სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვამბობ, რომ ვიცხოვრე. ცუდი დღეებიც მქონდა და კარგიც. დედოფალიც ვყოფილვარ და მათხოვარიც..." - ცნობილ მსახიობ ლია კაპანაძეს 90 წელი შეუსრულდა
"ვამბობ, რომ ვიცხოვრე. ცუდი დღეებიც მქონდა და კარგიც. დედოფალიც ვყოფილვარ და მათხოვარიც..." - ცნობილ მსახიობ ლია კაპანაძეს 90 წელი შეუსრულდა

ის ყო­ველ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო, თა­ვი­სუფ­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით, პრინ­ცი­პუ­ლო­ბით, მის­წრა­ფე­ბე­ბი­თა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით. არ ეში­ნო­და სიყ­ვა­რუ­ლის, არც სი­მარ­თლის თქმის... არა­და, საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ასე­თი აზ­როვ­ნე­ბით ცხოვ­რე­ბა ურ­თუ­ლე­სი იყო, თუმ­ცა ამ ადა­მი­ან­მა ეს შეძ­ლო. ზუს­ტად 90 წლის წინ, 8 მარტს, თე­ატ­რი­სა და კი­ნოს მსა­ხი­ო­ბი, ქალ­ბა­ტო­ნი ლია კა­პა­ნა­ძე და­ი­ბა­და. ქალი, რო­მე­ლიც თუ­მა­ნიშ­ვი­ლის კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა თე­ატ­რის თი­თო­ე­ულ წევ­რს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარს. ქალი, რო­მე­ლიც დღემ­დე სცე­ნა­ზე დგას. ქალი, რო­მელ­მაც დროს გა­უს­წრო და სა­პა­ტიო ად­გი­ლი და­ი­კა­ვა ქარ­თულ კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ა­ში!

8 მარტს, მშობ­ლი­ურ­მა კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა თე­ატრმა ამ დი­დე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნის 90 წლის იუ­ბი­ლე აღ­ნიშ­ნა. მსა­ხი­ობს თე­ატ­რა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლი­სა და ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძის პრე­მი­ე­ბი გა­და­ე­ცა. ambebi.ge ულო­ცავს ქალ­ბა­ტონ ლიას ამ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნავ თა­რიღს, ჯან­მრთე­ლო­ბას, მხნე­ო­ბას და კი­დევ არა­ერთ ნა­ყო­ფი­ერ და წარ­მა­ტე­ბულ წე­ლი­წადს უსურ­ვებს.

მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლი, რე­ჟი­სო­რი:

- მე ბედ­ნი­ე­რი ვარ დღეს, რად­გან მაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა კი­დევ ერთხელ მო­ვე­ფე­რო ამ დი­დე­ბულ ქალ­ბა­ტონს. შე­სა­ნიშ­ნავ ადა­მი­ან­სა და შე­მოქ­მედს, რო­მელ­მაც უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლი მოგ­ვი­ტა­ნა ყვე­ლას ჩვენ - მთელ თა­ო­ბებს. მად­ლო­ბა, ლია, ყვე­ლაფ­რი­სათ­ვის!.. იცით, "დიდი მწვა­ნე ველი", ვერ იქ­ნე­ბო­და ისე­თი ფილ­მი, რომ არ ყო­ფი­ლი­ყო ლია. სინ­ჯე­ბის შემ­დეგ, გა­მოც­დილ­მა მსა­ხი­ო­ბებ­მა, თით­ქოს და­მა­ჯე­რებ­ლად გა­ა­კე­თეს ის, რაც სა­ჭი­რო იყო ფილ­მი­სათ­ვის, ამი­ტომ ვა­პი­რებ­დი, ბო­დი­ში მო­მე­ხა­და ლი­ა­სათ­ვის და მეთ­ქვა, სხვა უნდა ავიყ­ვა­ნო - მეთ­ქი, მაგ­რამ რო­დე­საც პი­რა­დად შევ­ხვდი და და­ვი­წყეთ სა­უ­ბა­რი, მა­შინ­ვე მივ­ხვდი, რომ ეს ფილ­მი ლიას გა­რე­შე ვერ იქ­ნე­ბო­და. მიხ­ვდი, რომ ის, რაც ჩვენ და­წე­რი­ლი გვქონ­და, მე­რაბ ელი­ო­ზიშ­ვილ­თან ერ­თად სცე­ნა­რი, ბევ­რი ეპი­ზო­დი სულ სხვა­ნა­ი­რად უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო. იმი­ტომ რომ ლიას თვა­ლებ­მა, ფიქ­რმა და ნაღ­ველ­მა, უცებ და­მა­ნა­ხა ბევ­რი რამ სხვა­ნა­ი­რად.. ამის მერე, მოგ­ვი­წია სცე­ნარ­ში მთე­ლი რიგი ეპი­ზო­დე­ბის გა­და­კე­თე­ბა. ლიაა “დამ­ნა­შა­ვე“ იმა­ში, რომ მისი გმი­რი ასე­თი სა­ო­ცა­რი გა­მო­ვი­და... ლიამ შექ­მნა ისე­თი ქარ­თუ­ლი სახე ამ ფილმში, რო­მე­ლიც უიშ­ვი­ა­თე­სია.

