პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა სექტორი სწრაფად იზრდება, რისკებიც ჩნდება, მათ შორის კარტელური გარიგებების..." - კობახიძე "მძლავრი ჯგუფების ბიზნესინტერესებზე“
"როცა სექტორი სწრაფად იზრდება, რისკებიც ჩნდება, მათ შორის კარტელური გარიგებების..." - კობახიძე "მძლავრი ჯგუფების ბიზნესინტერესებზე“

ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა ისა­უბ­რა იმ გა­მოწ­ვე­ვა­ზე, რას­თა­ნაც მას მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში გამ­კლა­ვე­ბა უწევ­და, - ასე შე­ა­ფა­სა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჯან­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ აზა­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე გა­ა­კე­თა.

"უამ­რა­ვი, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე გა­კეთ­და ზურა აზა­რაშ­ვი­ლის მიერ, რო­დე­საც ის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი იყო. იყო სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, რა­ზეც ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა, ის ამ პრობ­ლე­მე­ბის დაძ­ლე­ვა­ზე მუ­შა­ობ­და. რა თქმა უნდა, იმ პრობ­ლე­მებ­ზე, რა­ზეც ზუ­რაბ აზა­რაშ­ვი­ლი სა­უბ­რობს, მუ­შა­ო­ბა გაგ­რძელ­დე­ბა. მე პრობ­ლე­მე­ბი და­ვი­ნა­ხე სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, ეს იყო პირ­ველ რიგ­ში, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მა. ამა­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლე ყუ­რა­დღე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ბრძო­ლას კარ­ტე­ლუ­რი გა­რი­გე­ბე­ბის თუ მსგავ­სი პრო­ცე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ეს რა თქმა უნდა, ისე­თი­ვე რე­ჟიმ­ში გაგ­რძელ­დე­ბა. ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, რომ კი­დევ უფრო ეფექ­ტი­ა­ნი იყოს ეს პო­ლი­ტი­კა. ყვე­ლა­ფე­რი ისე გაგ­რძელ­დე­ბა, რო­გორც და­წყე­ბუ­ლი არის. ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა ძა­ლი­ან ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე გა­ა­კე­თა, როცა ის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი იყო, მათ შო­რის იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა­ზეც მან ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა გაგ­რძელ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

კი­თხვა­ზე, აღი­ა­რებს თუ არა, რომ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა­ში "მძლავ­რი ჯგუ­ფე­ბის ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბი“ არ­სე­ბობს, რა­ზეც აზა­რაშ­ვი­ლი სა­უბ­რობს, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ უპა­სუ­ხა, რომ რო­დე­საც ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რი იზ­რდე­ბა, რის­კე­ბიც ჩნდე­ბა.

"ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რი 2012 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი არის სწრა­ფად მზარ­დი. რო­დე­საც კონ­კრე­ტუ­ლი სექ­ტო­რი სწრა­ფად იზ­რდე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში ჯან­დაც­ვა, იქ რის­კე­ბიც ჩნდე­ბა, მათ შო­რის კარ­ტე­ლუ­რი გა­რი­გე­ბე­ბის, არას­წო­რი პრო­ცე­სე­ბის რის­კიც იზ­რდე­ბა. აქ მუდ­მი­ვი ყუ­რა­დღე­ბაა სა­ჭი­რო. მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილს. მან ძა­ლი­ან ბევ­რი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა იმის­თვის, რომ ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით არ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო. ყუ­რა­დღე­ბა მო­მა­ვალ­შიც არის სა­ჭი­რო“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრთან მი­მარ­თე­ბით კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში გარ­კვე­უ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი იყო.

"თუმ­ცა, ეს ხარ­ვე­ზე­ბი იყო არ­სე­ბი­თი თა­ვის ში­ნა­არ­სით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იქნა ჩემს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თუმ­ცა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ვე­რა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ვერ და­უ­კარ­გავს ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილს იმ დამ­სა­ხუ­რე­ბას, რო­მე­ლიც მას თა­ვი­სი მრა­ვალ­წლი­ა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო აქვს“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
1

რისი გამკეთებელი ხარ, საქმის გამკეთებელს ხსნით და არაფრისმქნელებს 12 წელი ათამაშებთ მინისტრების სკამზე. მალე მოგეთხოვებათ ქვეყნის კორუფციის ჭაობში ჩაფლობისთვის. 

მამიკოევიჩი
1

ისევ ის ბიჭი ვარ, ხუჭუჭა პატარააა))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"როცა სექტორი სწრაფად იზრდება, რისკებიც ჩნდება, მათ შორის კარტელური გარიგებების..." - კობახიძე "მძლავრი ჯგუფების ბიზნესინტერესებზე“

"როცა სექტორი სწრაფად იზრდება, რისკებიც ჩნდება, მათ შორის კარტელური გარიგებების..." - კობახიძე "მძლავრი ჯგუფების ბიზნესინტერესებზე“

ზურაბ აზარაშვილმა ისაუბრა იმ გამოწვევაზე, რასთანაც მას მინისტრობის პერიოდში გამკლავება უწევდა, - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის მინისტრობის პერიოდში ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა.

"უამრავი, ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა ზურა აზარაშვილის მიერ, როდესაც ის ჯანდაცვის მინისტრი იყო. იყო სერიოზული პრობლემები, რაზეც ზურაბ აზარაშვილმა ყურადღება გაამახვილა, ის ამ პრობლემების დაძლევაზე მუშაობდა. რა თქმა უნდა, იმ პრობლემებზე, რაზეც ზურაბ აზარაშვილი საუბრობს, მუშაობა გაგრძელდება. მე პრობლემები დავინახე სხვა მიმართულებით, ეს იყო პირველ რიგში, კომუნიკაციის პრობლემა. ამაზე გავამახვილე ყურადღება. რაც შეეხება ბრძოლას კარტელური გარიგებების თუ მსგავსი პროცესების წინააღმდეგ, ეს რა თქმა უნდა, ისეთივე რეჟიმში გაგრძელდება. ჩვენი სურვილია, რომ კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს ეს პოლიტიკა. ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც დაწყებული არის. ზურაბ აზარაშვილმა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა, როცა ის ჯანდაცვის მინისტრი იყო, მათ შორის იმ მიმართულებით, რაზეც მან ყურადღება გაამახვილა. ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, აღიარებს თუ არა, რომ ჯანდაცვის სისტემაში "მძლავრი ჯგუფების ბიზნესინტერესები“ არსებობს, რაზეც აზარაშვილი საუბრობს, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ როდესაც ჯანდაცვის სექტორი იზრდება, რისკებიც ჩნდება.

"ჯანდაცვის სექტორი 2012 წლიდან მოყოლებული არის სწრაფად მზარდი. როდესაც კონკრეტული სექტორი სწრაფად იზრდება, ამ შემთხვევაში ჯანდაცვა, იქ რისკებიც ჩნდება, მათ შორის კარტელური გარიგებების, არასწორი პროცესების რისკიც იზრდება. აქ მუდმივი ყურადღებაა საჭირო. მადლობას გადავუხდი ზურაბ აზარაშვილს. მან ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ ჯანდაცვის სექტორი ჩვენს ქვეყანაში არასწორი მიმართულებით არ განვითარებულიყო. ყურადღება მომავალშიც არის საჭირო“, - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ჯანდაცვის მინისტრთან მიმართებით კომუნიკაციაში გარკვეული ხარვეზები იყო.

"თუმცა, ეს ხარვეზები იყო არსებითი თავის შინაარსით. აქედან გამომდინარე, იქნა ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა ეს გადაწყვეტილება ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაუკარგავს ზურაბ აზარაშვილს იმ დამსახურებას, რომელიც მას თავისი მრავალწლიანი საქმიანობის გამო აქვს“, - განაცხადა კობახიძემ.