მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგანგაშო კვლევა, რომელზეც ქართველი ექიმი წერს - "მაღაზიაში შეფუთული საჭმლის უმეტესობა, ასევე ულტრა-დამუშავებული საკვები დიდ გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე"
საგანგაშო კვლევა, რომელზეც ქართველი ექიმი წერს - "მაღაზიაში შეფუთული საჭმლის უმეტესობა, ასევე ულტრა-დამუშავებული საკვები დიდ გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე"

ჯან­დაც­ვის სა­კი­თხე­ბის ექ­სპერ­ტი, ზაზა წე­რე­თე­ლი ახა­ლი კვლე­ვის შე­სა­ხებ ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას. კვლე­ვა ეხე­ბა ზო­გი­ე­რი საკ­ვე­ბი პრდუქ­ტის მავ­ნე ზე­გავ­ლე­ნას ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მზე.

"ულტრა და­მუ­შა­ვე­ბულ­მა საკ­ვებ­მა შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს არა მარ­ტო ჩვენს სხე­ულ­ზე, არა­მედ ჩვენს ტვინ­ზეც. ახალ­ა­ხან გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვა გვთა­ვა­ზობს კავ­შირს ულტრა-და­მუ­შა­ვე­ბულ საკ­ვებს შო­რის - რო­გო­რი­ცაა ჩიფ­სე­ბი, ბევ­რი მარ­ცვლე­უ­ლი და სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ა­ში შე­ფუ­თუ­ლი საჭ­მლის უმე­ტე­სო­ბა - იმას­თან თუ რო­გორ ვსწავ­ლობთ, ვი­მახ­სოვ­რებთ თუ ვგრძნობთ ამა თუ იმ სა­განს.

მკვლე­ვა­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს საკ­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს მსგავ­სი იმ ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც იწ­ვე­ვენ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას და ზო­გი­ერ­თი მეც­ნი­ე­რი უკვე გვთა­ვა­ზობს შე­მო­ვი­დეს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის ახა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მელ­საც ეწო­დე­ბა "დარ­ღვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მოწ­ვე­უ­ლია ულტრა და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ". ბევ­რი ულტრა-და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი სწრა­ფად მოქ­მე­დებს ტვინ­ზე, რო­დე­საც მათ ვჭამთ და ძლი­ერ გავ­ლე­ნას ახ­დენს მის იმ ნა­წილ­ზე , რო­მე­ლიც ჩარ­თუ­ლია სი­ა­მოვ­ნე­ბა­ში, მო­ტი­ვა­ცი­ა­სა და სწავ­ლა­ში. ეს ეფექ­ტე­ბი მსგავ­სია იმი­სა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი იყე­ნე­ბენ ნი­კო­ტინს, ალ­კოჰოლს და სხვა ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებს. ამ ფაქტს ნა­წი­ლობ­რივ ხსნის ასე­თი საკ­ვე­ბის წარ­მო­ე­ბის გზა.

  • კერ­ძოდ, ისე­თი პრო­დუქ­ტე­ბის და­სამ­ზა­დებ­ლად, რო­გო­რი­ცაა ჩიფ­სე­ბი, სა­უზ­მის მარ­ცვლე­უ­ლი და სნეკ ბა­რე­ბი, მწარ­მო­ებ­ლე­ბი ხში­რად ან­გრე­ვენ ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის უჯრე­დულ სტრუქ­ტუ­რას, აშო­რე­ბენ მათ წყალს და ბოჭ­კო­ებს, აად­ვი­ლე­ბენ მათ ღეჭ­ვას, ჭა­მას და სწრა­ფად მო­ნე­ლე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად კომ­პო­ნენ­ტე­ბი სწრა­ფად ხვდე­ბა ჩვენს ტვინ­ში, რაც საკ­ვებ­ზე უფრო და­მო­კი­დე­ბულს გვხდის.

ცხი­მე­ბის და ნახ­შირ­წყლე­ბის მა­ღა­ლი დო­ნის კომ­ბი­ნა­ცია ბევრ ულტრა-და­მუ­შა­ვე­ბულ საკ­ვებ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, კი­დევ ერთი მი­ზე­ზია იმი­სა, თუ რა­ტომ მოს­წონთ ასე­თი საკ­ვე­ბი და უჭირთ მისი ჭა­მის­გან თავ­შე­კა­ვე­ბა. კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, შო­კო­ლა­დი, ნა­ყი­ნი, კარ­ტო­ფი­ლი ფრი, პიცა და ჩიფ­სე­ბი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი საკ­ვე­ბია, რომ­ლის მი­მარ­თაც ბევრ ადა­მი­ანს უჩ­ნდე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ბევ­რი მათ­გა­ნი მდი­და­რია რო­გორც რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი ნახ­შირ­წყლე­ბით, ასე­ვე ცხი­მე­ბით, კომ­ბი­ნა­ცია, რო­მე­ლიც ჩვე­უ­ლებ­რივ ბუ­ნე­ბა­ში არ არის ნა­პოვ­ნი.

ბუ­ნე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი ხში­რად მდი­და­რია ცხი­მე­ბით ან ნახ­შირ­წყლე­ბით, მაგ­რამ არა ორი­ვე­თი. ბოლო კვლე­ვა­ში, რო­მე­ლიც გა­მოქ­ვეყ­ნდა ჟურ­ნალ­ში Cell Metabolism, მკვლე­ვა­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ებს ორი სხვა­დას­ხვა სა­ხის საჭ­მე­ლით კვე­ბავ­დნენ და აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ, თუ რო­გორ რე­ა­გი­რებ­და მათი ტვი­ნი მა­ღალ­ცხი­მი­ა­ნი, შაქ­რის შემ­ცვე­ლი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა­ზე. მათი ტვი­ნის სკა­ნი­რე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ მო­ნა­წი­ლე­ებს, რომ­ლე­ბიც რვა კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ირ­თმევ­დნენ ცხი­მი­ან და შაქ­რი­ან საჭ­მელს, ჰქონ­დათ გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი აქ­ტი­ვო­ბა ტვი­ნის იმ ნა­წი­ლებ­ში, რომ­ლე­ბიც ქმნი­ან დო­ფა­მინს, ნე­ი­როტ­რან­სმი­ტერს, რო­მე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობს მო­ტი­ვა­ცი­ის და მო­ლო­დი­ნის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში და იძ­ლე­ვა მი­ნიშ­ნე­ბას, რომ ეს პი­რე­ბი მო­ე­ლოდ­ნენ კი­დევ ერთ შაქ­რი­ან და ცხი­მი­ან საკ­ვებს. მეც­ნი­ე­რე­ბი გა­ოც­დნენ, რო­დე­საც აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მი­ირ­თმევ­დნენ ცხი­მი­ან, შაქ­რის შემ­ცველ საჭ­მელს, ასე­ვე ჰქონ­დათ ცვლი­ლე­ბე­ბი მეხ­სი­ე­რე­ბა­ში.

კერ­ძოდ სა­ნამ მო­ნა­წი­ლე­ებს უტა­რებ­დნენ ტვი­ნის სკა­ნი­რე­ბას, მკვლე­ვა­რებ­მა მათ მის­ცეს და­ვა­ლე­ბა, რო­მე­ლიც სთხოვ­და მათ სუ­რათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ღი­ლა­კის და­ჭე­რას გარ­კვე­უ­ლი ბგე­რე­ბის მოს­მე­ნი­სას. მო­ნა­წი­ლე­ებ­მა, რომ­ლე­ბიც ჭამ­დნენ ცხი­მი­ან და შაქ­რის შემ­ცველ საჭ­მელს, ვერ მი­ი­ღეს ის სუ­რა­თი, რა­საც ელოდ­ნენ. ავ­სტრა­ლი­ა­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ცხი­მე­ბი­თა და და­მა­ტე­ბუ­ლი შაქ­რით მდი­და­რი საკ­ვე­ბის სა­უზ­მე­ზე მი­ღე­ბა ზე­დი­ზედ 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იწ­ვევ­და სწავ­ლი­სა და მეხ­სი­ე­რე­ბის ტეს­ტე­ბის სწო­რედ შეს­რუ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბას. ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც უფრო ჯან­საღ სა­უზ­მეს მი­ირ­თმევ­დნენ, ასე­თი ცვლი­ლე­ბე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ. ულტრა და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი ასე­ვე გავ­ლე­ნას ახ­დენს ფსი­ქი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. რამ­დე­ნი­მე ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა კავ­ში­რი ულტრა-და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი საკ­ვე­ბით დი­ე­ტებ­სა და დეპ­რე­სი­ის გაზ­რდილ რისკს შო­რის. გა­სულ თვე­ში ჟურ­ნალ BMJ-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის დიდი მი­მო­ხილ­ვა აჩ­ვე­ნებ­და დეპ­რე­სი­ის, შფოთვი­სა და ძი­ლის პრობ­ლე­მე­ბის გაზ­რდის რისკს ულტრა-და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი საკ­ვე­ბით მდი­და­რი დი­ე­ტე­ბის დროს.

