სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბელგოროდი კვლავ ცეცხლშია, არის მსხვერპლი: რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ "დივერსანტები თავს ესხმიან სასაზღვრო რეგიონებს"
ბელგოროდი კვლავ ცეცხლშია, არის მსხვერპლი: რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ "დივერსანტები თავს ესხმიან სასაზღვრო რეგიონებს"

რუ­სე­თის ორ რე­გი­ონ­ზე - კურსკსა და ბელ­გო­როდ­ში ხუთ­შა­ბათს რამ­დე­ნი­მე თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და. ბელ­გო­როდ­ში და­ბომბვის შე­დე­გად სულ მცი­რე ორი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და ცხრა და­შავ­და. კურსკის რა­ი­ონ­ში და­ბომ­ბეს სა­სა­ზღვრო სო­ფე­ლი ტეტ­კი­ნო.

ხუთ­შა­ბათს დი­ლით, ბელ­გო­რო­დის რე­გი­ონს ჯერ დრო­ნე­ბი და­ესხნენ თავს, შემ­დეგ კი დარ­ტყმა მრა­ვალ­ჯე­რა­დი სა­რა­კე­ტო სის­ტე­მის გა­მო­ყე­ნე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და. რო­გორც რე­გი­ო­ნის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ვი­ა­ჩეს­ლავ გლად­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და, ქა­ლაქთან მი­ახ­ლო­ე­ბი­სას რვა სა­ჰა­ე­რო სა­მიზ­ნე ჩა­მო­აგ­დეს, მაგ­რამ ერთი ჭურ­ვი სამ­გზავ­რო მან­ქა­ნას და­ე­ცა, შე­დე­გად, მისი მძღო­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, ბელ­გო­რო­დის რე­გი­ო­ნი კვლავ და­ბომ­ბეს. გლად­კო­ვის თქმით, რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა ამ­ჯე­რად 10 დრო­ნი ჩა­მო­აგ­დეს.

"და­ბომბვის მსხვერ­პლი სა­მო­ქა­ლა­ქო პირი იყო, რო­მე­ლიც ავ­ტო­მო­ბილს მარ­თავ­და. აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად მისი მან­ქა­ნა თხრილ­ში გა­და­ვარ­და. მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად ქალი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა“, - ნათ­ქვა­მია გუ­ბერ­ნა­ტო­რის გან­ცხა­დე­ბა­ში. თავ­დას­ხმის შე­დე­გად კი­დევ სამი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და: ორი ქალი და ერთი მა­მა­კა­ცი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფებ­მა ისი­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ბელ­გო­როდ­ში მი­ნი­მუმ რვა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი და სამი კერ­ძო სახ­ლი და­ზი­ან­და, ასე­ვე და­ზი­ან­და 13 მან­ქა­ნა. ქა­ლა­ქის და­ბომბვის გამო სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბის მუ­შა­ო­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია.

ბოლო შემ­თხვე­ვი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ, თავ­დას­ხმა მე­სა­მედ გან­ხორ­ცი­ელ­და: ამ­ჯე­რად რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მამ 11 დრო­ნის ჩა­მოგ­დე­ბა მო­ა­ხერ­ხა. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ორი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბელ­გო­რო­დის და­ბომბვის და­წყე­ბამ­დე „რუ­სე­თის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ლე­გი­ო­ნის" და „რუ­სე­თის მო­ხა­ლი­სე­თა კორ­პუ­სის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი (რუ­სეთ­ში ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბად აღი­ა­რე­ბუ­ლი და აკ­რძა­ლუ­ლი) ამ­ბობ­დნენ, რომ თავს და­ეს­ხმე­ბოდ­ნენ კურსკის, ბელ­გო­რო­დი­სა და ბრა­ი­ანსკის რე­გი­ო­ნებს.

14 მარტს, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ბომბვის და­წყე­ბამ­დე "რუ­სე­თის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ლე­გი­ო­ნი­სა" და "რუ­სე­თის მო­ხა­ლი­სე­თა კორ­პუ­სის“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა (რუ­სეთ­ში ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბად აღი­ა­რე­ბუ­ლი და აკ­რძა­ლუ­ლი) გაფრ­თხი­ლე­ბა გა­ავ­რცე­ლეს, რომ კურსკში, ბელ­გო­როდსა და ბრი­ანსკში სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტებს და­არ­ტყამ­დნენ.

მა­ლე­ვე რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ა­ცხა­და, რომ მის­მა შე­ნა­ერ­თებ­მა უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეჭ­რის მცდე­ლო­ბა აღ­კვე­თეს. ბრძო­ლე­ბის შე­დე­გად, დე­პარ­ტა­მენ­ტის ცნო­ბით, 195-მდე უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო და­ი­ღუ­პა, თუმ­ცა ეს ინ­ფორ­მა­ცია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის.

