დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ გაუაქტიურებელი ნებართვები 1-ელ აპრილამდე გაააქტიურონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ავტომატურად გაუქმდება.
მისი განცხადებით, მესაკუთრეები, ვისაც აღნიშნული ნებართვების შენარჩუნების სურვილი აქვთ, ნებართვების გააქტიურების შესახებ ინფორმაციას ვებგვერდზე - taxi.tbilisi.gov.ge და ასევე, თბილისის მერიის ცხელ ხაზზე მიიღებენ.
„ტაქსების რეფორმა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით რამდენიმე ეტაპი უკვე განხორციელდა. მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელებს, რომ თუ ჯერ კიდევ არ გაგიაქტიურებიათ ნებართვა, ის 1-ელ აპრილამდე გაააქტიურეთ. გასული წლის პირველი აპრილიდან ეს ნებართვები ტაქსის მფლობელებს საკუთრებაში გადავეცით, რომელიც გააქტიურებისთვის ერთწლიან ვადას ითვალისწინებდა. აღნიშნული ვადა უკვე იწურება. შესაბამისად, იჩქარეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებართვები გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ, როგორც ვებგვერდზე - taxi.tbilisi.gov.ge, ასევე, თბილისის მერიის ცხელ ხაზზე“, - განაცხადა თბილისის მერმა.
იმის მაგივრად რომ რეგიონები გამავითარონ ადამიანებს შეეძლოთ თავის რეგიოებში მუშაობა.დედაქალაქში ჩამოვა მხოლოდ სანახავად ან საყიდლებზე.დგას და იძახის მანქანების რაოდენობა გაიზარდა.და გამოსავალი ჯარიმები და კარლოს ყვითელი ხაზები.ნაცებო და ოცნება ისე გადაგხაზეთ რომ საერთოდ გაქრეთ დედამიწიდან.სიამივმებით ბერანემ ქუნემის აზახილით გადაგცხრილავდით პარლამენტში
დააბეჩავა ქალაქის მძღოლები.გაჩერებებზე საღებავით ხაზის გასმა და მძღოლთა ყვლეფა.არავითარი ვალდებულება იმისა რომ ყველა სადგომზე გადახდის საშუალება უნდა იყოს/ინტერნეტისა და ტელეფონის გარეშე/.ამოვიღოთ ხმა ,ამ გარეწრებმა უნდა მოგვიღოს ბოლო.ავტომობილები სამჯერ მეტია ვიდრე სადგომი და კიდევ ჯარიმებს უბერავს,ნაცვლად სადგომების გაზრდისა.უნამუსოები.ნუთუ ერთი ნორმალური ადვოკატი არ მოიპოვება თბილისში ,რომ ეს უსამართლობა გავასაჩივროთ და ყველას თავისი მიეზღოს.ნუთუ ასე დავჩაჩანაკდით და დაგვაჩმორეს?განუკითხაობას ბოლო უნდა მოეღოს.