პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ, ვართ მეგობარი, მოძმე ქვეყნები" - ალიევის კომენტარი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ
"ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ, ვართ მეგობარი, მოძმე ქვეყნები" - ალიევის კომენტარი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ

ბევრ სა­კი­თხზე ვი­სა­უბ­რეთ პი­რის­პირ შეხ­ვედ­რა­ზე ორი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ერის ლი­დე­რებ­მა. ჩვენ ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით ვდგა­ვართ, ვართ მე­გო­ბა­რი, მოძ­მე ქვეყ­ნე­ბი, - ამის შე­სა­ხებ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტმა, ილ­ჰამ ალი­ევ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს­თან ერ­თად გა­მარ­თულ ერ­თობ­ლივ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

  • აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტის თქმით, დღეს ორი­ვე ერი ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით, არა მარ­ტო უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ ეკო­ნო­მი­კურ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, არა­მედ რე­გი­ო­ნი­სა და ევრო-აზი­უ­რი კონ­ტი­ნენ­ტის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქვეყ­ნე­ბი ხდე­ბი­ან რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო, ასე­ვე აზერ­ბა­ი­ჯა­ნი.

„უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ბა­ტო­ნო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო მთე­ლი გუ­ლით გი­ლო­ცავთ და მო­გე­სალ­მე­ბით აზერ­ბა­ი­ჯან­ში. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ თქვე­ნი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნის შემ­დეგ მყი­სი­ე­რად გა­და­წყვი­ტეთ აზერ­ბა­ი­ჯან­ში ჩა­მოს­ვლა და მად­ლო­ბას გიხ­დით ამის­თვის. გი­ლო­ცავთ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნას. ჩვენ ძა­ლი­ან დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებთ ამ ვი­ზიტს.

ბევრ სა­კი­თხზე ვი­სა­უბ­რეთ პი­რის­პირ შეხ­ვედ­რა­ზე ორი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ერის ლი­დე­რებ­მა. ჩვენ ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით ვდგა­ვართ, ვართ მე­გო­ბა­რი, მოძ­მე ქვეყ­ნე­ბი. ძა­ლი­ან დიდი ფეს­ვე­ბი აქვს ჩვენს მე­გობ­რო­ბას, ჩვე­ნი ხალ­ხის მე­გობ­რულ და კე­თილ­გან­წყო­ბილ ატ­მოს­ფე­რო­ში ცხოვ­რე­ბას. ასეთ მყარ სა­ფუძ­ველ­ზე აიგო და აშენ­და ჩვენს სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა. დღეს ორი­ვე ერი ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით, არა მარ­ტო უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ ეკო­ნო­მი­კურ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, არა­მედ რე­გი­ო­ნი­სა და ზო­გა­დად ევრო-აზი­უ­რი კონ­ტი­ნენ­ტის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქვეყ­ნე­ბი ხდე­ბი­ან რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო, ასე­ვე აზერ­ბა­ი­ჯა­ნი. ჩვენ ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ერ­თობ­ლივ პრო­ექ­ტებს ინფრას­ტრუქ­ტუ­რის, ტრან­სპორ­ტი­სა და ენერ­გე­ტი­კის სფე­რო­ში. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის არის ბევ­რი ქვეყ­ნის­თვის. ყო­ვე­ლი­ვე ამის შემ­დეგ და­მა­ტე­ბით ნა­ბი­ჯებ­საც გა­დავ­დგამთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით ტრან­სპორ­ტი­რე­ბის სფე­რო­ში ახა­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი იქ­ნე­ბა გარ­და­უ­ვა­ლი ბევ­რი ქვეყ­ნის და­კავ­ში­რე­ბა­დო­ბის უნა­რის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით ბაქო-თბი­ლი­სი-ყარ­სის რკი­ნიგ­ზის სა­შუ­ა­ლე­ბით და მისი გავ­რცო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. ეს არის ჩვე­ნი ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მიღ­წე­ვა. ჩვენ გავ­ზარ­დეთ მისი წარ­მა­დო­ბა 1-დან 5 მი­ლი­არდ ტო­ნამ­დე. ეს პრო­ექ­ტი ორ თვე­ში დას­რულ­დე­ბა. რო­გორც ვახ­სე­ნე, ამ რკი­ნიგ­ზის ოპე­რი­რე­ბა იქ­ნე­ბა ბევ­რი ქვეყ­ნის­თვის მიმ­ზიდ­ვე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო.

ამ თვი­დან და­წყე­ბუ­ლი ჩვენ შეხ­ვედ­რე­ბი გვექ­ნე­ბა სამ­ხრე­თის ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის სა­კონ­სულ­ტა­ციო ჯგუ­ფებ­თან და სა­ქარ­თვე­ლოს მა­ღა­ლი დო­ნის დე­ლე­გა­ცი­ე­ბი იქ­ნე­ბი­ან ჩარ­თუ­ლი ამ პრო­ცეს­ში. ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე ხე­დავს, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, სა­ქარ­თვე­ლო და თურ­ქე­თი არი­ან ამ პრო­ექ­ტე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შო­ბენ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მი­წო­დე­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით. ზო­გა­დად, ძა­ლი­ან ბევ­რი ქვე­ყა­ნა, რომ­ლე­ბიც ყი­დუ­ლო­ბენ ბუ­ნებ­რივ აირს აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან, ეს არის 8 ქვე­ყა­ნა, მაგ­რამ ეს არ არის ჩვე­ნი ლი­მი­ტი. ეს რი­ცხვი ქვეყ­ნე­ბი­სა გა­იზ­რდე­ბა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ენერ­გო რე­სურ­სე­ბის მომ­ხმა­რე­ბელ ქვე­ყა­ნა­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­იზ­რდე­ბა. ჩვენ კარ­გად ვი­ცით სა­ერ­თა­შო­რი­სო ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რის სპე­ცი­ფი­კუ­რი ნი­უ­ან­სე­ბი და ვაც­ნო­ბი­ე­რებთ იმას, რომ მო­თხოვ­ნა დი­დია აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ბუ­ნებ­რივ აირ­ზე და კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა ევ­რო­პის კონ­ტი­ნენტზე. გვაქვს რე­სურ­სე­ბი, ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სიც, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც, გვყავს სან­დო მე­გობ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხით, სატ­რან­ზი­ტო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გაგ­ვაჩ­ნია ძა­ლი­ან ფარ­თო და ამი­ტომ ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს ბევრ ქვე­ყა­ნას, რომ მომ­დევ­ნო წლებ­ში სან­დო ენერ­გე­ტი­კუ­ლი რე­სურ­სი მი­ი­ღონ სა­ქარ­თვე­ლო­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით.

რა თქმა უნდა, ახალ პრო­ექ­ტებ­ზეც ვმუ­შა­ობთ. ერთ-ერთი მათ­გა­ნი არის მწვა­ნე ენერ­გე­ტი­კის პრო­ექ­ტი და აქაც, სა­ქარ­თვე­ლო და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი სხვა ქვეყ­ნებ­თან ერ­თად ჩარ­თულ­ნი არი­ან ძა­ლი­ან მას­შტა­ბურ პრო­ექ­ტებ­ში. მი­მაჩ­ნია, რომ ბაქო-თბი­ლი­სი-ჯე­ი­ჰა­ნის, ბაქო-თბი­ლი­სი ერზრუ­მის სამ­ხრე­თუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის და ბაქო-თბი­ლი­სი-ყარ­სის რკი­ნიგ­ზე­ბი, ეს არის იმ წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი და მო­მა­ვალ­შიც ასე­თი სცე­ნა­რით გან­ვი­თარ­დე­ბა ენერ­გე­ტი­კუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი. ეს იქ­ნე­ბა მა­გა­ლი­თი ბევ­რი სხვა ქვეყ­ნის­თვის, ეს იქ­ნე­ბა ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის მა­გა­ლი­თი მო­მა­ვალ­შიც და ერ­თად ჩვენ უშ­ვე­ლე­ბე­ლი მო­მა­ვა­ლი გვაქვს, აზერ­ბა­ი­ჯანს და სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლი­ან მდი­და­რი გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გო­რე­სურ­სე­ბი გა­აჩ­ნია. ამ ეტაპ­ზე ტარ­დე­ბა ტექ­ნი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი კვლე­ვე­ბი და წლის ბო­ლოს­თვის და­ვას­რუ­ლებთ ამ პრო­ცესს. ამის შემ­დეგ და­ვი­წყებთ პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას“, - გა­ნა­ცხა­და ილ­ჰამ ალი­ევ­მა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თენგო
2

ჩვენ რატიმ არ გვყავს ასეთი პრეზიდენტი რუსეთთანაც კარგი ურთიერთობა აქვს და დასავლეთანაც მიხუას ყულევი დააწერა ახლა ქარხანას აშნებს ფოთში თბილისშიც აზერბაიჯანულ თეატრსაც გახსნის გეიდარის გვერდით ილხამის ძეგლიც დავდგათ ნიშნად ჩვენი უტვინობისა

მარო
3

გარეჯი, გარეჯი, გარეჯი, გარეჯი, გარეჯი, გარეჯი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ, ვართ მეგობარი, მოძმე ქვეყნები" - ალიევის კომენტარი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ

"ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ, ვართ მეგობარი, მოძმე ქვეყნები" - ალიევის კომენტარი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ

ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ პირისპირ შეხვედრაზე ორი დამოუკიდებელი ერის ლიდერებმა. ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ, ვართ მეგობარი, მოძმე ქვეყნები, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

  • აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის თქმით, დღეს ორივე ერი ერთობლივი ძალისხმევით, არა მარტო უზრუნველყოფენ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, არამედ რეგიონისა და ევრო-აზიური კონტინენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნები ხდებიან როგორც საქართველო, ასევე აზერბაიჯანი.

„უპირველეს ყოვლისა, ბატონო პრემიერ-მინისტრო მთელი გულით გილოცავთ და მოგესალმებით აზერბაიჯანში. ძალიან მიხარია, რომ თქვენი პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ მყისიერად გადაწყვიტეთ აზერბაიჯანში ჩამოსვლა და მადლობას გიხდით ამისთვის. გილოცავთ პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ვიზიტს.

ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ პირისპირ შეხვედრაზე ორი დამოუკიდებელი ერის ლიდერებმა. ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ, ვართ მეგობარი, მოძმე ქვეყნები. ძალიან დიდი ფესვები აქვს ჩვენს მეგობრობას, ჩვენი ხალხის მეგობრულ და კეთილგანწყობილ ატმოსფეროში ცხოვრებას. ასეთ მყარ საფუძველზე აიგო და აშენდა ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა. დღეს ორივე ერი ერთობლივი ძალისხმევით, არა მარტო უზრუნველყოფენ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, არამედ რეგიონისა და ზოგადად ევრო-აზიური კონტინენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნები ხდებიან როგორც საქართველო, ასევე აზერბაიჯანი. ჩვენ ვახორციელებთ ერთობლივ პროექტებს ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში. ეს ყველაფერი ძალიან კრიტიკული მნიშვნელობის არის ბევრი ქვეყნისთვის. ყოველივე ამის შემდეგ დამატებით ნაბიჯებსაც გადავდგამთ ამ მიმართულებით, განსაკუთრებით ტრანსპორტირების სფეროში ახალი ინფრასტრუქტურული ინიციატივები იქნება გარდაუვალი ბევრი ქვეყნის დაკავშირებადობის უნარისთვის, განსაკუთრებით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საშუალებით და მისი გავრცობის საშუალებით. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა. ჩვენ გავზარდეთ მისი წარმადობა 1-დან 5 მილიარდ ტონამდე. ეს პროექტი ორ თვეში დასრულდება. როგორც ვახსენე, ამ რკინიგზის ოპერირება იქნება ბევრი ქვეყნისთვის მიმზიდველი და საინტერესო.

ამ თვიდან დაწყებული ჩვენ შეხვედრები გვექნება სამხრეთის ბუნებრივი აირის საკონსულტაციო ჯგუფებთან და საქართველოს მაღალი დონის დელეგაციები იქნებიან ჩართული ამ პროცესში. ყველა მონაწილე ხედავს, რომ აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი არიან ამ პროექტების ინიციატორები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის მიწოდებაზე საქართველოს გავლით. ზოგადად, ძალიან ბევრი ქვეყანა, რომლებიც ყიდულობენ ბუნებრივ აირს აზერბაიჯანიდან, ეს არის 8 ქვეყანა, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ლიმიტი. ეს რიცხვი ქვეყნებისა გაიზრდება და აზერბაიჯანის ენერგო რესურსების მომხმარებელ ქვეყანათა რაოდენობა გაიზრდება. ჩვენ კარგად ვიცით საერთაშორისო ენერგეტიკული ბაზრის სპეციფიკური ნიუანსები და ვაცნობიერებთ იმას, რომ მოთხოვნა დიდია აზერბაიჯანულ ბუნებრივ აირზე და კიდევ უფრო გაიზრდება ევროპის კონტინენტზე. გვაქვს რესურსები, ფინანსური რესურსიც, ინვესტიციების საშუალებაც, გვყავს სანდო მეგობრები საქართველოს სახით, სატრანზიტო შესაძლებლობები გაგვაჩნია ძალიან ფართო და ამიტომ ჩვენი შესაძლებლობა იმის საშუალებას მისცემს ბევრ ქვეყანას, რომ მომდევნო წლებში სანდო ენერგეტიკული რესურსი მიიღონ საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი ძალისხმევით.

რა თქმა უნდა, ახალ პროექტებზეც ვმუშაობთ. ერთ-ერთი მათგანი არის მწვანე ენერგეტიკის პროექტი და აქაც, საქართველო და აზერბაიჯანი სხვა ქვეყნებთან ერთად ჩართულნი არიან ძალიან მასშტაბურ პროექტებში. მიმაჩნია, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-თბილისი ერზრუმის სამხრეთული ბუნებრივი აირის და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზები, ეს არის იმ წარმატებული პროექტების მაგალითები და მომავალშიც ასეთი სცენარით განვითარდება ენერგეტიკული პროექტები. ეს იქნება მაგალითი ბევრი სხვა ქვეყნისთვის, ეს იქნება ჩვენი წარმატებული პროექტების მაგალითი მომავალშიც და ერთად ჩვენ უშველებელი მომავალი გვაქვს, აზერბაიჯანს და საქართველოს ძალიან მდიდარი განახლებადი ენერგორესურსები გააჩნია. ამ ეტაპზე ტარდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები და წლის ბოლოსთვის დავასრულებთ ამ პროცესს. ამის შემდეგ დავიწყებთ პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.