მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროკავშირი ქალთა მეწარმეობის გასავითარებლად  - როგორ შეძლებთ დახმარების მიღებას?
ევროკავშირი ქალთა მეწარმეობის გასავითარებლად  - როგორ შეძლებთ დახმარების მიღებას?

ევ­რო­კავ­ში­რი ქალ­თა მე­წარ­მე­ო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად უჭერს მხარს და გთა­ვა­ზობთ პა­სუ­ხებს, ხში­რად დას­მულ კი­თხვებ­ზე:

  • 1. სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა მინ­და, მაგ­რამ არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, იმუ­შა­ვებს თუ არა ჩემი იდეა. ვის შე­უძ­ლია რჩე­ვის მო­ცე­მა?

ევ­რო­კავ­ში­რი აქ­ტი­უ­რად უჭერს მხარს ახა­ლი ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბას - გან­სა­კუთ­რე­ბით ქალ­თა ბიზ­ნე­სი­სას და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სა­სოფ­ლო და ყუ­რა­დღე­ბა­მოკ­ლე­ბულ და­სახ­ლე­ბებ­ში. ამი­ტომ არ იფიქ­როთ, თით­ქოს აუ­ცი­ლე­ბე­ლია, თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­დეთ, გქონ­დეთ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა ან მოქ­მე­დი ბიზ­ნე­სი იმი­სათ­ვის, რომ ევ­რო­კავ­ში­რის­გან დახ­მა­რე­ბა მი­ი­ღოთ - პი­რი­ქით!

ევ­რო­კავ­ში­რი ხელს უწყობს მთელ რიგ პროგ­რა­მებ­სა და ბიზ­ნე­სის მხარ­დამ­ჭერ ინი­ცი­ა­ტი­ვებს, რომ­ლე­ბიც მო­გა­მა­რა­გე­ბენ რჩე­ვე­ბით, გა­გი­წე­ვენ პრაქ­ტი­კულ დახ­მა­რე­ბას და გა­მო­გი­ყო­ფენ და­ფი­ნან­სე­ბას ბიზ­ნე­სის და­სა­წყე­ბად.

აი, რამ­დე­ნი­მე მა­გა­ლი­თი:

თუ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სფე­რო­ში გსურთ მხარ­და­ჭე­რის მი­ღე­ბა, სოფ­ლი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ევ­რო­პის სა­მე­ზობ­ლო პროგ­რა­მა (ENPARD) მო­გაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და რჩე­ვებს და გა­გი­წევთ ტრე­ნინგსა და ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით. 2013 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ამ პროგ­რა­მით უკვე ასო­ბით ათას­მა ფერ­მერ­მა ისარ­გებ­ლა. პროგ­რა­მა მხარს უჭერს თე­მებ­თან ად­გილ­ზე მო­მუ­შა­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს და მიზ­ნად ისა­ხავს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შექ­მნას სოფ­ლად მცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის - გან­სა­კუთ­რე­ბით კი ქა­ლე­ბი­სათ­ვის. გა­ი­გეთ მეტი ENPARD-ის მხარ­და­ჭე­რა­ზე სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­სა და სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის სფე­რო­ებ­ში და გა­ე­ცა­ნით ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მოქ­მე­დო ჯგუ­ფე­ბის სიას, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით გა­გი­წე­ვენ დახ­მა­რე­ბას.

კავ­კა­სი­ის გა­რე­მოს­დაც­ვი­თი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ქსე­ლი (CENN) ასე­ვე ახორ­ცი­ე­ლებს პრო­ექ­ტებს, რომ­ლე­ბიც ხელს უწყობს ქა­ლე­ბის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბას სა­სოფ­ლო და­სახ­ლე­ბებ­ში. ეს პრო­ექ­ტე­ბია მწვა­ნე გუ­რია და სა­მო­ქა­ლა­ქო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა ქვე­მო ქარ­თლის მრა­ვა­ლეთ­ნი­კურ რე­გი­ონ­ში კო­ვი­დის შემ­დგო­მი მწვა­ნე და ინ­კლუ­ზი­უ­რი აღ­დგე­ნის ხელ­შე­სა­წყო­ბად. ქსე­ლის მიერ უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ შე­საძ­ლებ­ლო­ბა­თა გა­საც­ნო­ბად ეწ­ვი­ეთ CENN-ის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერდს.

პროგ­რა­მა, მე­რე­ბი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის­თვის, ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბებს ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნა­ში ეხ­მა­რე­ბა. იმ ათე­უ­ლო­ბით ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც ამ ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი, ორი - ქუ­თა­ი­სი და ბა­თუ­მი - ახორ­ცი­ე­ლებს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს პრო­ექ­ტებს - მათ შო­რის, მე­წარ­მე­ო­ბი­სა და ინო­ვა­ცი­ის მხარ­და­სა­ჭე­რად.

და­მა­ტე­ბით, EU4Youth პროგ­რა­მა სულ მალე და­ი­წყებს პრო­ექ­ტე­ბის სე­რი­ას, რომ­ლის მი­ზა­ნი­ცაა, ხელი შე­უ­წყოს ახალ­გაზ­რდე­ბის და­საქ­მე­ბა­სა და მე­წარ­მე­ო­ბას, მათ შო­რის ტრე­ნინ­გე­ბი­სა და სტა­ჟი­რე­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. EU4Youth პრო­ექ­ტე­ბის წინა სე­რი­ის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტარ­და უნა­რე­ბის გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი ასო­ბით აქ­ტი­ვო­ბა, რო­მელ­თა ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის 75% ქა­ლე­ბი იყ­ვნენ. ასე­ვე გან­ხორ­ცი­ელ­და სტა­ჟი­რე­ბე­ბი და ტრე­ნინ­გე­ბი, გა­ი­ცა გრან­ტე­ბი ახა­ლი ბიზ­ნე­სე­ბის და­სა­წყე­ბად და შე­იქ­მნა სამი ინო­ვა­ცი­უ­რი ცოდ­ნის ჰაბი გორ­ში, ნი­ნოწ­მინ­და­სა და ახ­მე­ტა­ში. თვა­ლი ადევ­ნეთ EU4Youth-ის გვერდს, რათა არ გა­მო­გე­პა­როთ უახ­ლე­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

  • 2. მე უკვე მაქვს ბიზ­ნე­სი, მაგ­რამ მჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა მის ახალ სა­ფე­ხურ­ზე გა­და­საყ­ვა­ნად: აქვს ევ­რო­კავ­შირს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რომ­ლი­თაც შე­მიძ­ლია ვი­სარ­გებ­ლო?

თუ ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა გსურთ, რჩე­ვე­ბი­სა და და­ფი­ნან­სე­ბის მი­ღე­ბა შე­გიძ­ლი­ათ EU4Business ინი­ცი­ა­ტი­ვის­გან, რო­მე­ლიც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით უჭერს მხარს კერ­ძო სექ­ტორს.

კერ­ძოდ, ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის (EBRD) მე­წარ­მე ქა­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მა სპე­ცი­ფი­კუ­რად ქა­ლე­ბის მიერ მარ­თულ ბიზ­ნე­სებს სთა­ვა­ზობს სეს­ხებს, ტრე­ნინგსა და სა­კონ­სულ­ტა­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბას. პროგ­რა­მა თა­ნამ­შრომ­ლობს ად­გი­ლობ­რივ პარტნი­ო­რებ­თან, სა­ქარ­თვე­ლოს ბანკთან, თი­ბი­სი ბანკთან და პროკ­რე­დიტ ბანკთან, რათა ქალ მე­წარ­მე­ებს კონ­კრე­ტულ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის მი­წო­დე­ბით და­ეხ­მა­როს. მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის ეწ­ვი­ეთ მათ ვებ­სა­იტს ან ად­გი­ლობ­რივ ფი­ლი­ალს. თქვენ ასე­ვე შე­გიძ­ლი­ათ, პი­რის­პირ შეხ­ვდეთ ბან­კე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს EBRD-ის მე­წარ­მე ქა­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მის სე­მი­ნა­რებ­ზე.

სეს­ხე­ბის გა­ცე­მის გარ­და, მე­წარ­მე ქა­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მა გთა­ვა­ზობთ ტრე­ნინგსა და სუბ­სი­დი­რე­ბულ სა­კონ­სულ­ტა­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბას, რო­მე­ლიც ქა­ლე­ბის მიერ მარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი. პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ასე­ვე შე­იქ­მნა პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი ონ­ლა­ინპ­ლატ­ფორ­მა - Business Lens - რო­მე­ლიც და­გეხ­მა­რე­ბათ, უკეთ შე­ის­წავ­ლოთ თქვე­ნი ბიზ­ნე­სი და გა­ი­გოთ, რა სა­ხის მხარ­და­ჭე­რის მი­ღე­ბა შე­გიძ­ლი­ათ.

EU4Business ინი­ცი­ა­ტი­ვის მიერ პარტნი­ორ ბან­კებ­თან (ბა­ზის­ბან­კი, პროკ­რე­დიტ ბან­კი, კრე­დო ბან­კი, კრის­ტა­ლი და იშ­ბან­კი სა­ქარ­თვე­ლო) თა­ნამ­შრომ­ლო­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ასე­ვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია მცი­რე ბიზ­ნეს­სეს­ხე­ბი - იქ­ნე­ბა ეს მიკ­რო­და­ფი­ნან­სე­ბა თუ მსხვი­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო სეს­ხი. ყვე­ლა იმ სეს­ხი­სა თუ გრან­ტის სა­ნა­ხა­ვად, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი მცი­რე ბიზ­ნე­სე­ბის­თვი­საა ხელ­მი­საწ­ვდო­მი, ეწ­ვი­ეთ EU4Business-ის ვებ­სა­იტს.

მცი­რე სეს­ხე­ბი (სა­შუ­ა­ლოდ 14,300 ევ­როს მო­ცუ­ლო­ბით) ასე­ვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია ინი­ცი­ა­ტი­ვის, ევ­რო­პუ­ლი ფონ­დი სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის­თვის (EFSE), მეშ­ვე­ო­ბით. ამ სეს­ხე­ბით სარ­გებ­ლო­ბა შე­უძ­ლი­ათ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის, მრეწ­ვე­ლო­ბის, ვაჭ­რო­ბის ან მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე და 10-ზე ნაკ­ლე­ბი თა­ნამ­შრომ­ლის მქო­ნე მცი­რე ბიზ­ნე­სებს.

