ჯგუფური გაუპატიურების ამბავმა, რომელიც აღმოსავლეთ ინდოეთის შტატ ჯარხანდში მოხდა, მთელი ქვეყანა შეძრა. 28 წლის ბრაზილიელი ქალი და მისი მეუღლე ინდოეთში მოტოციკლეტით ტურისტულად მოგზაურობდნენ, როცა ღამით 7 მამაკაცი დაესხათ თავს. დამნაშავეებმა ტურისტი ქალი ჯგუფურად გააუპატიურეს, მისი მეუღლე კი უმოწყალოდ სცემეს.
სამართალდამცავები სავარაუდო დამნაშავეთა ვინაობას არ ამჟღავნებენ, თუმცა პოლიციის თქმით, მათ 4 მამაკაცი უკვე დააპატიმრეს და დანარჩენ სამს ისევ ეძებენ.
ძალადობის მსხვერპლმა ქალმა რამდენიმე დღის წინ საკუთარ "ინსტაგრამზე" ვიდეო ატვირთა, რომელშიც ამბობს, რომ ის შვიდმა მამაკაცმა გააუპატიურა:
"მათ გვცემეს და გაგვძარცვეს. ბევრი არაფერი მოუპარავთ, რადგან მათი მთავარი მიზანი ჩემი გაუპატიურება იყო". მან ისიც დასძინა, რომ თავდამსხმელები ცოლ-ქმარს მოკვლითაც ემუქრებოდნენ.
წყვილის ატვირთულ მეორე ვიდეოში ძალადობის მსხვერპლი ქალის მეუღლეც საუბრობს:
"ჩაფხუტი და ქვაც კი მირტყეს თავში. პირი განადგურებული მაქვს, მაგრამ ჩემი ცოლი უარეს დღეშია".
წყვილმა ორივე ვიდეო მალევე წაშალა.
ინდოეთში სექსუალურ ძალადობასა და გაუპატიურებაზე ხმამაღლა ლაპარაკი 2012 წლის შემდეგ გახშირდა, მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ქალი დელიში ავტობუსით მგზავრობისას ჯგუფურად გააუპატიურეს. ამბავმა ქვეყანაში პროტესტის ტალღა და გაუპატიურების საწინააღმდეგო კანონებში ცვლილებები გამოიწვია. ამის მიუხედავად, ინდოეთში მაინც ხშირია ქალებზე ძალადობის შემთხვევები და ყოველწლიურად ათიათასობით მსგავსი დანაშაული ხდება.
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
ინდოეთში ჩემ მეუღლესთან ერთად ვიმოგზაურე 2018-ში.მუმბაი,ვარანასი,დელი თუ ინდუისტური რელიგიის მიმდევარი არ ხართ,შოკისმომგვრელი იქნება ეს მოგზაურობა.განგების წყალობით და სიფრთხილის გამო მშვიდობით დავბრუნდით.მე მირჩევნია youtub-ზე ვეზიარო ამ საინტერესო სამყაროს.
აფსუუუუს. რა თვალითღა უნდა წავიკითხო ვეფხისტყაოსანი? ალბათ როგორ წითლდებიან სირცხვილით, ტარიელი და. ნესტანდარეჯანი. ეჰ, თლა წახდა ქვეყანა.