პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანა ტარსეი: ქართველი თავადის ინგლისელი მეუღლე, რომელიც ლევ ტოლსტოის "ანა კარენინას" ერთ-ერთი გმირის პროტოტიპია - "დიმიტრის მშობლები უკმაყოფილოები იყვნენ შვილის არჩევანით"
ანა ტარსეი: ქართველი თავადის ინგლისელი მეუღლე, რომელიც ლევ ტოლსტოის "ანა კარენინას" ერთ-ერთი გმირის პროტოტიპია - "დიმიტრის მშობლები უკმაყოფილოები იყვნენ შვილის არჩევანით"

"ლა­მა­ზი კუ­თხეა გუ­რია სა­ქარ­თვე­ლო­სი" წერ­და გრ. რო­ბა­ქი­ძე... იყ­ვნენ უცხო­ე­ლე­ბი, რო­მელ­თა ცხოვ­რე­ბამ და მოღ­ვა­წე­ო­ბამ ლან­ჩხუ­თი­სა და გუ­რი­ის ის­ტო­რი­ა­ში ღრმა კვა­ლი და­ტო­ვეს... ერთ-ერთი იყო ანა ტარ­სეი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც მსურს გე­სა­უბ­როთ" - ამ­ბობს ნონა იმ­ნა­ძე, ლან­ჩხუ­თის მხა­რეთმცოდ­ნე­ო­ბის მუ­ზე­უ­მის მე­ნე­ჯე­რი.

- ანა ტარ­სეი და­ი­ბა­და 1845 წელს ლონ­დონ­ში. იგი უინ­ძო­რის სა­მე­ფო სახ­ლის მე­ბა­ღის შვი­ლი იყო. 1866 წელს ლევ ტოლსტო­ის მიწ­ვე­ვით ანა რუ­სეთ­ში ჩა­ვი­და, სა­დაც მწერ­ლის შვი­ლებს ზრდი­და. იას­ნა­ია პო­ლი­ა­ნა­ში, ტოლსტო­ის სახ­ლში ტარ­სეი 1866-72 წლებ­ში ცხოვ­რობ­და. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სათ­ნო ხა­სი­ა­თით და ში­ნა­გა­ნი კულ­ტუ­რით ანამ ტოლსტო­ის ოჯა­ხის წევრთა ღრმა სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა და­იმ­სა­ხუ­რა.

მწერ­ლის შვი­ლი ტა­ტი­ა­ნა წერ­და: "გან­სა­კუთ­რე­ბით სამ ადა­მი­ანს ვუ­მად­ლი მე ჩემს ბავ­შვო­ბას: მა­მას, რო­მე­ლიც ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ჩვენს ცხოვ­რე­ბას და გვიქ­მნი­და იმ პი­რო­ბებს, რომ­ლებ­შიც ჩვენ ვიზ­რდე­ბო­დით. დე­დას, რო­მე­ლიც ამ პი­რო­ბებ­ში ალა­მა­ზებ­და ჩვენს ცხოვ­რე­ბას ყვე­ლა იმ სა­შუ­ა­ლე­ბით, რაც კი მას შე­ეძ­ლო და ანას, ჩვენს ინ­გლი­სელ აღ­მზრდელ ქალს, რო­მელ­მაც ჩვენს ოჯახ­ში ექვს წელს იცხოვ­რა და გვა­ჩუ­ქა ამ­დე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი, მზრუნ­ვე­ლო­ბა და მტკი­ცე ზნე­ობ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი... ანა ჩვენს სახ­ლი­დან მა­შინ წა­ვი­და, რო­დე­საც მე მე­ცხრე წელ­ში გა­დავ­დე­ქი და მის წას­ვლას­თან ერ­თად გა­თავ­და ჩემი ბავ­შვო­ბაც და დამ­თავ­რდა ის უღ­რუბ­ლო ბედ­ნი­ე­რე­ბა, რომ­ლი­თაც მე მა­ნამ­დე ვცხოვ­რობ­დი.

  • "რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ყუ­რა­დღე­ბოა, ანა ტარ­სეი ლევ ტოლსტო­ის "ანა კა­რე­ნი­ნას" ერთ-ერთი მოქ­მე­დი გმი­რის პრო­ტო­ტი­პად გა­მო­უ­ყე­ნე­ბია. ყო­ვე­ლი­ვე ეს ნათ­ლად მოწ­მობს, თუ რო­გო­რი სიყ­ვა­რუ­ლით და პა­ტი­ვის­ცე­მით ყო­ფი­ლა გამ­სჭვა­ლუ­ლი დიდი რუსი მწე­რა­ლი ნი­გო­ით­ში გა­მო­თხო­ვი­ლი მა­ჭუ­ტა­ძე­ე­ბის რძლი­სად­მი.

ამი­თაც იხ­სნე­ბა ლევ ტოლსტო­ის გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ამ უმ­შვე­ნი­ე­რე­სი კუ­თხი­სად­მი - გუ­რი­ის და გუ­რუ­ლე­ბი­სად­მი. იას­ნა­ია პო­ლი­ა­ნა­ში ცხოვ­რე­ბის ბოლო წლებ­ში ტარ­სე­ის ჯან­მრთე­ლო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად შე­ერ­ყა, მას ცი­ე­ბა შეჰყრია. ტოლსტო­იმ ის ქუ­თა­ის­ში, თა­ვის ცო­ლის დას­თან, ტა­ტი­ა­ნა ბერსთან გა­აგ­ზავ­ნა გა­მო­სა­ჯან­მრთე­ლებ­ლად. ქუ­თა­ის­ში ანა გა­იც­ნო თა­ვად­მა დი­მიტ­რი მა­ჭუ­ტა­ძემ, რო­მელ­საც ქალი ძა­ლი­ან მოს­წო­ნე­ბია. ისი­ნი1874 წელს შე­უღლდნენ. დი­მიტ­რის მშობ­ლე­ბი უკ­მა­ყო­ფი­ლო­ნი იყ­ვნენ შვი­ლის არ­ჩე­ვა­ნით, გან­სა­კუთ­რე­ბით სარ­წმუ­ნო­ებ­რი­ვი სხვა­ო­ბა იწ­ვევ­და მათ შეშ­ფო­თე­ბას. თავ­და­პირ­ვე­ლად ახალ­გაზ­რდე­ბი ცალ­კე ცხოვ­რობ­დნენ. როცა მათ პირ­ვე­ლი შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ, მხო­ლოდ ამის შემ­დეგ შე­უ­რიგ­დნენ მშობ­ლე­ბი ცოლ-ქმარს და სახ­ლში გა­და­იყ­ვა­ნეს. დი­მიტ­რის და ანას შე­ე­ძი­ნათ ექ­ვსი შვი­ლი: დი­მიტ­რი, მინი, ვიქ­ტორ, ჯენი, ტა­ტი­ა­ნა და ნა­დეჟ­და...

მა­ჭუ­ტა­ძე­ე­ბი თა­ვი­ან­თი სა­სახ­ლის აი­ვან­ზე (სოფ. ნი­გო­ი­თი) მარ­ცხნი­დან თა­ვა­დი ივა­ნე გი­ორ­გის ძე მა­ჭუ­ტა­ძე და მისი ძმა დი­მიტ­რი მა­ჭუ­ტა­ძე (ანა ტარ­სე­ის მე­უღ­ლე)

ანამ შე­სა­ნიშ­ნა­ვად შე­ის­წავ­ლა ქარ­თუ­ლი ენა. მას სა­ოც­რად ჰყვა­რე­ბია სა­ქარ­თვე­ლო და იქა­უ­რი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი. ცხენ­ზე შემჯდა­რი ის და­დი­ო­და გუ­რი­ის სოფ­ლებ­ში და უსას­ყიდ­ლოდ მკურ­ნა­ლობ­და ავად­მყო­ფებს. ანა ტარ­სე­ის თა­ოს­ნო­ბით ნი­გო­ით­ში აშენ­და ინ­გლი­სუ­რი პარ­კი, ასე­ვე ინ­გლი­სუ­რი ჯი­შის ხე­ხი­ლის ბაღი. მან და­ა­არ­სა მა­ლა­რი­ას­თან მებ­რძო­ლი სა­ნი­ტა­რუ­ლი ჯგუ­ფი, რო­მელ­საც ემ­სა­ხუ­რე­ბო­და "კა­რე­ტა". ანას გარ­და, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ და ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ მისი ნა­თე­სა­ვე­ბიც: ანას დის­შვილ­მა, რო­მელ­საც ჭი­ა­თუ­რის მარ­გა­ნე­ცის სა­ბა­დო­ებ­ზე ჰქონ­და ბიზ­ნე­სი, აა­შე­ნა ტე­ნი­სის კორ­ტე­ბი ჭი­ა­თუ­რა­ში, ხოლო სი­ძემ, ოს­კარ ზი­ვერ­ტმა და­ა­არ­სა პირ­ვე­ლი სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში, მან ჩა­მო­ი­ტა­ნა ეკი­პი­რე­ბა, ას­წავ­ლი­და ფეხ­ბურ­თის წე­სებს...

გა­საბ­ჭო­ე­ბის შემ­დეგ ინ­გლი­სე­ლე­ბი იძუ­ლე­ბულ­ნი იყ­ვნენ შე­ე­წყვი­ტათ საქ­მი­ა­ნო­ბა და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ. სი­ცო­ცხლის ბოლო წლებ­ში ანა ტარ­სეი მძი­მედ ავად­მყო­ფობ­და და ჯერ კი­დევ ახალ­გაზ­რდა გარ­და­იც­ვა­ლა. დი­მიტ­რი და ანა მა­ჭუ­ტა­ძე­ე­ბის მა­მუ­ლი და პარ­კი გა­ნად­გურ­და. სა­საფ­ლაო, სა­დაც და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი იყო ანა, გა­ვე­რან­და, ხოლო საფ­ლა­ვის ქვე­ბი, მათ შო­რის ტარ­სე­ის, გა­მო­ი­ყე­ნეს სხვა­დას­ხვა შე­ნო­ბა­თა ასა­შე­ნებ­ლად ლან­ჩხუთ­ში. მა­ჭუ­ტა­ძე­ე­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბი დღე­საც ცხოვ­რო­ბენ გუ­რი­ა­ში და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში. მათი ერთ-ერთი შთა­მო­მა­ვა­ლი გახ­ლავთ პარ­ლა­მენ­ტა­რი ნიკა მა­ჭუ­ტა­ძე.

დი­მიტ­რი მა­ჭუ­ტა­ძე და მისი მე­უღ­ლე ანა ტარ­სეი-მა­ჭუ­ტა­ძე

- რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ სო­ფელ ნი­გო­ით­ში უორდრო­პე­ბიც ეწ­ვივ­ნენ თა­ვად დი­მიტ­რი მა­ჭუ­ტა­ძის ოჯახს, რომ­ლის მე­უღ­ლე ანა ტარ­სეი მათი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე იყო...

- მე-19 სა­უ­კუ­ნის სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ნა­თელ ფურ­ცლებს წარ­მო­ად­გენს ინ­გლი­სე­ლი ქარ­თვე­ლო­ლო­გე­ბის, და-ძმა მარ­ჯო­რი და ოლი­ვერ უორდრო­პე­ბის ცხოვ­რე­ბის ის წლე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ შეს­წი­რეს სა­ქარ­თვე­ლოს, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რი­ი­სა და კულ­ტუ­რის შეს­წავ­ლას, ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი სამ­ყა­როს­თვის მისი რაც შე­იძ­ლე­ბა უკეთ გაც­ნო­ბის კე­თილ­შო­ბი­ლურ მი­ზანს. და-ძმა უორდრო­პე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს 1894 წლის მი­წუ­რულს ეს­ტუმრნენ. ისი­ნი და­ინ­ტე­რეს­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ით, და­უ­ახ­ლოვ­დნენ ჩვენს მო­წი­ნა­ვე ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ას და ქარ­თველ მოღ­ვა­წე­ებს. მარ­ჯო­რი უორდროპ­მა, ამ "ინ­გლი­სელ­მა სუს­ტმა ქალ­მა", შეძ­ლო ის, რაც სხვებ­მა ვერ გა­ა­კე­თეს - ინ­გლი­სუ­რად თარ­გმნა ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ზღაპ­რე­ბი, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის "მგზავ­რის წე­რი­ლე­ბი", "გან­დე­გი­ლი".

ის 18 წელი თარ­გმნი­და "ვე­ფხის­ტყა­ო­სანს," მაგ­რამ 1909 წელს ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა და პო­ე­მა გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბე­ლი დარ­ჩა. ოლი­ვერ უორდროპ­მა კი, ჯერ კი­დევ, 1888 წელს ინ­გლის­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა წიგ­ნი "სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო." ასე­ვე მან თარ­გმნა "სიბ­რძნე სიც­რუ­ი­სა", "ვის­რა­მი­ა­ნი" და სხვა. დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ოლი­ვერ­მა ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ა­არ­სა მარ­ჯო­რი უორდრო­პის ფონ­დი, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის. პირ­ვე­ლად უორდრო­პე­ბი სო­ფელ ნი­გო­ით­ში მა­ჭუ­ტა­ძე­ებ­მა მი­ი­პა­ტი­ჟეს. თა­ვად დი­მიტ­რი მა­ჭუ­ტა­ძის მე­უღ­ლე ანა ტარ­სეი გახ­ლდათ... ვეწ­ვი­ეთ თა­ვად მა­ჭუ­ტა­ძის მე­უღ­ლეს ნი­გო­ით­ში. ეს ქალი ინ­გლი­სე­ლია, თა­ვი­სი სი­კე­თის­თვის დი­დად პა­ტივ­ცე­მუ­ლი, იგი დღე­ნი­ა­დაგ ზრუ­ნავს თა­ვის გლე­ხებ­ზე, გუ­ლის­ხმი­ე­რი ადა­მი­ა­ნია და გლე­ხო­ბაც ავად­მყო­ფო­ბი­სა და გა­სა­ჭი­რის დროს მას ხში­რად მი­მარ­თავს რჩე­ვი­სა და ნუ­გე­შის­თვის. მისი შვი­ლე­ბი ისე­ვე თა­ვი­სუფ­ლად ფლო­ბენ ინ­გლი­სურს, რო­გორც ქარ­თულს. მა­ჭუ­ტა­ძე­ე­ბი დიდი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბით გაგ­ვი­მას­პინ­ძლდნენ."

უორდრო­პე­ბი გუ­რუ­ლებს ისე შე­ეთ­ვის­ნენ, რომ მათ ნა­თე­სა­ვებს ეძახ­დნენ და ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს დარ­ჩნენ გუ­რი­ა­ში. და არა თუ დარ­ჩნენ, შემ­დეგ­ში დედ-მა­მაც და ძმა თო­მაც კი ჩა­მო­იყ­ვა­ნეს. უორდრო­პე­ბი გუ­რი­ე­ლე­ბის მთელ ნა­თე­სა­ო­ბას, მათ მსა­ხუ­რებ­სა და მო­უ­რა­ვებ­საც კი და­უ­ახ­ლოვ­დნენ. ამი­ტომ ხში­რად გუ­რუ­ლად უქ­ცევ­დნენ ლა­პა­რა­კის დროს და წე­რი­ლებ­შიც.

ოლი­ვერ უორდროპს თურ­მე ნინო ბე­რი­ძის (ტე­ლე­მა­ქი გუ­რი­ე­ლის მე­უღ­ლე) დის, ვე­ნე­რას შერ­თვა უნ­დო­და, მაგ­რამ ნა­თე­სა­ვებს უარი უთ­ქვამთ: "მაგ სი­შო­რე­ზე რო­გორ უნდა გა­ვა­თხო­ვოთ, ხომ სა­მუ­და­მოდ დაგ­ვე­კარ­გე­ბაო.“ სიკ­ვდი­ლის წინ მარ­ჯო­რი (ის ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა 1909 წელს გარ­და­იც­ვა­ლა) თხოვ­და თურ­მე ძმას, სა­ქარ­თვე­ლო­ში წადი, ვე­ნე­რა შე­ირ­თე და ჩემი ნივ­თე­ბი მას მი­არ­თვიო. ოლი­ვე­რი ამ მიზ­ნით ჩა­მო­სუ­ლა კი­დეც, მაგ­რამ ვე­ნე­რა უკვე როს­ტომ წე­რე­თელ­ზე ყო­ფი­ლა და­ნიშ­ნუ­ლი. ოლი­ვე­რი ინ­გლის­ში გაბ­რუ­ნე­ბუ­ლა, ოღონდ ვე­ნე­რა­სათ­ვის ჩა­მო­ტა­ნი­ლი ნივ­თე­ბი უკან აღარ წა­უ­ღია და დიდი მო­რი­დე­ბით მის­თვის მი­ურ­თმე­ვია, რო­გორც მარ­ჯო­რ­ის ნა­ან­დერ­ძე­ვი. შემ­დეგ­ში ოლი­ვერ­მა ცოლი შე­ირ­თო და შვილს ფარ­ნა­ო­ზი და­არ­ქვა. "ქალი რომ ყო­ფი­ლი­ყო, ვე­ნე­რას და­ვარ­ქმევ­დიო" - იწე­რე­ბო­და თურ­მე.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთა
0

ანუ ქალი ჩამოვიდა ინგლისიდან და გურიაში სოფელში გათხოვდა 

აი
3

დიდი მადლობა. კიდევ წავიკითხავ- მინდა რომ ეს ამბები ზეპირად ვიცოდე. მიხარია რომ არ გადაშენებულან და მათი შთამომავალი პარლამენტარია. მრავალ კარგ და წინაპრების დამფასებელ შვილს ვუსურვებ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ანა ტარსეი: ქართველი თავადის ინგლისელი მეუღლე, რომელიც ლევ ტოლსტოის "ანა კარენინას" ერთ-ერთი გმირის პროტოტიპია - "დიმიტრის მშობლები უკმაყოფილოები იყვნენ შვილის არჩევანით"

ანა ტარსეი: ქართველი თავადის ინგლისელი მეუღლე, რომელიც ლევ ტოლსტოის "ანა კარენინას" ერთ-ერთი გმირის პროტოტიპია - "დიმიტრის მშობლები უკმაყოფილოები იყვნენ შვილის არჩევანით"

"ლამაზი კუთხეა გურია საქართველოსი" წერდა გრ. რობაქიძე... იყვნენ უცხოელები, რომელთა ცხოვრებამ და მოღვაწეობამ ლანჩხუთისა და გურიის ისტორიაში ღრმა კვალი დატოვეს... ერთ-ერთი იყო ანა ტარსეი, რომლის შესახებაც მსურს გესაუბროთ" - ამბობს ნონა იმნაძე, ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მენეჯერი.

- ანა ტარსეი დაიბადა 1845 წელს ლონდონში. იგი უინძორის სამეფო სახლის მებაღის შვილი იყო. 1866 წელს ლევ ტოლსტოის მიწვევით ანა რუსეთში ჩავიდა, სადაც მწერლის შვილებს ზრდიდა. იასნაია პოლიანაში, ტოლსტოის სახლში ტარსეი 1866-72 წლებში ცხოვრობდა. არაჩვეულებრივი სათნო ხასიათით და შინაგანი კულტურით ანამ ტოლსტოის ოჯახის წევრთა ღრმა სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.

მწერლის შვილი ტატიანა წერდა: "განსაკუთრებით სამ ადამიანს ვუმადლი მე ჩემს ბავშვობას: მამას, რომელიც ხელმძღვანელობდა ჩვენს ცხოვრებას და გვიქმნიდა იმ პირობებს, რომლებშიც ჩვენ ვიზრდებოდით. დედას, რომელიც ამ პირობებში ალამაზებდა ჩვენს ცხოვრებას ყველა იმ საშუალებით, რაც კი მას შეეძლო და ანას, ჩვენს ინგლისელ აღმზრდელ ქალს, რომელმაც ჩვენს ოჯახში ექვს წელს იცხოვრა და გვაჩუქა ამდენი სიყვარული, მზრუნველობა და მტკიცე ზნეობრივი საფუძველი... ანა ჩვენს სახლიდან მაშინ წავიდა, როდესაც მე მეცხრე წელში გადავდექი და მის წასვლასთან ერთად გათავდა ჩემი ბავშვობაც და დამთავრდა ის უღრუბლო ბედნიერება, რომლითაც მე მანამდე ვცხოვრობდი.

  • ''რაც ყველაზე მეტად საყურადღებოა, ანა ტარსეი ლევ ტოლსტოის "ანა კარენინას" ერთ-ერთი მოქმედი გმირის პროტოტიპად გამოუყენებია. ყოველივე ეს ნათლად მოწმობს, თუ როგორი სიყვარულით და პატივისცემით ყოფილა გამსჭვალული დიდი რუსი მწერალი ნიგოითში გამოთხოვილი მაჭუტაძეების რძლისადმი.

ამითაც იხსნება ლევ ტოლსტოის გამახვილებული ყურადღება საქართველოს ამ უმშვენიერესი კუთხისადმი - გურიის და გურულებისადმი. იასნაია პოლიანაში ცხოვრების ბოლო წლებში ტარსეის ჯანმრთელობა სერიოზულად შეერყა, მას ციება შეჰყრია. ტოლსტოიმ ის ქუთაისში, თავის ცოლის დასთან, ტატიანა ბერსთან გააგზავნა გამოსაჯანმრთელებლად. ქუთაისში ანა გაიცნო თავადმა დიმიტრი მაჭუტაძემ, რომელსაც ქალი ძალიან მოსწონებია. ისინი1874 წელს შეუღლდნენ. დიმიტრის მშობლები უკმაყოფილონი იყვნენ შვილის არჩევანით, განსაკუთრებით სარწმუნოებრივი სხვაობა იწვევდა მათ შეშფოთებას. თავდაპირველად ახალგაზრდები ცალკე ცხოვრობდნენ. როცა მათ პირველი შვილი შეეძინათ, მხოლოდ ამის შემდეგ შეურიგდნენ მშობლები ცოლ-ქმარს და სახლში გადაიყვანეს. დიმიტრის და ანას შეეძინათ ექვსი შვილი: დიმიტრი, მინი, ვიქტორ, ჯენი, ტატიანა და ნადეჟდა...

მაჭუტაძეები თავიანთი სასახლის აივანზე (სოფ. ნიგოითი) მარცხნიდან თავადი ივანე გიორგის ძე მაჭუტაძე და მისი ძმა დიმიტრი მაჭუტაძე (ანა ტარსეის მეუღლე)

ანამ შესანიშნავად შეისწავლა ქართული ენა. მას საოცრად ჰყვარებია საქართველო და იქაური მაცხოვრებლები. ცხენზე შემჯდარი ის დადიოდა გურიის სოფლებში და უსასყიდლოდ მკურნალობდა ავადმყოფებს. ანა ტარსეის თაოსნობით ნიგოითში აშენდა ინგლისური პარკი, ასევე ინგლისური ჯიშის ხეხილის ბაღი. მან დააარსა მალარიასთან მებრძოლი სანიტარული ჯგუფი, რომელსაც ემსახურებოდა "კარეტა". ანას გარდა, საზოგადოებრივ და ბიზნეს საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდნენ მისი ნათესავებიც: ანას დისშვილმა, რომელსაც ჭიათურის მარგანეცის საბადოებზე ჰქონდა ბიზნესი, ააშენა ტენისის კორტები ჭიათურაში, ხოლო სიძემ, ოსკარ ზივერტმა დააარსა პირველი საფეხბურთო გუნდი საქართველოში, მან ჩამოიტანა ეკიპირება, ასწავლიდა ფეხბურთის წესებს...

გასაბჭოების შემდეგ ინგლისელები იძულებულნი იყვნენ შეეწყვიტათ საქმიანობა და სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ. სიცოცხლის ბოლო წლებში ანა ტარსეი მძიმედ ავადმყოფობდა და ჯერ კიდევ ახალგაზრდა გარდაიცვალა. დიმიტრი და ანა მაჭუტაძეების მამული და პარკი განადგურდა. სასაფლაო, სადაც დასაფლავებული იყო ანა, გავერანდა, ხოლო საფლავის ქვები, მათ შორის ტარსეის, გამოიყენეს სხვადასხვა შენობათა ასაშენებლად ლანჩხუთში. მაჭუტაძეების შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ გურიაში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. მათი ერთ-ერთი შთამომავალი გახლავთ პარლამენტარი ნიკა მაჭუტაძე.

დიმიტრი მაჭუტაძე და მისი მეუღლე ანა ტარსეი-მაჭუტაძე

- როგორც აღნიშნეთ სოფელ ნიგოითში უორდროპებიც ეწვივნენ თავად დიმიტრი მაჭუტაძის ოჯახს, რომლის მეუღლე ანა ტარსეი მათი თანამემამულე იყო...

- მე-19 საუკუნის საქართველოს ისტორიაში ნათელ ფურცლებს წარმოადგენს ინგლისელი ქართველოლოგების, და-ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპების ცხოვრების ის წლები, რომლებიც მათ შესწირეს საქართველოს, ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის შესწავლას, ინგლისურენოვანი სამყაროსთვის მისი რაც შეიძლება უკეთ გაცნობის კეთილშობილურ მიზანს. და-ძმა უორდროპები საქართველოს 1894 წლის მიწურულს ესტუმრნენ. ისინი დაინტერესდნენ საქართველოს ისტორიით, დაუახლოვდნენ ჩვენს მოწინავე ინტელიგენციას და ქართველ მოღვაწეებს. მარჯორი უორდროპმა, ამ "ინგლისელმა სუსტმა ქალმა'', შეძლო ის, რაც სხვებმა ვერ გააკეთეს - ინგლისურად თარგმნა ქართული ხალხური ზღაპრები, ილია ჭავჭავაძის "მგზავრის წერილები'', "განდეგილი".

ის 18 წელი თარგმნიდა ,,ვეფხისტყაოსანს,'' მაგრამ 1909 წელს ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა და პოემა გამოუქვეყნებელი დარჩა. ოლივერ უორდროპმა კი, ჯერ კიდევ, 1888 წელს ინგლისში გამოაქვეყნა წიგნი ,,საქართველოს სამეფო.'' ასევე მან თარგმნა "სიბრძნე სიცრუისა'', "ვისრამიანი'' და სხვა. დის გარდაცვალების შემდეგ ოლივერმა ოქსფორდის უნივერსიტეტში დააარსა მარჯორი უორდროპის ფონდი, რომელსაც ქართველოლოგიის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის. პირველად უორდროპები სოფელ ნიგოითში მაჭუტაძეებმა მიიპატიჟეს. თავად დიმიტრი მაჭუტაძის მეუღლე ანა ტარსეი გახლდათ... ვეწვიეთ თავად მაჭუტაძის მეუღლეს ნიგოითში. ეს ქალი ინგლისელია, თავისი სიკეთისთვის დიდად პატივცემული, იგი დღენიადაგ ზრუნავს თავის გლეხებზე, გულისხმიერი ადამიანია და გლეხობაც ავადმყოფობისა და გასაჭირის დროს მას ხშირად მიმართავს რჩევისა და ნუგეშისთვის. მისი შვილები ისევე თავისუფლად ფლობენ ინგლისურს, როგორც ქართულს. მაჭუტაძეები დიდი სტუმართმოყვარეობით გაგვიმასპინძლდნენ.''

უორდროპები გურულებს ისე შეეთვისნენ, რომ მათ ნათესავებს ეძახდნენ და ყველაზე დიდხანს დარჩნენ გურიაში. და არა თუ დარჩნენ, შემდეგში დედ-მამაც და ძმა თომაც კი ჩამოიყვანეს. უორდროპები გურიელების მთელ ნათესაობას, მათ მსახურებსა და მოურავებსაც კი დაუახლოვდნენ. ამიტომ ხშირად გურულად უქცევდნენ ლაპარაკის დროს და წერილებშიც.

ოლივერ უორდროპს თურმე ნინო ბერიძის (ტელემაქი გურიელის მეუღლე) დის, ვენერას შერთვა უნდოდა, მაგრამ ნათესავებს უარი უთქვამთ: "მაგ სიშორეზე როგორ უნდა გავათხოვოთ, ხომ სამუდამოდ დაგვეკარგებაო.“ სიკვდილის წინ მარჯორი (ის ძალიან ახალგაზრდა 1909 წელს გარდაიცვალა) თხოვდა თურმე ძმას, საქართველოში წადი, ვენერა შეირთე და ჩემი ნივთები მას მიართვიო. ოლივერი ამ მიზნით ჩამოსულა კიდეც, მაგრამ ვენერა უკვე როსტომ წერეთელზე ყოფილა დანიშნული. ოლივერი ინგლისში გაბრუნებულა, ოღონდ ვენერასათვის ჩამოტანილი ნივთები უკან აღარ წაუღია და დიდი მორიდებით მისთვის მიურთმევია, როგორც მარჯორის ნაანდერძევი. შემდეგში ოლივერმა ცოლი შეირთო და შვილს ფარნაოზი დაარქვა. ,,ქალი რომ ყოფილიყო, ვენერას დავარქმევდიო" - იწერებოდა თურმე.