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­ექ­ტე­ბის­თვის რამ­დე­ნი­მე გრან­ტი ხელ­მი­საწ­ვდო­მია ENPARD-ის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­შიც. გრან­ტე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ უახ­ლე­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­გე­ბად თვა­ლი ადევ­ნეთ UNDP სა­ქარ­თვე­ლოს გვერდს ფე­ის­ბუქ­ზე.

სუბ­სი­დი­რე­ბუ­ლი სა­კონ­სულ­ტა­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია EBRD-ის პროგ­რა­მით, რჩე­ვე­ბი მცი­რე ბიზ­ნე­სე­ბის­თვის. ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის მეშ­ვე­ო­ბით თქვენ შე­გიძ­ლი­ათ მი­ი­ღოთ რჩე­ვე­ბი ისე­თი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით, რო­გო­რე­ბი­ცაა სტრა­ტე­გია, მარ­კე­ტინ­გი, ოპე­რა­ცი­ე­ბი, ხა­რის­ხის მარ­თვა, ენერ­გო­ე­ფექ­ტი­ა­ნო­ბა, ფი­ნან­სე­ბის მარ­თვა და სხვა. პროგ­რა­მა ად­გი­ლობ­რივ მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მო­ებს აკავ­ში­რებს რო­გორც ად­გი­ლობ­რივ კონ­სულ­ტან­ტებ­თან, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო მრჩევ­ლებ­თან. EBRD მხარს უჭერს ისეთ სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე ბიზ­ნე­სებს, რო­გო­რი­ცაა კვე­ბა და სას­მე­ლი, სა­ბი­თუ­მო და სა­ცა­ლო დის­ტრი­ბუ­ცია და მშე­ნებ­ლო­ბა და ინ­ჟი­ნე­რია. ამ პროგ­რა­მის მეშ­ვე­ო­ბით უკვე მხარ­და­ჭე­რილ პრო­ექტთა თით­ქმის 30 პრო­ცენ­ტი თბი­ლი­სის გა­რეთ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს.

თუ მოქ­მედ სო­ცი­ა­ლურ სა­წარ­მოს ფლობთ, თქვენ ასე­ვე შე­გიძ­ლი­ათ, მხარ­და­ჭე­რა აქ­ცი­ოს­გან მი­ი­ღოთ. ესაა სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის (CSRDG) მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და მარ­თუ­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო გავ­ლე­ნის ფონ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი სო­ცი­ა­ლუ­რი სა­წარ­მო­ე­ბის­თვის. ფონ­დი ევ­რო­კავ­ში­რის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის, „თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და­დე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის“, ნა­წი­ლად შე­იქ­მნა. ამ უკა­ნას­კნე­ლის მი­ზა­ნია, გა­ნა­ვი­თა­როს სო­ცი­ა­ლუ­რი მე­წარ­მე­ო­ბა და სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ვეს­ტი­რე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ქვეყ­ნებ­ში. აქ­ცი­ოს მი­სი­აა, და­ეხ­მა­როს სო­ცი­ა­ლურ სა­წარ­მო­ებს, გა­ზარ­დონ ბიზ­ნე­სი და სო­ცი­ა­ლუ­რი გავ­ლე­ნა. ფონ­დი გას­ცემს და­ფი­ნან­სე­ბას და ასე­ვე სთა­ვა­ზობს სო­ცი­ა­ლუ­რი სა­წარ­მო­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სერ­ვი­სებს სტრა­ტე­გი­უ­ლი მარ­თვის, ფი­ნან­სე­ბის, მარ­კე­ტინ­გის, გა­ყიდ­ვე­ბის და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით. გა­ე­ცა­ნით უახ­ლეს ცნო­ბებ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ამ ბმულ­ზე.

  • 3. არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა მინ­და, მაგ­რამ ვიცი, რომ ახა­ლი უნა­რე­ბის ათ­ვი­სე­ბა მსურს: შე­უძ­ლია ევ­რო­კავ­შირს ჩემი დახ­მა­რე­ბა?

ტრე­ნინ­გი და უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რის უმ­თავ­რე­სი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბია. სწო­რედ ამი­ტომ ევ­რო­კავ­ში­რი მნიშ­ვნე­ლო­ვან და­ფი­ნან­სე­ბას გას­ცემს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და ტრე­ნინ­გის (VET) მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით.

ევ­რო­კავ­ში­რის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის, უნა­რე­ბი წარ­მა­ტე­ბის­თვის, დახ­მა­რე­ბით შე­იქ­მნა ახალ­გაზ­რდო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ონ­ლა­ინპ­ლატ­ფორ­მა - https://youthplatform.gov.ge - რო­მე­ლიც ერთ ად­გი­ლას უყ­რის თავს ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდომ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, ტრე­ნინ­გის და და­საქ­მე­ბის ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბას რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს­გან, ასე­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­გან და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის­გან. პრო­ექ­ტმა, რო­მე­ლიც გა­სულ წელს დას­რულ­და და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, „გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ბავ­შვე­ბის“ მიერ გან­ხორ­ცი­ელ­და, რე­გი­ო­ნებ­ში და­ა­არ­სა ინო­ვა­ცი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, სა­დაც ახალ­გაზ­რდებს მენ­ტო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რით თა­ვი­ან­თი ბიზ­ნე­სი­დე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა შე­უძ­ლი­ათ. თვა­ლი ადევ­ნეთ ფე­ის­ბუ­ქის გვერდს, „გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ბავ­შვე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში“, რათა გა­ეც­ნოთ და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას, წარ­მა­ტე­ბის ის­ტო­რი­ებ­სა და ხელ­მი­საწ­ვდომ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს.

ევ­რო­კავ­ში­რის მიერ Skills4Jobs პროგ­რა­მის ნა­წი­ლად და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის, „ად­გი­ლობ­რი­ვი ქსე­ლუ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის მიზ­ნით“ (LINKS), ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ოთხ რე­გი­ონ­ში - აჭა­რა­ში, გუ­რი­ა­ში, ქვე­მო ქარ­თლსა და შიდა ქარ­თლში - ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის (LINKS) ცენ­ტრე­ბი და­არ­სდა. ცენ­ტრე­ბი 15-29 წლის ახალ­გაზ­რდებს სთა­ვა­ზობს რიგ აქ­ტი­ვო­ბებს ბაზ­რის­თვის რე­ლე­ვან­ტუ­რი ისე­თი უნა­რე­ბი­სა და კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად, რო­გო­რი­ცაა ციფ­რუ­ლი და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბა, ინ­გლი­სუ­რი ენა, სა­მე­წარ­მეო უნა­რე­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე და სო­ცი­ა­ლუ­რი სტარ­ტა­პე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა.

30 წლამ­დე ასა­კის ახალ­გაზ­რდა ქა­ლებს ევ­რო­კავ­ში­რი ერაზ­მუს + ახალ­გაზ­რდო­ბის პროგ­რა­მე­ბი­თაც სთა­ვა­ზობს შე­სა­ნიშ­ნავ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ, შე­უ­ერ­თდეთ სა­ქარ­თვე­ლოს ათა­სო­ბით ახალ­გაზ­რდა მო­ქა­ლა­ქეს, რომ­ლებ­მაც უკვე აით­ვი­სეს ახა­ლი უნა­რე­ბი და მი­ი­ღეს ფას­და­უ­დე­ბე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ახალ­გაზ­რდულ პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ან ევ­რო­პის სო­ლი­და­რო­ბის კორ­პუ­სის ფარ­გლებ­ში სა­ზღვარ­გა­რეთ მო­ხა­ლი­სედ მუ­შა­ო­ბით.

ხოლო თუ უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბას იღებთ, ერაზ­მუს + პროგ­რა­მა გთა­ვა­ზობთ სტუ­დენ­ტურ გაც­ვლებ­სა და სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მებს ევ­რო­პა­ში. გა­ე­ცა­ნით არ­სე­ბულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნის პი­რო­ბებს.

  • ​​4. არი­ან სხვა ჩემ­ნა­ი­რი ქა­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი ევ­რო­კავ­ში­რის დახ­მა­რე­ბით და­ი­წყეს?

ასე­თი ქა­ლე­ბი იმა­ზე მეტ­ნი არი­ან, ვიდ­რე წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ!

2022 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში EU4Business ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გლებ­ში 30,628 მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მომ მი­ი­ღო მხარ­და­ჭე­რა, რის შე­დე­გა­დაც და­მა­ტე­ბით 228 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ოდე­ნო­ბის მო­გე­ბა გა­მო­მუ­შავ­და და 24,284 სა­მუ­შაო ად­გი­ლი შე­იქ­მნა. სა­წარ­მო­ებ­მა ბრუნ­ვა - 18%-ით, ხოლო ექ­სპორ­ტი 16%-ით გა­ზარ­დეს. ამ ბიზ­ნეს­თა თით­ქმის 40%-ს ქა­ლე­ბი ფლო­ბენ!

მა­გა­ლი­თად:

ეკა ბო­ქო­ლიშ­ვილ­მა EU4Business პრო­ექ­ტის მხარ­და­ჭე­რით შე­ი­ძი­ნა ახა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე და­ნად­გა­რი ჩურ­ჩხე­ლის სა­წარ­მო­ებ­ლად, რის შე­დე­გა­დაც მის კომ­პა­ნი­ას მსხვი­ლი სა­ექ­სპორ­ტო შეკ­ვე­თე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ხა­რის­ხის შე­უმ­ცი­რებ­ლად შე­უძ­ლია.

ნინო იო­სე­ლი­ა­ნის ტექ­სტი­ლის სტარ­ტა­პი, „კავ­კა­სი­ის ფე­რე­ბი“, გა­წევ­რი­ან­და EU4Business პრო­ექ­ტის მხარ­და­ჭე­რით და­არ­სე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს ტან­საც­მლი­სა და მო­დის ასო­ცი­ა­ცი­ა­ში (GAFA), რის შე­დე­გა­დაც მისი ბიზ­ნე­სი მე­ტად კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი გახ­და.

21 წლის ერნა პე­პა­ნი­ან­მა გრან­ტი ENPARD პროგ­რა­მის­გან მი­ი­ღო და მდი­ნა­რე ხრა­მის ხე­ო­ბა­ში მდგა­რი თა­ვი­სი სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო გა­ნა­ვი­თა­რა. ის ახლა ეხ­მა­რე­ბა ახალ­გაზ­რდა ქა­ლებს, რომ­ლებ­საც მა­სა­ვით სურთ ახა­ლი საქ­მის წა­მო­წყე­ბა, თუმ­ცა არ იცი­ან, სა­ი­დან და­ი­წყონ. ერნა მათ ურ­ჩევს, ენ­დონ თა­ვი­ანთ ძა­ლებს, ბევ­რი იშ­რო­მონ და წარ­მა­ტე­ბის­კენ პა­ტარ-პა­ტა­რა ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გან.

ციცი შენ­გე­ლი­ამ თა­ვი­სი ჰობი - ხეზე კვე­თა - საქ­მედ აქ­ცია და EU4Youth-ის დახ­მა­რე­ბით, რო­მელ­მაც ის ბიზ­ნესტრე­ნინ­გით, მენ­ტო­რო­ბი­თა და და­ფი­ნან­სე­ბით მო­ა­მა­რა­გა, სა­ხე­ლოს­ნო გახ­სნა.

ირი­ნე გლო­ველ­მა და თეკ­ლა მა­მა­გე­იშ­ვილ­მა სა­კონ­სულ­ტა­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბა მე­წარ­მე ქა­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში მი­ი­ღეს. თეკ­ლას პროგ­რა­მა თვა­ლის კლი­ნი­კის საქ­მი­ა­ნო­ბის სტრა­ტე­გი­ულ და­გეგ­მვა­სა და ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის მო­ზიდ­ვა­ში და­ეხ­მა­რა. ირი­ნემ კი მხარ­და­ჭე­რა თა­ვი­სი სა­ინ­ჟინ­რო კომ­პა­ნი­ის ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რიშ­გე­ბის მო­სა­წეს­რი­გებ­ლად მი­ი­ღო, რა­მაც სა­წარ­მოს მო­გე­ბა 7.5%-ით გა­ზარ­და.

მა­ნა­ნა ჩქა­რე­უ­ლი სახ­ლი­დან მუ­შა­ობ­და მკე­რა­ვად. EFSE პროგ­რა­მი­დან მი­ღე­ბუ­ლი სეს­ხე­ბის დახ­მა­რე­ბით მან აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის გა­ნახ­ლე­ბა და სა­თა­ნა­დო სა­მუ­შაო სივ­რცი­სა და პერ­სო­ნა­ლის და­ქი­რა­ვე­ბა შეძ­ლო. მალე მისი კომ­პა­ნია და­მო­უ­კი­დე­ბელ ბრენ­დად ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა.

  • 5. ვის შე­მიძ­ლია ვთხო­ვო დახ­მა­რე­ბა?

EU4Business ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გლებ­ში მოქ­მე­დი პრო­ექ­ტე­ბი­სა და ხელ­მი­საწ­ვდო­მი და­ფი­ნან­სე­ბე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი­სა და სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად ეწ­ვი­ეთ EU4Business-ის პორ­ტალს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. ვებ­სა­იტ­ზე თავ­მოყ­რი­ლია დე­ტა­ლე­ბი სეს­ხებ­სა და გრან­ტებ­ზე და ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის სერ­ვი­სებ­ზე.

ევ­რო­კავ­ში­რის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბით შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლე­ბი­სა და ბმუ­ლე­ბის სა­ნა­ხა­ვად თვა­ლი ადევ­ნეთ eu4georgia.eu ვებ­სა­იტს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი - შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბას. ნა­ხეთ სა­ჭი­რო ბმუ­ლე­ბი და ინ­ფორ­მა­ცია სრუ­ლად აქ

ნატა
0

სესხის პროცენტი რამდენია თქვენ ის დაწერეთ

ავტორი:

ევროკავშირი ქალთა მეწარმეობის გასავითარებლად  - როგორ შეძლებთ დახმარების მიღებას?

ევროკავშირი ქალთა მეწარმეობის გასავითარებლად  - როგორ შეძლებთ დახმარების მიღებას?

ევროკავშირი ქალთა მეწარმეობას საქართველოში საკმაოდ აქტიურად უჭერს მხარს და გთავაზობთ პასუხებს, ხშირად დასმულ კითხვებზე:

  • 1. საკუთარი ბიზნესის დაწყება მინდა, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, იმუშავებს თუ არა ჩემი იდეა. ვის შეუძლია რჩევის მოცემა?

ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს ახალი ბიზნესის განვითარებას - განსაკუთრებით ქალთა ბიზნესისას და განსაკუთრებით საქართველოს სასოფლო და ყურადღებამოკლებულ დასახლებებში. ამიტომ არ იფიქროთ, თითქოს აუცილებელია, თბილისში ცხოვრობდეთ, გქონდეთ უმაღლესი განათლება ან მოქმედი ბიზნესი იმისათვის, რომ ევროკავშირისგან დახმარება მიიღოთ - პირიქით!

ევროკავშირი ხელს უწყობს მთელ რიგ პროგრამებსა და ბიზნესის მხარდამჭერ ინიციატივებს, რომლებიც მოგამარაგებენ რჩევებით, გაგიწევენ პრაქტიკულ დახმარებას და გამოგიყოფენ დაფინანსებას ბიზნესის დასაწყებად.

აი, რამდენიმე მაგალითი:

თუ სოფლის მეურნეობის სფეროში გსურთ მხარდაჭერის მიღება, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD) მოგაწვდით ინფორმაციასა და რჩევებს და გაგიწევთ ტრენინგსა და ფინანსურ დახმარებას მთელი საქართველოს მასშტაბით. 2013 წლიდან მოყოლებული ამ პროგრამით უკვე ასობით ათასმა ფერმერმა ისარგებლა. პროგრამა მხარს უჭერს თემებთან ადგილზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მიზნად ისახავს მრავალფეროვანი სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას სოფლად მცხოვრებლებისთვის - განსაკუთრებით კი ქალებისათვის. გაიგეთ მეტი ENPARD-ის მხარდაჭერაზე სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროებში და გაეცანით ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების სიას, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგიწევენ დახმარებას.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ასევე ახორციელებს პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ქალების პროფესიულ განვითარებასა და გაძლიერებას სასოფლო დასახლებებში. ეს პროექტებია მწვანე გურია და სამოქალაქო ორგანიზაციების გაძლიერება ქვემო ქართლის მრავალეთნიკურ რეგიონში კოვიდის შემდგომი მწვანე და ინკლუზიური აღდგენის ხელშესაწყობად. ქსელის მიერ უზრუნველყოფილ შესაძლებლობათა გასაცნობად ეწვიეთ CENN-ის "ფეისბუქის" გვერდს.

პროგრამა, მერები ეკონომიკური ზრდისთვის, ადგილობრივ ხელისუფლებებს ეკონომიკის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნაში ეხმარება. იმ ათეულობით ადგილობრივი ხელისუფლებიდან, რომლებიც ამ ინიციატივაში საქართველოდან არიან ჩართულები, ორი - ქუთაისი და ბათუმი - ახორციელებს უმნიშვნელოვანეს პროექტებს - მათ შორის, მეწარმეობისა და ინოვაციის მხარდასაჭერად.

დამატებით, EU4Youth პროგრამა სულ მალე დაიწყებს პროექტების სერიას, რომლის მიზანიცაა, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების დასაქმებასა და მეწარმეობას, მათ შორის ტრენინგებისა და სტაჟირებების მეშვეობით. EU4Youth პროექტების წინა სერიის ფარგლებში საქართველოში ჩატარდა უნარების განმავითარებელი ასობით აქტივობა, რომელთა ბენეფიციარების 75% ქალები იყვნენ. ასევე განხორციელდა სტაჟირებები და ტრენინგები, გაიცა გრანტები ახალი ბიზნესების დასაწყებად და შეიქმნა სამი ინოვაციური ცოდნის ჰაბი გორში, ნინოწმინდასა და ახმეტაში. თვალი ადევნეთ EU4Youth-ის გვერდს, რათა არ გამოგეპაროთ უახლესი შესაძლებლობები.

  • 2. მე უკვე მაქვს ბიზნესი, მაგრამ მჭირდება დახმარება მის ახალ საფეხურზე გადასაყვანად: აქვს ევროკავშირს შესაძლებლობები, რომლითაც შემიძლია ვისარგებლო?

თუ ბიზნესის განვითარება გსურთ, რჩევებისა და დაფინანსების მიღება შეგიძლიათ EU4Business ინიციატივისგან, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით უჭერს მხარს კერძო სექტორს.

კერძოდ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მეწარმე ქალების მხარდაჭერის პროგრამა სპეციფიკურად ქალების მიერ მართულ ბიზნესებს სთავაზობს სესხებს, ტრენინგსა და საკონსულტაციო მომსახურებას. პროგრამა თანამშრომლობს ადგილობრივ პარტნიორებთან, საქართველოს ბანკთან, თიბისი ბანკთან და პროკრედიტ ბანკთან, რათა ქალ მეწარმეებს კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების მიწოდებით დაეხმაროს. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მათ ვებსაიტს ან ადგილობრივ ფილიალს. თქვენ ასევე შეგიძლიათ, პირისპირ შეხვდეთ ბანკების წარმომადგენლებს EBRD-ის მეწარმე ქალების მხარდაჭერის პროგრამის სემინარებზე.

სესხების გაცემის გარდა, მეწარმე ქალების მხარდაჭერის პროგრამა გთავაზობთ ტრენინგსა და სუბსიდირებულ საკონსულტაციო მომსახურებას, რომელიც ქალების მიერ მართული ბიზნესის საჭიროებებზეა მორგებული. პროგრამის ფარგლებში ასევე შეიქმნა პერსონალიზებული ონლაინპლატფორმა - Business Lens - რომელიც დაგეხმარებათ, უკეთ შეისწავლოთ თქვენი ბიზნესი და გაიგოთ, რა სახის მხარდაჭერის მიღება შეგიძლიათ.

EU4Business ინიციატივის მიერ პარტნიორ ბანკებთან (ბაზისბანკი, პროკრედიტ ბანკი, კრედო ბანკი, კრისტალი და იშბანკი საქართველო) თანამშრომლობით განხორციელებული პროგრამების მეშვეობით ასევე ხელმისაწვდომია მცირე ბიზნესსესხები - იქნება ეს მიკროდაფინანსება თუ მსხვილი საინვესტიციო სესხი. ყველა იმ სესხისა თუ გრანტის სანახავად, რომელიც საქართველოში მოქმედი მცირე ბიზნესებისთვისაა ხელმისაწვდომი, ეწვიეთ EU4Business-ის ვებსაიტს.

მცირე სესხები (საშუალოდ 14,300 ევროს მოცულობით) ასევე ხელმისაწვდომია ინიციატივის, ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE), მეშვეობით. ამ სესხებით სარგებლობა შეუძლიათ სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ვაჭრობის ან მომსახურების სფეროში მომუშავე და 10-ზე ნაკლები თანამშრომლის მქონე მცირე ბიზნესებს.

სოფლის მეურნეობის პროექტებისთვის რამდენიმე გრანტი ხელმისაწვდომია ENPARD-ის პროგრამის ფარგლებშიც. გრანტებისა და შესაძლებლობების შესახებ უახლესი ინფორმაციის გასაგებად თვალი ადევნეთ UNDP საქართველოს გვერდს ფეისბუქზე.

სუბსიდირებული საკონსულტაციო მომსახურების მიღება ასევე შესაძლებელია EBRD-ის პროგრამით, რჩევები მცირე ბიზნესებისთვის. ამ ინიციატივის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ რჩევები ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა სტრატეგია, მარკეტინგი, ოპერაციები, ხარისხის მართვა, ენერგოეფექტიანობა, ფინანსების მართვა და სხვა. პროგრამა ადგილობრივ მცირე და საშუალო საწარმოებს აკავშირებს როგორც ადგილობრივ კონსულტანტებთან, ასევე საერთაშორისო მრჩევლებთან. EBRD მხარს უჭერს ისეთ სხვადასხვა სფეროში მომუშავე ბიზნესებს, როგორიცაა კვება და სასმელი, საბითუმო და საცალო დისტრიბუცია და მშენებლობა და ინჟინერია. ამ პროგრამის მეშვეობით უკვე მხარდაჭერილ პროექტთა თითქმის 30 პროცენტი თბილისის გარეთ ფუნქციონირებს.

თუ მოქმედ სოციალურ საწარმოს ფლობთ, თქვენ ასევე შეგიძლიათ, მხარდაჭერა აქციოსგან მიიღოთ. ესაა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ დაფუძნებული და მართული საინვესტიციო გავლენის ფონდი საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოებისთვის. ფონდი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის“, ნაწილად შეიქმნა. ამ უკანასკნელის მიზანია, განავითაროს სოციალური მეწარმეობა და სოციალური ინვესტირება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. აქციოს მისიაა, დაეხმაროს სოციალურ საწარმოებს, გაზარდონ ბიზნესი და სოციალური გავლენა. ფონდი გასცემს დაფინანსებას და ასევე სთავაზობს სოციალური საწარმოების საჭიროებებზე მორგებულ ორგანიზაციული განვითარების სერვისებს სტრატეგიული მართვის, ფინანსების, მარკეტინგის, გაყიდვების და სხვა მიმართულებებით. გაეცანით უახლეს ცნობებსა და შესაძლებლობებს ამ ბმულზე.

  • 3. არ ვარ დარწმუნებული, რომ ბიზნესის დაწყება მინდა, მაგრამ ვიცი, რომ ახალი უნარების ათვისება მსურს: შეუძლია ევროკავშირს ჩემი დახმარება?

ტრენინგი და უნარების განვითარება საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის უმთავრესი პრიორიტეტებია. სწორედ ამიტომ ევროკავშირი მნიშვნელოვან დაფინანსებას გასცემს პროფესიული განათლებისა და ტრენინგის (VET) მიმართულებებით.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, უნარები წარმატებისთვის, დახმარებით შეიქმნა ახალგაზრდობის შესაძლებლობების ონლაინპლატფორმა - https://youthplatform.gov.ge - რომელიც ერთ ადგილას უყრის თავს ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომ საგანმანათლებლო, ტრენინგის და დასაქმების ყველა შესაძლებლობას როგორც სახელმწიფოსგან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და საერთაშორისო პარტნიორებისგან. პროექტმა, რომელიც გასულ წელს დასრულდა და ორგანიზაციის, „გადავარჩინოთ ბავშვების“ მიერ განხორციელდა, რეგიონებში დააარსა ინოვაციური ლაბორატორიები, სადაც ახალგაზრდებს მენტორების მხარდაჭერით თავიანთი ბიზნესიდეების განვითარება შეუძლიათ. თვალი ადევნეთ ფეისბუქის გვერდს, „გადავარჩინოთ ბავშვები საქართველოში“, რათა გაეცნოთ დამატებით ინფორმაციას, წარმატების ისტორიებსა და ხელმისაწვდომ შესაძლებლობებს.

ევროკავშირის მიერ Skills4Jobs პროგრამის ნაწილად დაფინანსებული ინიციატივის, „ადგილობრივი ქსელური ინვესტიციები ცოდნისა და უნარების გაზიარების მიზნით“ (LINKS), ფარგლებში საქართველოს ოთხ რეგიონში - აჭარაში, გურიაში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში - ცოდნისა და უნარების განვითარების (LINKS) ცენტრები დაარსდა. ცენტრები 15-29 წლის ახალგაზრდებს სთავაზობს რიგ აქტივობებს ბაზრისთვის რელევანტური ისეთი უნარებისა და კომპეტენციების გასავითარებლად, როგორიცაა ციფრული და კომპიუტერული წიგნიერება, ინგლისური ენა, სამეწარმეო უნარები და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე და სოციალური სტარტაპების დაფინანსება.

30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ქალებს ევროკავშირი ერაზმუს + ახალგაზრდობის პროგრამებითაც სთავაზობს შესანიშნავ შესაძლებლობებს. თქვენ შეგიძლიათ, შეუერთდეთ საქართველოს ათასობით ახალგაზრდა მოქალაქეს, რომლებმაც უკვე აითვისეს ახალი უნარები და მიიღეს ფასდაუდებელი გამოცდილება ახალგაზრდულ პროექტებში მონაწილეობით ან ევროპის სოლიდარობის კორპუსის ფარგლებში საზღვარგარეთ მოხალისედ მუშაობით.

ხოლო თუ უმაღლეს განათლებას იღებთ, ერაზმუს + პროგრამა გთავაზობთ სტუდენტურ გაცვლებსა და სამაგისტრო პროგრამებს ევროპაში. გაეცანით არსებულ შესაძლებლობებს და განაცხადის შეტანის პირობებს.

  • ​​4. არიან სხვა ჩემნაირი ქალები, რომლებმაც საკუთარი ბიზნესი ევროკავშირის დახმარებით დაიწყეს?

ასეთი ქალები იმაზე მეტნი არიან, ვიდრე წარმოგიდგენიათ!

2022 წელს საქართველოში EU4Business ინიციატივის ფარგლებში 30,628 მცირე და საშუალო საწარმომ მიიღო მხარდაჭერა, რის შედეგადაც დამატებით 228 მილიონი ევროს ოდენობის მოგება გამომუშავდა და 24,284 სამუშაო ადგილი შეიქმნა. საწარმოებმა ბრუნვა - 18%-ით, ხოლო ექსპორტი 16%-ით გაზარდეს. ამ ბიზნესთა თითქმის 40%-ს ქალები ფლობენ!

მაგალითად:

ეკა ბოქოლიშვილმა EU4Business პროექტის მხარდაჭერით შეიძინა ახალი, თანამედროვე დანადგარი ჩურჩხელის საწარმოებლად, რის შედეგადაც მის კომპანიას მსხვილი საექსპორტო შეკვეთების დაკმაყოფილება ხარისხის შეუმცირებლად შეუძლია.

ნინო იოსელიანის ტექსტილის სტარტაპი, „კავკასიის ფერები“, გაწევრიანდა EU4Business პროექტის მხარდაჭერით დაარსებულ საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციაში (GAFA), რის შედეგადაც მისი ბიზნესი მეტად კონკურენტუნარიანი გახდა.

21 წლის ერნა პეპანიანმა გრანტი ENPARD პროგრამისგან მიიღო და მდინარე ხრამის ხეობაში მდგარი თავისი საოჯახო სასტუმრო განავითარა. ის ახლა ეხმარება ახალგაზრდა ქალებს, რომლებსაც მასავით სურთ ახალი საქმის წამოწყება, თუმცა არ იციან, საიდან დაიწყონ. ერნა მათ ურჩევს, ენდონ თავიანთ ძალებს, ბევრი იშრომონ და წარმატებისკენ პატარ-პატარა ნაბიჯები გადადგან.

ციცი შენგელიამ თავისი ჰობი - ხეზე კვეთა - საქმედ აქცია და EU4Youth-ის დახმარებით, რომელმაც ის ბიზნესტრენინგით, მენტორობითა და დაფინანსებით მოამარაგა, სახელოსნო გახსნა.

ირინე გლოველმა და თეკლა მამაგეიშვილმა საკონსულტაციო მომსახურება მეწარმე ქალების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიიღეს. თეკლას პროგრამა თვალის კლინიკის საქმიანობის სტრატეგიულ დაგეგმვასა და ფინანსური რესურსების მოზიდვაში დაეხმარა. ირინემ კი მხარდაჭერა თავისი საინჟინრო კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მოსაწესრიგებლად მიიღო, რამაც საწარმოს მოგება 7.5%-ით გაზარდა.

მანანა ჩქარეული სახლიდან მუშაობდა მკერავად. EFSE პროგრამიდან მიღებული სესხების დახმარებით მან აღჭურვილობის განახლება და სათანადო სამუშაო სივრცისა და პერსონალის დაქირავება შეძლო. მალე მისი კომპანია დამოუკიდებელ ბრენდად ჩამოყალიბდება.

  • 5. ვის შემიძლია ვთხოვო დახმარება?

EU4Business ინიციატივის ფარგლებში მოქმედი პროექტებისა და ხელმისაწვდომი დაფინანსებების შესახებ ცნობებისა და საკონტაქტო ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ EU4Business-ის პორტალს საქართველოსთვის. ვებსაიტზე თავმოყრილია დეტალები სესხებსა და გრანტებზე და ბიზნესის განვითარების სერვისებზე.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მრავალფეროვანი პროექტებით შეთავაზებული შესაძლებლობების შესახებ დეტალებისა და ბმულების სანახავად თვალი ადევნეთ eu4georgia.eu ვებსაიტს, განსაკუთრებით კი - შესაძლებლობების განყოფილებას. ნახეთ საჭირო ბმულები და ინფორმაცია სრულად აქ