საზოგადოება
სამართალი
პოლიტიკა

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამხედრო
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დასთან ერთად გატაცებული,19 წლის ბიჭის ისტორია - "მაია დამემშვიდობა, მითხრა, რომ თუ ცოცხალი გადავრჩებოდი, მშობლებისთვის მეთქვა, რომ ისინი ძალიან უყვარდა"
დასთან ერთად გატაცებული,19 წლის ბიჭის ისტორია - "მაია დამემშვიდობა, მითხრა, რომ თუ ცოცხალი გადავრჩებოდი, მშობლებისთვის მეთქვა, რომ ისინი ძალიან უყვარდა"

სამი თვის წინ 19 წლის იტაი რე­გე­ვი ღა­ზის ტყვე­ო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ის ერთ-ერთი იყო 103 მძევ­ლი­დან, რო­მე­ლიც "ჰა­მა­სმა" 240 პა­ლეს­ტი­ნელ პა­ტი­მარ­ში გაც­ვა­ლა. მარ­თა­ლია, ახალ­გაზ­რდა თა­ვი­სუ­ფა­ლია, მაგ­რამ ის ძა­ლი­ან დარ­დობს იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც დღემ­დე "ჰა­მა­სის" ტყვე­ო­ბა­ში არი­ან. იტაი ამ­ბობს, რომ მსოფ­ლი­ომ და­ი­ვი­წყა ისი­ნი და მო­უ­წო­დებს ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბას, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თოს მათ და­საბ­რუ­ნებ­ლად.

რე­გე­ვი თა­ვის და, მა­ი­ას­თან და მე­გო­ბარ­თან ერ­თად, "ნო­ვას" მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე თავ­დას­ხმის დროს გა­ი­ტა­ცეს.

ცე­ცხლის შე­წყვე­ტი­სა და მძევ­ლე­ბის გაც­ვლის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი რამ­დე­ნი­მე კვი­რაა მიმ­დი­ნა­რე­ობს. მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით მხა­რე­ებს შო­რის შე­თან­ხმე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი დაბ­რკო­ლე­ბა "ჰა­მა­სის" მო­თხოვ­ნაა ცე­ცხლის შე­წყვე­ტი­სა და ღა­ზი­დან ის­რა­ე­ლის ჯა­რე­ბის გაყ­ვა­ნის შე­სა­ხებ, რა­საც ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ "ბოდ­ვა" უწო­და.

"ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ იმი­სათ­ვის, რომ დარ­ჩე­ნი­ლი მძევ­ლე­ბი გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ იქი­დან. ისი­ნი ნე­ბის­მი­ერ ფა­სად უნდა და­ვაბ­რუ­ნოთ“, - ამ­ბობს BBC-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში იტაი.

ამ­ჟა­მად ღა­ზა­ში 130-მდე მძე­ვა­ლია, მათ შო­რი­საა იტა­ის მე­გო­ბა­რი ომე­რი. ის­რა­ე­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მძე­ვალ­თა­გან და­ახ­ლო­ე­ბით 30 ადა­მი­ა­ნი და­ღუ­პუ­ლია.

იტაი ახლა ლონ­დონ­შია, რათა ბრი­ტა­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებ­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლოს მძევ­ლე­ბის ბედი. მას სურს, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მეტი გა­ა­კე­თოს მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

"მძევ­ლე­ბი იქ ხუთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. პა­სუ­ხი ნა­თე­ლია: არა, საკ­მა­რი­სი არ კეთ­დე­ბა. ხუთი თვე მზის სი­ნათ­ლე რომ არ და­ი­ნა­ხო, არ იცო­დე, რა და­ე­მარ­თა შენს ოჯახს, იყო სა­ში­ნელ პი­რო­ბებ­ში, შიმ­ში­ლობ­დე... ისი­ნი რაც შე­იძ­ლე­ბა მალე უნდა გა­მო­იყ­ვა­ნონ იქი­დან. მძევ­ლე­ბი თავს სა­შინ­ლად გრძნო­ბენ, რად­გან არ იცი­ან, რა ბედი ელით", - ამ­ბობს ახალ­გაზ­რდა.

ტყვე­ო­ბა­ში ყოფ­ნის 54 დღეს იტაი ჯო­ჯო­ხე­თად აღ­წერს. ამ­ბობს, რომ შე­ე­გუა იმ აზრს, რომ მოკ­ლავ­დნენ.

"სულ მშივ­რე­ბი ვი­ყა­ვით. 54 დღე შხა­პი არ მი­მი­ღია. ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ტყვედ ამიყ­ვა­ნეს, ძა­ლი­ან გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. მათ არ აინ­ტე­რე­სებ­დათ, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი. ფე­ხებ­ზე ჭრი­ლო­ბე­ბი მქონ­და.

ჩვენ იქ ვცხოვ­რობ­დით ში­შის სა­ში­ნე­ლი გრძნო­ბით. ყო­ვე­ლი წამი ამ გრძნო­ბით ცხოვ­რე­ბა სა­ში­ნე­ლე­ბაა - იმის გან­ცდა, რომ არ იცი, დი­ლას რომ გა­იღ­ვი­ძებ, რა მოხ­დე­ბა - რა­კე­ტა მოგ­ხვდე­ბა თუ შე­მოვ­ლენ და ია­რაღს გეს­ვრი­ან. იქ ძა­ლი­ან რთუ­ლი პი­რო­ბე­ბია“, - ამ­ბობს იტაი.

შე­გახ­სე­ნებთ "ჰა­მას" - ის­რა­ე­ლის ომი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც "ჰა­მა­სის" მებ­რძო­ლე­ბი 7 ოქ­ტომ­ბერს სამ­ხრეთ ის­რა­ელს თავს და­ესხნენ. და­ი­ღუ­პა და­ახ­ლო­ე­ბით, 1200 ადა­მი­ა­ნი, 253 მძევ­ლად აიყ­ვა­ნეს. "ჰა­მა­სის" მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ის­რა­ე­ლის სა­პა­სუ­ხო დარ­ტყმე­ბის შე­დე­გად ღა­ზა­ში 31 200-ზე მეტი ადა­მი­ა­ნია და­ღუ­პუ­ლი.

7 ოქ­ტომ­ბერს, დი­ლას, "ჰა­მა­სის" ტე­რო­რის­ტე­ბი "ნო­ვას" მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­იჭრ­ნენ, რო­მე­ლიც ღა­ზას სექ­ტო­რის სი­ახ­ლო­ვეს მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

ფეს­ტი­ვა­ლის მო­ნა­წი­ლე 360-ზე მეტი ახალ­გაზ­რდა ად­გილ­ზე მოკ­ლეს, სცე­მეს ან ცო­ცხლად დაწ­ვეს. კი­დევ 40 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის იტაი, მძევ­ლად აიყ­ვა­ნეს.

"მან­ქა­ნა­ში ჩავ­სხე­დით, გაქ­ცე­ვა ვცა­დეთ და ხუთი წუ­თის შემ­დეგ ტე­რო­რის­ტე­ბის ფურ­გონს შევ­ხვდით, რომ­ლე­ბიც უმო­წყა­ლოდ ეს­როდ­ნენ ყვე­ლა მან­ქა­ნას. ფეხ­ში დამ­ჭრეს, ჩემს და­საც ფეხ­ში ეს­რო­ლეს, ტე­რო­რის­ტე­ბი ფურ­გო­ნი­დან გად­მო­ვიდ­ნენ, ხე­ლე­ბი შე­მიკ­რეს და ტყვედ ამიყ­ვა­ნეს“, - იხ­სე­ნებს ბიჭი.

თა­ვი­დან ეგო­ნა მოკ­ლავ­დნენ, რად­გან ხე­ლით ანიშ­ნეს, რომ ყელს გა­მოჭ­რიდ­ნენ.

"ვნა­ხე, რომ ჩემი და მაია და­შავ­და და ტი­რო­და. იმ დღეს მაია და­მემ­შვი­დო­ბა, მი­თხრა, რომ თუ ცო­ცხა­ლი და­ვაღ­წევ­დი იქა­უ­რო­ბას, მშობ­ლე­ბის­თვის მეთ­ქვა, რომ ისი­ნი ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. ეს დღე სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე არ და­მა­ვი­წყდე­ბა “.

ტყვე­ე­ბი ღა­ზა­ში გვი­რა­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­და­იყ­ვა­ნეს.

"რო­დე­საც ღა­ზა­ში შე­ვე­დით, ტე­რო­რის­ტებ­მა ყვი­რი­ლი და ზე­ი­მი და­ი­წყეს. ეს ყვე­ლა­ფე­რი დიდ წვე­უ­ლე­ბას ჰგავ­და".

შემ­დეგ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც "ძა­ლი­ან შეშ­ფო­თე­ბუ­ლი" ექი­მი და "ჰა­მა­სის" რამ­დე­ნი­მე მებ­რძო­ლი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. მისი თქმით, ექიმ­მა ტყვია ფე­ხი­დან ნარ­კო­ზი­სა და ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლის გა­რე­შე ამო­უ­ღო. უთხრეს გა­ჩუ­მე­ბუ­ლი­ყო და არ მოკ­ლავ­დნენ. მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში აფურ­თხებ­დნენ და შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­დნენ.

და-ძმა ერ­თმა­ნეთს და­ა­შო­რეს, თუმ­ცა მათ მა­ინც მო­ა­ხერ­ხეს კო­მუ­ნი­კა­ცია. გამ­ტა­ცებ­ლებ­მა მა­ი­ას ძმის ნახ­ვა­ზე უარი თქვეს, მაგ­რამ მის­გან წე­რი­ლი გა­დას­ცეს. ისი­ნი ამ გზით ურ­თი­ერ­თობ­დნენ ტყვე­ო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

იტაი და მაია, რომ­ლე­ბიც ტე­რო­რის­ტებ­მა ფეხ­ში დაჭ­რეს, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლობ­დნენ

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ მა­ი­ას სი­ა­რუ­ლი არ შე­ეძ­ლო. ქალი ახ­ლაც რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გა­დის.

იტაი, რო­მე­ლიც გა­სულ კვი­რას 19 წლის გახ­და, ბედ­ნი­ე­რია, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლია, მაგ­რამ წუხს, რომ სხვა მძევ­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით მისი მე­გო­ბა­რი ომე­რი, კვლავ ტყვე­ო­ბა­ში რჩე­ბი­ან.

"რა­ტომ არის ომე­რი ისევ იქ და მე აქ? ხან­და­ხან თავს დამ­ნა­შა­ვედ ვგრძნობ. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ­დი მის და­საბ­რუ­ნებ­ლად... მას­თან ერ­თად ვი­ყა­ვი და მშვე­ნივ­რად მეს­მის, რას გრძნობს. მინ­და ვიყ­ვი­რო მის ტკი­ვილ­ზე, რად­გან თვი­თონ არ შე­უძ­ლია ამის გა­კე­თე­ბა. მას ამის უფ­ლე­ბაც არ აქვს... ის სრუ­ლი­ად უმ­წე­ოა", - ამ­ბობს იტაი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nika
18

თქვენი აზრით ებრაელები ფრთაშესხმული ანგელოზები არიან და პალესტინელები ფაშისტები.

ისტორიას გაეცანით და დასკვნები მერე გააკეთეთ. ძალადობას გამართლება არა აქვს, მაგრამ ებრაელების პოლიტიკამ მიიყვანა საქმე აქამდე. ცუდათ დაამთავრებენ.

ზურა
3

რა ბოევიკი? :D წერა ისწავლეთ, ჟურნალისტი ხართ, მებრძოლი ამის მერე დაიმახსოვრებთ ;)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

დასთან ერთად გატაცებული,19 წლის ბიჭის ისტორია - "მაია დამემშვიდობა, მითხრა, რომ თუ ცოცხალი გადავრჩებოდი, მშობლებისთვის მეთქვა, რომ ისინი ძალიან უყვარდა"

დასთან ერთად გატაცებული,19 წლის ბიჭის ისტორია - "მაია დამემშვიდობა, მითხრა, რომ თუ ცოცხალი გადავრჩებოდი, მშობლებისთვის მეთქვა, რომ ისინი ძალიან უყვარდა"

სამი თვის წინ 19 წლის იტაი რეგევი ღაზის ტყვეობიდან გაათავისუფლეს. ის ერთ-ერთი იყო 103 მძევლიდან, რომელიც "ჰამასმა" 240 პალესტინელ პატიმარში გაცვალა. მართალია, ახალგაზრდა თავისუფალია, მაგრამ ის ძალიან დარდობს იმ ადამიანებზე, რომლებიც დღემდე "ჰამასის" ტყვეობაში არიან. იტაი ამბობს, რომ მსოფლიომ დაივიწყა ისინი და მოუწოდებს ისრაელის მთავრობას, ყველაფერი გააკეთოს მათ დასაბრუნებლად.

რეგევი თავის და, მაიასთან და მეგობართან ერთად, "ნოვას" მუსიკალურ ფესტივალზე თავდასხმის დროს გაიტაცეს.

ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. მაგრამ ჯერჯერობით მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაბრკოლება "ჰამასის" მოთხოვნაა ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზიდან ისრაელის ჯარების გაყვანის შესახებ, რასაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ "ბოდვა" უწოდა.

"ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დარჩენილი მძევლები გამოვიყვანოთ იქიდან. ისინი ნებისმიერ ფასად უნდა დავაბრუნოთ“, - ამბობს BBC-სთან ინტერვიუში იტაი.

ამჟამად ღაზაში 130-მდე მძევალია, მათ შორისაა იტაის მეგობარი ომერი. ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მძევალთაგან დაახლოებით 30 ადამიანი დაღუპულია.

იტაი ახლა ლონდონშია, რათა ბრიტანეთის პარლამენტის წევრებთან ერთად განიხილოს მძევლების ბედი. მას სურს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მეტი გააკეთოს მძევლების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.

"მძევლები იქ ხუთი თვის განმავლობაში იმყოფებიან. პასუხი ნათელია: არა, საკმარისი არ კეთდება. ხუთი თვე მზის სინათლე რომ არ დაინახო, არ იცოდე, რა დაემართა შენს ოჯახს, იყო საშინელ პირობებში, შიმშილობდე... ისინი რაც შეიძლება მალე უნდა გამოიყვანონ იქიდან. მძევლები თავს საშინლად გრძნობენ, რადგან არ იციან, რა ბედი ელით", - ამბობს ახალგაზრდა.

ტყვეობაში ყოფნის 54 დღეს იტაი ჯოჯოხეთად აღწერს. ამბობს, რომ შეეგუა იმ აზრს, რომ მოკლავდნენ.

"სულ მშივრები ვიყავით. 54 დღე შხაპი არ მიმიღია. ის ადამიანები, ვინც ტყვედ ამიყვანეს, ძალიან გაბოროტებულები იყვნენ. მათ არ აინტერესებდათ, რა მდგომარეობაში ვიყავი. ფეხებზე ჭრილობები მქონდა.

ჩვენ იქ ვცხოვრობდით შიშის საშინელი გრძნობით. ყოველი წამი ამ გრძნობით ცხოვრება საშინელებაა - იმის განცდა, რომ არ იცი, დილას რომ გაიღვიძებ, რა მოხდება - რაკეტა მოგხვდება თუ შემოვლენ და იარაღს გესვრიან. იქ ძალიან რთული პირობებია“, - ამბობს იტაი.

