სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩრდილოეთ კორეა აშშ-სა და სამხრეთ კორეას წვრთნების შეწყვიტისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ "ბირთვული ომი, შესაძლოა, ნაპერწკლითაც კი გაჩნდეს"
ჩრდილოეთ კორეა აშშ-სა და სამხრეთ კორეას წვრთნების შეწყვიტისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ "ბირთვული ომი, შესაძლოა, ნაპერწკლითაც კი გაჩნდეს"

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო სამ­ხრეთ კო­რე­ას და შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს მო­უ­წო­დებს, სამ­ხედ­რო წვრთნე­ბი შე­წყვი­ტონ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი შე­დე­გე­ბით იმუქ­რე­ბა.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს, KCNA-ს ცნო­ბით, თავ­დაც­ვის უწყე­ბის პრესს­პი­კერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მკაც­რად გმობს სამ­ხედ­რო წვრთნებს, რო­მე­ლიც არა თავ­დაც­ვი­თი, არა­მედ „ჩრდი­ლო­ეთ­ში შეჭ­რის მცდე­ლო­ბაა“ და აშშ-სა და სამ­ხრეთ კო­რე­ას მისი შე­წყვე­ტის­კენ მო­უ­წო­და.

„ბირ­თვუ­ლი ომი, შე­საძ­ლოა, ნა­პერ­წკლი­თაც კი გაჩ­ნდეს. აშშ-სა და სამ­ხრეთ კო­რე­ას ძვი­რი და­უჯ­დე­ბათ არას­წო­რი არ­ჩე­ვა­ნი“, - ცი­ტი­რებს KCNA პრესს­პი­კერს, რომ­ლის სა­ხელ­საც არ აკონ­კრე­ტებს.

მისი თქმით, არას­ტა­ბი­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მოს მკაც­რად გა­სა­კონ­ტრო­ლებ­ლად სამ­ხედ­რო ქმე­დე­ბებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ.

შე­გახ­სე­ნებთ, აშშ-მა და სამ­ხრეთ კო­რე­ამ გუ­შინ 10 დღი­ა­ნი ერ­თობ­ლი­ვი წვრთნე­ბი „თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფარი“ და­ი­წყეს, რო­მე­ლიც ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მხრი­დან მომ­დი­ნა­რე ბირ­თვულ და სა­რა­კე­ტო საფრ­თხე­ებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლოგიკურია
3

ორი კორეა ისე გაერთიანდება ერთ სახლმწიფოდ როგორც აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანია

ჰმ,
6

როგორც ჩვენი მტერ-მოყვარეები ამბობენ, დედას ბუშტი კიმი ,,სამ იგრაეტ, სამ პაიოტ"... თავად მთელ სამყაროს ბირთვული იარაღით ემუქრება ,,გენიოსასავით"(უდიპლომო სასიძოდან) და თან სხვას აშოშმინებს:))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ჩრდილოეთ კორეა აშშ-სა და სამხრეთ კორეას წვრთნების შეწყვიტისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ "ბირთვული ომი, შესაძლოა, ნაპერწკლითაც კი გაჩნდეს"

ჩრდილოეთ კორეა აშშ-სა და სამხრეთ კორეას წვრთნების შეწყვიტისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ "ბირთვული ომი, შესაძლოა, ნაპერწკლითაც კი გაჩნდეს"

ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო სამხრეთ კორეას და შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, სამხედრო წვრთნები შეწყვიტონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შედეგებით იმუქრება.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, KCNA-ს ცნობით, თავდაცვის უწყების პრესსპიკერმა განაცხადა, რომ მკაცრად გმობს სამხედრო წვრთნებს, რომელიც არა თავდაცვითი, არამედ „ჩრდილოეთში შეჭრის მცდელობაა“ და აშშ-სა და სამხრეთ კორეას მისი შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„ბირთვული ომი, შესაძლოა, ნაპერწკლითაც კი გაჩნდეს. აშშ-სა და სამხრეთ კორეას ძვირი დაუჯდებათ არასწორი არჩევანი“, - ციტირებს KCNA პრესსპიკერს, რომლის სახელსაც არ აკონკრეტებს.

მისი თქმით, არასტაბილური უსაფრთხოების გარემოს მკაცრად გასაკონტროლებლად სამხედრო ქმედებებს განახორციელებენ.

შეგახსენებთ, აშშ-მა და სამხრეთ კორეამ გუშინ 10 დღიანი ერთობლივი წვრთნები „თავისუფლების ფარი“ დაიწყეს, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მომდინარე ბირთვულ და სარაკეტო საფრთხეებზე რეაგირების გაუმჯობესებაა.