სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ბოლო შანსი იყო" - ცოლ-ქმარი და მათი 2 წლის შვილი ავიაკატასტროფას სასწაულებრივად გადაურჩნენ: საშინელებათა ჟანრის რეალური ამბავი ბედნიერი დასასრულით (ფოტოები)
"ეს ბოლო შანსი იყო" - ცოლ-ქმარი და მათი 2 წლის შვილი ავიაკატასტროფას სასწაულებრივად გადაურჩნენ: საშინელებათა ჟანრის რეალური ამბავი ბედნიერი დასასრულით (ფოტოები)

ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფა, რო­მე­ლიც მსხვერ­პლის გა­რე­შე დას­რულ­და - კა­ლი­ფორ­ნი­ე­ლი წყვი­ლი და მათი 2 წლის შვი­ლი სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩნენ მას შემ­დეგ, რაც ჩა­მო­ვარ­და პა­ტა­რა თვითმფრი­ნა­ვი, რო­მელ­შიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

საქ­მე ისაა, რომ მფრი­ნავ­მა თვითმფრი­ნა­ვის მა­სი­უ­რი პა­რა­შუ­ტი გახ­სნა, რო­მელ­მაც ვარ­დნის სიჩ­ქა­რე შე­ამ­ცი­რა. სა­ბო­ლო­ოდ, ის ტყით და­ფა­რულ, მთი­ან მხა­რე­ში ჩა­მო­ვარ­და და სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბორტზე მყო­ფი ყვე­ლა პირი გა­დარ­ჩა.

  • მაშ­ვე­ლებ­მა ისი­ნი ჩა­მო­ვარ­დნის ად­გი­ლას იპო­ვეს. ცოლ-ქმარს და მათ შვილს მხო­ლოდ მცი­რე ჭრი­ლო­ბე­ბი და ნა­კაწ­რე­ბი აქვთ.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თვითმფრი­ნა­ვი SR Shelter Cove-ის აე­რო­პორ­ტი­დან აფ­რინ­და და სან­ტა რო­ზას­კენ მი­ე­მარ­თე­ბო­და, სა­დაც ოჯა­ხი ცხოვ­რობს. ფრე­ნის დროს ძრა­ვი მწყობ­რი­დან გა­მო­ვი­და.

მფრი­ნავ­მა პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა და­ი­წყო, მაგ­რამ მა­ლე­ვე მიხ­ვდა, რომ პრობ­ლე­მა ვერ მოგ­ვარ­დე­ბო­და, ამი­ტომ გა­და­წყვი­ტა, გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა სის­ტე­მა სა­ხე­ლად Cirrus Airframe Parachute - ეს სის­ტე­მა ანე­ლებს თვითმფრი­ნა­ვის ვარ­დნის სიჩ­ქა­რეს. სა­ბო­ლო­ოდ, მფრი­ნა­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. "ეს ბოლო შან­სი იყო, პა­რა­შუ­ტის გა­რე­შე გა­დარ­ჩე­ნის შან­სი არ არ­სე­ბობ­და", - ამ­ბო­ბენ მაშ­ვე­ლე­ბი.

რო­დე­საც მაშ­ვე­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ, ადა­მი­ა­ნე­ბი უკვე თვითმფრი­ნა­ვი­დან გა­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ. სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­ზე ჩანს, რო­გორ ეშ­ვე­ბა პა­რა­შუ­ტით თვითმფრი­ნა­ვი. ასე­ვე გა­მოქ­ვეყ­ნდა ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც ხე­ებ­ში, დამ­სხვრე­უ­ლი თვითმფრი­ნა­ვია აღ­ბეჭ­დი­ლი.

ბოლო ცხრა თვე­ში ეს მე­ო­რე შემ­თხვე­ვაა, როცა ჩა­მო­ვარ­დნი­სას პა­ტა­რა ზო­მის თვითმფირ­ნა­ვის პა­რა­შუ­ტი გახ­სნეს და ვარ­დნის სიჩ­ქა­რე შემ­ცირ­და. პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვის დროს თვითმფრი­ნა­ვი ოკე­ა­ნე­ში ჩა­ვარ­და, მა­ში­ნაც ორმა და­ზა­რა­ლე­ბულ­მა მაშ­ვე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით ნა­პირ­ზე გა­მოს­ვლა შეძ­ლო და გა­დარ­ჩა.

აი განსხვავება!
0

წყალქვეშა ნავი "კურსკი" ...

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ეს ბოლო შანსი იყო" - ცოლ-ქმარი და მათი 2 წლის შვილი ავიაკატასტროფას სასწაულებრივად გადაურჩნენ: საშინელებათა ჟანრის რეალური ამბავი ბედნიერი დასასრულით (ფოტოები)

"ეს ბოლო შანსი იყო" - ცოლ-ქმარი და მათი 2 წლის შვილი ავიაკატასტროფას სასწაულებრივად გადაურჩნენ: საშინელებათა ჟანრის რეალური ამბავი ბედნიერი დასასრულით (ფოტოები)

ავიაკატასტროფა, რომელიც მსხვერპლის გარეშე დასრულდა - კალიფორნიელი წყვილი და მათი 2 წლის შვილი სასწაულებრივად გადარჩნენ მას შემდეგ, რაც ჩამოვარდა პატარა თვითმფრინავი, რომელშიც იმყოფებოდნენ.

საქმე ისაა, რომ მფრინავმა თვითმფრინავის მასიური პარაშუტი გახსნა, რომელმაც ვარდნის სიჩქარე შეამცირა. საბოლოოდ, ის ტყით დაფარულ, მთიან მხარეში ჩამოვარდა და საბედნიეროდ, ბორტზე მყოფი ყველა პირი გადარჩა.

  • მაშველებმა ისინი ჩამოვარდნის ადგილას იპოვეს. ცოლ-ქმარს და მათ შვილს მხოლოდ მცირე ჭრილობები და ნაკაწრები აქვთ.

ოფიციალური ინფორმაციით, თვითმფრინავი SR Shelter Cove-ის აეროპორტიდან აფრინდა და სანტა როზასკენ მიემართებოდა, სადაც ოჯახი ცხოვრობს. ფრენის დროს ძრავი მწყობრიდან გამოვიდა.

მფრინავმა პრობლემის მოგვარება დაიწყო, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ პრობლემა ვერ მოგვარდებოდა, ამიტომ გადაწყვიტა, გამოეყენებინა სისტემა სახელად Cirrus Airframe Parachute - ეს სისტემა ანელებს თვითმფრინავის ვარდნის სიჩქარეს. საბოლოოდ, მფრინავის გადაწყვეტილებამ შედეგი გამოიღო. "ეს ბოლო შანსი იყო, პარაშუტის გარეშე გადარჩენის შანსი არ არსებობდა", - ამბობენ მაშველები.

როდესაც მაშველები მივიდნენ, ადამიანები უკვე თვითმფრინავიდან გასულები იყვნენ. სახანძრო სამსახურის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, როგორ ეშვება პარაშუტით თვითმფრინავი. ასევე გამოქვეყნდა ფოტოები, სადაც ხეებში, დამსხვრეული თვითმფრინავია აღბეჭდილი.

ბოლო ცხრა თვეში ეს მეორე შემთხვევაა, როცა ჩამოვარდნისას პატარა ზომის თვითმფირნავის პარაშუტი გახსნეს და ვარდნის სიჩქარე შემცირდა. პირველი შემთხვევის დროს თვითმფრინავი ოკეანეში ჩავარდა, მაშინაც ორმა დაზარალებულმა მაშველების დახმარებით ნაპირზე გამოსვლა შეძლო და გადარჩა.