შეგახსენებთ "ჰამას" - ისრაელის ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც "ჰამასის" მებრძოლები 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელს თავს დაესხნენ. დაიღუპა დაახლოებით, 1200 ადამიანი, 253 მძევლად აიყვანეს. "ჰამასის" მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის საპასუხო დარტყმების შედეგად ღაზაში 31 200-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

7 ოქტომბერს, დილას, "ჰამასის" ტერორისტები "ნოვას" მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, რომელიც ღაზას სექტორის სიახლოვეს მიმდინარეობდა.

ფესტივალის მონაწილე 360-ზე მეტი ახალგაზრდა ადგილზე მოკლეს, სცემეს ან ცოცხლად დაწვეს. კიდევ 40 ადამიანი, მათ შორის იტაი, მძევლად აიყვანეს.

"მანქანაში ჩავსხედით, გაქცევა ვცადეთ და ხუთი წუთის შემდეგ ტერორისტების ფურგონს შევხვდით, რომლებიც უმოწყალოდ ესროდნენ ყველა მანქანას. ფეხში დამჭრეს, ჩემს დასაც ფეხში ესროლეს, ტერორისტები ფურგონიდან გადმოვიდნენ, ხელები შემიკრეს და ტყვედ ამიყვანეს“, - იხსენებს ბიჭი.

თავიდან ეგონა მოკლავდნენ, რადგან ხელით ანიშნეს, რომ ყელს გამოჭრიდნენ.

"ვნახე, რომ ჩემი და მაია დაშავდა და ტიროდა. იმ დღეს მაია დამემშვიდობა, მითხრა, რომ თუ ცოცხალი დავაღწევდი იქაურობას, მშობლებისთვის მეთქვა, რომ ისინი ძალიან უყვარდა. ეს დღე სიცოცხლის ბოლომდე არ დამავიწყდება “.

ტყვეები ღაზაში გვირაბის საშუალებით გადაიყვანეს.

"როდესაც ღაზაში შევედით, ტერორისტებმა ყვირილი და ზეიმი დაიწყეს. ეს ყველაფერი დიდ წვეულებას ჰგავდა".

შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც "ძალიან შეშფოთებული" ექიმი და "ჰამასის" რამდენიმე მებრძოლი იმყოფებოდნენ. მისი თქმით, ექიმმა ტყვია ფეხიდან ნარკოზისა და ტკივილგამაყუჩებლის გარეშე ამოუღო. უთხრეს გაჩუმებულიყო და არ მოკლავდნენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში აფურთხებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.

და-ძმა ერთმანეთს დააშორეს, თუმცა მათ მაინც მოახერხეს კომუნიკაცია. გამტაცებლებმა მაიას ძმის ნახვაზე უარი თქვეს, მაგრამ მისგან წერილი გადასცეს. ისინი ამ გზით ურთიერთობდნენ ტყვეობის განმავლობაში.

იტაი და მაია, რომლებიც ტერორისტებმა ფეხში დაჭრეს, გათავისუფლების შემდეგ საავადმყოფოში მკურნალობდნენ

გათავისუფლების შემდეგ მაიას სიარული არ შეეძლო. ქალი ახლაც რეაბილიტაციას გადის.

იტაი, რომელიც გასულ კვირას 19 წლის გახდა, ბედნიერია, რომ თავისუფალია, მაგრამ წუხს, რომ სხვა მძევლები, განსაკუთრებით მისი მეგობარი ომერი, კვლავ ტყვეობაში რჩებიან.

"რატომ არის ომერი ისევ იქ და მე აქ? ხანდახან თავს დამნაშავედ ვგრძნობ. ყველაფერს გავაკეთებდი მის დასაბრუნებლად... მასთან ერთად ვიყავი და მშვენივრად მესმის, რას გრძნობს. მინდა ვიყვირო მის ტკივილზე, რადგან თვითონ არ შეუძლია ამის გაკეთება. მას ამის უფლებაც არ აქვს... ის სრულიად უმწეოა", - ამბობს იტაი.