პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყოფილა ზარი, სადაც ისმის, როგორ ემუქრება მეუღლე ქალს" - ოჯახური ძალადობა, სამუშაო ადგილებზე სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევა: რის გამო რეკავენ ომბუდსმენის "ცხელ ხაზზე"
"ყოფილა ზარი, სადაც ისმის, როგორ ემუქრება მეუღლე ქალს" - ოჯახური ძალადობა, სამუშაო ადგილებზე სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევა: რის გამო რეკავენ ომბუდსმენის "ცხელ ხაზზე"

მო­ქა­ლა­ქე­ებს ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის, სა­მუ­შაო ად­გი­ლებ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის არა­სა­სურ­ვე­ლი ქცე­ვის, პო­ლი­ცი­ის მხრი­დან ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბის, ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვი­სა და სხვა ფაქ­ტებ­ზე, გარ­და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბი­სა, შე­უძ­ლი­ათ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­საც მი­მარ­თონ. ომ­ბუდსმე­ნის „ცხე­ლი ხა­ზის“ ნო­მერ­ზე - 1481-ზე, 2023 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 13 ათას­ზე მეტი ზა­რია შე­სუ­ლი. ძი­რი­თა­დად, რა უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­კა­ვენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის „ცხელ ხაზ­ზე“, "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის პირ­ველ მო­ად­გი­ლეს, თა­მარ გვა­რა­მა­ძეს ესა­უბ­რა:

- ქალ­ბა­ტო­ნო თა­მარ, პირ­ველ რიგ­ში, გვი­თხა­რით, რო­დის და­ი­წყო სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ოფის­ში ე.წ. „ცხელ­მა ხაზ­მა“ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა და ძი­რი­თა­დად, რა ტი­პის ზა­რებ­ზე უწევთ თქვენს თა­ნამ­შრომ­ლებს რე­ა­გი­რე­ბა?

- სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ოფის­ში ცხე­ლი ხაზი 2015 წლი­დან ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. მო­დი­ფი­ცი­რე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნი­ცა­და. და­ახ­ლო­ე­ბით 3 წლის წინ და­ი­წყო გა­და­ი­ა­რა­ღე­ბის პრო­ცე­სი, ტექ­ნი­კუ­რად გა­ნახ­ლდა და თუ ადრე მხო­ლოდ სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცი­ით შე­იძ­ლე­ბო­და ჩვენ­თან და­კავ­ში­რე­ბა და კონ­ტაქ­ტი, ახლა შე­იძ­ლე­ბა რო­გორც და­რეკ­ვა, ასე­ვე ელექტრო­ნულ ფოს­ტა­ზე მო­წე­რა, ჩა­ტის, „ვა­ი­ბე­რის“ სა­შუ­ა­ლე­ბით და­კავ­ში­რე­ბა ანუ სხვა­დას­ხვა არ­ხე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბა ამ პლატ­ფორ­მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია. 2023 წელს ე.წ. „ცხე­ლი ხა­ზის“ ნო­მერ­ზე: 1481-ზე, 13 ათას­ზე მეტი ზარი შე­მო­ვი­და. მო­ქა­ლა­ქე­ებს, ძი­რი­თა­დად, აინ­ტე­რე­სებ­დათ მან­დატ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი, ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, პა­ტიმ­რის უფ­ლე­ბე­ბი და ა.შ.

- რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, „ცხელ ხაზ­ზე“, გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 13 ათას­ზე მეტი ზარი შე­მო­ვი­და. რამ­დე­ნი­მე თვეა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში გაჩ­ნდა სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რე­ბი, სა­დაც თქვე­ნი „ცხე­ლი ხა­ზის“ ნო­მე­რი იყო მი­თი­თე­ბუ­ლი და თით­ქმის ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე არის და­ტა­ნი­ლი სა­ვა­რა­უ­დო სი­ტუ­ა­ცია, რო­გორც უნდა ამო­იც­ნონ ადა­მი­ა­ნებ­მა სა­მუ­შაო ად­გი­ლებ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის არა­სა­სურ­ვე­ლი ქცე­ვა. ამ კამ­პა­ნი­ის და­წყე­ბი­დან ამ ტი­პის სა­ვა­რა­უ­დო ფაქ­ტებ­ზე რამ­დე­ნი შე­ტყო­ბი­ნე­ბა მი­ი­ღეთ და თუ გა­ი­ზარ­და მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა?

- ეს სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია ჩვე­ნი ერთ-ერთი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში და­ვი­წყეთ. რო­გორც იცით, შრო­მით სა­მარ­თლებ­რივ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში მან­და­ტი რამ­დე­ნი­მე უწყე­ბას აქვს. ეს უწყე­ბე­ბი ერ­თი­ან პრო­ექ­ტში ვი­ყა­ვით ჩარ­თუ­ლე­ბი. ეს არის ერთ-ერთი სა­კი­თხი და აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ი­გეგ­მა და მიზ­ნად ისა­ხავ­და ამ გზი­თაც ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას. ჩვენ კი ვე­ლო­დე­ბო­დით, რომ ამ კამ­პა­ნი­ის შემ­დეგ მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა გა­იზ­რდე­ბო­და, მაგ­რამ, რომ გი­თხრათ, არ­სე­ბი­თად გა­ი­ზარ­და-მეთ­ქი, მო­ვი­ტყუ­ე­ბი. მა­გა­ლი­თად, გა­სულ წელს, თა­ნას­წო­რო­ბის უფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც მათ შო­რის მო­ი­ცავს ძა­ლა­დო­ბა­საც და სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბა­საც, ასე­ვე გენ­დერულ და ქალ­თა უფ­ლე­ბებს, ამა­ვე კონ­ტექ­სტში მო­ი­აზ­რე­ბა ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბაც, და­ახ­ლო­ე­ბით 500-ზე მეტი ზარი და კი­თხვა მი­ვი­ღეთ. თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ 500 საქ­მე გვაქვს, მათ შო­რის, შე­საძ­ლოა, იყოს სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბა­ზე, შე­საძ­ლოა, პირ­მა დარ­ე­კოს ჩვენ­თან, რა­ღაც იკი­თხოს, გა­არ­კვი­ოს, მაგ­რამ შემ­დეგ აღარ მოგ­ვმარ­თოს. ნე­ბის­მი­ე­რი ეს ზარი, კი­თხვა, არ ითარ­გმნე­ბა ჩვენ­თან საქ­მე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ში. არაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იმ ადა­მი­ან­მა გან­ცხა­დე­ბით მოგ­ვმარ­თოს და სურ­ვი­ლი ჰქონ­დეს, რომ ჩვენ ეს საქ­მე შე­ვის­წავ­ლოთ. შე­იძ­ლე­ბა სულ არ ჰქონ­დეს და­რე­კი­ლი „ცხელ ხაზ­ზე“, მაგ­რამ ისე შე­მო­ი­ტა­ნოს პირ­და­პირ გან­ცხა­დე­ბა.

- ამ ტი­პის ფაქ­ტებ­ზე მო­მარ­თვის შემ­დეგ, რო­გო­რია ამ საქ­მე­ებ­ზე შემ­დგო­მი რე­ა­გი­რე­ბა?

- შე­იძ­ლე­ბა სუ­ბი­ექ­ტმა ანო­ნი­მუ­რად მოგ­ვმარ­თოს, მაგ­რამ საქ­მის წარ­მო­ე­ბა ანო­ნი­მუ­რად ვერ გაგ­რძელ­დე­ბა. თუ შრო­მით სა­მარ­თლებ­რივ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში პირი ფიქ­რობს, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის მსხვერ­პლი გახ­და, ჩვენ­თან საქ­მის წარ­მო­ე­ბა და გან­ხილ­ვა იწყე­ბა,რაც იმას ნიშ­ნავს, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მივ­მარ­თავთ პო­ტენ­ცი­ურ მო­ძა­ლა­დეს, ან უწყე­ბას, სა­დაც ის მუ­შა­ობს და ვთხოვთ კონ­კრე­ტუ­ლი ახ­სნა - გან­მარ­ტე­ბის, ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბას...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანიკო
0

14 წლის გოგო ღამის სამ საათზე რომ გათიშული შემოვა და მამა დაუყვირებს, მეზობელი გაიგებს და დააჭერინებს, ესაა ამათი კანონი და მორალი 

Giusha 3232
0

მოეშვით თითიდან გამოწოვილ უაზრობებს და რაც მნიშვნელოვანია,დაქცეულ- გაქვეულ მოსახლეობას მიაქციეთ ყურადღება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ყოფილა ზარი, სადაც ისმის, როგორ ემუქრება მეუღლე ქალს" - ოჯახური ძალადობა, სამუშაო ადგილებზე სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევა: რის გამო რეკავენ ომბუდსმენის "ცხელ ხაზზე"

"ყოფილა ზარი, სადაც ისმის, როგორ ემუქრება მეუღლე ქალს" - ოჯახური ძალადობა, სამუშაო ადგილებზე სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევა: რის გამო რეკავენ ომბუდსმენის "ცხელ ხაზზე"

მოქალაქეებს ოჯახური ძალადობის, სამუშაო ადგილებზე სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევის, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების, ბავშვთა უფლებების დარღვევისა და სხვა ფაქტებზე, გარდა სამართალდამცავი უწყებებისა, შეუძლიათ სახალხო დამცველის აპარატსაც მიმართონ. ომბუდსმენის „ცხელი ხაზის“ ნომერზე - 1481-ზე, 2023 წლის განმავლობაში 13 ათასზე მეტი ზარია შესული. ძირითადად, რა უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით რეკავენ მოქალაქეები სახალხო დამცველის „ცხელ ხაზზე“, "ინტერპრესნიუსი" სახალხო დამცველის პირველ მოადგილეს, თამარ გვარამაძეს ესაუბრა:

- ქალბატონო თამარ, პირველ რიგში, გვითხარით, როდის დაიწყო სახალხო დამცველის ოფისში ე.წ. „ცხელმა ხაზმა“ ფუნქციონირება და ძირითადად, რა ტიპის ზარებზე უწევთ თქვენს თანამშრომლებს რეაგირება?

- სახალხო დამცველის ოფისში ცხელი ხაზი 2015 წლიდან ფუნქციონირებს. მოდიფიცირება რამდენჯერმე განიცადა. დაახლოებით 3 წლის წინ დაიწყო გადაიარაღების პროცესი, ტექნიკურად განახლდა და თუ ადრე მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაციით შეიძლებოდა ჩვენთან დაკავშირება და კონტაქტი, ახლა შეიძლება როგორც დარეკვა, ასევე ელექტრონულ ფოსტაზე მოწერა, ჩატის, „ვაიბერის“ საშუალებით დაკავშირება ანუ სხვადასხვა არხების მეშვეობით ხდება ამ პლატფორმასთან კომუნიკაცია. 2023 წელს ე.წ. „ცხელი ხაზის“ ნომერზე: 1481-ზე, 13 ათასზე მეტი ზარი შემოვიდა. მოქალაქეებს, ძირითადად, აინტერესებდათ მანდატთან დაკავშირებული საკითხები, ბავშვთა უფლებები, სოციალური ურთიერთობები, პატიმრის უფლებები და ა.შ.

- როგორც აღნიშნეთ, „ცხელ ხაზზე“, გასული წლის განმავლობაში, 13 ათასზე მეტი ზარი შემოვიდა. რამდენიმე თვეა საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაჩნდა სარეკლამო ბანერები, სადაც თქვენი „ცხელი ხაზის“ ნომერი იყო მითითებული და თითქმის ყველა ინფორმაციაზე არის დატანილი სავარაუდო სიტუაცია, როგორც უნდა ამოიცნონ ადამიანებმა სამუშაო ადგილებზე სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევა. ამ კამპანიის დაწყებიდან ამ ტიპის სავარაუდო ფაქტებზე რამდენი შეტყობინება მიიღეთ და თუ გაიზარდა მომართვიანობა?

- ეს საინფორმაციო კამპანია ჩვენი ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში დავიწყეთ. როგორც იცით, შრომით სამართლებრივ ურთიერთობებში მანდატი რამდენიმე უწყებას აქვს. ეს უწყებები ერთიან პროექტში ვიყავით ჩართულები. ეს არის ერთ-ერთი საკითხი და აქტივობა, რომელიც საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით დაიგეგმა და მიზნად ისახავდა ამ გზითაც ადამიანების ინფორმირებას. ჩვენ კი ველოდებოდით, რომ ამ კამპანიის შემდეგ მომართვიანობა გაიზრდებოდა, მაგრამ, რომ გითხრათ, არსებითად გაიზარდა-მეთქი, მოვიტყუები. მაგალითად, გასულ წელს, თანასწორობის უფლებასთან დაკავშირებით, რომელიც მათ შორის მოიცავს ძალადობასაც და სექსუალურ შევიწროებასაც, ასევე გენდერულ და ქალთა უფლებებს, ამავე კონტექსტში მოიაზრება ოჯახური ძალადობაც, დაახლოებით 500-ზე მეტი ზარი და კითხვა მივიღეთ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ 500 საქმე გვაქვს, მათ შორის, შესაძლოა, იყოს სექსუალურ შევიწროებაზე, შესაძლოა, პირმა დარეკოს ჩვენთან, რაღაც იკითხოს, გაარკვიოს, მაგრამ შემდეგ აღარ მოგვმართოს. ნებისმიერი ეს ზარი, კითხვა, არ ითარგმნება ჩვენთან საქმეების რაოდენობაში. არაა აუცილებელი იმ ადამიანმა განცხადებით მოგვმართოს და სურვილი ჰქონდეს, რომ ჩვენ ეს საქმე შევისწავლოთ. შეიძლება სულ არ ჰქონდეს დარეკილი „ცხელ ხაზზე“, მაგრამ ისე შემოიტანოს პირდაპირ განცხადება.

- ამ ტიპის ფაქტებზე მომართვის შემდეგ, როგორია ამ საქმეებზე შემდგომი რეაგირება?

- შეიძლება სუბიექტმა ანონიმურად მოგვმართოს, მაგრამ საქმის წარმოება ანონიმურად ვერ გაგრძელდება. თუ შრომით სამართლებრივ ურთიერთობებში პირი ფიქრობს, რომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა, ჩვენთან საქმის წარმოება და განხილვა იწყება,რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად მივმართავთ პოტენციურ მოძალადეს, ან უწყებას, სადაც ის მუშაობს და ვთხოვთ კონკრეტული ახსნა - განმარტების, ინფორმაციის მოწოდებას...წაიკითხეთ სრულად