პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში ორ 13 წლის მოზარდს ეძებენ - რას აცხადებს ახლობელი გაუჩინარებულ ბიჭებზე?
თბილისში ორ 13 წლის მოზარდს ეძებენ - რას აცხადებს ახლობელი გაუჩინარებულ ბიჭებზე?

თბი­ლის­ში ორ ბიჭს ეძე­ბენ. 13 წლის ცოტ­ნე და ნი­კო­ლო­ზი, გუ­შინ დი­ლით სკო­ლა­ში ერ­თად წა­ვიდ­ნენ და მას შემ­დეგ ოჯა­ხის წევ­რებს აღარ უნა­ხავთ. რო­გორც და­კარ­გუ­ლი ბი­ჭე­ბის ოჯა­ხის წევ­რი მა­რი­ამ გა­თე­ნაშ­ვი­ლი ambebi.ge-სთან ამ­ბობს, მო­ზარ­დე­ბის ძებ­ნა­ში პო­ლი­ცია ჩარ­თუ­ლია. ბო­ლოს ორი­ვე გა­ლე­რე­ა­ში უც­ნობ გო­გო­ნებ­თან ერ­თად ნა­ხეს, მას შემ­დეგ ბი­ჭე­ბის კვა­ლი გამ­ქრა­ლია.

- ეს ბავ­შვე­ბი ჩემი ძმა და ჩემი პა­ტა­რა მაზ­ლი არი­ან, ორი­ვე 13 წლის არის და მე­გობ­რო­ბენ. ვა­ზი­სუ­ბან­ში ვცხოვ­რობთ და გუ­შინ დი­ლით ერ­თად წა­ვიდ­ნენ სკო­ლა­ში. არ­ცერ­თს თან არ ჰქო­ნია ტე­ლე­ფო­ნე­ბი, გა­ტე­ხი­ლე­ბი აქვთ. სკო­ლის შემ­დეგ ქა­ლაქ­ში გა­სუ­ლან, ესეც მათი მე­გობ­რის "სთო­რი­ში" ვნა­ხე.

ამის შემ­დეგ კვა­ლი ქრე­ბა, ამ ბავ­შვმაც არ იცის, სად წა­ვიდ­ნენ. ჩემი მე­გო­ბა­რი "გა­ლე­რი­ში" მუ­შა­ობს და იმას უნა­ხავს ღამე, ცხრა სა­ათ­ზე ორ გო­გო­ნას­თან ერ­თად, ოღონდ უც­ნობ გო­გო­ნებ­თან.

მათი სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბია ცოტ­ნე გა­თე­ნაშ­ვი­ლი და ნი­კო­ლოზ ფა­რუ­ლა­ვა. პო­ლი­ცია მა­შინ­ვე ჩა­ვა­ყე­ნეთ საქ­მის კურ­სში, ეძე­ბენ. სხვა ნორ­მა­ლუ­რი ფო­ტო­ე­ბი არ გვაქვს, ან სა­ხეს მა­ლა­ვენ, ან რა ვიცი. ორი­ვეს­თან ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს და არა­ფე­რი არ მომ­ხდა­რა ისე­თი, რომ სახ­ლი­დან წა­სუ­ლიყ­ვნენ. მაზ­ლი ჩემ­თან ცხოვ­რობს და ჩემი ძმა მე­ზობ­ლად და ხში­რად რჩე­ბა ჩვენ­თან.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ვუ­წო­დებ, რომ თუ სად­მე შე­ნიშ­ნეს, აუ­ცი­ლებ­ლად დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ ამ ნო­მერ­ზე: 599 33 63 89

  • გა­ნახ­ლე­ბა 14:05

და­კარ­გუ­ლი მო­ზარ­დე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა იპო­ვეს - წა­ი­კი­თხედ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საღი აზრი
12

არასოციალურები არიან,საქციელით და გარეგნობით!დიდი ალბათობით(თუ იპოვეს),ცოტა ხანში მაინც ციხეში მოხვდებიან.

ლავრენტი
1

იპოვეს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

თბილისში ორ 13 წლის მოზარდს ეძებენ - რას აცხადებს ახლობელი გაუჩინარებულ ბიჭებზე?

თბილისში ორ 13 წლის მოზარდს ეძებენ - რას აცხადებს ახლობელი გაუჩინარებულ ბიჭებზე?

თბილისში ორ ბიჭს ეძებენ. 13 წლის ცოტნე და ნიკოლოზი, გუშინ დილით სკოლაში ერთად წავიდნენ და მას შემდეგ ოჯახის წევრებს აღარ უნახავთ. როგორც დაკარგული ბიჭების ოჯახის წევრი მარიამ გათენაშვილი ambebi.ge-სთან ამბობს, მოზარდების ძებნაში პოლიცია ჩართულია. ბოლოს ორივე გალერეაში უცნობ გოგონებთან ერთად ნახეს, მას შემდეგ ბიჭების კვალი გამქრალია.

- ეს ბავშვები ჩემი ძმა და ჩემი პატარა მაზლი არიან, ორივე 13 წლის არის და მეგობრობენ. ვაზისუბანში ვცხოვრობთ და გუშინ დილით ერთად წავიდნენ სკოლაში. არცერთს თან არ ჰქონია ტელეფონები, გატეხილები აქვთ. სკოლის შემდეგ ქალაქში გასულან, ესეც მათი მეგობრის "სთორიში" ვნახე.

ამის შემდეგ კვალი ქრება, ამ ბავშვმაც არ იცის, სად წავიდნენ. ჩემი მეგობარი "გალერიში" მუშაობს და იმას უნახავს ღამე, ცხრა საათზე ორ გოგონასთან ერთად, ოღონდ უცნობ გოგონებთან.

მათი სახელები და გვარებია ცოტნე გათენაშვილი და ნიკოლოზ ფარულავა. პოლიცია მაშინვე ჩავაყენეთ საქმის კურსში, ეძებენ. სხვა ნორმალური ფოტოები არ გვაქვს, ან სახეს მალავენ, ან რა ვიცი. ორივესთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს და არაფერი არ მომხდარა ისეთი, რომ სახლიდან წასულიყვნენ. მაზლი ჩემთან ცხოვრობს და ჩემი ძმა მეზობლად და ხშირად რჩება ჩვენთან.

საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ თუ სადმე შენიშნეს, აუცილებლად დაგვიკავშირდნენ ამ ნომერზე: 599 33 63 89

  • განახლება 14:05

დაკარგული მოზარდები სამართალდამცავებმა იპოვეს - წაიკითხედ ვრცლად