პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორც ვიცი, ამ კონკრეტული ქადაგებისას, სუს-მა ეკლესიაში ხალხს ტელეფონები ჩაუხშო" - მეუფე იობის ქადაგება სააკაშვილის გათავისუფლებაზე და ექსპრეზიდენტის გამოხმაურება
"როგორც ვიცი, ამ კონკრეტული ქადაგებისას, სუს-მა ეკლესიაში ხალხს ტელეფონები ჩაუხშო" - მეუფე იობის ქადაგება სააკაშვილის გათავისუფლებაზე და ექსპრეზიდენტის გამოხმაურება

მე­უ­ფე იობი რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, ჩემ სა­ნუ­გე­შოდ იყო მო­სუ­ლი კლი­ნი­კა­ში და სუს-ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ურ­ცხვად იც­რუ­ეს, რომ მე მისი ნახ­ვა არ მსურ­და და უკან გა­აბ­რუ­ნეს, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წე­რილ­ში, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე" გავ­რცელ­და. სა­ა­კაშ­ვი­ლი მე­უ­ფე იო­ბის ქა­და­გე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, სა­დაც მრო­ველ-ურ­ბნელ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ისა­უბ­რა.

სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, მე­უ­ფე იობი არის ეკ­ლე­სი­ის ძა­ლი­ან ღირ­სე­უ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მელ­საც მის მრა­ვალ­რი­ცხო­ვან მრევ­ლში დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტი აქვს მოხ­ვე­ჭი­ლი.

"მე­უ­ფე იობი მი­უ­ხე­და­ვად, იმი­სა ეთან­ხმე­ბა თუ არა მას ვინ­მე, არის ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის ძა­ლი­ან ღირ­სე­უ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მელ­საც მის მრა­ვალ­რი­ცხო­ვან მრევ­ლში დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტი აქვს მოხ­ვე­ჭი­ლი. არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა 2003 წლის და­სა­წყის­ში, რო­დე­საც მან შემ­დგო­მი ბრძო­ლის­თვის დაგ­ვლო­ცა.

რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ამ კონ­კრე­ტუ­ლი ქა­და­გე­ბის დროს სუს-მა ეკ­ლე­სი­ა­ში შეკ­რე­ბილ ხალ­ხს ტე­ლე­ფო­ნე­ბი ჩა­უხ­შო.

ამ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ კი მე­უ­ფე, რო­მელ­საც ჩემი პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს ჩემ­გან არა­ფე­რი მო­უ­თხო­ვია, ჩემს სა­ნუ­გე­შოდ იყო მო­სუ­ლი კლი­ნი­კა­ში და სუს-ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ურ­ცხვად იც­რუ­ეს, რომ მე მისი ნახ­ვა არ მსურ­და და უკან გა­აბ­რუ­ნეს.

მე­უ­ფეს ქა­და­გე­ბის გა­და­სა­ფა­რად, რო­მე­ლიც და­ვი­თო­ბის დღეს ჩა­ტარ­და, სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს სათ­ქმე­ლად სუს-თან მჭიდ­რო კავ­შირ­ში შემ­ჩნე­უ­ლი ორი მღვდე­ლი გა­მო­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ ეს ცალ­კე­უ­ლი ელე­მენ­ტე­ბი ვერ შე­არ­ყე­ვენ ჩემს რწმე­ნას ჩვენს ეკ­ლე­სი­ა­ში და მის ჯან­მრთელ ბირ­თვში“, - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, მრო­ველ-ურ­ბნელ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე იობ­მა ქა­და­გე­ბი­სას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ისა­უბ­რა.

"რაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის პი­რო­ბებ­ში ეკ­ლე­სი­ამ სარ­გე­ბე­ლი მი­ი­ღო, მსგავ­სი არ­ცერ­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს არ მი­უ­ღია. ეს არის მი­წე­ბის გად­მო­ცე­მა, ტაძ­რე­ბის აღმშე­ნებ­ლო­ბა, შე­ნო­ბე­ბის გად­მო­ცე­მა... ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გა­ა­კე­თა. არ მგო­ნია ადა­მი­ანს, მი­თუ­მე­ტეს პრე­ზი­დენტს სძულ­დეს ქვე­ყა­ნა და ამავდრო­უ­ლად ამ­დე­ნი რამ გა­ა­კე­თა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. მას ჩემ­თვის არც სა­ჩუ­ქა­რი, არც არა­ფე­რია მო­უ­ცია. ჩემი ში­ნა­გა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბის­თვის და სა­ქარ­თვე­ლოს ღი­მი­ლის­თვი­საც კარ­გი იქ­ნე­ბა, ყვე­ლა­ნა­ი­რად კარ­გი იქ­ნე­ბა, რომ ვაკ­მა­როთ პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს და ალ­ბათ, უნდა დად­გეს მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხი, თუნ­დაც სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ არ იქ­ნე­ბა, უცხო­ეთ­ში წაბ­რძან­დეს",- გა­ნა­ცხა­და ქა­და­გე­ბი­სას მე­უ­ფე იობ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოთარი
0

ნაძირალაა სააკაშვილიც და ასევე ის ვინც მაგის შეწყალებს ითხოვს ყველა!

ზიზი
1

პირდაპირ ნაცი მღვდლებიც გამოჩნდნენ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"როგორც ვიცი, ამ კონკრეტული ქადაგებისას, სუს-მა ეკლესიაში ხალხს ტელეფონები ჩაუხშო" - მეუფე იობის ქადაგება სააკაშვილის გათავისუფლებაზე და ექსპრეზიდენტის გამოხმაურება

"როგორც ვიცი, ამ კონკრეტული ქადაგებისას, სუს-მა ეკლესიაში ხალხს ტელეფონები ჩაუხშო" - მეუფე იობის ქადაგება სააკაშვილის გათავისუფლებაზე და ექსპრეზიდენტის გამოხმაურება

მეუფე იობი რამდენიმე კვირის წინ, ჩემ სანუგეშოდ იყო მოსული კლინიკაში და სუს-ის წარმომადგენლებმა ურცხვად იცრუეს, რომ მე მისი ნახვა არ მსურდა და უკან გააბრუნეს, - ამის შესახებ ნათქვამია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც სააკაშვილის "ფეისბუქგვერდზე" გავრცელდა. სააკაშვილი მეუფე იობის ქადაგებას გამოეხმაურა, სადაც მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა სააკაშვილის გათავისუფლებაზე ისაუბრა.

სააკაშვილის თქმით, მეუფე იობი არის ეკლესიის ძალიან ღირსეული წარმომადგენელი, რომელსაც მის მრავალრიცხოვან მრევლში დამსახურებული ავტორიტეტი აქვს მოხვეჭილი.

"მეუფე იობი მიუხედავად, იმისა ეთანხმება თუ არა მას ვინმე, არის ჩვენი ეკლესიის ძალიან ღირსეული წარმომადგენელი, რომელსაც მის მრავალრიცხოვან მრევლში დამსახურებული ავტორიტეტი აქვს მოხვეჭილი. არასდროს დამავიწყდება ჩვენი შეხვედრა 2003 წლის დასაწყისში, როდესაც მან შემდგომი ბრძოლისთვის დაგვლოცა.

რამდენადაც ვიცი, ამ კონკრეტული ქადაგების დროს სუს-მა ეკლესიაში შეკრებილ ხალხს ტელეფონები ჩაუხშო.

ამ რამდენიმე კვირის წინ კი მეუფე, რომელსაც ჩემი პრეზიდენტობის დროს ჩემგან არაფერი მოუთხოვია, ჩემს სანუგეშოდ იყო მოსული კლინიკაში და სუს-ის წარმომადგენლებმა ურცხვად იცრუეს, რომ მე მისი ნახვა არ მსურდა და უკან გააბრუნეს.

მეუფეს ქადაგების გადასაფარად, რომელიც დავითობის დღეს ჩატარდა, საწინააღმდეგოს სათქმელად სუს-თან მჭიდრო კავშირში შემჩნეული ორი მღვდელი გამოიყვანეს, მაგრამ ეს ცალკეული ელემენტები ვერ შეარყევენ ჩემს რწმენას ჩვენს ეკლესიაში და მის ჯანმრთელ ბირთვში“, - წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა ქადაგებისას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე ისაუბრა.

"რაც მიხეილ სააკაშვილის მთავრობის პირობებში ეკლესიამ სარგებელი მიიღო, მსგავსი არცერთი ხელისუფლების დროს არ მიუღია. ეს არის მიწების გადმოცემა, ტაძრების აღმშენებლობა, შენობების გადმოცემა... ძალიან ბევრი რამ გააკეთა. არ მგონია ადამიანს, მითუმეტეს პრეზიდენტს სძულდეს ქვეყანა და ამავდროულად ამდენი რამ გააკეთა საქართველოსთვის. მას ჩემთვის არც საჩუქარი, არც არაფერია მოუცია. ჩემი შინაგანი მდგომარეობისთვის და საქართველოს ღიმილისთვისაც კარგი იქნება, ყველანაირად კარგი იქნება, რომ ვაკმაროთ პატიმრობაში ყოფნა მიხეილ სააკაშვილს და ალბათ, უნდა დადგეს მისი გათავისუფლების საკითხი, თუნდაც საქართველოში თუ არ იქნება, უცხოეთში წაბრძანდეს",- განაცხადა ქადაგებისას მეუფე იობმა.