომ­პა­ნია "თეთ­რი წერო“ აღ­მოჩ­ნდა.

ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი რე­ვო­ლუ­ცი­ას ჩვენ თვალ­წინ ახ­დენს და უპი­ლო­ტო კა­მი­კა­ძე-დრო­ნე­ბი სულ უფრო და უფრო დიდ როლს შე­ას­რუ­ლე­ბენ თა­ნა­მედ­რო­ვე ომებ­ში. ინ­ტერ­ნეტ­ში უამ­რა­ვი კად­რია, რომ­ლე­ბიც კა­მი­კა­ძე-დრო­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბულ გა­მო­ყე­ნე­ბას ასა­ხავს.

ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა AI, რო­მე­ლიც სა­მიზ­ნის ზუსტ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას ახ­დენს და დაც­ვის სის­ტე­მებს თავს არი­დებს. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის სამ­ხედ­რო მიზ­ნით ინ­ტეგ­რი­რე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბენ, კონ­ფლიქ­ტებ­ში უფრო ღრმად ჩა­ერ­თვე­ბი­ან. ბევ­რი სა­ხელ­მწი­ფოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი მომ­ხრეა, რომ კა­ცობ­რი­ო­ბამ არ და­უშ­ვას AI-ს გა­მო­ყე­ნე­ბა სამ­ხედ­რო მიზ­ნით, თუმ­ცა ეს პრო­ცე­სი უკვე შე­უ­ჩე­რე­ბე­ლია.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე
მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Qeto
1

ნაკლები რომ ილაპარაკოთ და მეტი გააკეთოთ, აჯობებს! თორემ გადმოდგებიან და ენას ვეღარ აჩერებენ!

გუგა
14

უკრაინას ამერიკამ და ევროპამ სპეციალურად მოუწყო ეს ომი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყველაზე ძლიერი ეკონომიკა და მრეწველობა ჰქონდა რასაც მთლიანად ევროპა აწარმოებს უკრაინა მეტს აწარმოებდა კონკურენტ ქვეყანად აღიქვეს მარტო აზოვსტალი რამდენ რამეს აწარმოებდა გაუნადგურეს ყველაფერი

ავტორი:

"AI შეცვლის ომის წარმოებას" - Google-ის ყოფილი გენერალური დირექტორი უკრაინაში იწყებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული დრონების წარმოებას - რა ვიცით "თეთრი წეროს" შესახებ

"AI შეცვლის ომის წარმოებას" - Google-ის ყოფილი გენერალური დირექტორი უკრაინაში იწყებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული დრონების წარმოებას - რა ვიცით "თეთრი წეროს" შესახებ

Google-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ერიკ შმიდტი აშშ-სა და უკრაინაში უპილოტო, ე.წ. კამიკაძე დრონების წარმოების სტარტაპს "თეთრ წეროს“ ქმნის.

  • არსებული ინფორმაციით, "თეთრი წერო“ გათვლილია იმაზე, რომ შექმნას ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული საფრენი აპარატები, რომლების საბრძოლო მოქმედებებისთვის იქნება გათვლილი.

მსგავსი ტექნოლოგიის გამოცდა მშვიდობიანობის დროს შეუძლებელი, ან ძალიან შეზღუდული იქნებოდა საზოგადოების წნეხის გამო. თუმცა შმიდტისა და მსგავსი მეწარმეებისთვის უკრაინაში არსებული სიტუაცია კარგი შესაძლებლობაა, რომ უახლესი სამხედრო ტექნოლოგიები რეალურ გარემოში დატესტონ.

  • Google-დან წასვლის შემდეგ, შმიდტი მთავარი კვანძი გახდა სილიკონის ველსა და პენტაგონს შორის. ის განაგებდა ეროვნულ უსაფრთხოებას ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. 2021 წელს გამოაქვეყნა შემაჯამებელი მოხსენება, სადაც ნათქვამი იყო: "AI შეცვლის ომის წარმოებას".

ახლა შმიდტი პენტაგონში კავშირებს თავისი ინტერესებისთვის იყენებს. მან შექმნა კერძო კომპანია, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ დრონებს აწარმოებს. ახლა მისი მთავარი ბაზარი უკრაინაა. Google-ის ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი აქვთ ინტეგრირებული, ომის მომავალია. ჰენრი კისინჯერის თანაავტორობით, ამის შესახებ წიგნიც გამოსცეს.

დღეს კომერციული კამიკაძე-დრონები, რომლებიც თავისუფალ ვაჭრობაშია, დაახლოებით, 400 დოლარი ღირს და მცირე ასაფეთქებელი ნივთიერების გადატანა შეუძლიათ.

ერიკ შმიდტმა ახალი თაობის დრონების უპირატესობა საკმაოდ ვრცლად 2023 წლის ივლისში, Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღწერა. შმიდტი წერდა, რომ უპილოტო აპარატები "ყველაზე მნიშვნელოვანი“ ახალი ტექნოლოგიაა, რომელიც რუსეთსა და სხვა მომავალ მოწინააღმდეგეებზე გამარჯვების საკვანძო ფაქტორი გახდება. ტექსტიდან გასაგები იყო, რომ საუბარია არა მხოლოდ ამჟამინდელ კონფლიქტზე, არამედ მომავალ შეტაკებებზეც, სადაც აშშ უპირატესობის მოპოვებას ხელოვნური ინტელექტის სისტემებით შეეცდება. ამის ფონზე აშშ-ის მთავრობა ტრადიციულ შეიარაღების მომწოდებლებთან, მაგალითად, ისეთი როგორიც არის, Palantir-ი, შეკვეთებს ნელ-ნელა ამცირებს.

  • Google-ის ექსდირექტორმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით, "უკრაინა დრონებთან ომში მარცხდება“. შმიდტი დეტალურად წერდა, თუ რამდენად მჭიდროდ ეკონტაქტება უკრაინელ ჩინოვნიკებს და რამდენად ცუდად უმკლავდება დასავლური შეიარაღება რუსულ შეიარაღებას. ის ასევე აღნიშნავდა, რომ 2024 წელს უკრაინა მოკავშირეებისგან მილიონ დრონზე მეტს შეიძენს. თუმცა ამ დრონების ერთადერთი მიმწოდებელი მისივე კომპანია "თეთრი წერო“ აღმოჩნდა.

ხელოვნური ინტელექტი რევოლუციას ჩვენ თვალწინ ახდენს და უპილოტო კამიკაძე-დრონები სულ უფრო და უფრო დიდ როლს შეასრულებენ თანამედროვე ომებში. ინტერნეტში უამრავი კადრია, რომლებიც კამიკაძე-დრონების წარმატებულ გამოყენებას ასახავს.

ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენება AI, რომელიც სამიზნის ზუსტ იდენტიფიცირებას ახდენს და დაცვის სისტემებს თავს არიდებს. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის სამხედრო მიზნით ინტეგრირებაზე მუშაობენ, კონფლიქტებში უფრო ღრმად ჩაერთვებიან. ბევრი სახელმწიფოს ოფიციალური პირი მომხრეა, რომ კაცობრიობამ არ დაუშვას AI-ს გამოყენება სამხედრო მიზნით, თუმცა ეს პროცესი უკვე შეუჩერებელია.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე