საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაპოლიმ" და კვარაცხელიამ იბრძოლეს, თუმცა "ბარსელონასთან" ვერაფერი გააწყვეს - ნეაპოლელები ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობნენ
"ნაპოლიმ" და კვარაცხელიამ იბრძოლეს, თუმცა "ბარსელონასთან" ვერაფერი გააწყვეს - ნეაპოლელები ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობნენ

ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მერ­ვე­დფი­ნა­ლუ­რი ტუ­რის გან­მე­ო­რე­ბით მატჩში "ნა­პო­ლი" სტუმ­რად "ბარ­სე­ლო­ნას" და­უ­პი­რის­პირ­და და და­მარ­ცხდა ან­გა­რი­შით 3:1.

  • გუნ­დე­ბი ასე­თი შე­მად­გენ­ლო­ბე­ბით გა­ვიდ­ნენ მო­ე­დან­ზე:

ბარ­სე­ლო­ნა: ტერ შტე­გე­ნი, კუნ­დე, არა­უ­ხო, კუ­ბარ­სი, კან­სე­ლო, კრის­ტენ­სე­ნი, ფერ­მი­ნი, გი­უნ­დო­გა­ნი, რა­ფი­ნია, ია­მა­ლი, ლე­ვან­დოვ­სკი.

ნა­პო­ლი: მე­რე­ტი, დი ლო­რენ­ცო, რაჰ­მა­ნი, ჟუან ჟე­ზუ­სი, მა­რიო რუი, ან­გი­სა, ლო­ბოტ­კა, ტრა­ო­რე, პო­ლი­ტა­ნო, კვა­რა­ცხე­ლია, ოსი­მე­ნი.

პირ­ვე­ლი ტა­ი­მი ორ­მხრი­ვი შე­ტე­ვე­ბით და­ი­წყო, თუმ­ცა მას­პინ­ძლე­ბის თა­მა­ში სულ უფრო მწვა­ვე ხდე­ბო­და, რაც მალე შე­დეგ­შიც აი­სა­ხა. მე-15 წუთ­ზე ჯერ "ბარ­სას" 20 წლის ფერ­მინ ლო­პეს­მა აიღო მე­რე­ტის კარი, მე-17 წუთ­ზე კი ჟოაო კან­სე­ლომ.

რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ამის შემ­დეგ "ნა­პო­ლი" შე­ტე­ვა­ში კი­დევ უფრო გა­აქ­ტი­ურ­და, რა­საც 30-ე წუთ­ზე მო­რი­გი სწრა­ფი შე­ტე­ვა, პო­ლი­ტა­ნოს ზუს­ტი პა­სის შემ­დეგ ნე­ა­პო­ლელ­თა ცენ­ტრა­ლურ­მა მცველ­მა ამირ რაჰ­მა­ნიმ გო­ლით და­აგ­ვირ­გვი­ნა. პირ­ვე­ლი ტა­ი­მი დას­რულ­და ან­გა­რი­შით 2:1.

მე­ო­რე ტა­ი­მიც ნე­ა­პო­ლელ­თა შე­ტე­ვე­ბით და­ი­წყო. ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას პირ­ვე­ლი­ვე წუ­თებ­ზე მი­ე­ცა ან­გა­რი­შის გა­თა­ნაბ­რე­ბის შან­სი, თუმ­ცა ხვი­ჩას დარ­ტყმუ­ლი კარს ას­ცდა. მე­ო­რე ტა­ი­მის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ნე­ა­პო­ლელ­თა შტურმს კა­ტა­ლო­ნი­ე­ლებ­მა გა­უძ­ლეს, ნელ-ნელა მო­ა­ხერ­ხეს სტუ­მარ­თა უპი­რა­ტე­სო­ბის და­ბა­ლან­სე­ბა და მე­რე­ტის კარს მწვა­ვედ შე­უ­ტი­ეს. შე­დე­გად 83-ე წუთ­ზე ლე­ვან­დოვ­სკიმ მო­ა­ხერ­ხა და ამ მატჩში თა­ვის სი­ტყვაც თქვა და "ნა­პო­ლის" მე­სა­მე გოლი გა­უ­ტა­ნა. მატ­ჩის მი­წუ­რულს ხვი­ჩას კი­დევ მი­ე­ცა გა­ტა­ნის შან­სი, თუმ­ცა მისი დარ­ტყმა ისევ ამაო გა­მოდ­გა - ბურ­თი კა­ტა­ლო­ნი­ელ­თა კარს ას­ცდა.

ორი მატ­ჩის ჯამ­ში (4:2) მე­ო­თხე­დფი­ნალ­ში "ბარ­სე­ლო­ნა" გა­ვი­და. "ნა­პო­ლი" კი ჩემ­პი­ონ­თა ლი­გას და­ემ­შვი­დო­ბა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ინტრიგანი
0

ჩამოაშორეთ სპორტი ტოტალიზატორს და ფეხბურთსაც დაუბრუნდება სანახაობითობაც.

ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
12

გუნდის გამოცვლას ცოლი რომ გამოიცვალოს? ან აგენტი 007 არა ვითაამ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ნაპოლიმ" და კვარაცხელიამ იბრძოლეს, თუმცა "ბარსელონასთან" ვერაფერი გააწყვეს - ნეაპოლელები ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობნენ

"ნაპოლიმ" და კვარაცხელიამ იბრძოლეს, თუმცა "ბარსელონასთან" ვერაფერი გააწყვეს - ნეაპოლელები ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობნენ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ტურის განმეორებით მატჩში "ნაპოლი" სტუმრად "ბარსელონას" დაუპირისპირდა და დამარცხდა ანგარიშით 3:1.

  • გუნდები ასეთი შემადგენლობებით გავიდნენ მოედანზე:

ბარსელონა: ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კუბარსი, კანსელო, კრისტენსენი, ფერმინი, გიუნდოგანი, რაფინია, იამალი, ლევანდოვსკი.

ნაპოლი: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ტრაორე, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი.

პირველი ტაიმი ორმხრივი შეტევებით დაიწყო, თუმცა მასპინძლების თამაში სულ უფრო მწვავე ხდებოდა, რაც მალე შედეგშიც აისახა. მე-15 წუთზე ჯერ "ბარსას" 20 წლის ფერმინ ლოპესმა აიღო მერეტის კარი, მე-17 წუთზე კი ჟოაო კანსელომ.

როგორც მოსალოდნელი იყო, ამის შემდეგ "ნაპოლი" შეტევაში კიდევ უფრო გააქტიურდა, რასაც 30-ე წუთზე მორიგი სწრაფი შეტევა, პოლიტანოს ზუსტი პასის შემდეგ ნეაპოლელთა ცენტრალურმა მცველმა ამირ რაჰმანიმ გოლით დააგვირგვინა. პირველი ტაიმი დასრულდა ანგარიშით 2:1.

მეორე ტაიმიც ნეაპოლელთა შეტევებით დაიწყო. ხვიჩა კვარაცხელიას პირველივე წუთებზე მიეცა ანგარიშის გათანაბრების შანსი, თუმცა ხვიჩას დარტყმული კარს ასცდა. მეორე ტაიმის პირველ ნახევარში ნეაპოლელთა შტურმს კატალონიელებმა გაუძლეს, ნელ-ნელა მოახერხეს სტუმართა უპირატესობის დაბალანსება და მერეტის კარს მწვავედ შეუტიეს. შედეგად 83-ე წუთზე ლევანდოვსკიმ მოახერხა და ამ მატჩში თავის სიტყვაც თქვა და "ნაპოლის" მესამე გოლი გაუტანა. მატჩის მიწურულს ხვიჩას კიდევ მიეცა გატანის შანსი, თუმცა მისი დარტყმა ისევ ამაო გამოდგა - ბურთი კატალონიელთა კარს ასცდა.

ორი მატჩის ჯამში (4:2) მეოთხედფინალში "ბარსელონა" გავიდა. "ნაპოლი" კი ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა.