პაკისტანში მოულოდნელად მოსული წვიმისა და თოვლის გამო ათობით ადამიანი დაშავდა, მინიმუმ 35 კი დაიღუპა. კატასტროფების მართვის ორგანოების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 22 ბავშვია, რომელთა უმეტესობაც მეწყერმა მოიყოლა.
ექსტრემალურმა ამინდმა პაკისტანის ჩრდილოეთ და დასავლეთ რეგიონებს დაარტყა. დიდთოვლობის გამო გადაიკეტა გზები, გაითიშა ელექტროენერგია და ასობით სახლი განადგურდა.
მოულოდნელი თოვლით ექსპერტებიც გაოგნებულები დარჩნენ, რადგან როგორც ამბობენ, მარტში პაკისტანში საკმაოდ თბილა. ქვეყნის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის ყოფილმა დირექტორმა, მუშტაქ ალი შაჰმა, უჩვეულო ამინდი კლიმატის ცვლილებას მიაწერა.
გაკვირვებულები არიან ადგილობროვებიც. ჰატიჯ შაჰი, კირკის რაიონის მცხოვრები ამბობს, რომ წარსულში მის სამეზობლოში მხოლოდ ერთხელ მოუთოვია: "რამდენადაც მახსოვს, პირველად და უკანასკნელად დაახლოებით 25-30 წლის წინ მოთოვა, ისიც მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში",- განაცხადა მან BBC-სთან ინტერვიუში.
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
ჩვენი თოვლი პაკისტანში წასულა
ირბინონ ფლოსტებით)))