პოლიტიკა
კონფლიქტები

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უპრეცედენტოდ ძვირი წინასაქორწილო წვეულება, რომელსაც მსოფლიო მედია აშუქებს - ვინ არის მილიარდერი ინდოელის ვაჟი და რა არის ცნობილი მის რჩეულზე?
უპრეცედენტოდ ძვირი წინასაქორწილო  წვეულება, რომელსაც მსოფლიო მედია აშუქებს - ვინ არის მილიარდერი ინდოელის ვაჟი და რა არის ცნობილი მის რჩეულზე?

ინ­დო­ე­ლი მი­ლი­არ­დე­რის, მუ­კეშ ამ­ბა­ნის უმ­ცრო­სი ვაჟი, ანანტ ამ­ბა­ნი 12 ივ­ლისს რა­დი­კა მერ­ჩანტზე ქორ­წინ­დე­ბა. თუმ­ცა, ქორ­წი­ლამ­დე, ოჯა­ხი მშობ­ლი­ურ ჯამნგარ­ში სამდღი­ან ზე­იმს მას­პინ­ძლობს, ხოლო თა­ვად ქორ­წი­ლი, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ინ­დო­ე­თის სენ­სა­ცი­ად იქ­ცე­ვა.

წი­ნა­სა­ქორ­წი­ლო ზე­ი­მი ჯამ­ნა­გარ­ში, გუ­ჯა­რატ­ში, 1-დან 3 მარ­ტამ­დე გა­ი­მარ­თე­ბა და მას სა­ვა­რა­უ­დოდ, 1200 სტუ­მა­რი და­ეს­წრე­ბა. სია საკ­მა­ოდ ვრცე­ლია: ბო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი, Facebook-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი მარკ ცუ­კერ­ბერ­გი, Alphabet-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი სუნ­დარ პი­ჩაი, Microsoft-ის ყო­ფი­ლი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ბილ გე­ითსი, Walt Disney-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ბობ აი­გე­რი, Morgan Stanley-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ტედ პიკი. Adobe-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი შან­ტა­ნუ ნა­რა­ი­ე­ნი, BlackRock-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ლარი ფინ­კი და Bank of America-ს თავ­მჯდო­მა­რე ბრა­ი­ან თო­მას მო­ი­ნი­ჰა­ნი, მომ­ღე­რა­ლი რი­ა­ნა და ა.შ.

ცნო­ბი­ლია ისიც, რომ სტუმ­რებს საკ­ვე­ბით 21 შეფ-მზა­რე­უ­ლის­გან შემ­დგა­რი გუნ­დი უმას­პინ­ძლებს. ად­ვი­ლი მი­სახ­ვედ­რია, რომ წვე­უ­ლე­ბა უპ­რე­ცენ­დენ­ტოდ ძვი­რი ჯდე­ბა.

ვინ არის ანანტ ამ­ბა­ნი?

ანანტ ამ­ბა­ნი 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, ამ­ბა­ნის ოჯა­ხის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა წევ­რია. ის თა­ვის ორ დედ­მა­მიშ­ვილ­თან ერ­თად აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლია Reliance Industries-ის საბ­ჭო­ში, ამავდრო­უ­ლად კი ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბე­ბის აქ­ტი­უ­რი დამ­ცვე­ლია.

მუმ­ბა­ი­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ანან­ტმა ბა­კა­ლავ­რის წო­დე­ბა ბრა­უ­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მი­ი­ღო. ამ­ჟა­მად ის იკა­ვებს დი­რექ­ტო­რე­ბის პო­ზი­ცი­ებს Reliance კონ­გლო­მე­რა­ტის სხვა­დას­ხვა საკ­ვან­ძო ერ­თე­უ­ლე­ბის საბ­ჭო­ებ­ში, მათ შო­რის Reliance Industries Ltd, Jio Platforms Ltd, Reliance Retail Ventures Ltd, Reliance New Energy Ltd და Reliance New Solar Energy Ltd.

უმ­ცროს­მა ამ­ბა­ნიმ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ითა­მა­შა Reliance Industries-ის ენერ­გე­ტი­კი­სა და მა­სა­ლე­ბის ბიზ­ნე­სის გა­ფარ­თო­ე­ბა­ში, მათ შო­რის აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი გა­ნახ­ლე­ბად და მწვა­ნე ენერ­გი­ა­ში გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით. მისი ად­ვო­კა­ტი­რე­ბა მწვა­ნე ენერ­გი­ა­ზე გა­დამ­წყვე­ტია Reliance-ის ამ­ბი­ცი­უ­რი მიზ­ნის­თვის, 2035 წლის­თვის Net Carbon Zero სტა­ტუსს მი­აღ­წი­ოს.

კორ­პო­რა­ტი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გარ­და, ანანტ ამ­ბა­ნი ცხო­ველ­თა კე­თილ­დღე­ო­ბის თავ­გა­მო­დე­ბუ­ლი დამ­ცვე­ლია. მისი ჩარ­თუ­ლო­ბა მო­ი­ცავს სხვა­დას­ხვა ინი­ცი­ა­ტი­ვებს - ცხო­ვე­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­სა და კონ­სერ­ვა­ცი­ას.

ამ­ბა­ნის რჩე­უ­ლი რა­დი­კა მერ­ჩან­ტია. ის ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი მწარ­მო­ებ­ლის, Encore Healthcare-ის დამ­ფუძ­ნებ­ლის, ვი­რენ და შა­ი­ლა მერ­ჩან­ტე­ბის ქა­ლიშ­ვი­ლია. მისი LinkedIn-ის პრო­ფი­ლით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, მუმ­ბა­ი­ში BD Somani International School-ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მერ­ჩან­ტმა ნიუ-იორ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი მი­ი­ღო.

ამ­ჟა­მად ის Encore Healthcare-ის დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს თა­ვის დას­თან, ან­ჯა­ლის­თან ერ­თად მარ­თავს. ამ­ბა­ნი და მერ­ჩან­ტი 2023 წლის იან­ვარ­ში და­ი­ნიშ­ნენ. წყვი­ლის ქორ­წი­ლი კი 13 ივ­ლისს არის და­გეგ­მი­ლი.

  • რაც შე­ე­ხე­ბა ანანტ ამ­ბა­ნის მა­მას, მუ­კეშ ამ­ბა­ნის - ინ­დო­ე­თის უმ­დიდ­რეს ადა­მი­ანს, Bloomberg-ის მი­ლი­არ­დერ­თა ინ­დექ­სის მი­ხედ­ვით, მისი ქო­ნე­ბა 111 მლრდ დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი და ის მე-11 პო­ზი­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

მისი კომ­პა­ნია Reliance Industries ჩარ­თუ­ლია სხვა­დას­ხვა სექ­ტორ­ში, რო­გო­რი­ცაა ნავ­თობ­ქი­მია, ნავ­თო­ბი და გაზი, სა­ცა­ლო ვაჭ­რო­ბა, ტე­ლე­კო­მი და სხვა. აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თულ­ნი კონ­გლო­მე­რა­ტის სხვა­დას­ხვა გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბის მარ­თვა­ში.

ანან­ტის გარ­და, მას კი­დევ ორი შვი­ლი ჰყავს - აკა­ში და იშა. ცნო­ბი­სათ­ვის, ქა­ლიშ­ვი­ლის ქორ­წილ­ში, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­ი­მარ­თა, ამ­ბანს ბი­ონ­სე ჰყავ­და მოწ­ვე­უ­ლი.

ავ­ტო­რი ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0

ახლა გავიგე რომ თქვენი დაგარგული შვილი ვარ 🙈🙈 დედაა მამააა სას ხართ 🙈

ტოტო
3

ჩვენ ვინ გვეკითხება,მაგრამ ბედნიერებას ვუსურვებთ და წარმატებებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

უპრეცედენტოდ ძვირი წინასაქორწილო წვეულება, რომელსაც მსოფლიო მედია აშუქებს - ვინ არის მილიარდერი ინდოელის ვაჟი და რა არის ცნობილი მის რჩეულზე?

უპრეცედენტოდ ძვირი წინასაქორწილო  წვეულება, რომელსაც მსოფლიო მედია აშუქებს - ვინ არის მილიარდერი ინდოელის ვაჟი და რა არის ცნობილი მის რჩეულზე?

ინდოელი მილიარდერის, მუკეშ ამბანის უმცროსი ვაჟი, ანანტ ამბანი 12 ივლისს რადიკა მერჩანტზე ქორწინდება. თუმცა, ქორწილამდე, ოჯახი მშობლიურ ჯამნგარში სამდღიან ზეიმს მასპინძლობს, ხოლო თავად ქორწილი, დიდი ალბათობით, ინდოეთის სენსაციად იქცევა.

წინასაქორწილო ზეიმი ჯამნაგარში, გუჯარატში, 1-დან 3 მარტამდე გაიმართება და მას სავარაუდოდ, 1200 სტუმარი დაესწრება. სია საკმაოდ ვრცელია: ბოლივუდის ვარსკვლავები, Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი, Alphabet-ის აღმასრულებელი დირექტორი სუნდარ პიჩაი, Microsoft-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ბილ გეითსი, Walt Disney-ის აღმასრულებელი დირექტორი ბობ აიგერი, Morgan Stanley-ის აღმასრულებელი დირექტორი ტედ პიკი. Adobe-ის აღმასრულებელი დირექტორი შანტანუ ნარაიენი, BlackRock-ის აღმასრულებელი დირექტორი ლარი ფინკი და Bank of America-ს თავმჯდომარე ბრაიან თომას მოინიჰანი, მომღერალი რიანა და ა.შ.

ცნობილია ისიც, რომ სტუმრებს საკვებით 21 შეფ-მზარეულისგან შემდგარი გუნდი უმასპინძლებს. ადვილი მისახვედრია, რომ წვეულება უპრეცენდენტოდ ძვირი ჯდება.

ვინ არის ანანტ ამბანი?

ანანტ ამბანი 1995 წელს დაბადებული, ამბანის ოჯახის ყველაზე პატარა წევრია. ის თავის ორ დედმამიშვილთან ერთად აქტიურად ჩართულია Reliance Industries-ის საბჭოში, ამავდროულად კი ცხოველთა უფლებების აქტიური დამცველია.

მუმბაიში საერთაშორისო სკოლის დასრულების შემდეგ, ანანტმა ბაკალავრის წოდება ბრაუნის უნივერსიტეტში, შეერთებულ შტატებში მიიღო. ამჟამად ის იკავებს დირექტორების პოზიციებს Reliance კონგლომერატის სხვადასხვა საკვანძო ერთეულების საბჭოებში, მათ შორის Reliance Industries Ltd, Jio Platforms Ltd, Reliance Retail Ventures Ltd, Reliance New Energy Ltd და Reliance New Solar Energy Ltd.

უმცროსმა ამბანიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა Reliance Industries-ის ენერგეტიკისა და მასალების ბიზნესის გაფართოებაში, მათ შორის აღსანიშნავია მისი გადაწყვეტილებები განახლებად და მწვანე ენერგიაში გლობალური მასშტაბით. მისი ადვოკატირება მწვანე ენერგიაზე გადამწყვეტია Reliance-ის ამბიციური მიზნისთვის, 2035 წლისთვის Net Carbon Zero სტატუსს მიაღწიოს.

კორპორატიული გადაწყვეტილებების გარდა, ანანტ ამბანი ცხოველთა კეთილდღეობის თავგამოდებული დამცველია. მისი ჩართულობა მოიცავს სხვადასხვა ინიციატივებს - ცხოველების ჯანმრთელობას, რეაბილიტაციასა და კონსერვაციას.

ამბანის რჩეული რადიკა მერჩანტია. ის ფარმაცევტული მწარმოებლის, Encore Healthcare-ის დამფუძნებლის, ვირენ და შაილა მერჩანტების ქალიშვილია. მისი LinkedIn-ის პროფილით თუ ვიმსჯელებთ, მუმბაიში BD Somani International School-ის დამთავრების შემდეგ, მერჩანტმა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი მიიღო.

ამჟამად ის Encore Healthcare-ის დირექტორთა საბჭოს თავის დასთან, ანჯალისთან ერთად მართავს. ამბანი და მერჩანტი 2023 წლის იანვარში დაინიშნენ. წყვილის ქორწილი კი 13 ივლისს არის დაგეგმილი.

  • რაც შეეხება ანანტ ამბანის მამას, მუკეშ ამბანის - ინდოეთის უმდიდრეს ადამიანს, Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, მისი ქონება 111 მლრდ დოლარად არის შეფასებული და ის მე-11 პოზიციაზე იმყოფება.

მისი კომპანია Reliance Industries ჩართულია სხვადასხვა სექტორში, როგორიცაა ნავთობქიმია, ნავთობი და გაზი, საცალო ვაჭრობა, ტელეკომი და სხვა. აქტიურად არიან ჩართულნი კონგლომერატის სხვადასხვა განყოფილებების მართვაში.

ანანტის გარდა, მას კიდევ ორი შვილი ჰყავს - აკაში და იშა. ცნობისათვის, ქალიშვილის ქორწილში, რომელიც რამდენიმე წლის წინ გაიმართა, ამბანს ბიონსე ჰყავდა მოწვეული.

ავტორი ეკა დარჩიაშვილი

წაიკითხეთ ასევე: