სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადრე გვებრძოდნენ მუსულმანები, ახლა გვებრძვიან რუსულმანებიო... ამის გამო გაზეთში უბინძურესი წერილი დაუწერეს და ამ წერილმა შეიწირა" - თაკო ჩარკვიანის მოგონებები მამაზე
"ადრე გვებრძოდნენ მუსულმანები, ახლა გვებრძვიან რუსულმანებიო... ამის გამო გაზეთში უბინძურესი წერილი დაუწერეს და ამ წერილმა შეიწირა" - თაკო ჩარკვიანის მოგონებები მამაზე

"1990 წელს, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი მი­ტინ­გი ჯან­სუღს მიჰ­ყავ­და. ჩნდე­ბა ლო­გი­კუ­რი შე­კი­თხვა: განა რა მოხ­და იმ ერთ წე­ლი­წად­ში, რომ ისი­ნი სხვა­დას­ხვა მხა­რეს აღ­მოჩ­ნდნენ?"

პო­ლი­ტი­კოს თაკო ჩარ­კვი­ანს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ემო­ცი­უ­რი, კრი­ტი­კუ­ლი გა­მოს­ვლე­ბით იც­ნობს. ის ყველ­გან და­უ­ფა­რა­ვად გა­მოთ­ქვამს თა­ვის აზრს - სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის კედ­ლებ­ში და მის გა­რე­თაც. ამ­ჯე­რად ქალ­ბა­ტონ თა­კოს სულ სხვა ამ­პლუ­ა­ში წარ­მო­გიდ­გენთ: ის იგო­ნებს მა­მას - ჯან­სუღ ჩარ­კვი­ანს და მის შე­უ­და­რე­ბელ სა­მე­გობ­როს, რო­მელ­მაც ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა.

- რო­დე­საც მა­მა­ზე და მის სა­მე­გობ­რო­ზე ვფიქ­რობ, ყო­ველ ჯერ­ზე ვრწმუნ­დე­ბი, რომ 60-ია­ნელ­თა ფანი ვარ. ჯერ რო­გო­რი კურ­სე­ლე­ბი ჰყავ­და: ოთარ და თა­მაზ ჭი­ლა­ძე­ე­ბი, ტა­რი­ელ ჭან­ტუ­რია, გივი გე­გეჭ­კო­რი, ვახ­ტანგ ჯა­ვა­ხა­ძე, გივი სამ­სო­ნა­ძე... - ამ­დე­ნი ვარ­სკვლა­ვი თსუ-ის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის მხო­ლოდ ერთ კურ­სზე სწავ­ლობ­და! სა­ო­ცა­რი მე­გობ­რო­ბა ჰქონ­დათ, ერ­თმა­ნეთს ყო­ველ­თვის მხარ­ში ედგნენ და მათ შო­რის ოდ­ნა­ვი შური ან და­პი­რის­პი­რე­ბაც კი არ იყო. მერე ეს მე­გობ­რო­ბა ნა­თელ­მი­რო­ნო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და: ჩვენს ოჯახს ნა­თელ-მი­რო­ნი აკავ­ში­რებს ტა­რი­ელ ჭან­ტუ­რი­ას­თან, ოთარ ჭი­ლა­ძეს­თან, იო­სებ ნო­ნეშ­ვილ­თან, თა­მაზ ჭი­ლა­ძეს­თან და იმ დრო­ის სხვა ცნო­ბილ ხე­ლო­ვა­ნებ­თან. რო­დე­საც მათ ვიხ­სე­ნებ, ვხვდე­ბი, მსგავ­სი ადა­მი­ა­ნე­ბი სა­უ­კუ­ნე­ში ერთხელ იბა­დე­ბი­ან. მახ­სოვს, როცა ჯან­სუ­ღის ლექ­სე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა, ჩვენს ტე­ლე­ფონ­ზე ღა­მის ზარი შე­მო­ვი­და, ეს ოთარ ჭი­ლა­ძე იყო, რო­მე­ლიც მა­მას მთე­ლი ხმით ულო­ცავ­და და ეუბ­ნე­ბო­და: ახლა წა­ვი­კი­თხე შენი გუ­ლი­ა­ნი ლექ­სე­ბი, შენ გე­ნაც­ვა­ლეო. რო­გორც გი­თხა­რით, მათ შო­რის კონ­კუ­რენ­ცი­ის ნა­სა­ხიც კი არ იგ­რძნო­ბო­და. პი­რი­ქით, ერ­თმა­ნეთს აგუ­ლი­ა­ნებ­დნენ და ყვე­ლა სტრი­ქონს უწო­ნებ­დნენ, რა­საც შე­მოქ­მე­დის­თვის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. პო­ე­ზია მეც ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ეს ჯან­სუ­ღის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ყვე­ლა ნი­ჭი­ე­რი პო­ე­ტის ლექ­სებს ის დიდი სიყ­ვა­რუ­ლით მაწ­ვდი­და. იცით ახლა რას ვდარ­დობ ყვე­ლა­ზე მე­ტად? - მათი მოლ­ხე­ნა და ქე­ი­ფი ვერ ჩა­ვი­წე­რე, ვერ შე­მო­ვი­ნა­ხე.

