საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მითხრეს, რომ ჩემი სახელი, გუდნი იოჰანესონი ქართულად ითარგმნება, როგორც გუდუნა ივანიშვილი - მოხარული ვიქნები, ამ სახელით ვიყო ცნობილი საქართველოში" - ისლანდიის პრეზიდენტი
"მითხრეს, რომ ჩემი სახელი, გუდნი იოჰანესონი ქართულად ითარგმნება, როგორც გუდუნა ივანიშვილი - მოხარული ვიქნები, ამ სახელით ვიყო ცნობილი საქართველოში" - ისლანდიის პრეზიდენტი

"როცა პირ­ვე­ლად შევ­ხვდი ქარ­თველ მე­გობ­რებს, მი­თხრეს, რომ ჩემი სა­ხე­ლი გუ­დ­ნი იო­ჰა­ნე­სო­ნი ქარ­თულ ენა­ზე ითარ­გმნე­ბო­და, რო­გორც გუ­დუ­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი - მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბი, ამ სა­ხე­ლით ვიყო ცნო­ბი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში", - ამის შე­სა­ხებ ის­ლან­დი­ის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტმა, გუ­დ­ნი იო­ჰა­ნე­სონ­მა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბა.

"რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზიტს, ჩვე­ნი ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში ყუ­რა­დღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლეთ მწვა­ნე ენერ­გი­ა­ზე. ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით შეგ­ვიძ­ლია, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა უფრო გა­ვაღ­რმა­ოთ. ამის მა­გა­ლი­თი გვაქვს ახალ­ქა­ლაქ­ში, სა­დაც ის­ლან­დი­უ­რი კომ­პა­ნია მო­ნა­წი­ლე­ობს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და­მა­ტე­ბით თა­ნამ­შრომ­ლო­ბას მი­ვე­სალ­მე­ბით.

რო­დე­საც ბა­ქო­სა და ის­ლან­დი­ას შო­რის პარტნი­ო­რო­ბა ყა­ლიბ­დე­ბო­და, სხვა­დას­ხვა მწვა­ნე სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს და რე­ი­კი­ა­ვიკს რაც აერ­თი­ა­ნებს, არის თბი­ლი აბა­ნო­ე­ბი. რო­გორც ვი­ცით, თბი­ლი აბა­ნო­ე­ბი არის თბი­ლის­შიც და რე­ი­კი­ა­ვიკ­შიც. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვენ გვჯე­რა, რომ ის­ლან­დი­ას აქვს, რა­ღაც, რაც შე­უძ­ლია შეს­თა­ვა­ზოს სა­ქარ­თვე­ლოს და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ახა­ლი ხი­დე­ბი ვე­ძე­ბოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში.

რო­გორც ვიცი, სა­ქარ­თვე­ლოს აქვს ძა­ლი­ან დიდი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მა­რა­გი. ჩვენ ახლა ვიმ­ყო­ფე­ბით რუს­თა­ვე­ლის დარ­ბაზ­ში. ხვალ ჩვენ გვექ­ნე­ბა პა­ტი­ვი, ხელი მო­ვა­წე­როთ ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ის­ლან­დი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტებს შო­რის, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით შედ­გე­ბა მი­მოც­ვლა ქვეყ­ნე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტებს შო­რის. ამა­ზე არ უნდა გავ­ჩერ­დეთ.

აგ­რეთ­ვე, შე­იძ­ლე­ბა ტუ­რიზ­მიც წა­ხა­ლის­დეს. რა თქმა უნდა, სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ად­გილ­ზე მდე­ბა­რე­ობს, სა­დაც შევ­ხვდე­ბით რო­გორც სა­ზღვაო სა­ნა­პი­რო­ებს, ასე­ვე მთებს. ამი­ტომ მე ვფიქ­რობ, რომ ჩემი ვი­ზი­ტის შემ­დეგ ის­ლან­დი­ე­ლე­ბის ინ­ტე­რე­სი უფრო გა­იზ­რდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ“, - გა­ნა­ცხა­და ის­ლან­დი­ის პრე­ზი­დენ­ტმა.

ახლა მსურს, და­ვუბ­რუნ­დე ჩემს პი­რად ინ­ტე­რე­სებს, მე მახ­სოვს, რო­დე­საც პირ­ვე­ლად შევ­ხვდი ქარ­თველ მე­გობ­რებს, მათ მი­თხრეს, რომ ჩემი სა­ხე­ლი - გუ­დ­ნი იო­ჰა­ნე­სო­ნი ქარ­თულ ენა­ზე თარ­გმნი­ლი იქ­ნე­ბო­და, რო­გორც გუ­დუ­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. მე მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბი, ამ სა­ხე­ლით ვიყო სა­ქარ­თვე­ლო­ში ცნო­ბი­ლი მო­მა­ვა­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

მე მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ დე­და­ქა­ლა­ქის მიღ­მაც მოგ­ვე­ცა ქვეყ­ნის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­ზი­ტით ჩა­მო­სუ­ლებს ყო­ველ­თვის მო­ვუ­წო­დებ, რომ გა­ვიდ­ნენ ქა­ლა­ქის გა­რეთ. ასე რომ, გუ­დუ­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მო­ხა­რუ­ლია, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­შია. მე ასე­ვე ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა მას­წავ­ლეს რამ­დე­ნი­მე სი­ტყვა - „მე შენ მიყ­ვარ­ხარ“. მად­ლო­ბას გიხ­დით სა­ქარ­თვე­ლოს და ქარ­თვე­ლებს მას­პინ­ძლო­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და გუ­დ­ნი იო­ჰა­ნე­სონ­მა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰმ,
0

ყველაფრის თარგმნა გამიგია, მაგრამ გვარ-სახელის?

ბეხლეწი არხეინა
5

გულიანი კაცი ჩანს! ახლა მაგას ქართული პოლიტიკის ამომავალ ვარსკვლავებს ხაბეს, ხაჯიშვილს, წითლიძეს, ბუაძეს, გეგელიას ნუ დაანახებთ, თორემ უარს იტყვის ქართველობაზე :))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მითხრეს, რომ ჩემი სახელი, გუდნი იოჰანესონი ქართულად ითარგმნება, როგორც გუდუნა ივანიშვილი - მოხარული ვიქნები, ამ სახელით ვიყო ცნობილი საქართველოში" - ისლანდიის პრეზიდენტი

"მითხრეს, რომ ჩემი სახელი, გუდნი იოჰანესონი ქართულად ითარგმნება, როგორც გუდუნა ივანიშვილი - მოხარული ვიქნები, ამ სახელით ვიყო ცნობილი საქართველოში" - ისლანდიის პრეზიდენტი

"როცა პირველად შევხვდი ქართველ მეგობრებს, მითხრეს, რომ ჩემი სახელი გუდნი იოჰანესონი ქართულ ენაზე ითარგმნებოდა, როგორც გუდუნა ივანიშვილი - მოხარული ვიქნები, ამ სახელით ვიყო ცნობილი საქართველოში", - ამის შესახებ ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, გუდნი იოჰანესონმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

"რაც შეეხება საქართველოში ვიზიტს, ჩვენი ვიზიტის ფარგლებში ყურადღება გავამახვილეთ მწვანე ენერგიაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით შეგვიძლია, ჩვენი ურთიერთობა უფრო გავაღრმაოთ. ამის მაგალითი გვაქვს ახალქალაქში, სადაც ისლანდიური კომპანია მონაწილეობს ჩამოყალიბებაში და ამ მიმართულებით დამატებით თანამშრომლობას მივესალმებით.

როდესაც ბაქოსა და ისლანდიას შორის პარტნიორობა ყალიბდებოდა, სხვადასხვა მწვანე საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობა შევინარჩუნეთ. შესაბამისად, საქართველოს და რეიკიავიკს რაც აერთიანებს, არის თბილი აბანოები. როგორც ვიცით, თბილი აბანოები არის თბილისშიც და რეიკიავიკშიც. ამ მიმართულებით ჩვენ გვჯერა, რომ ისლანდიას აქვს, რაღაც, რაც შეუძლია შესთავაზოს საქართველოს და ამ მიმართულებით. ჩვენ შეგვიძლია თანამშრომლობის ახალი ხიდები ვეძებოთ საქართველოში.

როგორც ვიცი, საქართველოს აქვს ძალიან დიდი ლიტერატურული მარაგი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით რუსთაველის დარბაზში. ხვალ ჩვენ გვექნება პატივი, ხელი მოვაწეროთ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას ისლანდიისა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის, რომლის საფუძველზე ლიტერატურისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით შედგება მიმოცვლა ქვეყნების უნივერსიტეტებს შორის. ამაზე არ უნდა გავჩერდეთ.

აგრეთვე, შეიძლება ტურიზმიც წახალისდეს. რა თქმა უნდა, საქართველო ძალიან საინტერესო ადგილზე მდებარეობს, სადაც შევხვდებით როგორც საზღვაო სანაპიროებს, ასევე მთებს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩემი ვიზიტის შემდეგ ისლანდიელების ინტერესი უფრო გაიზრდება საქართველოს მიმართ“, - განაცხადა ისლანდიის პრეზიდენტმა.

ახლა მსურს, დავუბრუნდე ჩემს პირად ინტერესებს, მე მახსოვს, როდესაც პირველად შევხვდი ქართველ მეგობრებს, მათ მითხრეს, რომ ჩემი სახელი - გუდნი იოჰანესონი ქართულ ენაზე თარგმნილი იქნებოდა, როგორც გუდუნა ივანიშვილი. მე მოხარული ვიქნები, ამ სახელით ვიყო საქართველოში ცნობილი მომავალი დღეების განმავლობაში.

მე მოხარული ვარ, რომ დედაქალაქის მიღმაც მოგვეცა ქვეყნის დათვალიერების საშუალება. საერთაშორისო ვიზიტით ჩამოსულებს ყოველთვის მოვუწოდებ, რომ გავიდნენ ქალაქის გარეთ. ასე რომ, გუდუნა ივანიშვილი მოხარულია, რომ დღეს საქართველოშია. მე ასევე ჩემმა მეგობრებმა მასწავლეს რამდენიმე სიტყვა - „მე შენ მიყვარხარ“. მადლობას გიხდით საქართველოს და ქართველებს მასპინძლობისთვის“, - განაცხადა გუდნი იოჰანესონმა.