ზო­გი­ერ­თი მეც­ნი­ე­რი უკვე სა­უბ­რობს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის ახალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, რო­მელ­საც გეგ­მა­ვენ უწო­დონ "ულტრა და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი დარ­ღვე­ვა", რათა შე­ი­ტა­ნონ ოფი­ცი­ა­ლურ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში, რო­მელ­საც ფსი­ქი­ატ­რე­ბი და ფსი­ქო­ლო­გე­ბი იყე­ნე­ბენ პა­ცი­ენ­ტე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კის­თვის.

სიმპტო­მე­ბი მო­ი­ცავს ამ სკვე­ბი­სად­მი ინ­ტენ­სი­ურ ლტოლ­ვას, მოხ­მა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბის სირ­თუ­ლეს და სიმპტო­მებს, რო­გო­რი­ცაა გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა და აგ­ზნე­ბა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ცდი­ლო­ბენ შე­ამ­ცი­რონ მათი მი­ღე­ბა. ერთ-ერთი მთა­ვა­რი გზა, თუ რო­გორ მოქ­მე­დებს დი­ე­ტა ფსი­ქი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, არის ნაწ­ლა­ვის მიკ­რო­ბი­ო­მის მეშ­ვე­ო­ბით. ნაწ­ლა­ვის მიკ­რო­ბი­ო­მი ეხე­ბა მიკ­რო­ბებს, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რო­ბენ საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბელ ტრაქ­ტში. ისი­ნი გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ იმუ­ნურ ფუნ­ქცი­ა­ზე, სტრეს­ზე რე­ა­გი­რე­ბის სის­ტე­მა­ზე და ნე­ი­როტ­რან­სმი­ტე­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ზე, რო­გო­რი­ცაა სე­რო­ტო­ნი­ნი, ეს ყვე­ლა­ფე­რი კი სა­ბო­ლო­ოდ გავ­ლე­ნას ახ­დენს ფსი­ქი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. ულტრა და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი საკ­ვე­ბით გა­ჯე­რე­ბულ­მა დი­ე­ტამ შე­იძ­ლე­ბა შეც­ვა­ლოს ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში არ­სე­ბუ­ლი მიკ­რო­ბი­ო­მი ისე, რომ ის ნაკ­ლე­ბად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყოს და ნაკ­ლე­ბი სა­ხის სა­სარ­გებ­ლო ბაქ­ტე­რია დარ­ჩეს. ეს ცვლი­ლე­ბა უკვე იწ­ვევს ზე­მოქ­მე­დე­ბას ფსი­ქი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე" - წერს ზაზა წე­რე­თე­ლი.

კვლე­ვის წყა­რო: Wall street journal

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რეალისტი
1

საკვები მავნე დანამატებით, ხორცი ანტიბიოტიკებით და ჰორმონებით გაჯერებული, ხილ-ბოსტნეული ნიტრატებით და შხამ-ქიმიკატებით სავსე და გენმოდიფიცირებული, რძის ნაწარმი გაყალბებული და ტრანსცხიმებით სავსე, ჯამ- ჭურჭელი, პლასტმასები, სათამაშოები მძიმე მეტალებით და მავნე ნივთიერებებით, სამშენებლო მასალები, საღებავები ასევე ტყვიით და მავნე ნივთიერებებით, ჰაერი დაბინძურებული.... ანუ, ცხოვრება ვითარდება ვითომ? დასკვნა თქვენთვის მომინდვია.

