საზოგადოება
სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯერჯერობით, არც პირადად და არც ირიბად, არცერთი ადამიანისთვის ჯანდაცვის მინისტრობა არ შემითავაზებია" - პრემიერი
"ჯერჯერობით, არც პირადად და არც ირიბად, არცერთი ადამიანისთვის ჯანდაცვის მინისტრობა არ შემითავაზებია" - პრემიერი

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვის­თვის შე­უ­თა­ვა­ზე­ბია.

მისი თქმით, რამ­დე­ნი­მე სა­კად­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა მი­სა­ღე­ბი, რაც ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელს და კონ­კრე­ტუ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელს ეხე­ბა, რის თა­ო­ბა­ზეც გან­ცხა­დე­ბას კვი­რის ბო­ლომ­დე გა­ა­კე­თებს.

კო­ბა­ხი­ძემ ასე­ვე უპა­სუ­ხა კი­თხვას, გა­უშ­ვა თუ არა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის რე­გი­ო­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლერი ბარ­ნა­ბიშ­ვი­ლი. პრე­მი­ერ­მა თქვა, რომ "ის ინიშ­ნე­ბა მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე კონ­კრე­ტულ სა­მი­ნის­ტრო­ში და შე­სა­ბა­მი­სი მი­ნის­ტრი გა­ა­კე­თებს ამა­ზე გან­ცხა­დე­ბას“.

რაც შე­ე­ხე­ბა მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში სხვა შე­საძ­ლო ცვლი­ლე­ბებს, კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ "ყვე­ლა მი­ნის­ტრი ეფექ­ტი­ა­ნად მუ­შა­ობს და ისი­ნი გა­აგ­რძე­ლე­ბენ ეფექ­ტი­ა­ნად მუ­შა­ო­ბას“.

"რაც შე­ე­ხე­ბა ახალ კად­რებს, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით კვი­რის ბო­ლომ­დე გა­ვა­კე­თებ გან­ცხა­დე­ბას. თი­თო­ე­უ­ლი ვა­კან­სია შე­ივ­სე­ბა კვი­რის ბო­ლომ­დე.

ჯერ­ჯე­რო­ბით, არც პი­რა­დად და არც ირი­ბად, არ­ცერ­თი ადა­მი­ა­ნის­თვის მი­ნის­ტრო­ბა დღემ­დე არ შე­მი­თა­ვა­ზე­ბია - გვაქვს შიდა სა­მუ­შაო პრო­ცე­სი, ვარ­ჩევთ კან­დი­და­ტებს და რო­გორც კი გარ­კვე­ულ პო­ზი­ცი­ა­ზე ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე­ბით, და­ვი­წყებთ შე­თა­ვა­ზე­ბას“,- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ასე­ვე კი­თხვა­ზე, რა­ტომ არ ჩა­ტარ­და გუ­შინ მთავ­რო­ბის სხდო­მა, პრე­მი­ერ­მა გან­მარ­ტა, რომ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არ იყო.

"მთავ­რო­ბის სხდო­მა სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ ინიშ­ნე­ბა. არ იყო სა­კი­თხე­ბის ის მო­ცუ­ლო­ბა, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბის სხდო­მის ჩა­ტა­რე­ბას ითხოვ­და“,- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კ ო მ ბ ლ ე
1

დევიჯერო ამის თავი რაცხას ფიქროობს? რავა, მაგდენი შეიძლია თუ?

Qeto
1

როგორ, ეს ირიბადაც უქცევს? კოტიტა თითებით, ალბათ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ჯერჯერობით, არც პირადად და არც ირიბად, არცერთი ადამიანისთვის ჯანდაცვის მინისტრობა არ შემითავაზებია" - პრემიერი

"ჯერჯერობით, არც პირადად და არც ირიბად, არცერთი ადამიანისთვის ჯანდაცვის მინისტრობა არ შემითავაზებია" - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრობა ჯერჯერობით არავისთვის შეუთავაზებია.

მისი თქმით, რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილებაა მისაღები, რაც ჯანდაცვის მინისტრს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და კონკრეტული დეპარტამენტის ხელმძღვანელს ეხება, რის თაობაზეც განცხადებას კვირის ბოლომდე გააკეთებს.

კობახიძემ ასევე უპასუხა კითხვას, გაუშვა თუ არა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი. პრემიერმა თქვა, რომ "ის ინიშნება მაღალ თანამდებობაზე კონკრეტულ სამინისტროში და შესაბამისი მინისტრი გააკეთებს ამაზე განცხადებას“.

რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტში სხვა შესაძლო ცვლილებებს, კობახიძემ განაცხადა, რომ "ყველა მინისტრი ეფექტიანად მუშაობს და ისინი გააგრძელებენ ეფექტიანად მუშაობას“.

"რაც შეეხება ახალ კადრებს, ამასთან დაკავშირებით კვირის ბოლომდე გავაკეთებ განცხადებას. თითოეული ვაკანსია შეივსება კვირის ბოლომდე.

ჯერჯერობით, არც პირადად და არც ირიბად, არცერთი ადამიანისთვის მინისტრობა დღემდე არ შემითავაზებია - გვაქვს შიდა სამუშაო პროცესი, ვარჩევთ კანდიდატებს და როგორც კი გარკვეულ პოზიციაზე ჩამოვყალიბდებით, დავიწყებთ შეთავაზებას“,- განაცხადა კობახიძემ.

ასევე კითხვაზე, რატომ არ ჩატარდა გუშინ მთავრობის სხდომა, პრემიერმა განმარტა, რომ ამის საჭიროება არ იყო.

"მთავრობის სხდომა საჭიროებისამებრ ინიშნება. არ იყო საკითხების ის მოცულობა, რომელიც მთავრობის სხდომის ჩატარებას ითხოვდა“,- განაცხადა კობახიძემ.