მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 წიგნი, რომელიც თქვენს ბიბლიოთეკას კიდევ უფრო ღირებულს გახდის
5 წიგნი, რომელიც თქვენს ბიბლიოთეკას კიდევ უფრო ღირებულს გახდის

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ წიგ­ნის მოყ­ვა­რუ­ლებს წელს ნამ­დვი­ლი სა­ჩუ­ქა­რი გა­უ­კე­თა პრო­ექ­ტის სა­ხით „კი­დევ 15 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ“. სე­რია აერ­თი­ა­ნებს 15 წიგნს რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე, ისე კლა­სი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ნე­ბის­მი­ე­რი ბიბ­ლი­ო­თე­კის­თვის ღი­რე­ბუ­ლი შე­ნა­ძე­ნი იქ­ნე­ბა.

სე­რი­ის პირ­ვე­ლი 5 წიგ­ნი უკვე ცნო­ბი­ლია და პირ­ვე­ლი ორის შე­ძე­ნა მკი­თხველს მა­ღა­ზი­ებ­სა და „პა­ლიტ­რა L-ის“ ვებგ­ვერ­დზე შე­უძ­ლია:

  • ანე ფრან­კი - „უკა­ნა სახ­ლი (დღი­უ­რი წე­რი­ლე­ბის სა­ხით)“

წიგ­ნი ხელ­მი­საწ­ვდო­მია რო­გორც „პა­ლიტ­რა L-ის ვებგ­ვერ­დზე, ისე წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში. ის წარ­მო­ად­გენს უნი­კა­ლურ გა­მო­ცე­მას, რო­მე­ლიც თარ­გმნი­ლია პირ­და­პირ ნი­დერ­ლან­დუ­რი ენის­გან და სრუ­ლად თა­ვი­სუ­ფა­ლია ცენ­ზუ­რის­გან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ანე ფრან­კის მა­მის - ოტო ფრან­კის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო, გო­გო­ნას ჩა­ნა­წე­რე­ბის პირ­ვან­დე­ლი ვერ­სია არას­რულ­ყო­ფი­ლი სა­ხით გა­მოქ­ვეყ­ნდა. ამის მი­ზე­ზი კი იყო ის, რომ ანე დღი­ურ­ში სა­უბ­რობ­და ინ­ტი­მურ თე­მებ­ზე და სხვა­დას­ხვა ადა­მი­ან­თან და­კავ­ში­რე­ბით ხისტ მო­საზ­რე­ბებს გა­მოთ­ქვამ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­შიც დღი­უ­რი შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ვერ­სია იყო ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

  • მარ­გა­რეტ ეტ­ვუ­დი - „მხევ­ლის წიგ­ნი“

„მხევ­ლის წიგ­ნი“ 1985 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა და მკი­თხვე­ლი­სა და კრი­ტი­კო­სე­ბის ყუ­რა­დღე­ბა სწრა­ფად მი­ი­პყრო თა­ვი­სი ში­ნა­არ­სის, თხრო­ბის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მა­ნე­რი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას­თან რე­ლე­ვან­ტუ­რო­ბის გამო.

დის­ტო­პი­უ­რი რო­მა­ნი გვი­ამ­ბობს შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც რე­ლი­გი­უ­რი ექ­სტრე­მიზ­მი­სა და ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის სიმ­ბი­ოზ­მა და­ა­ტე­ხა გი­ლე­ა­დის (აშშ-ის ახა­ლი სა­ხელ­წო­დე­ბა რე­ჟი­მის დამ­ყა­რე­ბის შემ­დგომ) მცხოვ­რებ ქა­ლებს თავს. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რო­მელ სო­ცი­ა­ლურ სა­ფე­ხურ­ზე იმ­ყო­ფე­ბა ქალი - მხევ­ლის თუ მმარ­თვე­ლის ცო­ლის, მისი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მთლი­ა­ნად მა­მა­კა­ცის და სა­ხელ­მწი­ფოს ხელ­შია. მას არ შე­უძ­ლია და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი თა­ვი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, ფერ­ტი­ლუ­რო­ბის, საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხე­ბაც კი.

„მხევ­ლის წიგ­ნის“ შე­სა­ხებ ადაპ­ტა­ცი­ე­ბიც არ­სე­ბობს. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლია HULU-ს ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ადაპ­ტა­ცია, რო­მე­ლიც ეკ­რა­ნებ­ზე 2017 წელს გა­მოჩ­ნდა. უკვე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია მისი მე-6 სე­ზო­ნიც.

„მხევ­ლის წიგ­ნის“ წი­ნას­წა­რი გა­ყიდ­ვე­ბი უკვე და­ი­წყო. რო­გორც აღ­ნიშ­ნუ­ლი რო­მა­ნის, ისე სრუ­ლი სე­რი­ის წი­ნას­წარ გა­მო­წე­რა სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად „პა­ლიტ­რა L-ის“ ვებგ­ვერ­დი­დან არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

  • ალექ­სან­დრ დი­უ­მა - „ქალი ხა­ვერ­დის ყელ­სა­ბა­მით“

ალექ­სან­დრ დი­უ­მამ (უფ­რო­სი) „ქალი ხა­ვერ­დის ყელ­სა­ბა­მით“ 1850 წელს და­წე­რა და მი­უ­ძღვნა თა­ვის მე­გო­ბარს, მწე­რალ შარლ ნო­დი­ეს, რო­მე­ლიც 1844 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. ნა­წარ­მო­ებ­ში მოქ­მე­დე­ბა 1793 წლის საფ­რან­გეთ­ში ვი­თარ­დე­ბა. ეს რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ტე­რო­რის ეპო­ქაა, რო­დე­საც შე­უს­ვე­ნებ­ლად „მუ­შა­ობს“ გი­ლი­ო­ტი­ნა, „თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და წეს­რი­გის“ ათა­სო­ბით დამ­ცვე­ლის თვა­ლი და­უ­ღა­ლა­ვად ეძებს ახა­ლი რე­ჟი­მის მტრებს. თუმ­ცა პა­რი­ზი მა­ინც ისე იზი­დავს ყვე­ლას, რო­გორც სი­ნათ­ლე ფარ­ვა­ნას. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც გერ­მა­ნე­ლი სტუ­დენ­ტი ჰოფ­მა­ნია.

„ქალი ხა­ვერ­დის ყელ­სა­ბა­მით“ სე­რი­ის მე­სა­მე ტო­მია.

  • ჩარლზ დი­კენ­სი - „მძი­მე დრო­ე­ბა“

ინ­გლი­სე­ლი მწერ­ლის ჩარლზ დი­კენ­სის „მძი­მე დრო­ე­ბა“ ქარ­თულ ენა­ზე პირ­ვე­ლად სწო­რედ „პა­ლიტ­რა L-ის“ ახა­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­ცე­მა. შე­სა­ბა­მი­სად, „კი­დევ 15 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო სა­ნამ ცო­ცხა­ლი“ ხარ ამ მხრი­ვაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია.

„მძი­მე დრო­ე­ბა“ დი­კენ­სის მე­ა­თე ნო­ვე­ლაა. ის პირ­ვე­ლად 1854 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა. მწე­რალ­მა ნა­წარ­მო­ებ­ში მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მხატ­ვრუ­ლი ნი­ჭი­თა და სა­ტი­რით წარ­მო­ა­ჩი­ნა ვიქ­ტო­რი­ა­ნუ­ლი ინ­გლი­სის სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. დი­კენსს გან­სა­კუთ­რე­ბით ხაზი აქვს გას­მუ­ლი ინ­დუსტრი­ა­ლი­ზა­ცი­ი­სა და უტი­ლი­ტა­რიზ­მის გავ­ლე­ნებ­ზე.

მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მწე­რალ­მა დას­ვა ისე­თი სა­კი­თხე­ბი, რო­გო­რი­ცაა ინ­დუსტრი­ა­ლი­ზა­ცი­ის მიერ ადა­მი­ა­ნე­ბის დეჰუ­მა­ნი­ზე­ბა, კონ­ფლიქ­ტი უტი­ლი­ტა­რის­ტულ ფი­ლო­სო­ფი­ა­სა და ადა­მი­ა­ნის ემო­ცი­ებს შო­რის, უთა­ნას­წო­რო­ბა სო­ცი­ა­ლურ კლა­სებს შო­რის და ემ­პა­თი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

  • ჯეინ ოს­ტი­ნი - „ემა“

ინ­გლი­სე­ლი მწე­რა­ლი, რო­მა­ნის­ტი, ინ­გლი­სუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ჯეინ ოს­ტი­ნი 6 ძი­რი­თა­დი რო­მა­ნით არის ცნო­ბი­ლი. მას მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, რო­გორც სენ­ტი­მენ­ტა­ლიზ­მის სკო­ლის უბად­ლო წარ­მო­მად­გენ­ლად ასე­ვე ინ­გლი­სუ­რი რე­ა­ლიზ­მის წი­ნა­მორ­ბე­დად.

მისი „ემა“ ახალ­გაზ­რდა ემა ვუ­და­ჰა­უ­სის ამ­ბავს მოგ­ვი­თხრობს, რომ­ლის ცხოვ­რე­ბა­შიც ახა­ლი საზ­რუ­ნა­ვი იჩენს თავს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

5 წიგნი, რომელიც თქვენს ბიბლიოთეკას კიდევ უფრო ღირებულს გახდის

5 წიგნი, რომელიც თქვენს ბიბლიოთეკას კიდევ უფრო ღირებულს გახდის

გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ წიგნის მოყვარულებს წელს ნამდვილი საჩუქარი გაუკეთა პროექტის სახით „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“. სერია აერთიანებს 15 წიგნს როგორც თანამედროვე, ისე კლასიკური ლიტერატურიდან. თითოეული მათგანი ნებისმიერი ბიბლიოთეკისთვის ღირებული შენაძენი იქნება.

სერიის პირველი 5 წიგნი უკვე ცნობილია და პირველი ორის შეძენა მკითხველს მაღაზიებსა და „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე შეუძლია:

  • ანე ფრანკი - „უკანა სახლი (დღიური წერილების სახით)“

წიგნი ხელმისაწვდომია როგორც „პალიტრა L-ის ვებგვერდზე, ისე წიგნის მაღაზიებში. ის წარმოადგენს უნიკალურ გამოცემას, რომელიც თარგმნილია პირდაპირ ნიდერლანდური ენისგან და სრულად თავისუფალია ცენზურისგან. აღსანიშნავია, რომ ანე ფრანკის მამის - ოტო ფრანკის შეხედულებების გამო, გოგონას ჩანაწერების პირვანდელი ვერსია არასრულყოფილი სახით გამოქვეყნდა. ამის მიზეზი კი იყო ის, რომ ანე დღიურში საუბრობდა ინტიმურ თემებზე და სხვადასხვა ადამიანთან დაკავშირებით ხისტ მოსაზრებებს გამოთქვამდა. თავდაპირველად საქართველოშიც დღიური შემოკლებული ვერსია იყო ხელმისაწვდომი.

  • მარგარეტ ეტვუდი - „მხევლის წიგნი“

„მხევლის წიგნი“ 1985 წელს გამოქვეყნდა და მკითხველისა და კრიტიკოსების ყურადღება სწრაფად მიიპყრო თავისი შინაარსის, თხრობის დამახასიათებელი მანერისა და სოციალური და პოლიტიკური საკითხების თანამედროვეობასთან რელევანტურობის გამო.

დისტოპიური რომანი გვიამბობს შემაძრწუნებელი მოვლენების შესახებ, რომელიც რელიგიური ექსტრემიზმისა და ტოტალიტარული რეჟიმის სიმბიოზმა დაატეხა გილეადის (აშშ-ის ახალი სახელწოდება რეჟიმის დამყარების შემდგომ) მცხოვრებ ქალებს თავს. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ სოციალურ საფეხურზე იმყოფება ქალი - მხევლის თუ მმართველის ცოლის, მისი თავისუფლება მთლიანად მამაკაცის და სახელმწიფოს ხელშია. მას არ შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები თავისი ურთიერთობების, ფერტილურობის, საქმიანობისა და გადაადგილების შესახებაც კი.

„მხევლის წიგნის“ შესახებ ადაპტაციებიც არსებობს. მათ შორის ყველაზე პოპულარულია HULU-ს ამავე სახელწოდების ადაპტაცია, რომელიც ეკრანებზე 2017 წელს გამოჩნდა. უკვე დადასტურებულია მისი მე-6 სეზონიც.

„მხევლის წიგნის“ წინასწარი გაყიდვები უკვე დაიწყო. როგორც აღნიშნული რომანის, ისე სრული სერიის წინასწარ გამოწერა სპეციალურ ფასად „პალიტრა L-ის“ ვებგვერდიდან არის შესაძლებელი.

  • ალექსანდრ დიუმა - „ქალი ხავერდის ყელსაბამით“

ალექსანდრ დიუმამ (უფროსი) „ქალი ხავერდის ყელსაბამით“ 1850 წელს დაწერა და მიუძღვნა თავის მეგობარს, მწერალ შარლ ნოდიეს, რომელიც 1844 წელს გარდაიცვალა. ნაწარმოებში მოქმედება 1793 წლის საფრანგეთში ვითარდება. ეს რევოლუციური ტერორის ეპოქაა, როდესაც შეუსვენებლად „მუშაობს“ გილიოტინა, „თავისუფლებისა და წესრიგის“ ათასობით დამცველის თვალი დაუღალავად ეძებს ახალი რეჟიმის მტრებს. თუმცა პარიზი მაინც ისე იზიდავს ყველას, როგორც სინათლე ფარვანას. გამონაკლისი არც გერმანელი სტუდენტი ჰოფმანია.

„ქალი ხავერდის ყელსაბამით“ სერიის მესამე ტომია.

  • ჩარლზ დიკენსი - „მძიმე დროება“

ინგლისელი მწერლის ჩარლზ დიკენსის „მძიმე დროება“ ქართულ ენაზე პირველად სწორედ „პალიტრა L-ის“ ახალი პროექტის ფარგლებში გამოიცემა. შესაბამისად, „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი“ ხარ ამ მხრივაც მნიშვნელოვანი ღირებულების მატარებელია.

„მძიმე დროება“ დიკენსის მეათე ნოველაა. ის პირველად 1854 წელს გამოქვეყნდა. მწერალმა ნაწარმოებში მისთვის დამახასიათებელი მხატვრული ნიჭითა და სატირით წარმოაჩინა ვიქტორიანული ინგლისის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. დიკენსს განსაკუთრებით ხაზი აქვს გასმული ინდუსტრიალიზაციისა და უტილიტარიზმის გავლენებზე.

მთავარი პერსონაჟების მეშვეობით მწერალმა დასვა ისეთი საკითხები, როგორიცაა ინდუსტრიალიზაციის მიერ ადამიანების დეჰუმანიზება, კონფლიქტი უტილიტარისტულ ფილოსოფიასა და ადამიანის ემოციებს შორის, უთანასწორობა სოციალურ კლასებს შორის და ემპათიის მნიშვნელობა საზოგადოებაში.

  • ჯეინ ოსტინი - „ემა“

ინგლისელი მწერალი, რომანისტი, ინგლისური ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ჯეინ ოსტინი 6 ძირითადი რომანით არის ცნობილი. მას მოიხსენიებენ, როგორც სენტიმენტალიზმის სკოლის უბადლო წარმომადგენლად ასევე ინგლისური რეალიზმის წინამორბედად.

მისი „ემა“ ახალგაზრდა ემა ვუდაჰაუსის ამბავს მოგვითხრობს, რომლის ცხოვრებაშიც ახალი საზრუნავი იჩენს თავს.

R