საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არქეოლოგებმა "მსოფლიოს უძველესი პური" აღმოაჩინეს, რომელიც 8600 წლის წინანდელია
არქეოლოგებმა "მსოფლიოს უძველესი პური" აღმოაჩინეს, რომელიც 8600 წლის წინანდელია

თურ­ქეთ­ში არ­ქე­ო­ლო­გებ­მა მსოფ­ლი­ო­ში უძ­ვე­ლე­სი პური აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც ჩვენს წელ­თაღ­რი­ცხვამ­დე 6600 წლით თა­რიღ­დე­ბა.

თურ­ქე­თის ნე­ჯმეტ­ტინ ერ­ბა­ქა­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კვლე­ვი­სა და აპ­ლი­კა­ცი­ის ცენ­ტრის თა­ნახ­მად, დიდ­წი­ლად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ღუ­მე­ლის სტრუქ­ტუ­რა აღ­მო­ა­ჩი­ნეს უბან­ში, სა­ხელ­წო­დე­ბით „Mekan 66“. ღუ­მე­ლის ირ­გვლივ ნა­პოვ­ნია ხორ­ბა­ლი, ქერი და ბარ­დის მარ­ცვლე­ბი.

ანა­ლიზ­მა და­ად­გი­ნა, რომ ორ­გა­ნუ­ლი ნარ­ჩე­ნი იყო 8600 წლის წი­ნან­დე­ლი, და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლი, ფერ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი პური.

"ეს არის პუ­რის პა­ტა­რა ვერ­სია, დღემ­დე შე­მორ­ჩე­ნი­ლია შიგ­ნით სა­ხა­მე­ბე­ლი. მსგავ­სი მა­გა­ლი­თი დღემ­დე არ არ­სე­ბობს. ელექტრო­ნუ­ლი მიკ­როს­კო­პის სკა­ნი­რე­ბულ­მა სუ­რა­თებ­მა აჩ­ვე­ნა ნი­მუშ­ში ჰა­ე­რის სივ­რცე­ე­ბი, რო­გორც ჩანს, პური მო­ამ­ზა­დეს და ცოტა ხნით შე­ი­ნა­ხეს", - გა­ნა­ცხა­და ბი­ო­ლოგ­მა სა­ლიჰ კა­ვაკ­მა, თურ­ქე­თის გა­ზი­ან­ტე­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტორ­მა.

"შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ ჩა­ტალ­ჰო­ი­უ­კის ეს აღ­მო­ჩე­ნა არის უძ­ვე­ლე­სი პური მსოფ­ლი­ო­ში“, - გა­ნუ­ცხა­და თურ­ქე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბას Anadolu Agency-ს არ­ქე­ო­ლოგ­მა ალი უმუთ თურ­ქჯან­მა.

კარ­გად შე­მო­ნა­ხულ ობი­ექ­ტზე ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ ასე­ვე გა­მო­ავ­ლი­ნა სა­ცხოვ­რებ­ლის გა­მორ­ჩე­უ­ლი გან­ლა­გე­ბა და ფარ­თო მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, რო­გო­რი­ცაა კედ­ლის მხატ­ვრო­ბა და რე­ლი­ე­ფე­ბი - რის გა­მოც იგი მიჩ­ნე­უ­ლია "ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ადა­მი­ან­თა და­სახ­ლე­ბად, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს ნე­ო­ლი­თუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ცხოვ­რე­ბას", - ნათ­ქვა­მია იუ­ნეს­კოს ვებ­სა­იტ­ზე. წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
0

როგორც ჩვენ გვასწავლიდნენ კავკასიაში ადამიანი დაახლოებით მილიონი წლის წინ გამოჩნდა ან გაჩნდა، ხოდა 8600 წლის პურ მთლად თბილთბილი ყოფილა.საინტერესოა ნეტა რა მოხდა ისეთი რომ არც ნადირმა და არც ფრინველმა შეჭამა და დღემდე შემოინახა ეგ პური?

Sniper
2

ბოლო-ბოლო 8600 წლისაა თუ 6600 წლის? 2000 წელი სხვაობა ერთ სტატიაში ცოტა ბევრი ხომ არ არის? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

არქეოლოგებმა "მსოფლიოს უძველესი პური" აღმოაჩინეს, რომელიც 8600 წლის წინანდელია

არქეოლოგებმა "მსოფლიოს უძველესი პური" აღმოაჩინეს, რომელიც 8600 წლის წინანდელია

თურქეთში არქეოლოგებმა მსოფლიოში უძველესი პური აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6600 წლით თარიღდება.

თურქეთის ნეჯმეტტინ ერბაქანის უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევისა და აპლიკაციის ცენტრის თანახმად, დიდწილად განადგურებული ღუმელის სტრუქტურა აღმოაჩინეს უბანში, სახელწოდებით „Mekan 66“. ღუმელის ირგვლივ ნაპოვნია ხორბალი, ქერი და ბარდის მარცვლები.

ანალიზმა დაადგინა, რომ ორგანული ნარჩენი იყო 8600 წლის წინანდელი, დაუმუშავებელი, ფერმენტირებული პური.

"ეს არის პურის პატარა ვერსია, დღემდე შემორჩენილია შიგნით სახამებელი. მსგავსი მაგალითი დღემდე არ არსებობს. ელექტრონული მიკროსკოპის სკანირებულმა სურათებმა აჩვენა ნიმუშში ჰაერის სივრცეები, როგორც ჩანს, პური მოამზადეს და ცოტა ხნით შეინახეს", - განაცხადა ბიოლოგმა სალიჰ კავაკმა, თურქეთის გაზიანტეპის უნივერსიტეტის ლექტორმა.

"შეიძლება ვთქვათ, რომ ჩატალჰოიუკის ეს აღმოჩენა არის უძველესი პური მსოფლიოში“, - განუცხადა თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო გამოშვებას Anadolu Agency-ს არქეოლოგმა ალი უმუთ თურქჯანმა.

კარგად შემონახულ ობიექტზე ჩატარებულმა კვლევამ ასევე გამოავლინა საცხოვრებლის გამორჩეული განლაგება და ფართო მახასიათებლები, როგორიცაა კედლის მხატვრობა და რელიეფები - რის გამოც იგი მიჩნეულია "ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანთა დასახლებად, რომელიც ადასტურებს ნეოლითური საზოგადოების სოფლის მეურნეობის ცხოვრებას", - ნათქვამია იუნესკოს ვებსაიტზე. წყარო

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"