რუსი სამ­ხედ­რო კო­რეს­პონ­დენ­ტე­ბი ად­რეც წერ­დნენ ბელ­გო­რო­დი­სა და კურსკის სა­სა­ზღვრო რა­ი­ო­ნებ­ში "უკ­რა­ი­ნელ დი­ვერ­სან­ტებ­თან" ბრძო­ლე­ბის შე­სა­ხებ. მათი თქმით, თავ­დამ­სხმე­ლებს შო­რის და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი იყო.

კვი­რის და­სა­წყი­სი­დან რუ­სე­თის სა­ზღვრის­პი­რა რე­გი­ო­ნე­ბი მა­სობ­რი­ვი თავ­დას­ხმე­ბის ქვე­შაა.

უკ­რა­ი­ნულ მხა­რეს კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი კი მომ­ხდარს მო­ახ­ლო­ე­ბულ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებს უკავ­ში­რებს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კიკი
7

ვიღაც იძახდა იქ ნათესავები მყავსო და მშვიდობააო ბუზის ხმაც კი ისმისო და ეს ფოტოები რომელი პლანეტიდანაა მაშინ?😁

მიმა. წერტილას
3

რა გეშველებააა? არაფერი! !ასე დარჩებიიიი, ახსნას არ დაგუწყებ მაინც ვერ გაიგებ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ბელგოროდი კვლავ ცეცხლშია, არის მსხვერპლი: რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ "დივერსანტები თავს ესხმიან სასაზღვრო რეგიონებს"

ბელგოროდი კვლავ ცეცხლშია, არის მსხვერპლი: რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ "დივერსანტები თავს ესხმიან სასაზღვრო რეგიონებს"

რუსეთის ორ რეგიონზე - კურსკსა და ბელგოროდში ხუთშაბათს რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა. ბელგოროდში დაბომბვის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა. კურსკის რაიონში დაბომბეს სასაზღვრო სოფელი ტეტკინო.

ხუთშაბათს დილით, ბელგოროდის რეგიონს ჯერ დრონები დაესხნენ თავს, შემდეგ კი დარტყმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის გამოყენებით განხორციელდა. როგორც რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, ქალაქთან მიახლოებისას რვა საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს, მაგრამ ერთი ჭურვი სამგზავრო მანქანას დაეცა, შედეგად, მისი მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

დღის მეორე ნახევარში, ბელგოროდის რეგიონი კვლავ დაბომბეს. გლადკოვის თქმით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ამჯერად 10 დრონი ჩამოაგდეს.

"დაბომბვის მსხვერპლი სამოქალაქო პირი იყო, რომელიც ავტომობილს მართავდა. აფეთქების შედეგად მისი მანქანა თხრილში გადავარდა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა“, - ნათქვამია გუბერნატორის განცხადებაში. თავდასხმის შედეგად კიდევ სამი ადამიანი დაშავდა: ორი ქალი და ერთი მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსული მედიის ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ბელგოროდში მინიმუმ რვა საცხოვრებელი კორპუსი და სამი კერძო სახლი დაზიანდა, ასევე დაზიანდა 13 მანქანა. ქალაქის დაბომბვის გამო სავაჭრო ცენტრების მუშაობა შეჩერებულია.

ბოლო შემთხვევიდან რამდენიმე საათის შემდეგ, თავდასხმა მესამედ განხორციელდა: ამჯერად რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ 11 დრონის ჩამოგდება მოახერხა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ ბელგოროდის დაბომბვის დაწყებამდე „რუსეთის თავისუფლების ლეგიონის" და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ წარმომადგენლები (რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებული და აკრძალული) ამბობდნენ, რომ თავს დაესხმებოდნენ კურსკის, ბელგოროდისა და ბრაიანსკის რეგიონებს.

14 მარტს, დღის განმავლობაში დაბომბვის დაწყებამდე "რუსეთის თავისუფლების ლეგიონისა" და "რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ წარმომადგენლებმა (რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებული და აკრძალული) გაფრთხილება გაავრცელეს, რომ კურსკში, ბელგოროდსა და ბრიანსკში სამხედრო ობიექტებს დაარტყამდნენ.

მალევე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მისმა შენაერთებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობა აღკვეთეს. ბრძოლების შედეგად, დეპარტამენტის ცნობით, 195-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, თუმცა ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

რუსი სამხედრო კორესპონდენტები ადრეც წერდნენ ბელგოროდისა და კურსკის სასაზღვრო რაიონებში "უკრაინელ დივერსანტებთან" ბრძოლების შესახებ. მათი თქმით, თავდამსხმელებს შორის დაღუპულთა რიცხვი გაცილებით ნაკლები იყო.

კვირის დასაწყისიდან რუსეთის საზღვრისპირა რეგიონები მასობრივი თავდასხმების ქვეშაა.

უკრაინულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.

ვლადიმერ პუტინი კი მომხდარს მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირებს.

იხილეთ ასევე: