მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა გაახსენდა მისი შვილი? მიტოვებული რომ ჰყავდა... ჩემს მკვდარ ძმას ახოცავენ ხელებს, როგორ უნდა გაიხარონ დედაჩემის ცოდვით?" - რას პასუხობს არჩილ ბარდაველიძის ოჯახი თამარ გუდავას
"ახლა გაახსენდა მისი შვილი? მიტოვებული რომ ჰყავდა... ჩემს მკვდარ ძმას ახოცავენ ხელებს, როგორ უნდა გაიხარონ დედაჩემის ცოდვით?" - რას პასუხობს არჩილ ბარდაველიძის ოჯახი თამარ გუდავას

1- ლ მარტს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­დო­ზი­რე­ბით სამ­ტრე­დი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 22 წლის ახალ­გაზ­რდა არ­ჩილ ბარ­და­ვე­ლი­ძე და­ი­ღუ­პა. მას­თან ერ­თად მყო­ფი 19 წლის ანა გუ­და­ვა ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ბრალ­დე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

  • ცნო­ბი­ლია, რომ ბარ­და­ვე­ლი­ძეს და გუ­და­ვაც თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ბარ­დუ­ბან­ში გარ­დაც­ვლი­ლის სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რო­დე­საც ნარ­კო­ტი­კი თა­ვა­დაც მო­იხ­მა­რეს. რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ახალ­გაზ­რდა კაცი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ზე­დო­ზი­რე­ბის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ჩა­ტარ­და ჩხრე­კა, ამო­ი­ღეს 70 გრა­მამ­დე ნარ­კო­ტი­კი, რო­მე­ლიც სულ ცოტა, 300 ადა­მი­ან­ზე მა­ინც იყო გათ­ვლი­ლი. რო­გორც ირ­კვე­ვა, ქალი სა­კუ­თარ ჩვე­ნე­ბა­ში ყვე­ბა, რომ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა მას ეკუთ­ვნო­და.

და­კა­ვე­ბუ­ლი გო­გო­ნა აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­ში კულ­ტუ­რის დე­პარ­ტა­მენ­ტის აწ უკვე ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, თა­მარ გუ­და­ვას ქა­ლიშ­ვი­ლია. მან თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე 5 მარტს გა­ნა­ცხა­და, მას მერე, რაც მომ­ხდა­რი გახ­მა­ურ­და. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მისი ქა­ლიშ­ვი­ლი უკვე 2 მარტს იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.

დღეს გუ­და­ვამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც და­წე­რა, რომ მის "19 წლის შვილს არ­ცერ­თი მი­ლიგ­რა­მი არა­ფე­რი თან არ ჰქო­ნია და არ ჩა­უ­ტა­ნია არ­სად". ამა­ვე პოს­ტში ის თა­ნად­გო­მას და სამ­ძი­მარს უცხა­დებს გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს.

თა­მარ გუ­და­ძის სტა­ტუსს AMBEBI.GE-სთან გარ­დაც­ვლი­ლი აჩი­კო ბარ­და­ვე­ლი­ძის და ეხ­მა­უ­რე­ბა:

"კი, ანამ სას­წრა­ფო გა­მო­ი­ძა­ხა, ეს მარ­თა­ლია, და­ნარ­ჩე­ნი - სიც­რუე. დედა იმას ხომ არ იტყვის, ჩემი შვი­ლი ნარ­კო­მა­ნი და ბა­რი­გა იყოო? ის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნია და საქ­მე ისე შე­კე­რა, რო­გორც აწყობს. პო­ლი­ცი­ამ როცა გა­ი­გო, ვისი შვი­ლი იყო ანა გუ­და­ვა, მე­ო­რე დღეს მო­ვიდ­ნენ ჩვენ­თან გან­მე­ო­რე­ბით ექ­სპერ­ტი­ზა­ზე, რისი უფ­ლე­ბაც არ მი­ვე­ცით. ანა გუ­და­ვამ, რო­მე­ლიც ჩვე­ნი სახ­ლი­დან წა­იყ­ვა­ნა პო­ლი­ცი­ამ, ჩვე­ნე­ბა­ში აღი­ა­რა, რომ მან ჩა­მო­ი­ტა­ნა თერ­ჯო­ლა­ში წა­მა­ლი და ყვე­ლა­ფე­რი მისი იყო. ამ ქალ­ბა­ტონს არ რცხვე­ნია? ახლა გა­ახ­სენ­და მისი შვი­ლი, მი­ტო­ვე­ბუ­ლი და სახ­ლი­დან გა­მოგ­დე­ბუ­ლი რომ ჰყავ­და და სას­ტუმ­რო­დან სას­ტუმ­რო­ში რომ დარ­ბო­და? რეს­ტორ­ნებ­ში მუ­შა­ობ­და გოგო, თავი რომ გა­ე­ტა­ნა და ახლა გა­ახ­სენ­და?

მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი რო­მაა და რომ გახ­მა­ურ­და ეს ამ­ბა­ვი, არ უნდა მისი შვი­ლი დამ­ნა­შა­ვე გა­მო­იყ­ვა­ნოს. გოგო მა­მა­მაც მი­ა­ტო­ვა და დე­და­მაც, ხან სად იყო და ხან - სად. ახლა გა­ახ­სენ­და მის შვილს დახ­მა­რე­ბა რომ სჭირ­დე­ბა? როცა მარ­თლა სჭირ­დე­ბო­და, მა­შინ რა­ტომ არ და­უდ­გა გვერ­დით? ანა გა­მო­ვა ცი­ხი­დან და ჩემი ძმის მსგავ­სად ბევ­რს შე­ი­წი­რავს. ის ნარ­კო­ტი­კი ჩემი ძმის არ ყო­ფი­ლა, აჩი­კოს სი­გა­რე­ტის ფუ­ლიც არ ჰქონ­და, სა­ი­დან იყი­და, ან ვინ მის­ცემ­და, სო­ფელ­ში ცხოვ­რობ­და და დე­დას­თან ერ­თად მუ­შა­ობ­და, თავი რომ გა­ე­ტა­ნა, ვინ ან­დობ­და ამ­დენ წა­მალს? ანა 1-ლ მარტს ჩა­მო­ვი­და ჩვენ­თან და 2-ში ჩემი ძმა ლო­გინ­ში იყო მკვდა­რი. დე­და­მის­მა ის თქვას, ანა გუ­და­ვამ მკვდარს რომ უღო სუ­რა­თე­ბი, მე­გობ­რებს რომ ურე­კა, მიშ­ვე­ლე­თო.

მის ჩვე­ნე­ბა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი წე­რია. ვინც ანა ჩემს სახ­ლში ნახა, მისი ქცე­ვე­ბით ყვე­ლა გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყო. სკამ­ზე იჯდა და სი­გა­რეტს აბო­ლებ­და, არა­ნა­ი­რი რე­აქ­ცია არ ჰქონ­დაო, - მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ. ის არც ცუ­დად ყო­ფი­ლა, რო­გორც დედა ამ­ბობს. სას­წრა­ფომ თქვა, 1 სა­ა­თის გარ­დაც­ვლი­ლია ეს ბი­ჭიო. ამ გო­გოს უნ­დო­და გა­უხ­მა­უ­რებ­ლად თვი­თონ გა­მო­ეყ­ვა­ნა აჩი­კო მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, ამი­ტომ და­რე­კა სას­წრა­ფო­ში გვი­ან. ჩემი ძმის ლო­გი­ნი მთლად სვე­ლი იყო, იმ­დე­ნი წყა­ლი უს­ხია მის­თვის, სა­ხე­შიც ნარ­ტყა­მი ჰქონ­და... როცა მიხ­ვდა, მდგო­მა­რე­ო­ბი­დან ვერ გა­მო­იყ­ვან­და, მერე და­რე­კა სას­წრა­ფო­ში, სას­წრა­ფო­მაც და­აგ­ვი­ა­ნა, თურ­მე. როცა ცუ­დად გახ­და, ანას მა­შინ­ვე რომ და­ე­რე­კა, ან ვი­ღა­ცის­თვის ეთხო­ვა დახ­მა­რე­ბა, იქ­ნებ გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო აჩი­კო, მაგ­რამ ეს არ გა­ა­კე­თა.

ამ გო­გოს არა­ვინ ვიც­ნობ­დით, ამ ამ­ბის მერე გა­ვი­გეთ მას­ზე. და­ვი­ჯე­რო, დე­და­მის­მა არ იცო­და მას­ზე ყვე­ლა­ფე­რი? თუმ­ცა არც ერთ მშო­ბელს მას­თან კონ­ტაქ­ტი არ ჰქო­ნია და რო­გორ? აჩი­კოს­თვის მა­ნამ­დე მსგავ­სი არა­ფე­რი შეგ­ვიმ­ჩნე­ვია, ამას რო­გორ წარ­მო­ვიდ­გენ­დით. ბევ­რი კი­თხვა მაქვს ანას­თა­ნაც და გა­მო­ძი­ე­ბას­თა­ნაც, მაგ­რამ ახ­ლოს არ მი­კა­რე­ბენ. უნ­დათ, ამ გო­გოს შე­უმ­სუ­ბუ­ქონ მდგო­მა­რე­ო­ბა. ასე­თი საქ­მე­ე­ბი მი­უჩ­ქმა­ლი­ათ? ანა ჩვე­ნე­ბა­ში ყვე­ლა­ფერს წერს, რა და რო­გორ ჩა­მო­ი­ტა­ნა ნარ­კო­ტი­კი, მაგ­რამ ის არ ასა­ხე­ლებს, ვინ მის­ცა წა­მა­ლი. ახლა გა­მო­უშ­ვე­ბენ და ჩემი ძმის­ნა­ირს კი­დევ ბევ­რს შე­ი­წი­რავს. ნეტა ჩემი ძმა იყოს უკა­ნას­კნე­ლი, ვინც ნარ­კო­ტი­კით გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ ამის იმე­დი არ მაქვს, დიდი გა­ნუ­კი­თხა­ო­ბაა ქვე­ყა­ნა­ზე. ჩემს სა­ცო­დავ ძმას არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა და მკვდარს ახო­ცა­ვენ ხე­ლებს, რო­გორ უნდა გა­ი­ხა­რონ დე­და­ჩე­მის ცოდ­ვით?“

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
6

მარტო ეს გოგოა ახლა დამნაშავე? ეს ბიჭთან არ დაყვებოდა და არ დებდა ამ ნარკოტიკს? რონელმა რონელო ჩაითტია ჯერ კიდე გასარკვევია- უბრალოდ ეს ბიჭი პირველი გარდაიცვალა და ამ გოგოს დაბრალდა. პჯრიქით რომ ყოფილიყო ბიჭს დაბრალდებოდა. ასე რომ მარტო გოგოზე ხელის შეხოცვა არასამართლიანია. ბიჭიც ისეთივე დამნაშავეა როგორც გოგო, ძალიან არავიჯ ჩააყლაპეპდა იმ ნარკოტიკს.. სიმართლე გაირკვევა მაგრამ ამ საცოდავ გოგოს კი ანატრებინებენ სიკვდილს

რა სიბნელეა
27

გავიგეთ რომ გოგონამ სასწრაფოს გამოძახება დააგვიანა, ნარკოტიკებიც ქონდა, მარა ამ ბიჭს ძალით დაალევინა? დააძალა რამე? ბიჭი სრულწლოვანია ხალხო რა გჭირს, ეს ოჯახი არ არის ჭკუაზე იმხელა დარდი აქვს და ყველა ნუ აყვებით, მილიონი ადამიანია "ცუდი" მარა თან კი არ უნდა გაყვეთ. ვთქვათ რომ ბიჭს ნარკოტიკები უნდოდა და დაიღუპა ზედოზირებით. გოგო მოიხდის თავის მოსახდელს

ავტორი:

"ახლა გაახსენდა მისი შვილი? მიტოვებული რომ ჰყავდა... ჩემს მკვდარ ძმას ახოცავენ ხელებს, როგორ უნდა გაიხარონ დედაჩემის ცოდვით?" - რას პასუხობს არჩილ ბარდაველიძის ოჯახი თამარ გუდავას

"ახლა გაახსენდა მისი შვილი? მიტოვებული რომ ჰყავდა... ჩემს მკვდარ ძმას ახოცავენ ხელებს, როგორ უნდა გაიხარონ დედაჩემის ცოდვით?" - რას პასუხობს არჩილ ბარდაველიძის ოჯახი თამარ გუდავას

1- ლ მარტს, სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირებით სამტრედიის მუნიციპალიტეტში 22 წლის ახალგაზრდა არჩილ ბარდაველიძე დაიღუპა. მასთან ერთად მყოფი 19 წლის ანა გუდავა ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით არის დაკავებული.

  • ცნობილია, რომ ბარდაველიძეს და გუდავაც თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბანში გარდაცვლილის სახლში იმყოფებოდნენ, როდესაც ნარკოტიკი თავადაც მოიხმარეს. რამდენიმე საათში ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ, ზედოზირების შედეგად დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე ჩატარდა ჩხრეკა, ამოიღეს 70 გრამამდე ნარკოტიკი, რომელიც სულ ცოტა, 300 ადამიანზე მაინც იყო გათვლილი. როგორც ირკვევა, ქალი საკუთარ ჩვენებაში ყვება, რომ ნარკოტიკული საშუალება მას ეკუთვნოდა.

დაკავებული გოგონა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში კულტურის დეპარტამენტის აწ უკვე ყოფილი უფროსის, თამარ გუდავას ქალიშვილია. მან თანამდებობის დატოვების თაობაზე 5 მარტს განაცხადა, მას მერე, რაც მომხდარი გახმაურდა. უნდა აღინიშნოს, რომ მისი ქალიშვილი უკვე 2 მარტს იყო დაკავებული.

დღეს გუდავამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ მის "19 წლის შვილს არცერთი მილიგრამი არაფერი თან არ ჰქონია და არ ჩაუტანია არსად". ამავე პოსტში ის თანადგომას და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

თამარ გუდაძის სტატუსს AMBEBI.GE-სთან გარდაცვლილი აჩიკო ბარდაველიძის და ეხმაურება:

"კი, ანამ სასწრაფო გამოიძახა, ეს მართალია, დანარჩენი - სიცრუე. დედა იმას ხომ არ იტყვის, ჩემი შვილი ნარკომანი და ბარიგა იყოო? ის მაღალჩინოსანია და საქმე ისე შეკერა, როგორც აწყობს. პოლიციამ როცა გაიგო, ვისი შვილი იყო ანა გუდავა, მეორე დღეს მოვიდნენ ჩვენთან განმეორებით ექსპერტიზაზე, რისი უფლებაც არ მივეცით. ანა გუდავამ, რომელიც ჩვენი სახლიდან წაიყვანა პოლიციამ, ჩვენებაში აღიარა, რომ მან ჩამოიტანა თერჯოლაში წამალი და ყველაფერი მისი იყო. ამ ქალბატონს არ რცხვენია? ახლა გაახსენდა მისი შვილი, მიტოვებული და სახლიდან გამოგდებული რომ ჰყავდა და სასტუმროდან სასტუმროში რომ დარბოდა? რესტორნებში მუშაობდა გოგო, თავი რომ გაეტანა და ახლა გაახსენდა?

მაღალჩინოსანი რომაა და რომ გახმაურდა ეს ამბავი, არ უნდა მისი შვილი დამნაშავე გამოიყვანოს. გოგო მამამაც მიატოვა და დედამაც, ხან სად იყო და ხან - სად. ახლა გაახსენდა მის შვილს დახმარება რომ სჭირდება? როცა მართლა სჭირდებოდა, მაშინ რატომ არ დაუდგა გვერდით? ანა გამოვა ციხიდან და ჩემი ძმის მსგავსად ბევრს შეიწირავს. ის ნარკოტიკი ჩემი ძმის არ ყოფილა, აჩიკოს სიგარეტის ფულიც არ ჰქონდა, საიდან იყიდა, ან ვინ მისცემდა, სოფელში ცხოვრობდა და დედასთან ერთად მუშაობდა, თავი რომ გაეტანა, ვინ ანდობდა ამდენ წამალს? ანა 1-ლ მარტს ჩამოვიდა ჩვენთან და 2-ში ჩემი ძმა ლოგინში იყო მკვდარი. დედამისმა ის თქვას, ანა გუდავამ მკვდარს რომ უღო სურათები, მეგობრებს რომ ურეკა, მიშველეთო.

მის ჩვენებაში აბსოლუტურად ყველაფერი წერია. ვინც ანა ჩემს სახლში ნახა, მისი ქცევებით ყველა გაკვირვებული იყო. სკამზე იჯდა და სიგარეტს აბოლებდა, არანაირი რეაქცია არ ჰქონდაო, - მეზობლები ამბობენ. ის არც ცუდად ყოფილა, როგორც დედა ამბობს. სასწრაფომ თქვა, 1 საათის გარდაცვლილია ეს ბიჭიო. ამ გოგოს უნდოდა გაუხმაურებლად თვითონ გამოეყვანა აჩიკო მდგომარეობიდან, ამიტომ დარეკა სასწრაფოში გვიან. ჩემი ძმის ლოგინი მთლად სველი იყო, იმდენი წყალი უსხია მისთვის, სახეშიც ნარტყამი ჰქონდა... როცა მიხვდა, მდგომარეობიდან ვერ გამოიყვანდა, მერე დარეკა სასწრაფოში, სასწრაფომაც დააგვიანა, თურმე. როცა ცუდად გახდა, ანას მაშინვე რომ დაერეკა, ან ვიღაცისთვის ეთხოვა დახმარება, იქნებ გადარჩენილიყო აჩიკო, მაგრამ ეს არ გააკეთა.

ამ გოგოს არავინ ვიცნობდით, ამ ამბის მერე გავიგეთ მასზე. დავიჯერო, დედამისმა არ იცოდა მასზე ყველაფერი? თუმცა არც ერთ მშობელს მასთან კონტაქტი არ ჰქონია და როგორ? აჩიკოსთვის მანამდე მსგავსი არაფერი შეგვიმჩნევია, ამას როგორ წარმოვიდგენდით. ბევრი კითხვა მაქვს ანასთანაც და გამოძიებასთანაც, მაგრამ ახლოს არ მიკარებენ. უნდათ, ამ გოგოს შეუმსუბუქონ მდგომარეობა. ასეთი საქმეები მიუჩქმალიათ? ანა ჩვენებაში ყველაფერს წერს, რა და როგორ ჩამოიტანა ნარკოტიკი, მაგრამ ის არ ასახელებს, ვინ მისცა წამალი. ახლა გამოუშვებენ და ჩემი ძმისნაირს კიდევ ბევრს შეიწირავს. ნეტა ჩემი ძმა იყოს უკანასკნელი, ვინც ნარკოტიკით გარდაიცვალა, მაგრამ ამის იმედი არ მაქვს, დიდი განუკითხაობაა ქვეყანაზე. ჩემს საცოდავ ძმას არაფერი ეშველება და მკვდარს ახოცავენ ხელებს, როგორ უნდა გაიხარონ დედაჩემის ცოდვით?“

წაიკითხეთ ასევე: