პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიბრაზისგან ლამის გული გამისკდეს... აბაშიძეზე ვიღაც ტიპი მოათრევდა ძაღლს, ავედევნე, ვერ დავეწიე" - რას წერს ეკა ხოფერია?
"სიბრაზისგან ლამის გული გამისკდეს... აბაშიძეზე ვიღაც ტიპი მოათრევდა ძაღლს, ავედევნე, ვერ დავეწიე" - რას წერს ეკა ხოფერია?

ჟურ­ნა­ლის­ტი ეკა ხო­ფე­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს აბა­ში­ძე­ზე მომ­ხდა­რი ფაქ­ტის შე­სა­ხებ, რო­მელ­მაც მისი აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­გი­ლი ჰქონ­და პატ­რო­ნის მხრი­დან ცხო­ვე­ლის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვას.

"აბა­ში­ძე­ზე ვი­ღაც ტიპი მო­ათ­რევ­და ძაღლს, ქა­ჩავ­და, რაც ძალი და ღონე ჰქონ­და, აგი­ნებ­და, ქა­ჩავ­და.... წა­არ­ტყა. წარ­მო­ნიდ­გე­ნია, სახ­ლში რა დღე­ში ყავს. ავე­დევ­ნე, ვერ და­ვე­წიე... მისი ძაღ­ლი იყო, აი სა­შუ­ა­ლო ზო­მის მე­ტი­სი შავი ფე­რის. რა უნდა გა­ვა­კე­თოთ ამ დროს, არ ვიცი. სიბ­რა­ზის­გან ლა­მის გული გა­მის­კდეს" - წერს ხო­ფე­რია.

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ში­ნა­ურ ცხო­ველ­თა მე­პატ­რო­ნე­ე­ბის­თვის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა მკაცრ­დე­ბა. “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბის ავ­ტო­რო­ბი­თა და ინი­ცი­ა­ტი­ვით პარ­ლა­მენ­ტში “ში­ნა­ურ ბი­ნა­დარ ცხო­ველ­თა შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტი უკვე და­ი­ნი­ცირ­და.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტის ინი­ცი­ა­ტო­რი პარ­ლა­მენ­ტის გა­რე­მოს დაც­ვის კო­მი­ტე­ტია და მას უმ­რავ­ლე­სო­ბის 24 დე­პუ­ტა­ტი აწერს ხელს.

პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნი­ლი კა­ნო­ნის პრო­ექ­ტით, ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბი­სა და მათი პო­პუ­ლა­ცი­ე­ბის მარ­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე და აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბი ინერ­გე­ბა. ამას­თან, ში­ნა­ურ ბი­ნა­დარ ცხო­ველ­თა მიკ­ვლე­ვა­დო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, პრო­ექ­ტი მათი სა­ვალ­დე­ბუ­ლო იდენ­ტი­ფი­კა­ცია-რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რის შე­მო­ღე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ამას­თა­ნა­ვე, კა­ნონპ­რო­ექ­ტი მიზ­ნად ისა­ხავს ში­ნა­ურ ბი­ნა­დარ ცხო­ველ­თა მარ­თვის სფე­რო­ში მოქ­მე­დი სუ­ბი­ექ­ტე­ბი­სათ­ვის: - ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, თავ­შე­სა­ფა­რი, სა­ო­ჯა­ხო ტი­პის დრო­ე­ბი­თი თავ­შე­სა­ფა­რი, ცხო­ველ­თა დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის ობი­ექ­ტი (სას­ტუმ­რო), სა­შე­ნი, კი­ნო­ლო­გი­უ­რი/ფე­ლი­ნო­ლო­გი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და რე­ა­ლი­ზა­ტო­რი - საქ­მი­ა­ნო­ბის სტან­დარ­ტე­ბის დად­გე­ნას.

კა­ნონპ­რო­ექ­ტით წეს­რიგ­დე­ბა ისე­თი სა­კი­თხე­ბი, რო­გო­რი­ცაა: - ში­ნა­ურ ბი­ნა­დარ ცხო­ველ­თა სას­ტი­კი მო­პყრო­ბი­სა­გან დაც­ვა, ევ­თა­ნა­ზია, მიზ­ნობ­რი­ვი და გეგ­მა­ზო­მი­ე­რი გამ­რავ­ლე­ბა, რე­ა­ლი­ზა­ცი­ის პი­რო­ბე­ბი, სა­არ­სე­ბო გა­რე­მოს სტან­დარ­ტე­ბი.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მია
12

სხვა არავინ იყო აბაშიძეზე რომ დახმარებოდა? მე აუცილებლად დავედევნებოდი რაც არ უნდა ყოფილიყო!

მაკა
0

ძაღლი რომ გეცოდება და ექომაგები, ხალხმა რა დავაშავეთ ქუჩაში ვერ გავსულვართ.

ავტორი:

"სიბრაზისგან ლამის გული გამისკდეს... აბაშიძეზე ვიღაც ტიპი მოათრევდა ძაღლს, ავედევნე, ვერ დავეწიე" - რას წერს ეკა ხოფერია?

"სიბრაზისგან ლამის გული გამისკდეს... აბაშიძეზე ვიღაც ტიპი მოათრევდა ძაღლს, ავედევნე, ვერ დავეწიე" - რას წერს ეკა ხოფერია?

ჟურნალისტი ეკა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს აბაშიძეზე მომხდარი ფაქტის შესახებ, რომელმაც მისი აღშფოთება გამოიწვია.

მისი ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა პატრონის მხრიდან ცხოველის უფლებების დარღვევას.

"აბაშიძეზე ვიღაც ტიპი მოათრევდა ძაღლს, ქაჩავდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, აგინებდა, ქაჩავდა.... წაარტყა. წარმონიდგენია, სახლში რა დღეში ყავს. ავედევნე, ვერ დავეწიე... მისი ძაღლი იყო, აი საშუალო ზომის მეტისი შავი ფერის. რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს, არ ვიცი. სიბრაზისგან ლამის გული გამისკდეს" - წერს ხოფერია.

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ შინაურ ცხოველთა მეპატრონეებისთვის კანონმდებლობა მკაცრდება. “ქართული ოცნების“ დეპუტატების ავტორობითა და ინიციატივით პარლამენტში “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტი უკვე დაინიცირდა.

საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტია და მას უმრავლესობის 24 დეპუტატი აწერს ხელს.

პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტით, შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე და აპრობირებული მეთოდები ინერგება. ამასთან, შინაურ ბინადარ ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად, პროექტი მათი სავალდებულო იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცედურის შემოღებას ითვალისწინებს.

ამასთანავე, კანონპროექტი მიზნად ისახავს შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში მოქმედი სუბიექტებისათვის: - ვეტერინარული დაწესებულება, თავშესაფარი, საოჯახო ტიპის დროებითი თავშესაფარი, ცხოველთა დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო), საშენი, კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულება და რეალიზატორი - საქმიანობის სტანდარტების დადგენას.

კანონპროექტით წესრიგდება ისეთი საკითხები, როგორიცაა: - შინაურ ბინადარ ცხოველთა სასტიკი მოპყრობისაგან დაცვა, ევთანაზია, მიზნობრივი და გეგმაზომიერი გამრავლება, რეალიზაციის პირობები, საარსებო გარემოს სტანდარტები.

ნახეთ ასევე: