პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 18:36-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საოცარი სიმდიდრე და ფუფუნება - ოჯახი საქართველოდან, რომლის ერთ-ერთი წევრი ამბობს, რომ თვეში 200 000 დოლარს ხარჯავს (ვიდეო)
საოცარი სიმდიდრე და ფუფუნება - ოჯახი საქართველოდან, რომლის ერთ-ერთი წევრი ამბობს, რომ თვეში 200 000 დოლარს ხარჯავს (ვიდეო)

ცნო­ბილ "ტი­კტო­კე­რი" ვლო­გე­რი თბი­ლი­სის ცენ­ტრში, მან­ქა­ნა­ში მჯდომ ახალ­გაზ­რდა ქალს ეკი­თხე­ბა, - თვე­ში რამ­დენ დო­ლარს ხარ­ჯავ? პა­სუ­ხი - 200 000 - ს, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ცნო­ბილ კონ­სულ­ტანტ ჯორ­დან ჰი­შამ­საც კი აკ­ვირ­ვებს, ახალ­გაზ­რდა კაცს, რო­მელ­მაც თა­ნა­მედ­რო­ვე ციფ­რულ ეპო­ქა­ში უამ­რა­ვი ფული გა­მო­ი­მუ­შა­ვა. ის ერთ-ერ­თია ვლო­გე­რე­ბი­დან, რო­მელ­მაც TikTok-ის უზარ­მა­ზა­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი რე­ა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნა და დუ­ბა­ის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ინ­დუსტრი­ა­ში, პი­ო­ნე­რად იქცა. ჯორ­დანს 1,2 მი­ლი­ო­ნი მიმ­დე­ვა­რი ჰყავს და მისი ვი­დე­ო­ე­ბის სა­ერ­თო ნახ­ვამ 6 თვე­ში 700 მი­ლი­ონ­ზე მეტი შე­ად­გი­ნა. მან ამ ცოტა ხნის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში იმოგ­ზა­უ­რა, რამ­დე­ნი­მე ვი­დეო ბა­თუმ­სა და გუ­და­ურ­შიც გა­და­ი­ღო, თბი­ლის­ში კი მის ვლოგს უმას­პინ­ძლა ქე­ბუ­რი­ე­ბის მი­ლი­ო­ნერ­მა ოჯახ­მა.

სწო­რედ ამ ოჯა­ხის ერთ-ერთი წევ­რია ქალ­ბა­ტო­ნი, რომ­ლის პა­სუხ­მა მრავ­ლის მნახ­ვე­ლი ჯორ­და­ნიც კი გა­ა­ო­ცა. მან ბლო­გერს, ბავ­შვებ­თან ერ­თად და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა ოჯა­ხის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სას­ტუმ­რო, რო­მე­ლიც ასე­ვე ფუ­ფუ­ნე­ბი­თა და მდიდ­რუ­ლი ინ­ტე­რი­ე­რით აკ­ვირ­ვებს სტუ­მარს. ბავ­შვე­ბი ვი­დე­ო­ში ამ­ბო­ბენ, რომ "გუ­ჩის" და "პრა­დას" სა­მოს­სა და აქ­სე­სუ­ა­რებს ატა­რე­ბენ...

ჯორ­დან­მა სას­ტუმ­როს გარ­და, და­ათ­ვა­ლი­ე­რა თოშა ქე­ბუ­რი­ას და მისი მე­უღ­ლის ქეთი ჟღენ­ტის სახ­ლი.

ვლო­გერს ქე­თიმ ორ შვილ­თან ერ­თად უმას­პინ­ძლა.

00:00 / 00:00

ქე­ბუ­რია-ჟღენ­ტის წყვი­ლი ხში­რად მოგ­ზა­უ­რობს, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, მათი მუდ­მი­ვი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­შია. თბი­ლის­ში მდიდ­რუ­ლი ვილა სა­უ­კე­თე­სო ხე­დე­ბი­თა და ფუ­ფუ­ნე­ბის საგ­ნე­ბით, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ბლო­გე­რის ვი­დე­ო­ე­ბი­დან ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლია, ის უკვე 700 ათას­ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა ნახა.