ნინი
0

ამიტომაც მომრავლდნენ ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანები საჯარო სამსახურში...

ავტორი:

საგანგაშო კვლევა, რომელზეც ქართველი ექიმი წერს - "მაღაზიაში შეფუთული საჭმლის უმეტესობა, ასევე ულტრა-დამუშავებული საკვები დიდ გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე"

საგანგაშო კვლევა, რომელზეც ქართველი ექიმი წერს - "მაღაზიაში შეფუთული საჭმლის უმეტესობა, ასევე ულტრა-დამუშავებული საკვები დიდ გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე"

ჯანდაცვის საკითხების ექსპერტი, ზაზა წერეთელი ახალი კვლევის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. კვლევა ეხება ზოგიერი საკვები პრდუქტის მავნე ზეგავლენას ადამიანის ორგანიზმზე.

"ულტრა დამუშავებულმა საკვებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს არა მარტო ჩვენს სხეულზე, არამედ ჩვენს ტვინზეც. ახალახან გამოქვეყნებული კვლევა გვთავაზობს კავშირს ულტრა-დამუშავებულ საკვებს შორის - როგორიცაა ჩიფსები, ბევრი მარცვლეული და სასურსათო მაღაზიაში შეფუთული საჭმლის უმეტესობა - იმასთან თუ როგორ ვსწავლობთ, ვიმახსოვრებთ თუ ვგრძნობთ ამა თუ იმ საგანს.

მკვლევარები ამბობენ, რომ ეს საკვები შეიძლება იყოს მსგავსი იმ ნივთიერებებისა, რომლებიც იწვევენ დამოკიდებულებას და ზოგიერთი მეცნიერი უკვე გვთავაზობს შემოვიდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის ახალი მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება "დარღვევები, რომლებიც გამოწვეულია ულტრა დამუშავებული საკვების გამოყენებით ". ბევრი ულტრა-დამუშავებული საკვები სწრაფად მოქმედებს ტვინზე, როდესაც მათ ვჭამთ და ძლიერ გავლენას ახდენს მის იმ ნაწილზე , რომელიც ჩართულია სიამოვნებაში, მოტივაციასა და სწავლაში. ეს ეფექტები მსგავსია იმისა, როდესაც ადამიანები იყენებენ ნიკოტინს, ალკოჰოლს და სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს. ამ ფაქტს ნაწილობრივ ხსნის ასეთი საკვების წარმოების გზა.

  • კერძოდ, ისეთი პროდუქტების დასამზადებლად, როგორიცაა ჩიფსები, საუზმის მარცვლეული და სნეკ ბარები, მწარმოებლები ხშირად ანგრევენ ინგრედიენტების უჯრედულ სტრუქტურას, აშორებენ მათ წყალს და ბოჭკოებს, აადვილებენ მათ ღეჭვას, ჭამას და სწრაფად მონელებას. შესაბამისად კომპონენტები სწრაფად ხვდება ჩვენს ტვინში, რაც საკვებზე უფრო დამოკიდებულს გვხდის.

ცხიმების და ნახშირწყლების მაღალი დონის კომბინაცია ბევრ ულტრა-დამუშავებულ საკვებში, სავარაუდოდ, კიდევ ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ მოსწონთ ასეთი საკვები და უჭირთ მისი ჭამისგან თავშეკავება. კვლევების თანახმად, შოკოლადი, ნაყინი, კარტოფილი ფრი, პიცა და ჩიფსები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკვებია, რომლის მიმართაც ბევრ ადამიანს უჩნდება დამოკიდებულება. ბევრი მათგანი მდიდარია როგორც რაფინირებული ნახშირწყლებით, ასევე ცხიმებით, კომბინაცია, რომელიც ჩვეულებრივ ბუნებაში არ არის ნაპოვნი.

ბუნებაში არსებული საკვები ხშირად მდიდარია ცხიმებით ან ნახშირწყლებით, მაგრამ არა ორივეთი. ბოლო კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Cell Metabolism, მკვლევარები მონაწილეებს ორი სხვადასხვა სახის საჭმელით კვებავდნენ და აკვირდებოდნენ, თუ როგორ რეაგირებდა მათი ტვინი მაღალცხიმიანი, შაქრის შემცველი საკვების მიღებაზე. მათი ტვინის სკანირებამ აჩვენა, რომ მონაწილეებს, რომლებიც რვა კვირის განმავლობაში მიირთმევდნენ ცხიმიან და შაქრიან საჭმელს, ჰქონდათ გაცილებით მაღალი აქტივობა ტვინის იმ ნაწილებში, რომლებიც ქმნიან დოფამინს, ნეიროტრანსმიტერს, რომელიც მონაწილეობს მოტივაციის და მოლოდინის ჩამოყალიბებაში და იძლევა მინიშნებას, რომ ეს პირები მოელოდნენ კიდევ ერთ შაქრიან და ცხიმიან საკვებს. მეცნიერები გაოცდნენ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ადამიანებს, რომლებიც მიირთმევდნენ ცხიმიან, შაქრის შემცველ საჭმელს, ასევე ჰქონდათ ცვლილებები მეხსიერებაში.

კერძოდ სანამ მონაწილეებს უტარებდნენ ტვინის სკანირებას, მკვლევარებმა მათ მისცეს დავალება, რომელიც სთხოვდა მათ სურათთან დაკავშირებული ღილაკის დაჭერას გარკვეული ბგერების მოსმენისას. მონაწილეებმა, რომლებიც ჭამდნენ ცხიმიან და შაქრის შემცველ საჭმელს, ვერ მიიღეს ის სურათი, რასაც ელოდნენ. ავსტრალიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ცხიმებითა და დამატებული შაქრით მდიდარი საკვების საუზმეზე მიღება ზედიზედ 4 დღის განმავლობაში იწვევდა სწავლისა და მეხსიერების ტესტების სწორედ შესრულების შემცირებას. ადამიანებს, რომლებიც უფრო ჯანსაღ საუზმეს მიირთმევდნენ, ასეთი ცვლილებები არ აღენიშნებოდათ. ულტრა დამუშავებული საკვები ასევე გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. რამდენიმე ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა კავშირი ულტრა-დამუშავებული საკვებით დიეტებსა და დეპრესიის გაზრდილ რისკს შორის. გასულ თვეში ჟურნალ BMJ-ში გამოქვეყნებული კვლევის დიდი მიმოხილვა აჩვენებდა დეპრესიის, შფოთვისა და ძილის პრობლემების გაზრდის რისკს ულტრა-დამუშავებული საკვებით მდიდარი დიეტების დროს.

ზოგიერთი მეცნიერი უკვე საუბრობს ფსიქიკური ჯანმრთელობის ახალ მდგომარეობაზე, რომელსაც გეგმავენ უწოდონ "ულტრა დამუშავებული საკვების გამოყენებით გამოწვეული დარღვევა", რათა შეიტანონ ოფიციალურ სახელმძღვანელოში, რომელსაც ფსიქიატრები და ფსიქოლოგები იყენებენ პაციენტების დიაგნოსტიკისთვის.

სიმპტომები მოიცავს ამ სკვებისადმი ინტენსიურ ლტოლვას, მოხმარების შემცირების სირთულეს და სიმპტომებს, როგორიცაა გაღიზიანება და აგზნება, როდესაც ადამიანები ცდილობენ შეამცირონ მათი მიღება. ერთ-ერთი მთავარი გზა, თუ როგორ მოქმედებს დიეტა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, არის ნაწლავის მიკრობიომის მეშვეობით. ნაწლავის მიკრობიომი ეხება მიკრობებს, რომლებიც ცხოვრობენ საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. ისინი გავლენას ახდენენ იმუნურ ფუნქციაზე, სტრესზე რეაგირების სისტემაზე და ნეიროტრანსმიტერების გამომუშავებაზე, როგორიცაა სეროტონინი, ეს ყველაფერი კი საბოლოოდ გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ულტრა დამუშავებული საკვებით გაჯერებულმა დიეტამ შეიძლება შეცვალოს ადამიანის ორგანიზმში არსებული მიკრობიომი ისე, რომ ის ნაკლებად მრავალფეროვანი იყოს და ნაკლები სახის სასარგებლო ბაქტერია დარჩეს. ეს ცვლილება უკვე იწვევს ზემოქმედებას ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე" - წერს ზაზა წერეთელი.

კვლევის წყარო: Wall street journal