ჩვენს სახ­ლში კარი არ იკე­ტე­ბო­და და ღა­მის ზა­რე­ბიც არ გვიკ­ვირ­და: მამა სულ იმე­ო­რებ­და: გა­ა­ღეთ, ან ბი­ჭე­ბი იქ­ნე­ბი­ან, ან ვი­ღა­ცას უჭირ­სო. ორი ოთა­ხი გვქონ­და და მა­მა­ჩე­მი შუ­ა­ში კარს არ სვამ­და, მე­გობ­რე­ბი რომ ვიკ­რი­ბე­ბით, ად­გი­ლი არ გვყოფ­ნი­სო. ამი­ტომ, დე­დამ ეს ორი ოთა­ხი ლა­მა­ზი ფარ­დით გა­და­ტიხ­რა.

დე­და­ჩემ­მა, ირმა ჩხე­ი­ძემ მა­მას ძა­ლი­ან კარ­გი მე­უღ­ლე­ო­ბა გა­უ­წია, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ერ­თნა­ი­რი მენ­ტა­ლი­ტე­ტი და ერთი ჭკუა ჰქონ­დათ: დე­დაც ლი­ტე­რა­ტო­რია, ენათ­მეც­ნი­ე­რი, თვი­თო­ნაც კარ­გად წერ­და და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას შე­მოქ­მე­დე­ბას იკ­ვლევ­და - მას სა­დოქ­ტო­რო და სა­კან­დი­და­ტო დი­სერ­ტა­ცი­ე­ბი აქვს გამ­სა­ხურ­დი­ა­ზე და­ცუ­ლი.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად ვის აფა­სებ­და სა­მე­გობ­რო­დან?

- მა­მას გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარ­და მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის და მურ­მან ლე­ბა­ნი­ძის პო­ე­ზია, მათი ლექ­სე­ბი მეც შე­მაყ­ვა­რა. მარ­ტო სტუ­დენ­ტო­ბის ამ­ხა­ნა­გებ­თან კი არა, ყვე­ლას­თან მე­გობ­რობ­და, მაგ­რამ ნო­დარ დუმ­ბა­ძეს­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. მათი ტან­დე­მი ნამ­დვილ ფე­ი­ერ­ვერკს ჰგავ­და, რად­გან ორი­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლი იუ­მო­რით იყო და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი. ერთ ამ­ბავს გა­ვიხ­სე­ნებ: საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში უცხო­ეთ­ში გას­ვლა რთუ­ლი იყო. ერთ-ერთ კონ­კურ­სში ჯან­სუ­ღის ლექსმა გა­ი­მარ­ჯვა და იუ­გოს­ლა­ვი­ა­ში უნდა წა­სუ­ლი­ყო. ეს ლექ­სი გახ­ლდათ "მწყურ­ვა­ლი­სათ­ვის მი­მა­ტა­ნი­ნე წყა­ლი", რო­მელ­მაც პრე­მი­აც მო­ი­პო­ვა. მა­მას ბი­ლე­თე­ბი უკვე ნა­ყი­დი ჰქონ­და, როცა ნო­დარ­მა მწვა­ვე ინ­ფარ­ქტი მი­ი­ღო. ჯან­სუღ­მა ბი­ლე­თე­ბი ჩა­ა­ბა­რა და იუ­გოს­ლა­ვი­ის ნაც­ვლად, მე­ო­რე დი­ლას სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­ვი­და. მის თავ­თან იჯდა. როცა ნო­დარ­მა თვა­ლი გა­ა­ხი­ლა და გა­ო­ცე­ბულ­მა ჰკი­თხა, "ჯა­ნუ­კა, ბიჭო, შენ აქა ხარ? მე უკვე წა­სუ­ლი მე­გო­ნე". - ბიჭო, ნო­და­რა, მეც რა ხნის წა­სუ­ლი მე­გო­ნე, მაგ­რამ აგერ წევ­ხარ და მე­ლა­პა­რა­კე­ბიო, - უპა­სუ­ხა მა­მამ. ასე შე­ხუმ­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ და იუ­მო­რით ბევ­რი რამ გა­ი­ტა­ნეს.

ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნი და ნო­დარ დუმ­ბა­ძე
ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნი და ნო­დარ დუმ­ბა­ძე

კი­დევ ერთი მო­გო­ნე­ბა დე­და­ჩემ­მა შე­მო­ი­ნა­ხა: ნო­დარს სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ფარ­ქტი მო­უ­ვი­და. რო­გორც კი გა­მო­კეთ­და, მა­მას წე­რი­ლი გა­მო­უგ­ზავ­ნა: რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ცენ­ტრში ვწე­ვარ და იცი, რას ვა­კე­თებ? შენს სტრო­ფან­ტინს ვკი­თხუ­ლო­ბო. ნო­დარ დუმ­ბა­ძეს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ლექ­სი "ლა­მა­ზი სიკ­ვდი­ლი" და მას სტრო­ფან­ტი­ნი და­არ­ქვა - იმ წამ­ლის სა­ხე­ლი, რომ­ლი­თაც მკურ­ნა­ლობ­და. ეს წე­რი­ლი შე­ნა­ხუ­ლი გვაქვს. ხში­რად ვფიქ­რობ: ალ­ბათ დიდ ნიჭს შე­უძ­ლია ასე უშურ­ვე­ლად სხვი­სი ნი­ჭის და­ნახ­ვა და აღი­ა­რე­ბა.

- რო­გორ გავ­რცელ­და ხალ­ხში სა­ო­ცა­რი სი­ტყვე­ბი - "თა­ვი­სუფ­ლე­ბა ისე არ მო­დის, თა­ვი­სუფ­ლე­ბა ლომ­თა ხვედ­რია"?

- ეს სი­ტყვე­ბი პო­ე­მა­ში ჰქონ­და შე­ტა­ნი­ლი, რო­მე­ლიც 1972 წლით თა­რიღ­დე­ბა. ბავ­შვო­ბა­ში ამას ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ­დი, მაგ­რამ ახლა, როცა წლე­ბი გა­ვი­და და ვხე­დავ, რუ­სე­თის სა­ხით რო­გორ მონ­სტრს ვებ­რძვით, კარ­გად ვხვდე­ბი, რამ­ხე­ლა წნეხს უძ­ლებ­და ეს თა­ო­ბა და რა ფა­სად უჯ­დე­ბო­და თი­თო­ე­ულს ნე­ბის­მი­ე­რი თა­მა­მი სტრი­ქო­ნის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა. სხვა­თა შო­რის, ერთხელ დე­დას ვკი­თხე, - რო­გორ ახერ­ხებ­და ასე­თი სი­ტყვე­ბის და­ბეჭდ­ვას-მეთ­ქი? მი­პა­სუ­ხა, - აბა, ერთი დათ­ვა­ლე, რამ­დე­ნი ინ­ფარ­ქტი აქვს მი­ღე­ბუ­ლიო?! პირ­ვე­ლი ინ­ფარ­ქტი მა­მამ 40 წლის ასაკ­ში გა­და­ი­ტა­ნა და მერე სულ ხუმ­რობ­და, ინ­ფარ­ქტებს ვაგ­რო­ვე­ბო. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე იყო მის­თვის 1977 წელი: მწე­რალ­თა კავ­ში­რის გამ­გე­ო­ბის წევ­რი იყო და მან ერ­თა­დერ­თმა არ მო­ა­წე­რა ხელი ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას გა­რი­ცხვას მწე­რალ­თა კავ­ში­რი­დან. ამის სა­პა­სუ­ხოდ, ე.წ. კო­ლე­გებ­მა ანო­ნი­მუ­რი წე­რი­ლე­ბი და­უ­წე­რეს და მოს­კოვ­ში უჩივ­ლეს. ერთ-ერთ ასეთ წე­რილს ხელს აწერ­და მა­შინ­დე­ლი "სამ­შობ­ლოს" რე­დაქ­ტო­რი გივი კარ­ბე­ლაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც "ცე­კას" ასე­თი თხოვ­ნით მი­მარ­თა: იქ­ნებ თქვენ მი­ხე­დოთ ამ პო­ეტს, თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე წერს და ტყვი­ას ითხოვ­სო...

- ეს ამ­ბა­ვი რო­გორ დას­რულ­და?

- მა­მას ისევ სა­მე­გობ­რო და­უდ­გა გვერ­დით: კერ­ძოდ, რეზო ჭი­ჭი­ნა­ძე - მსა­ხი­ობ დოდო ჭი­ჭი­ნა­ძის ძმა, რო­მელ­მაც თქვა, ამ ყვე­ლა­ფერს მარ­ტო მე არ ვე­ყო­ფი, ვი­ღაც უნდა და­მეხ­მა­რო­სო. ასე­თი დამ­ხმა­რე აღ­მოჩ­ნდა მსა­ხი­ო­ბი არ­ჩილ გო­მი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­საც მოს­კოვ­ში ბევ­რი როლი ჰქონ­და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო. საქ­მე­ში ჩარ­თეს კი­დევ უფრო ცნო­ბი­ლი და გავ­ლე­ნი­ა­ნი რუსი არ­ტის­ტი - ული­ა­ნო­ვი და ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს, რომ ანო­ნი­მურ წე­რილს ცუდი შე­დე­გი არ მოჰ­ყო­ლო­და. ასე ებ­რძოდ­ნენ ყვე­ლა პატ­რი­ო­ტულ სტრი­ქონს, მაგ­რამ კი­დევ კარ­გი, რომ ქარ­თველ­მა მწერ­ლებ­მა თა­ვი­ან­თი მტკი­ცე წრე შეკ­რეს და ერ­თმა­ნეთს ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ - ამი­ტო­მაც ვამ­ბობ, 60-ია­ნე­ლე­ბის ფანი ვარ-მეთ­ქი! ისი­ნი და­ნის პირ­ზე გა­დი­ოდ­ნენ, მაგ­რამ ხალ­ხში პატ­რი­ო­ტუ­ლი სუ­ლის გაღ­ვი­ძე­ბას მა­ინც ახერ­ხებ­დნენ. იმ წლებ­ში, მამა "ცის­კრის" რე­დაქ­ტო­რი გახ­ლდათ, სა­დაც უმწვა­ვე­სი ან­ტი­საბ­ჭო­უ­რი წე­რი­ლე­ბი იბეჭ­დე­ბო­და. მას­ში და­ი­ბეჭ­და "დათა თუ­თაშ­ხია", აკა­კი ბაქ­რა­ძის და სხვა­თა მწვა­ვე, კრი­ტი­კუ­ლი წე­რი­ლე­ბი. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარ ჩარკვიანს
2

კაცს სიტყვა ლენინი ექსტაზში აგდებდა და დისიდენტად გინდა შემოგვასაღო?

ნიკო
1

ლეიბები გელოდება გარეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"ადრე გვებრძოდნენ მუსულმანები, ახლა გვებრძვიან რუსულმანებიო... ამის გამო გაზეთში უბინძურესი წერილი დაუწერეს და ამ წერილმა შეიწირა" - თაკო ჩარკვიანის მოგონებები მამაზე

"ადრე გვებრძოდნენ მუსულმანები, ახლა გვებრძვიან რუსულმანებიო... ამის გამო გაზეთში უბინძურესი წერილი დაუწერეს და ამ წერილმა შეიწირა" - თაკო ჩარკვიანის მოგონებები მამაზე

"1990 წელს, ზვიად გამსახურდიას მიერ მომზადებული მიტინგი ჯანსუღს მიჰყავდა. ჩნდება ლოგიკური შეკითხვა: განა რა მოხდა იმ ერთ წელიწადში, რომ ისინი სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ?"

პოლიტიკოს თაკო ჩარკვიანს ჩვენი საზოგადოება ემოციური, კრიტიკული გამოსვლებით იცნობს. ის ყველგან დაუფარავად გამოთქვამს თავის აზრს - საქართველოს პარლამენტის კედლებში და მის გარეთაც. ამჯერად ქალბატონ თაკოს სულ სხვა ამპლუაში წარმოგიდგენთ: ის იგონებს მამას - ჯანსუღ ჩარკვიანს და მის შეუდარებელ სამეგობროს, რომელმაც ქართული კულტურის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა.

- როდესაც მამაზე და მის სამეგობროზე ვფიქრობ, ყოველ ჯერზე ვრწმუნდები, რომ 60-იანელთა ფანი ვარ. ჯერ როგორი კურსელები ჰყავდა: ოთარ და თამაზ ჭილაძეები, ტარიელ ჭანტურია, გივი გეგეჭკორი, ვახტანგ ჯავახაძე, გივი სამსონაძე... - ამდენი ვარსკვლავი თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მხოლოდ ერთ კურსზე სწავლობდა! საოცარი მეგობრობა ჰქონდათ, ერთმანეთს ყოველთვის მხარში ედგნენ და მათ შორის ოდნავი შური ან დაპირისპირებაც კი არ იყო. მერე ეს მეგობრობა ნათელმირონობაში გადაიზარდა: ჩვენს ოჯახს ნათელ-მირონი აკავშირებს ტარიელ ჭანტურიასთან, ოთარ ჭილაძესთან, იოსებ ნონეშვილთან, თამაზ ჭილაძესთან და იმ დროის სხვა ცნობილ ხელოვანებთან. როდესაც მათ ვიხსენებ, ვხვდები, მსგავსი ადამიანები საუკუნეში ერთხელ იბადებიან. მახსოვს, როცა ჯანსუღის ლექსები გამოქვეყნდა, ჩვენს ტელეფონზე ღამის ზარი შემოვიდა, ეს ოთარ ჭილაძე იყო, რომელიც მამას მთელი ხმით ულოცავდა და ეუბნებოდა: ახლა წავიკითხე შენი გულიანი ლექსები, შენ გენაცვალეო. როგორც გითხარით, მათ შორის კონკურენციის ნასახიც კი არ იგრძნობოდა. პირიქით, ერთმანეთს აგულიანებდნენ და ყველა სტრიქონს უწონებდნენ, რასაც შემოქმედისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. პოეზია მეც ძალიან მიყვარს და ეს ჯანსუღის დამსახურებაა, ყველა ნიჭიერი პოეტის ლექსებს ის დიდი სიყვარულით მაწვდიდა. იცით ახლა რას ვდარდობ ყველაზე მეტად? - მათი მოლხენა და ქეიფი ვერ ჩავიწერე, ვერ შემოვინახე.

ჩვენს სახლში კარი არ იკეტებოდა და ღამის ზარებიც არ გვიკვირდა: მამა სულ იმეორებდა: გააღეთ, ან ბიჭები იქნებიან, ან ვიღაცას უჭირსო. ორი ოთახი გვქონდა და მამაჩემი შუაში კარს არ სვამდა, მეგობრები რომ ვიკრიბებით, ადგილი არ გვყოფნისო. ამიტომ, დედამ ეს ორი ოთახი ლამაზი ფარდით გადატიხრა.

დედაჩემმა, ირმა ჩხეიძემ მამას ძალიან კარგი მეუღლეობა გაუწია, ალბათ იმიტომ, რომ ერთნაირი მენტალიტეტი და ერთი ჭკუა ჰქონდათ: დედაც ლიტერატორია, ენათმეცნიერი, თვითონაც კარგად წერდა და მთელი ცხოვრება კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებას იკვლევდა - მას სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციები აქვს გამსახურდიაზე დაცული.

- ყველაზე მეტად ვის აფასებდა სამეგობროდან?

- მამას განსაკუთრებით უყვარდა მუხრან მაჭავარიანის და მურმან ლებანიძის პოეზია, მათი ლექსები მეც შემაყვარა. მარტო სტუდენტობის ამხანაგებთან კი არა, ყველასთან მეგობრობდა, მაგრამ ნოდარ დუმბაძესთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. მათი ტანდემი ნამდვილ ფეიერვერკს ჰგავდა, რადგან ორივე გამორჩეული იუმორით იყო დაჯილდოებული. ერთ ამბავს გავიხსენებ: საბჭოთა პერიოდში უცხოეთში გასვლა რთული იყო. ერთ-ერთ კონკურსში ჯანსუღის ლექსმა გაიმარჯვა და იუგოსლავიაში უნდა წასულიყო. ეს ლექსი გახლდათ "მწყურვალისათვის მიმატანინე წყალი", რომელმაც პრემიაც მოიპოვა. მამას ბილეთები უკვე ნაყიდი ჰქონდა, როცა ნოდარმა მწვავე ინფარქტი მიიღო. ჯანსუღმა ბილეთები ჩააბარა და იუგოსლავიის ნაცვლად, მეორე დილას საავადმყოფოში მივიდა. მის თავთან იჯდა. როცა ნოდარმა თვალი გაახილა და გაოცებულმა ჰკითხა, "ჯანუკა, ბიჭო, შენ აქა ხარ? მე უკვე წასული მეგონე". - ბიჭო, ნოდარა, მეც რა ხნის წასული მეგონე, მაგრამ აგერ წევხარ და მელაპარაკებიო, - უპასუხა მამამ. ასე შეხუმრებულები იყვნენ და იუმორით ბევრი რამ გაიტანეს.

ჯანსუღ ჩარკვიანი და ნოდარ დუმბაძე
ჯანსუღ ჩარკვიანი და ნოდარ დუმბაძე

კიდევ ერთი მოგონება დედაჩემმა შემოინახა: ნოდარს სერიოზული ინფარქტი მოუვიდა. როგორც კი გამოკეთდა, მამას წერილი გამოუგზავნა: რეაბილიტაციის ცენტრში ვწევარ და იცი, რას ვაკეთებ? შენს სტროფანტინს ვკითხულობო. ნოდარ დუმბაძეს ძალიან უყვარდა ლექსი "ლამაზი სიკვდილი" და მას სტროფანტინი დაარქვა - იმ წამლის სახელი, რომლითაც მკურნალობდა. ეს წერილი შენახული გვაქვს. ხშირად ვფიქრობ: ალბათ დიდ ნიჭს შეუძლია ასე უშურველად სხვისი ნიჭის დანახვა და აღიარება.

- როგორ გავრცელდა ხალხში საოცარი სიტყვები - "თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია"?

- ეს სიტყვები პოემაში ჰქონდა შეტანილი, რომელიც 1972 წლით თარიღდება. ბავშვობაში ამას ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ ახლა, როცა წლები გავიდა და ვხედავ, რუსეთის სახით როგორ მონსტრს ვებრძვით, კარგად ვხვდები, რამხელა წნეხს უძლებდა ეს თაობა და რა ფასად უჯდებოდა თითოეულს ნებისმიერი თამამი სტრიქონის გამოქვეყნება. სხვათა შორის, ერთხელ დედას ვკითხე, - როგორ ახერხებდა ასეთი სიტყვების დაბეჭდვას-მეთქი? მიპასუხა, - აბა, ერთი დათვალე, რამდენი ინფარქტი აქვს მიღებულიო?! პირველი ინფარქტი მამამ 40 წლის ასაკში გადაიტანა და მერე სულ ხუმრობდა, ინფარქტებს ვაგროვებო. განსაკუთრებით მძიმე იყო მისთვის 1977 წელი: მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი იყო და მან ერთადერთმა არ მოაწერა ხელი ზვიად გამსახურდიას გარიცხვას მწერალთა კავშირიდან. ამის საპასუხოდ, ე.წ. კოლეგებმა ანონიმური წერილები დაუწერეს და მოსკოვში უჩივლეს. ერთ-ერთ ასეთ წერილს ხელს აწერდა მაშინდელი "სამშობლოს" რედაქტორი გივი კარბელაშვილი, რომელმაც "ცეკას" ასეთი თხოვნით მიმართა: იქნებ თქვენ მიხედოთ ამ პოეტს, თავისუფლებაზე წერს და ტყვიას ითხოვსო...

- ეს ამბავი როგორ დასრულდა?

- მამას ისევ სამეგობრო დაუდგა გვერდით: კერძოდ, რეზო ჭიჭინაძე - მსახიობ დოდო ჭიჭინაძის ძმა, რომელმაც თქვა, ამ ყველაფერს მარტო მე არ ვეყოფი, ვიღაც უნდა დამეხმაროსო. ასეთი დამხმარე აღმოჩნდა მსახიობი არჩილ გომიაშვილი, რომელსაც მოსკოვში ბევრი როლი ჰქონდა შესრულებული და ძალიან პოპულარული იყო. საქმეში ჩართეს კიდევ უფრო ცნობილი და გავლენიანი რუსი არტისტი - ულიანოვი და ყველაფერი გააკეთეს, რომ ანონიმურ წერილს ცუდი შედეგი არ მოჰყოლოდა. ასე ებრძოდნენ ყველა პატრიოტულ სტრიქონს, მაგრამ კიდევ კარგი, რომ ქართველმა მწერლებმა თავიანთი მტკიცე წრე შეკრეს და ერთმანეთს ეხმარებოდნენ - ამიტომაც ვამბობ, 60-იანელების ფანი ვარ-მეთქი! ისინი დანის პირზე გადიოდნენ, მაგრამ ხალხში პატრიოტული სულის გაღვიძებას მაინც ახერხებდნენ. იმ წლებში, მამა "ცისკრის" რედაქტორი გახლდათ, სადაც უმწვავესი ანტისაბჭოური წერილები იბეჭდებოდა. მასში დაიბეჭდა "დათა თუთაშხია", აკაკი ბაქრაძის და სხვათა მწვავე, კრიტიკული წერილები. განაგრძეთ კითხვა