კო­მენ­ტა­რე­ბით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი თბი­ლი­სის ცენ­ტრში ფუ­ფუ­ნე­ბის ნახ­ვით არც ისე კმა­ყო­ფი­ლია.

  • "ანა­კო­მის ჭა­მის დროს რომ არ შემ­ხვედ­რო­და ეს ვი­დეო, რა მოხ­დე­ბო­და?“
  • "ამ ასაკ­ში ციგ­ნე­ბის ბაზ­რო­ბა­ზე რომ მივ­ყავ­დი ჩე­მებს და არა მე­ო­რა­დებ­ში, ქვე­ყა­ნა ჩემი მე­გო­ნა.“
  • "მად­ლო­ბა ჯორ­დან, იმე­დია დად­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ის დრო, რო­დე­საც ყვე­ლა იცხოვ­რებს ისე უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლად და შეძ­ლე­ბუ­ლად თა­ვი­სი პა­ტი­ო­სა­ნი შრო­მით, რო­გორც ეს ოჯა­ხი ცხოვ­რობს.“

ჰი­შა­მის ვირუ­სუ­ლი TikTok ვი­დე­ო­ე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბის ერთ-ერთი სა­ი­დუმ­ლო ენე­ბის ცოდ­ნაა. ჯორ­დანს გა­ნათ­ლე­ბა სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში აქვს მი­ღე­ბუ­ლი და ამ­ჟა­მად თა­ვის გა­მომ­წე­რებს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი მი­ლი­ო­ნე­რე­ბის სახ­ლებს ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნებს. თუმ­ცა რო­გორც სტა­ტი­ის და­სა­წყის­ში აღ­ვნიშ­ნეთ, ყვე­ლა­ფე­რი დუ­ბა­ი­დან და­ი­წყო.

ის თა­ვი­სუფ­ლად სა­უბ­რობს ინ­გლი­სურ, რუ­სულ და არა­ბულ ენებ­ზე. გარ­და ამი­სა, ის ფლობს ფრან­გულ, თურ­ქულ და უკ­რა­ი­ნულ ენებს ურ­თი­ერ­თო­ბის დო­ნე­ზე. ენე­ბის ცოდ­ნა სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში ჩა­ვი­დეს და იქ გა­და­ი­ღოს სა­კუ­თა­რი არ­ხის­თვის ვი­დეო კონ­ტენ­ტი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Nona
0

 კაზინოები უნდა აიკრძალოს საქართველოში. ამ გაჭირვებულ ქვეყანაში უნდა აიკრძალოს აზარტული სათამაშო ბიზნესი. 

ნინო
1

ძაან სიგოიმეა აი ძაან,ფული აქვთ მაგრამ გოიმკები არიან, არანაირი გულწრფელობა ამათში არ არის,თითქოს თავისნაირებს ეჯიბრებიან.გუჩი და პრადას ტანსაცმლით ვინც თვითშეფასებას იწევთ ყველანი საცოდავები ხართ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი შედეგები
ავტორი:

საოცარი სიმდიდრე და ფუფუნება - ოჯახი საქართველოდან, რომლის ერთ-ერთი წევრი ამბობს, რომ თვეში 200 000 დოლარს ხარჯავს (ვიდეო)

საოცარი სიმდიდრე და ფუფუნება - ოჯახი საქართველოდან, რომლის ერთ-ერთი წევრი ამბობს, რომ თვეში 200 000 დოლარს ხარჯავს (ვიდეო)

ცნობილ "ტიკტოკერი" ვლოგერი თბილისის ცენტრში, მანქანაში მჯდომ ახალგაზრდა ქალს ეკითხება, - თვეში რამდენ დოლარს ხარჯავ? პასუხი - 200 000 - ს, ძვირადღირებული უძრავი ქონების ცნობილ კონსულტანტ ჯორდან ჰიშამსაც კი აკვირვებს, ახალგაზრდა კაცს, რომელმაც თანამედროვე ციფრულ ეპოქაში უამრავი ფული გამოიმუშავა. ის ერთ-ერთია ვლოგერებიდან, რომელმაც TikTok-ის უზარმაზარი პოტენციალი რეალურად გამოიყენა და დუბაის უძრავი ქონების ინდუსტრიაში, პიონერად იქცა. ჯორდანს 1,2 მილიონი მიმდევარი ჰყავს და მისი ვიდეოების საერთო ნახვამ 6 თვეში 700 მილიონზე მეტი შეადგინა. მან ამ ცოტა ხნის წინ საქართველოში იმოგზაურა, რამდენიმე ვიდეო ბათუმსა და გუდაურშიც გადაიღო, თბილისში კი მის ვლოგს უმასპინძლა ქებურიების მილიონერმა ოჯახმა.

სწორედ ამ ოჯახის ერთ-ერთი წევრია ქალბატონი, რომლის პასუხმა მრავლის მნახველი ჯორდანიც კი გააოცა. მან ბლოგერს, ბავშვებთან ერთად დაათვალიერებინა ოჯახის მფლობელობაში არსებული სასტუმრო, რომელიც ასევე ფუფუნებითა და მდიდრული ინტერიერით აკვირვებს სტუმარს. ბავშვები ვიდეოში ამბობენ, რომ "გუჩის" და "პრადას" სამოსსა და აქსესუარებს ატარებენ...

ჯორდანმა სასტუმროს გარდა, დაათვალიერა თოშა ქებურიას და მისი მეუღლის ქეთი ჟღენტის სახლი.

ვლოგერს ქეთიმ ორ შვილთან ერთად უმასპინძლა.

ქებურია-ჟღენტის წყვილი ხშირად მოგზაურობს, თუმცა, როგორც ჩანს, მათი მუდმივი საცხოვრებელი საქართველოშია. თბილისში მდიდრული ვილა საუკეთესო ხედებითა და ფუფუნების საგნებით, შეიძლება ითქვას, რომ ბლოგერის ვიდეოებიდან ერთ-ერთი გამორჩეულია, ის უკვე 700 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა.

კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, ქართველი მაყურებელი თბილისის ცენტრში ფუფუნების ნახვით არც ისე კმაყოფილია.

  • "ანაკომის ჭამის დროს რომ არ შემხვედროდა ეს ვიდეო, რა მოხდებოდა?“
  • "ამ ასაკში ციგნების ბაზრობაზე რომ მივყავდი ჩემებს და არა მეორადებში, ქვეყანა ჩემი მეგონა.“
  • "მადლობა ჯორდან, იმედია დადგება საქართველოში ის დრო, როდესაც ყველა იცხოვრებს ისე უზრუნველყოფილად და შეძლებულად თავისი პატიოსანი შრომით, როგორც ეს ოჯახი ცხოვრობს.“

ჰიშამის ვირუსული TikTok ვიდეოების პოპულარობის ერთ-ერთი საიდუმლო ენების ცოდნაა. ჯორდანს განათლება სანქტ-პეტერბურგში აქვს მიღებული და ამჟამად თავის გამომწერებს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები მილიონერების სახლებს ათვალიერებინებს. თუმცა როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, ყველაფერი დუბაიდან დაიწყო.

ის თავისუფლად საუბრობს ინგლისურ, რუსულ და არაბულ ენებზე. გარდა ამისა, ის ფლობს ფრანგულ, თურქულ და უკრაინულ ენებს ურთიერთობის დონეზე. ენების ცოდნა საშუალებას აძლევს, სხვადასხვა ქალაქებში ჩავიდეს და იქ გადაიღოს საკუთარი არხისთვის ვიდეო კონტენტი.

წაიკითხეთ ასევე: