საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგონა "ელფის თვალებით" - როგორ ცხოვრობს და როგორ გამოიყურება გოგონა, რომელსაც წლების წინ მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ბავშვს უწოდებდნენ (ფოტოები)
გოგონა "ელფის თვალებით" - როგორ ცხოვრობს და როგორ გამოიყურება გოგონა, რომელსაც წლების წინ მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ბავშვს უწოდებდნენ (ფოტოები)

ამ გო­გო­ნამ მსოფ­ლიო პო­დი­უ­მე­ბის და­პყრო­ბა სამი წლის ასაკ­ში მო­ა­ხერ­ხა, რო­დე­საც პირ­ვე­ლად რეკ­ლა­მა­ში გა­და­ი­ღეს. ლა­ნია გრე­ი­სი ხუთი წლის იყო, რო­დე­საც მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი გო­გო­ნა უწო­დეს. ის არა­მარ­ტო გა­რეგ­ნო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, არა­მედ ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბო­და თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან. არა­ვის ჰგავ­და და ამა­ყობ­და თა­ვი­სი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბით.

მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ბრენ­დე­ბი ერ­თმა­ნეთს ეცი­ლე­ბოდ­ნენ, რათა პა­ტა­რა მო­დე­ლის მშობ­ლე­ბის­თვის მომ­გე­ბი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტე­ბი შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნათ. თუმ­ცა, ბოლო დროს ლა­ნია ხში­რად აღარ ახა­რებს თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მო­ჩე­ნით; ის უკვე სხვა, რო­გორ ამ­ბობს, უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

  • ელ­ფის მზე­რა

გო­გო­ნა 2004 წელს და­ი­ბა­და და მშობ­ლებ­მა პირ­ვე­ლი­ვე თვე­ე­ბი­დან შე­ნიშ­ნეს, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ლა­მა­ზი იყო. თუმ­ცა იმ მო­მენ­ტში ამას დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას არ ანი­ჭებ­დნენ და გულ­წრფე­ლად თვლიდ­ნენ, რომ ყვე­ლა პა­ტა­რა ბავ­შვი ლა­მა­ზი იყო.

ლა­ნია სამი წლის იყო, როცა დე­დას­თან და მა­მას­თან ერ­თად კა­პი­ტო­ლას სა­ნა­პი­რო­ზე კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში ის­ვე­ნებ­და. გო­გო­ნას მა­მამ, თო­მას სტი­ვენ­სონ­მა, რამ­დე­ნი­მე ფოტო გა­და­უ­ღო და სან-ფრან­ცის­კო­ში მდე­ბა­რე სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო FORD-ს გა­უგ­ზავ­ნა.

მალე აგენ­ტმა გო­გო­ნას მშობ­ლებს და­უ­რე­კა და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბა შეს­თა­ვა­ზა. კონ­ტრაქ­ტის ხელ­მო­წე­რი­დან ერთი თვის შემ­დეგ, ლა­ნი­ას პირ­ვე­ლი გა­და­ღე­ბა ჰქონ­და.

გო­გო­ნა სუ­ლაც არ იყო მორ­ცხვი, ის მხი­ა­რუ­ლად პო­ზი­რებ­და კა­მე­რის წინ და იცი­ნო­და. მის­თვის ეს ერ­თგვა­რი თა­მა­ში და გარ­თო­ბა აღ­მოჩ­ნდა.

გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ფო­ტოგ­რა­ფე­ბი მშობ­ლებს ეკი­თხე­ბოდ­ნენ, თუ რა ეროვ­ნე­ბის იყო გო­გო­ნა, რად­გან მა­ნამ­დე ასე­თი მე­ტყვე­ლი თვა­ლე­ბი არას­დროს ენა­ხათ. მათ ბავ­შვს თვა­ლის უჩ­ვე­უ­ლო ფე­რი­სა და ჭრი­ლის გამო, ელფი უწო­დეს. ლა­ნი­ას ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ოჯა­ხი ჰყავს, მისი წი­ნაპ­რე­ბი იყ­ვნენ ფი­ლი­პი­ნე­ლე­ბი, ეს­პა­ნე­ლე­ბი...

პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­და­ღე­ბის შემ­დეგ, ახალ­გაზ­რდა მო­დე­ლის კა­რი­ე­რა სწრა­ფად გან­ვი­თარ­და. FORD-ის სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სას რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გრე­ის­მა შთამ­ბეჭ­დავ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია. გო­გო­ნას დედა, არი­ელ სტი­ვენ­სო­ნი, მთელ დროს ქა­ლიშ­ვილს უთ­მობ­და. ამას­თან, ის გო­გო­ნას გა­და­ღე­ბებ­ზე სი­ა­რულს არ აი­ძუ­ლებ­და, პი­რი­ქით, ყვე­ლა გა­და­ღე­ბა თუ გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რო­ბა პა­ტა­რა ლა­ნი­ას­თვის მხო­ლოდ თა­მა­ში, სა­ხა­ლი­სო და ამა­ღელ­ვე­ბე­ლიც კი იყო.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ლა­ნი­ას მო­უ­წია მოკ­ლე კა­რი­ე­რუ­ლი შეს­ვე­ნე­ბა აეღო, რად­გან კბი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა და ბრე­კე­ტე­ბის გა­კე­თე­ბა მო­უ­წია. ამ პე­რი­ოდ­ში აღარ მო­ნა­წი­ლე­ობ­და გა­და­ღე­ბებ­ში და შო­უ­ებ­ში. შემ­დეგ კი სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტომ მას­თან კონ­ტრაქ­ტი შე­წყვი­ტა.

მაგ­რამ "გო­გო­ნა ელ­ფის თვა­ლე­ბით“ უსაქ­მოდ არ დარ­ჩე­ნი­ლა, მას მა­შინ­ვე შეს­თა­ვა­ზეს ახა­ლი კონ­ტრაქ­ტი, ამ­ჯე­რად სა­ა­გენ­ტო Wilhelmina Models-თან. ლა­ნია ასე­ვე თა­ნამ­შრომ­ლობ­და Guess and Maleficent Toys-თან, Old Navy-თან და Ralph Lauren-თან, მო­ნა­წი­ლე­ობ­და შო­უ­ებ­სა და სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ებ­ში. ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, ბავ­შვი ასაკ­თან ერ­თად იც­ვლე­ბო­და, თუმ­ცა მისი სი­ლა­მა­ზე არ გაქ­რა, უბ­რა­ლოდ, შე­იც­ვა­ლა.

  • ახა­ლი ჰო­რი­ზონ­ტე­ბი

ლა­ნია გრე­ისს ნამ­დვი­ლად უყ­ვარს ის, რა­საც აკე­თებს. ახალ­გაზ­რდა მო­დე­ლის ჰო­ნო­რა­რი ყო­ველ­თვის საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი იყო და 2023 წლის­თვის მისი პი­რა­დი ქო­ნე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით, 3 მი­ლი­ონ დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი. მაგ­რამ ის დღემ­დე არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა მხო­ლოდ მო­დე­ლო­ბით. ის­წავ­ლა ვი­ო­ლი­ნო­ზე დაკ­ვრა, და­დი­ო­და ხატ­ვა­ზე, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სპორ­ტით, კერ­ძოდ კი კრი­ვით და­ინ­ტე­რეს­და.

მას ფი­ზი­კუ­რად არ შე­ეძ­ლო ჩვე­უ­ლებ­რივ სკო­ლა­ში ეს­წავ­ლა: მუდ­მი­ვი გა­და­ღე­ბე­ბი და გა­დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი არ აძ­ლევ­და სა­შუ­ა­ლე­ბას, გაკ­ვე­თი­ლებს დას­წრე­ბო­და. ამი­ტომ, მას­თან თა­ვი­სუ­ფალ დროს სახ­ლში მას­წავ­ლებ­ლე­ბი და­დი­ოდ­ნენ, რად­გან გა­ნათ­ლე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნის პერ­სპექ­ტი­ვა არ მოს­წონ­და.

ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გო­გო­ნამ აღი­ა­რა, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ოც­ნე­ბობს და უკვე გარ­კვე­ულ ნა­ბი­ჯებს დგამს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. უფრო მე­ტიც, მისი დე­ბი­უ­ტი უკვე შედ­გა, თუმ­ცა არა ფილმში, არა­მედ Avicii-ს მუ­სი­კა­ლურ ვი­დეო რგოლ­ში სიმ­ღე­რა­ზე Wake Me Up. კლი­პი წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოდ­გა და ახალ­გაზ­რდა მო­დელ­მა ისევ მი­ი­პყრო ყუ­რა­დღე­ბა.

სა­ნამ ლა­ნია პა­ტა­რა იყო, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის ან­გა­რი­შებს გო­გო­ნას ნაც­ვლად მამა მარ­თავ­და, მაგ­რამ ახლა მო­დე­ლი თა­ვად აქ­ვეყ­ნებს ახალ ფო­ტო­ებს და ბოლო დროს ინფლუ­ენ­სე­რო­ბა და­ი­წყო. მო­დე­ლი აქ­ტი­უ­რად ემ­ზა­დე­ბა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის­თვის და აგ­რძე­ლებს თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ამე­რი­კის წამ­ყვან სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ებ­თან Wilhelmina Model-თან და JE Model Management-თან.

გო­გო­ნას ჰყავს უმ­ცრო­სი და, რო­მელ­თა­ნაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებს. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ის ყო­ველ­თვის ულო­ცავს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს მნიშ­ვნე­ლო­ვან დღე­სას­წა­უ­ლებს და მად­ლო­ბას უხ­დის მათ.

გო­გო­ნა დე­დას თა­ვის მთა­ვარ შთა­გო­ნე­ბის წყა­როს უწო­დებს და აღი­ა­რებს, რომ სწო­რედ ის უბიძ­გებს, ყო­ველ­დღი­უ­რად ის­წრა­ფო­დეს წარ­მა­ტე­ბის­კენ. თბი­ლად მო­იხ­სე­ნი­ებს მა­მას და ჰპირ­დე­ბა, რომ არა­სო­დეს და­ი­ვი­წყებს იმას, რაც მან შვი­ლის­თვის გა­ა­კე­თა.

ლა­ნეა გრე­ისს ყო­ველ­თვის ახ­სოვს, რომ ად­რე­ულ ბავ­შვო­ბა­ში ინ­ტრო­ვერ­ტი და მორ­ცხვი ბავ­შვი იყო. მაგ­რამ კა­მე­რის წინ გარ­და­იქ­მნა, შემ­დეგ კი ეს ცვლი­ლე­ბე­ბი ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­შიც გა­მო­ად­გა. დღეს გო­გო­ნას აქვს არა მხო­ლოდ დი­დე­ბა და ფული, არა­მედ ჰყავს ბევ­რი მე­გო­ბა­რიც, რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან აფა­სებს.

ჰმ,
8

დიდი არაფერი...,,ზღაპრული ელფიდან" ჩვეულებრივი მოდელი და ინფლუენსერი გამოიჩეკა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

გოგონა "ელფის თვალებით" - როგორ ცხოვრობს და როგორ გამოიყურება გოგონა, რომელსაც წლების წინ მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ბავშვს უწოდებდნენ (ფოტოები)

გოგონა "ელფის თვალებით" - როგორ ცხოვრობს და როგორ გამოიყურება გოგონა, რომელსაც წლების წინ მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ბავშვს უწოდებდნენ (ფოტოები)

ამ გოგონამ მსოფლიო პოდიუმების დაპყრობა სამი წლის ასაკში მოახერხა, როდესაც პირველად რეკლამაში გადაიღეს. ლანია გრეისი ხუთი წლის იყო, როდესაც მსოფლიოში ყველაზე ლამაზი გოგონა უწოდეს. ის არამარტო გარეგნობით გამოირჩეოდა, არამედ ძალიან განსხვავდებოდა თანატოლებისგან. არავის ჰგავდა და ამაყობდა თავისი ინდივიდუალობით.

მსოფლიოს წამყვანი ბრენდები ერთმანეთს ეცილებოდნენ, რათა პატარა მოდელის მშობლებისთვის მომგებიანი კონტრაქტები შეეთავაზებინათ. თუმცა, ბოლო დროს ლანია ხშირად აღარ ახარებს თაყვანისმცემლებს საზოგადოებაში გამოჩენით; ის უკვე სხვა, როგორ ამბობს, უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით არის დაკავებული.

  • ელფის მზერა

გოგონა 2004 წელს დაიბადა და მშობლებმა პირველივე თვეებიდან შენიშნეს, რომ განსაკუთრებულად ლამაზი იყო. თუმცა იმ მომენტში ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ და გულწრფელად თვლიდნენ, რომ ყველა პატარა ბავშვი ლამაზი იყო.

ლანია სამი წლის იყო, როცა დედასთან და მამასთან ერთად კაპიტოლას სანაპიროზე კალიფორნიაში ისვენებდა. გოგონას მამამ, თომას სტივენსონმა, რამდენიმე ფოტო გადაუღო და სან-ფრანცისკოში მდებარე სამოდელო სააგენტო FORD-ს გაუგზავნა.

მალე აგენტმა გოგონას მშობლებს დაურეკა და ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზა. კონტრაქტის ხელმოწერიდან ერთი თვის შემდეგ, ლანიას პირველი გადაღება ჰქონდა.

გოგონა სულაც არ იყო მორცხვი, ის მხიარულად პოზირებდა კამერის წინ და იცინოდა. მისთვის ეს ერთგვარი თამაში და გართობა აღმოჩნდა.

გაოგნებული ფოტოგრაფები მშობლებს ეკითხებოდნენ, თუ რა ეროვნების იყო გოგონა, რადგან მანამდე ასეთი მეტყველი თვალები არასდროს ენახათ. მათ ბავშვს თვალის უჩვეულო ფერისა და ჭრილის გამო, ელფი უწოდეს. ლანიას ინტერნაციონალური ოჯახი ჰყავს, მისი წინაპრები იყვნენ ფილიპინელები, ესპანელები...

პირველი წარმატებული გადაღების შემდეგ, ახალგაზრდა მოდელის კარიერა სწრაფად განვითარდა. FORD-ის სამოდელო სააგენტოსთან თანამშრომლობისას რამდენიმე წლის განმავლობაში, გრეისმა შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია. გოგონას დედა, არიელ სტივენსონი, მთელ დროს ქალიშვილს უთმობდა. ამასთან, ის გოგონას გადაღებებზე სიარულს არ აიძულებდა, პირიქით, ყველა გადაღება თუ გადაცემაში სტუმრობა პატარა ლანიასთვის მხოლოდ თამაში, სახალისო და ამაღელვებელიც კი იყო.

მოგვიანებით, ლანიას მოუწია მოკლე კარიერული შესვენება აეღო, რადგან კბილებთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა და ბრეკეტების გაკეთება მოუწია. ამ პერიოდში აღარ მონაწილეობდა გადაღებებში და შოუებში. შემდეგ კი სამოდელო სააგენტომ მასთან კონტრაქტი შეწყვიტა.

მაგრამ "გოგონა ელფის თვალებით“ უსაქმოდ არ დარჩენილა, მას მაშინვე შესთავაზეს ახალი კონტრაქტი, ამჯერად სააგენტო Wilhelmina Models-თან. ლანია ასევე თანამშრომლობდა Guess and Maleficent Toys-თან, Old Navy-თან და Ralph Lauren-თან, მონაწილეობდა შოუებსა და სარეკლამო კამპანიებში. ყველაზე საინტერესო ის არის, ბავშვი ასაკთან ერთად იცვლებოდა, თუმცა მისი სილამაზე არ გაქრა, უბრალოდ, შეიცვალა.

  • ახალი ჰორიზონტები

ლანია გრეისს ნამდვილად უყვარს ის, რასაც აკეთებს. ახალგაზრდა მოდელის ჰონორარი ყოველთვის საკმაოდ მაღალი იყო და 2023 წლისთვის მისი პირადი ქონება დაახლოებით, 3 მილიონ დოლარად არის შეფასებული. მაგრამ ის დღემდე არ შემოიფარგლება მხოლოდ მოდელობით. ისწავლა ვიოლინოზე დაკვრა, დადიოდა ხატვაზე, მოგვიანებით კი სპორტით, კერძოდ კი კრივით დაინტერესდა.

მას ფიზიკურად არ შეეძლო ჩვეულებრივ სკოლაში ესწავლა: მუდმივი გადაღებები და გადატვირთული გრაფიკი არ აძლევდა საშუალებას, გაკვეთილებს დასწრებოდა. ამიტომ, მასთან თავისუფალ დროს სახლში მასწავლებლები დადიოდნენ, რადგან განათლების გარეშე დარჩენის პერსპექტივა არ მოსწონდა.

ერთ-ერთ ინტერვიუში გოგონამ აღიარა, რომ მსახიობობაზე ოცნებობს და უკვე გარკვეულ ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით. უფრო მეტიც, მისი დებიუტი უკვე შედგა, თუმცა არა ფილმში, არამედ Avicii-ს მუსიკალურ ვიდეო რგოლში სიმღერაზე Wake Me Up. კლიპი წარმატებული გამოდგა და ახალგაზრდა მოდელმა ისევ მიიპყრო ყურადღება.

სანამ ლანია პატარა იყო, სოციალურ ქსელში მის ანგარიშებს გოგონას ნაცვლად მამა მართავდა, მაგრამ ახლა მოდელი თავად აქვეყნებს ახალ ფოტოებს და ბოლო დროს ინფლუენსერობა დაიწყო. მოდელი აქტიურად ემზადება უნივერსიტეტში სწავლისთვის და აგრძელებს თანამშრომლობას ამერიკის წამყვან სამოდელო სააგენტოებთან Wilhelmina Model-თან და JE Model Management-თან.

გოგონას ჰყავს უმცროსი და, რომელთანაც განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებს. სოციალური ქსელის საშუალებით ის ყოველთვის ულოცავს საყვარელ ადამიანებს მნიშვნელოვან დღესასწაულებს და მადლობას უხდის მათ.

გოგონა დედას თავის მთავარ შთაგონების წყაროს უწოდებს და აღიარებს, რომ სწორედ ის უბიძგებს, ყოველდღიურად ისწრაფოდეს წარმატებისკენ. თბილად მოიხსენიებს მამას და ჰპირდება, რომ არასოდეს დაივიწყებს იმას, რაც მან შვილისთვის გააკეთა.

ლანეა გრეისს ყოველთვის ახსოვს, რომ ადრეულ ბავშვობაში ინტროვერტი და მორცხვი ბავშვი იყო. მაგრამ კამერის წინ გარდაიქმნა, შემდეგ კი ეს ცვლილებები ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოადგა. დღეს გოგონას აქვს არა მხოლოდ დიდება და ფული, არამედ ჰყავს ბევრი მეგობარიც, რომლებსაც ძალიან აფასებს.