ქეთი დო­ლი­ძე, რე­ჟი­სო­რი:

- მე მინ­და გა­ვიხ­სე­ნო ჩემი სპექ­ტაკ­ლი“სა­მე­ფო ოჯა­ხი“, რო­მელ­შიც ლია ბრწყი­ნავ­და. გვინ­დო­და ჰო­ლი­ვუ­დუ­რი სპექ­ტაკ­ლი დაგ­ვედ­გა, უფრო ამე­რი­კუ­ლი და გა­მო­ვი­და კი­დეც ასე­თი და ერთ-ერთი ამის სა­წინ­და­რი იყო ის, თუ რო­გორ თა­მა­შობ­და ლია დიდი "კლა­ნის“ დედა-დე­დო­ფალს. ლია კა­პა­ნა­ძე, ძა­ლი­ან დიდი კი­ნომ­სა­ხი­ო­ბია. მე რომ მკი­თხოთ, ორ­ჯერ უფრო მე­ტად უნდა და­ე­კა­ვე­ბი­ნათ კი­ნო­შიც და თე­ატ­რშიც. მე ეს ძა­ლი­ან მაკ­ლია. თუმ­ცა ის, რაც შექ­მნა ლიამ, ყვე­ლა სახე და­უ­ვი­წყა­რია. ლია არის ნამ­დვი­ლი ვარ­სკვლა­ვი. მე მალე ახა­ლი სპექ­ტაკ­ლის დად­გმას ვი­წყებ, სა­დაც ერთ-ერთი მთა­ვა­რი როლი მინ­და, რომ შექ­მნას ლია კა­პა­ნა­ძემ.

ზურა ყიფ­ში­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

- ჩვე­ნო უსაყ­ვარ­ლე­სო ადა­მი­ა­ნო, გი­ლო­ცავ 70 წლის შვი­ლი ჩემს დე­დი­კოს 90 წლის იუ­ბი­ლეს. მად­ლო­ბა, რომ არ­სე­ბობ. დიდი მად­ლო­ბა, რომ ხართ ჩემი პარტნი­ო­რი, მე­გო­ბა­რი და და­ქა­ლი. ბევ­რი ამ სი­ტყვებს არ იმ­სა­ხუ­რებს, მაგ­რამ თქვენ ამას ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებთ. უღ­რმე­სი მად­ლო­ბა. თქვენ ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო დედა იყა­ვით ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბით ცხოვ­რე­ბა­ში!

ნა­თე­ლა არ­ვე­ლა­ძე:

- ლია, ჯერ კი­დევ თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის კედ­ლებ­ში გა­მო­ირ­ჩე­ო­და, რო­გორც მსა­ხუ­რი სცე­ნი­სა. ის მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის მო­წა­ფეა და არ­ცაა გა­საკ­ვი­რი მისი პრო­ფე­სი­ი­სად­მი ასე­თი სა­თუ­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რომ აქვს. ის ძლი­ე­რი, მთლი­ა­ნი, უკომ­პრო­მი­სო პი­როვ­ნე­ბაა და ამ თვი­სე­ბებ­მა ბევ­რად გან­სა­ზღვრეს მისი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გზა. მან ყო­ველ­თვის იცის რა არის თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა და ყო­ველ­თვის არის თა­ნა­მედ­რო­ვე. მისი მსჯე­ლო­ბა, აზ­როვ­ნე­ბა, სი­ტყვა­თა წყო­ბა არას­დროს არის მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი, ამი­ტო­მა­ცაა სულ თა­ნა­მედ­რო­ვეა. მე იშ­ვი­ა­თად მი­ნა­ხავს ისე­თი კი­ნო­ე­ნით მო­ლა­პა­რა­კე მსა­ხი­ო­ბი ეკ­რან­ზე, რო­გორც ლიაა და რო­მელ­თა­ნაც სი­ყალ­ბე და პა­თე­ტი­კა არ ჭა­ჭა­ნებს...

გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

- ქალ­ბა­ტო­ნი ლია, პირ­ვე­ლად "დიდ მწვა­ნე ველ­ში“ ვნა­ხე, რო­დე­საც ასა­კით პა­ტა­რა ვი­ყა­ვი. არ მახ­სოვს, ზუს­ტად რამ­ხე­ლა, მაგ­რამ ეს იყო ასა­კი, როცა გე­მოვ­ნე­ბა, ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი და ხე­ლოვ­ნე­ბი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი ყა­ლიბ­დე­ბო­და. ლია ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში არის რო­გორც ქა­ლუ­რო­ბის, სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბის, სი­ლა­მა­ზის და სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბის ეტა­ლო­ნი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, როცა მეც აქ მო­ვე­დი, ამ თე­ატ­რში, მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა მას­თან ერ­თად მე­მუ­შა­ვა მი­ხა­ილ მარ­მა­რი­ნო­სის სპექ­ტაკლში "ეროვ­ნუ­ლი ჰიმ­ნი“. მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში, რე­ჟი­სო­რის და­ვა­ლე­ბით დავ­წე­რე მო­ნო­პი­ე­სა, რო­მე­ლიც სპექ­ტაკ­ლის ერთ-ერთი ბლო­კი იყო. მო­ნო­პი­ე­სის გმი­რი, ქალ­ბა­ტო­ნი ლია იყო. მისი გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ენერ­გია, სი­ლა­მა­ზე, მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი ზუს­ტად ისე მოქ­მე­დებ­და ჩემ­ზე, რო­გორც მა­შინ, პა­ტა­რა­ო­ბა­ში. ჩემს ბავ­შვურ ინ­ტუ­ი­ცი­ას ჩემ­თვის არ უღა­ლა­ტია. ჩემი მო­ნო­პი­ე­სის პერ­სო­ნაჟს, რო­მელ­საც ლი­ა­ჩკა ასა­ხი­ე­რებ­და “მშვე­ნი­ე­რი ქალ­ბა­ტო­ნი“ ერ­ქვა.

ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

- მინ­და დიდი სიყ­ვა­რუ­ლით და პა­ტი­ვის­ცე­მით მი­ვუ­ლო­ცო ქალ­ბა­ტონ ლიას ეს სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რი­ღი. ის კი­ნო­სა და თე­ატ­რის გა­მორ­ჩე­უ­ლი მსა­ხი­ო­ბია, რომ­ლის­თვი­საც არ არ­სე­ბობს გა­და­უ­ლა­ხა­ვი სირ­თუ­ლე­ე­ბი, არც ცხოვ­რე­ბა­ში და არც პრო­ფე­სი­ა­ში! არ აში­ნებს არა­ნა­ი­რი სიძ­ნე­ლე, მზად არის ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი­სათ­ვის, სი­ახ­ლე­ე­ბის­თვის! ის ყო­ველ­თვის ახალ­გაზ­რდა და თა­ნა­მედ­რო­ვეა, თა­ვი­სი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ალ­ღო­თი! დიდი მად­ლო­ბა თქვენ, ქალ­ბა­ტო­ნო ლია, ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ი­სად­მი ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლის, თავ­და­დე­ბი­სა და ერ­თგუ­ლე­ბი­სათ­ვის!

ზურა გე­წა­ძე:

- ჩემო ლა­მა­ზო და უნი­ჭი­ე­რე­სო ქალ­ბა­ტო­ნო ლია, გი­ლო­ცავთ 90 წლის იუ­ბი­ლეს და გიხ­დით დიდ მად­ლო­ბას იმი­სათ­ვის, რომ არ­სე­ბობთ... მად­ლო­ბა იმი­სათ­ვის, რომ ხართ მი­სა­ბა­ძი მა­გა­ლი­თი ყვე­ლა­სათ­ვის... ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მო­მი­წია თქვენ­თან ერ­თად სცე­ნა­ზე დგო­მა. თქვენ­თან ერ­თად სპექ­ტაკლზე ფიქ­რი და ძი­ე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სის გავ­ლა.

  • სა­ღა­მოს დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე მოგ­ვე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა ქალ­ბა­ტონ ლიას გავ­სა­უბ­რე­ბო­დით:

ლია კა­პა­ნა­ძე:

- პირ­ველ რიგ­ში, მინ­და, რომ თქვე­ნი სა­შუ­ა­ლე­ბით მივ­მარ­თო ჩემს საყ­ვა­რელ მა­ყუ­რე­ბელს. მად­ლო­ბას გიხ­დით, რომ თქვენ არ­სე­ბობთ. თქვენ ხართ ყო­ვე­ლი სპექ­ტაკ­ლის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე. იმი­ტომ, რომ თქვენ რომ არ იყოთ პარ­ტერ­ში, ჩვენ ვე­რა­ფერს ვერ გა­ვა­კე­თებ­დით. დიდ პა­ტივს გცემთ. უღ­რმე­სი მად­ლო­ბა. ღმერ­თმა ხში­რად შე­მახ­ვედ­როს თქვენ­თან პარ­ტერ­ში, სცე­ნა­ზე და კინო-ეკ­რა­ნებ­ზე. შე­იძ­ლე­ბა არა­ვინ და­მი­ჯე­როს, წუ­ხან­დლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, 220 მქონ­და წნე­ვა და სა­შინ­ლად ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. მე თუ დღეს აქ მო­ვი­დო­დი, არ მე­გო­ნა. მა­ყუ­რე­ბელს ხომ ყო­ველ­თვის ვხდე­ბი, მაგ­რამ ეს მა­ინც სხვა არის. აი, რო­დე­საც სცე­ნა­ზე ხარ და სხვა ადა­მი­ა­ნი ხარ, ეს სულ სხვაა. აი, რო­დე­საც უკვე შენა ხარ პირ­და­პირ მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე, ეს სულ სხვა გან­ცდაა კი­დევ. ძა­ლი­ან ვღე­ლავ­დი. უდი­დეს პა­ტივს ვცემ სა­ერ­თოდ მა­ყუ­რე­ბელს. რომ არა მა­ყუ­რე­ბე­ლი, მა­შინ ჩვენს შე­მოქ­მე­დე­ბას რა აზრი ექ­ნე­ბო­და? 90 წელი კი ვი­ცხოვ­რე და თუნ­დაც, აი, ეს დღე, ალ­ბათ გა­მი­ხან­გრძლი­ვებს რა­ღაც­ნა­ი­რად სი­ცო­ცხლეს.

- რო­გო­რი იყო გან­ვლი­ლი 90 წელი?

- ვამ­ბობ, რომ ვი­ცხოვ­რე. ცუდი დღე­ე­ბიც მქონ­და და კარ­გიც. დე­დო­ფა­ლიც ვყო­ფილ­ვარ და მა­თხო­ვა­რიც... ომის პე­რი­ო­დის ბავ­შვი ვარ. ეს ყვე­ლა­ფე­რი რაც გა­მო­ვი­ა­რეთ, ეს ჩვენ­ზეც მოქ­მე­დებ­და პა­ტა­რებ­ზე. და იცით, რა ტკი­ვი­ლებ­მა, ადა­მი­ა­ნი და ადა­მი­ა­ნე­ბი შე­მაყ­ვა­რა და მივ­ხვდი, რომ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი არის ურ­თი­ერ­თო­ბა ადა­მი­ა­ნებს შო­რის. ეს არის ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნის ში­ნა­გა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა, ბუ­ნე­ბა. მე ქარ­თვე­ლი ვარ და ვა­მა­ყობ ამით! გიყ­ვარ­დეთ, გიყ­ვარ­დეთ ეს ქვე­ყა­ნა!

ავ­ტო­რი: რუ­სუ­დან შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიმოზა
0

ულამაზესი ქალბატონი

სიმართლე
0

მომხიბვლელი, სექსუალური და ძალიან ნიჭიერი მსახიობი. საოცარი გარდასახვის უნარით. ❤️

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ვამბობ, რომ ვიცხოვრე. ცუდი დღეებიც მქონდა და კარგიც. დედოფალიც ვყოფილვარ და მათხოვარიც..." - ცნობილ მსახიობ ლია კაპანაძეს 90 წელი შეუსრულდა

"ვამბობ, რომ ვიცხოვრე. ცუდი დღეებიც მქონდა და კარგიც. დედოფალიც ვყოფილვარ და მათხოვარიც..." - ცნობილ მსახიობ ლია კაპანაძეს 90 წელი შეუსრულდა

ის ყოველთვის გამორჩეული იყო, თავისუფლების სიყვარულით, პრინციპულობით, მისწრაფებებითა და ღირებულებებით. არ ეშინოდა სიყვარულის, არც სიმართლის თქმის... არადა, საბჭოთა პერიოდში ასეთი აზროვნებით ცხოვრება ურთულესი იყო, თუმცა ამ ადამიანმა ეს შეძლო. ზუსტად 90 წლის წინ, 8 მარტს, თეატრისა და კინოს მსახიობი, ქალბატონი ლია კაპანაძე დაიბადა. ქალი, რომელიც თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის თითოეულ წევრს განსაკუთრებულად უყვარს. ქალი, რომელიც დღემდე სცენაზე დგას. ქალი, რომელმაც დროს გაუსწრო და საპატიო ადგილი დაიკავა ქართულ კინემატოგრაფიაში!

8 მარტს, მშობლიურმა კინომსახიობთა თეატრმა ამ დიდებული ქალბატონის 90 წლის იუბილე აღნიშნა. მსახიობს თეატრალური საზოგადოების, მიხეილ თუმანიშვილისა და ვერიკო ანჯაფარიძის პრემიები გადაეცა. ambebi.ge ულოცავს ქალბატონ ლიას ამ ღირსშესანიშნავ თარიღს, ჯანმრთელობას, მხნეობას და კიდევ არაერთ ნაყოფიერ და წარმატებულ წელიწადს უსურვებს.

მერაბ კოკოჩაშვილი, რეჟისორი:

- მე ბედნიერი ვარ დღეს, რადგან მაქვს საშუალება კიდევ ერთხელ მოვეფერო ამ დიდებულ ქალბატონს. შესანიშნავ ადამიანსა და შემოქმედს, რომელმაც უდიდესი სიხარული მოგვიტანა ყველას ჩვენ - მთელ თაობებს. მადლობა, ლია, ყველაფრისათვის!.. იცით, "დიდი მწვანე ველი", ვერ იქნებოდა ისეთი ფილმი, რომ არ ყოფილიყო ლია. სინჯების შემდეგ, გამოცდილმა მსახიობებმა, თითქოს დამაჯერებლად გააკეთეს ის, რაც საჭირო იყო ფილმისათვის, ამიტომ ვაპირებდი, ბოდიში მომეხადა ლიასათვის და მეთქვა, სხვა უნდა ავიყვანო - მეთქი, მაგრამ როდესაც პირადად შევხვდი და დავიწყეთ საუბარი, მაშინვე მივხვდი, რომ ეს ფილმი ლიას გარეშე ვერ იქნებოდა. მიხვდი, რომ ის, რაც ჩვენ დაწერილი გვქონდა, მერაბ ელიოზიშვილთან ერთად სცენარი, ბევრი ეპიზოდი სულ სხვანაირად უნდა გაკეთებულიყო. იმიტომ რომ ლიას თვალებმა, ფიქრმა და ნაღველმა, უცებ დამანახა ბევრი რამ სხვანაირად.. ამის მერე, მოგვიწია სცენარში მთელი რიგი ეპიზოდების გადაკეთება. ლიაა “დამნაშავე“ იმაში, რომ მისი გმირი ასეთი საოცარი გამოვიდა... ლიამ შექმნა ისეთი ქართული სახე ამ ფილმში, რომელიც უიშვიათესია.

ქეთი დოლიძე, რეჟისორი:

- მე მინდა გავიხსენო ჩემი სპექტაკლი“სამეფო ოჯახი“, რომელშიც ლია ბრწყინავდა. გვინდოდა ჰოლივუდური სპექტაკლი დაგვედგა, უფრო ამერიკული და გამოვიდა კიდეც ასეთი და ერთ-ერთი ამის საწინდარი იყო ის, თუ როგორ თამაშობდა ლია დიდი "კლანის“ დედა-დედოფალს. ლია კაპანაძე, ძალიან დიდი კინომსახიობია. მე რომ მკითხოთ, ორჯერ უფრო მეტად უნდა დაეკავებინათ კინოშიც და თეატრშიც. მე ეს ძალიან მაკლია. თუმცა ის, რაც შექმნა ლიამ, ყველა სახე დაუვიწყარია. ლია არის ნამდვილი ვარსკვლავი. მე მალე ახალი სპექტაკლის დადგმას ვიწყებ, სადაც ერთ-ერთი მთავარი როლი მინდა, რომ შექმნას ლია კაპანაძემ.

ზურა ყიფშიძე, მსახიობი:

- ჩვენო უსაყვარლესო ადამიანო, გილოცავ 70 წლის შვილი ჩემს დედიკოს 90 წლის იუბილეს. მადლობა, რომ არსებობ. დიდი მადლობა, რომ ხართ ჩემი პარტნიორი, მეგობარი და დაქალი. ბევრი ამ სიტყვებს არ იმსახურებს, მაგრამ თქვენ ამას ნამდვილად იმსახურებთ. უღრმესი მადლობა. თქვენ ერთ-ერთი საუკეთესო დედა იყავით ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაში!

ნათელა არველაძე:

- ლია, ჯერ კიდევ თეატრალური ინსტიტუტის კედლებში გამოირჩეოდა, როგორც მსახური სცენისა. ის მიხეილ თუმანიშვილის მოწაფეა და არცაა გასაკვირი მისი პროფესიისადმი ასეთი სათუთი დამოკიდებულება რომ აქვს. ის ძლიერი, მთლიანი, უკომპრომისო პიროვნებაა და ამ თვისებებმა ბევრად განსაზღვრეს მისი შემოქმედებითი გზა. მან ყოველთვის იცის რა არის თანამედროვეობა და ყოველთვის არის თანამედროვე. მისი მსჯელობა, აზროვნება, სიტყვათა წყობა არასდროს არის მოძველებული, ამიტომაცაა სულ თანამედროვეა. მე იშვიათად მინახავს ისეთი კინოენით მოლაპარაკე მსახიობი ეკრანზე, როგორც ლიაა და რომელთანაც სიყალბე და პათეტიკა არ ჭაჭანებს...

გიორგი ნაკაშიძე, მსახიობი:

- ქალბატონი ლია, პირველად "დიდ მწვანე ველში“ ვნახე, როდესაც ასაკით პატარა ვიყავი. არ მახსოვს, ზუსტად რამხელა, მაგრამ ეს იყო ასაკი, როცა გემოვნება, ფასეულობები და ხელოვნებისადმი სიყვარული ყალიბდებოდა. ლია ჩემს მეხსიერებაში არის როგორც ქალურობის, სექსუალურობის, სილამაზის და სამსახიობო ოსტატობის ეტალონი. მოგვიანებით, როცა მეც აქ მოვედი, ამ თეატრში, მომეცა საშუალება მასთან ერთად მემუშავა მიხაილ მარმარინოსის სპექტაკლში "ეროვნული ჰიმნი“. მუშაობის პროცესში, რეჟისორის დავალებით დავწერე მონოპიესა, რომელიც სპექტაკლის ერთ-ერთი ბლოკი იყო. მონოპიესის გმირი, ქალბატონი ლია იყო. მისი განუმეორებელი ენერგია, სილამაზე, მომხიბვლელობა და პროფესიონალიზმი ზუსტად ისე მოქმედებდა ჩემზე, როგორც მაშინ, პატარაობაში. ჩემს ბავშვურ ინტუიციას ჩემთვის არ უღალატია. ჩემი მონოპიესის პერსონაჟს, რომელსაც ლიაჩკა ასახიერებდა “მშვენიერი ქალბატონი“ ერქვა.

ნინელი ჭანკვეტაძე, მსახიობი:

- მინდა დიდი სიყვარულით და პატივისცემით მივულოცო ქალბატონ ლიას ეს საიუბილეო თარიღი. ის კინოსა და თეატრის გამორჩეული მსახიობია, რომლისთვისაც არ არსებობს გადაულახავი სირთულეები, არც ცხოვრებაში და არც პროფესიაში! არ აშინებს არანაირი სიძნელე, მზად არის ექსპერიმენტებისათვის, სიახლეებისთვის! ის ყოველთვის ახალგაზრდა და თანამედროვეა, თავისი არაჩვეულებრივი ალღოთი! დიდი მადლობა თქვენ, ქალბატონო ლია, ჩვენი პროფესიისადმი ასეთი სიყვარულის, თავდადებისა და ერთგულებისათვის!

ზურა გეწაძე:

- ჩემო ლამაზო და უნიჭიერესო ქალბატონო ლია, გილოცავთ 90 წლის იუბილეს და გიხდით დიდ მადლობას იმისათვის, რომ არსებობთ... მადლობა იმისათვის, რომ ხართ მისაბაძი მაგალითი ყველასათვის... ბედნიერი ვარ, რომ მომიწია თქვენთან ერთად სცენაზე დგომა. თქვენთან ერთად სპექტაკლზე ფიქრი და ძიების საინტერესო პროცესის გავლა.

  • საღამოს დასრულებისთანავე მოგვეცა საშუალება ქალბატონ ლიას გავსაუბრებოდით:

ლია კაპანაძე:

- პირველ რიგში, მინდა, რომ თქვენი საშუალებით მივმართო ჩემს საყვარელ მაყურებელს. მადლობას გიხდით, რომ თქვენ არსებობთ. თქვენ ხართ ყოველი სპექტაკლის თანამონაწილე. იმიტომ, რომ თქვენ რომ არ იყოთ პარტერში, ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებდით. დიდ პატივს გცემთ. უღრმესი მადლობა. ღმერთმა ხშირად შემახვედროს თქვენთან პარტერში, სცენაზე და კინო-ეკრანებზე. შეიძლება არავინ დამიჯეროს, წუხანდლიდან მოყოლებული, 220 მქონდა წნევა და საშინლად ვნერვიულობდი. მე თუ დღეს აქ მოვიდოდი, არ მეგონა. მაყურებელს ხომ ყოველთვის ვხდები, მაგრამ ეს მაინც სხვა არის. აი, როდესაც სცენაზე ხარ და სხვა ადამიანი ხარ, ეს სულ სხვაა. აი, როდესაც უკვე შენა ხარ პირდაპირ მაყურებლის წინაშე, ეს სულ სხვა განცდაა კიდევ. ძალიან ვღელავდი. უდიდეს პატივს ვცემ საერთოდ მაყურებელს. რომ არა მაყურებელი, მაშინ ჩვენს შემოქმედებას რა აზრი ექნებოდა? 90 წელი კი ვიცხოვრე და თუნდაც, აი, ეს დღე, ალბათ გამიხანგრძლივებს რაღაცნაირად სიცოცხლეს.

- როგორი იყო განვლილი 90 წელი?

- ვამბობ, რომ ვიცხოვრე. ცუდი დღეებიც მქონდა და კარგიც. დედოფალიც ვყოფილვარ და მათხოვარიც... ომის პერიოდის ბავშვი ვარ. ეს ყველაფერი რაც გამოვიარეთ, ეს ჩვენზეც მოქმედებდა პატარებზე. და იცით, რა ტკივილებმა, ადამიანი და ადამიანები შემაყვარა და მივხვდი, რომ ყველაზე მთავარი არის ურთიერთობა ადამიანებს შორის. ეს არის ქართველი ადამიანის შინაგანი მდგომარეობა, ბუნება. მე ქართველი ვარ და ვამაყობ ამით! გიყვარდეთ, გიყვარდეთ ეს ქვეყანა!

ავტორი: რუსუდან შაიშმელაშვილი