მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაში მდგომარეობდა ოპერაცია "ოქროს თევზი" და როგორ ასწავლა CIA - მ უკრაინელებს "თევზაობა" - რა ხდება ცნობილი ამერიკული და უკრაინული სპეცსამსახურების თანამშრომლობაზე?
რაში მდგომარეობდა ოპერაცია "ოქროს თევზი" და როგორ ასწავლა CIA - მ უკრაინელებს "თევზაობა" - რა ხდება ცნობილი ამერიკული და უკრაინული სპეცსამსახურების თანამშრომლობაზე?

The New York Times-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სტა­ტია იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ ამე­რი­კი­სა და უკ­რა­ი­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი, რა­მაც რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის მო­გე­რი­ე­ბა­ში დიდი როლი ითა­მა­შა.

ამე­რი­კულ­მა დაზ­ვერ­ვამ უკ­რა­ი­ნელ კო­ლე­გებ­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა 2014 წლი­დან და­ი­წყო, რო­დე­საც მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩი რუ­სეთ­ში გა­იქ­ცა. NYT-ს წყა­რო­ე­ბი უყ­ვე­ბი­ან, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად აშშ ასე­თი პარტნი­ო­რო­ბით მა­ინ­ცდა­მა­ინც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არ იყო, უკ­რა­ი­ნელ სპეც­სამ­სა­ხუ­რებს მათი დარ­წმუ­ნე­ბა უწევ­დათ.

ამე­რი­კელ და უკ­რა­ი­ნელ სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ისე­თი სა­ხით, რო­გორც ახ­ლაა, 10 წლის წინ და­ი­წყო, - წერს The New York Times, რომ­ლის ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ამე­რი­კელ, უკ­რა­ი­ნელ და ევ­რო­პელ ჩი­ნოს­ნებ­თან 200-ზე მეტი ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რეს.

  • "აი, ასე და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი..."

2014 წლის თე­ბერ­ვალ­ში უკ­რა­ი­ნი­დან ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩი გა­იქ­ცა, ხოლო უმაღ­ლეს­მა რა­დამ უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მმარ­თვე­ლად ვა­ლენ­ტინ ნა­ლი­ვა­ი­ჩენ­კო და­ნიშ­ნა. ვა­ლენ­ტი­ნი აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბას 2006-2010 წლებ­შიც იკა­ვებ­და და ამე­რი­კელ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბას ცდი­ლობ­და, თუმ­ცა რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, ეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ჩა­ი­შა­ლა, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნამ ია­ნუ­კო­ვი­ჩის დროს რუ­სეთ­თან და­ახ­ლო­ე­ბა და­ი­წყო.

ვა­ლენ­ტინ ნა­ლი­ვა­ი­ჩენ­კო

მას შემ­დეგ, რაც უმაღ­ლე­სი რა­დას სპი­კე­რი ალექ­სან­დრ ტურ­ჩი­ნო­ვი გახ­და, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის დრო­ე­ბი­თი მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ვა­ლენ­ტინ ნა­ლი­ვა­ი­ჩენ­კო უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის შტაბ-ბი­ნა­ში გა­და­ვი­და. ეზო­ში მან აღ­მო­ა­ჩი­ნა უამ­რა­ვი დამ­წვა­რი დო­კუ­მენ­ტი, შე­ნო­ბა­ში კი მთე­ლი რიგი კომ­პი­უ­ტე­რე­ბი, სა­დაც ყვე­ლა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია წაშ­ლი­ლი იყო. "ყვე­ლა­ფე­რი გა­სუფ­თა­ვე­ბუ­ლი იყო. არც შუქი იყო, არც ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, სა­ერ­თო­დაც იქ არა­ვინ იყო“, - იხ­სე­ნებს ნა­ლი­ვა­ი­ჩენ­კო.

ახალ­მა მე­თა­ურ­მა და­უ­ყო­ნებ­ლივ მი­მარ­თა ამე­რი­კის ცენ­ტრა­ლურ სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლო­სა და ბრი­ტა­ნულ მი-6-ს, რათა სამმხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და­ე­წყოთ და უკ­რი­ა­ნუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი თა­ვი­დან შე­ექ­მნათ. "აი, ასე და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი“, - ამ­ბობს ნა­ლი­ვა­ი­ჩენ­კო.

მა­ლე­ვე რუ­სეთ­მა ჯა­რე­ბი ყი­რიმ­ში შე­იყ­ვა­ნა, ხოლო დონ­ბას­ში დო­ნეც­კის ეროვ­ნუ­ლი რეს­პუბ­ლი­კა გა­მო­ცხად­და. ნა­ლი­ვა­ი­ჩენ­კომ CIA-ს მი­მარ­თა, რომ დაზ­ვერ­ვი­თი ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დე­ბი­ნათ, რის შემ­დეგ აღ­ნიშ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის დი­რექ­ტო­რი ჯონ ბრე­ნა­ნი კი­ევ­ში ჩა­ვი­და.

უკ­რი­ა­ნელ კო­ლე­გებ­თან მან და­ა­დას­ტუ­რა, რომ აშშ ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ვი­თა­რე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო, თუმ­ცა მხო­ლოდ CIA-სთვის კომ­ფორ­ტულ ტემპში. თა­ნაც, რო­გორც NYT წერს, ამე­რი­კუ­ლი დაზ­ვერ­ვის­თვის მთა­ვა­რი კი­თხვა იყო, რამ­დე­ნად დიდ­ხანს და­ი­კა­ვებ­და ნა­ლი­ვა­ი­ჩენ­კო თა­ვის პოსტს და შეძ­ლებ­და თუ არა უკ­რა­ი­ნის ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ამ კრი­ზი­სის გა­და­ტა­ნას.

რამ­დე­ნა­დაც წარ­სულ­ში CIA-სა და СБУ-ს (უკ­რა­ი­ნის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რი) უკვე ჰქონ­დათ ურ­თი­ერ­თო­ბის წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, ბრე­ნან­მა ნა­ლი­ვა­ი­ჩენ­კოს გა­ნუ­ცხა­და, - უკ­რა­ი­ნულ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა საქ­მით უნდა და­ამ­ტკი­ცონ, რომ შე­უძ­ლი­ათ ამე­რი­კის­თვის ძვირ­ფა­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბაო.

ბრე­ნან­მა ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ СБУ-ს უწყე­ბი­დან რუსი აგენ­ტე­ბი უნდა მო­ე­შო­რე­ბი­ნა... უკ­რა­ი­ნუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ამ პი­რო­ბებ­ზე და­თან­ხმდნენ.

The New York Times-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ-ის იმ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ბა­რაკ ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცია უკ­რა­ი­ნის დაზ­ვერ­ვას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით კრემლთან კონ­ფლიქტს ერი­დე­ბო­და, ამი­ტომ თეთრ სახ­ლში CIA-სა და СБУ-სთვის გა­ნი­სა­ზღვრა რიგი წე­სე­ბი, მათ­გან ერთ-ერ­თის თა­ნახ­მად, მათ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას არ უნდა გა­მო­ეწ­ვია ადა­მი­ა­ნე­ბის სიკ­ვდი­ლი.

უკ­რა­ი­ნულ მხა­რეს ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მო­თხოვ­ნე­ბი არ მო­ე­წო­ნა, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც შეძ­ლეს მყი­ფე ბა­ლან­სის გა­მო­ნახ­ვა. რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, მათ პარტნი­ო­რო­ბა­ში მუდ­მი­ვად შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და და­ძა­ბუ­ლო­ბა, რად­გან თეთრმა სახ­ლმა არა და არ გან­სა­ზღვრა ყვე­ლა "წი­თე­ლი ხაზი“.

  • რო­გორ ას­წავ­ლეს ამე­რი­კე­ლებ­მა უკ­რა­ი­ნე­ლებს "თევ­ზის ჭერა"

მხა­რე­ე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია 2014 წელს მა­ლა­ი­ზი­ის "ბო­ინ­გის“ კა­ტას­ტრო­ფამ. მა­შინ СБУ-ს კონ­ტრდაზ­ვერ­ვის მე­ხუ­თე დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია მო­აგ­რო­ვეს, რო­მე­ლიც თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი დნრ-ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ადას­ტუ­რებ­და.

ნამ­სხვრე­ვე­ბის­გან ნა­წი­ლობ­რივ აღ­დგე­ნი­ლი მა­ლა­ი­ზი­ის ავი­ა­ხა­ზე­ბის Boeing 777 ნი­დერ­ლან­დებ­ში. 2024 წლის 7 თე­ბერ­ვა­ლი

CIA-ს მო­ე­წო­ნა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის მუ­შა­ო­ბა, ამი­ტო­მაც მათ სე­რი­ო­ზუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა პირ­ვე­ლად აი­ღეს სა­კუ­თარ თავ­ზე - ამე­რი­კელ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა უკ­რა­ი­ნე­ლებს და­ცუ­ლი კავ­ში­რის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გა­დას­ცეს, ასე­ვე მე­ხუ­თე სამ­მარ­თვე­ლოს წევ­რე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­და­ამ­ზა­დეს.

"უკ­რა­ი­ნე­ლებს სჭირ­დე­ბო­დათ "თევ­ზი" [სა­დაზ­ვერ­ვო მო­ნა­ცე­მე­ბი], ჩვენ კი პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო, არ შეგ­ვეძ­ლო მი­წო­დე­ბა. თუმ­ცა შეგ­ვეძ­ლო გვეს­წავ­ლე­ბი­ნა "თევ­ზის და­ჭე­რა" და "თევ­ზა­ო­ბის­თვის" სა­ჭი­რო ხელ­სა­წყო­ე­ბი გა­დაგ­ვე­ცა“, - უყ­ვე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებს ერთ-ერთი ამე­რი­კე­ლი ჩი­ნო­სა­ნი.

თუმ­ცა 2015 წელს СБУ-სა და CIA-ს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბებ­მა და­სუს­ტე­ბა და­ი­წყო, რად­გან ნა­ლი­ვა­ი­ჩენ­კო თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მოხ­სნეს. მე­ო­რე მხრივ ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­იხ­სნა, რად­გან სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბის დროს, კონტდაზ­ვერ­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვა­ლე­რი კონ­დრა­ტი­უ­კი უკ­რა­ი­ნის მთა­ვა­რი დაზ­ვერ­ვის (ГУР) ხელ­მძღვა­ნე­ლად და­ნიშ­ნეს.

თავ­და­პირ­ვე­ლად აშშ-ის არ სურ­და ГУР-თან ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რად­გან ფიქ­რობ­დნენ, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვა მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას არ აწ­ვდი­და, თუმ­ცა კონ­დრა­ტი­უკ­მა სა­პი­რის­პი­რო და­ამ­ტკი­ცა. კერ­ძოდ, მან აშშ-ის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­დაზ­ვერ­ვო მმარ­თვე­ლო­ბას­თან შეხ­ვედ­რა მო­ა­წყო, რო­მელ­ზეც გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი გა­დას­ცა. ამე­რი­კის სა­მარ­თვე­ლომ ამ ამ­ბავს ეჭ­ვის თვა­ლით შე­ხე­და და გა­და­წყვი­ტა ГУР-თან არ ეთა­ნამ­შრომ­ლა.

მა­შინ კონ­დრა­ტი­უკ­მა გა­და­წყვი­ტა CIA-სთან და­ე­ლა­გე­ბი­ნა ურ­თი­ერ­თო­ბა და რუ­სე­თის ჩრდი­ლო­ეთ ფლოტ­ზე სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბი გა­დას­ცა, რო­მელ­შიც შე­დი­ო­და, მა­გა­ლი­თად, ატო­მუ­რი წყალ­ქვე­შა გე­მე­ბის პრო­ექ­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი. "მას შემ­დეგ, რაც CIA-ს ანა­ლი­ტი­კო­სებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს დო­კუ­მენ­ტე­ბის ნამ­დვი­ლო­ბა, ამე­რი­კუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ГУР-ის მე­თა­უ­რის ოფისს რე­გუ­ლა­რუ­ლად ტო­ვებ­დნენ დო­კუ­მენ­ტე­ბით სავ­სე ზურგჩან­თე­ბით“,- წერს NYT.

ორი­ვე უწყე­ბა მი­იჩ­ნევ­და, რომ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ურ­თი­ერ­თმომ­გე­ბი­ა­ნი იყო. კონ­დრა­ტი­უ­კი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ამე­რი­კუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ГУР-ის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, ხოლო CIA მი­იჩ­ნევ­და, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვა რუსი აგენ­ტე­ბის გად­მო­ბი­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბო­და.

"რუს­მა თავს უფ­ლე­ბა რომ მის­ცეს და ამე­რი­კელს გა­და­ა­ბი­რე­ბი­ნოს თავი, ეს არის ღა­ლა­ტის უმაღ­ლე­სი ფორ­მა, თუმ­ცა რო­დე­საც უკ­რა­ი­ნე­ლი გად­მო­ი­ბი­რებს რუსს, ეს, უბ­რა­ლოდ, ლუ­დის სმა და მე­გობ­რუ­ლი სა­უ­ბა­რია“, - ამ­ბობს კონ­დრა­ტი­უ­კი.

დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ГУР-ისა და კი­ევ­ში CIA-ს რე­ზი­დენ­ტუ­რის მე­თა­უ­რი, რო­მელ­საც უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი "სან­ტა-კლა­უსს" ეძახ­დნენ (NYT მის სა­ხელს არ ასა­ხე­ლებს) და­ახ­ლოვ­დნენ და უწყე­ბებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა აქ­ტი­უ­რად გან­ვი­თარ­და.

მა­ლე­ვე CIA-მ უკ­რა­ი­ნელ კო­ლე­გებს მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი გა­უგ­ზავ­ნა, ხოლო უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა კი რუ­სე­თის სა­ზღვარ­თან აგენ­ტე­ბის ქსე­ლე­ბის შექ­მნა და­ი­წყეს.

  • ოპე­რა­ცია "ოქ­როს თევ­ზი“

გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტი 2016 წლის იან­ვარ­ში დად­გა, რო­დე­საც კონ­დრა­ტი­უ­კი ვა­შინგტონ­ში გა­ემ­გზავ­რა. მა­შინ CIA და­თან­ხმდა, რომ ГУР-სთვის შე­ტყო­ბი­ნე­ბის გა­და­ტა­ცე­ბის სის­ტე­მის მო­დერ­ნი­ზე­ბა და­ე­წყო. სა­ნაც­ვლოდ, უკ­რა­ი­ნის უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი და­თან­ხმდა, რომ ამე­რი­კე­ლე­ბის­თვის მთე­ლი გა­და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­დაზ­ვერ­ვო მო­ნა­ცე­მე­ბი გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა.

მა­ლე­ვე CIA-მ უკ­რა­ი­ნელ კო­ლე­გებს და­პი­რე­ბუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი გა­უგ­ზავ­ნა, მათ კი აგენ­ტუ­რის ქსე­ლის გა­ფარ­თო­ე­ბა და­ი­წყეს, მათ შო­რის იყო 12 სა­ი­დუმ­ლო ობი­ექ­ტი რუ­სე­თის სა­ზღვარ­თან. პა­რა­ლე­ლუ­რად უკ­რა­ი­ნე­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მა ამუ­შავ­და. მზვე­რა­ვებს ევ­რო­პის ორ ქა­ლაქ­ში ამ­ზა­დებ­დნენ. "პროგ­რა­მას ერ­ქვა: ოპე­რა­ცია "ოქ­როს თევ­ზი“და მის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს რუ­სე­თის სა­ზღვარ­თან არ­სე­ბულ 12 ოპე­რა­ტი­ულ ბა­ზა­ზე უშ­ვებ­დნენ, სა­ი­და­ნაც რუ­სე­თის შიგ­ნით არ­სე­ბულ ჯა­შუ­შე­ბის ქსე­ლებს მარ­თავ­დნენ", - ამ­ბობს კონ­დრა­ტი­უ­კი.

რო­გორც გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, CIA-ს ხში­რად წლე­ბი სჭირ­დე­ბა, რომ უცხო ქვეყ­ნის დაზ­ვერ­ვას­თან ერ­თობ­ლი­ვი ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის ნდო­ბამ­დე მი­ვი­დეს. უკ­რა­ი­ნის შემ­თხვე­ვა­ში მათ 6 თვე­ზე ნაკ­ლე­ბი დას­ჭირ­დათ.

თა­ნაც "წი­თე­ლი ხა­ზე­ბი“ არ­სად გაქ­რა, ხოლო სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ძი­რი­თა­დად ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბა-გაც­ვლით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და. მე­ტიც, CIA უკ­რა­ი­ნე­ლებს არ­წმუ­ნებ­და, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი დონ­ბას­ში შე­ტე­ვით ოპე­რა­ცი­ას და­ი­წყებ­დნენ, მათ რკი­ნიგ­ზა არ აე­ფეთ­ქე­ბი­ნათ. ამ შემ­თხვე­ვის შემ­დეგ, კონ­და­ტი­უკ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ მსგავ­სი ოპე­რა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ, ამე­რი­კე­ლი კო­ლე­გე­ბის­თვის აღა­რა­ფე­რი ეთ­ქვა.

2016 წელს, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნულ­მა დაზ­ვერ­ვამ გა­ი­გო, რომ რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი ანექ­სი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მის აე­როდ­რო­მებ­ზე ვერ­ტმფრე­ნე­ბის გა­დას­რო­ლას გეგ­მავ­დნენ, ГУР-ის მე­თა­ურ­მა "რაზმ 2245-ს“, რომ­ლის წევ­რებ­მა CIA-ს გა­დამ­ზა­დე­ბა გა­ი­ა­რა­ეს, და­ა­ვა­ლა, რომ აე­როდ­რომ­ზე ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი და­ე­მონ­ტა­ჟე­ბი­ნათ. ერთ-ერთი, ვინც აღ­ნიშ­ნულ მი­სი­ა­ზე გაგ­ზავ­ნეს, ГУР-ის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მე­თა­უ­რი კი­რილ ბუ­და­ნო­ვი იყო.

ოპე­რა­ცია ჩა­ი­შა­ლა, რად­გან უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი რუს ჯა­რის­კა­ცებს გა­და­ე­ყარ­ნენ, და­ი­წყო სრო­ლა, რის შე­დე­გა­დაც რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, უკ­რა­ი­ნე­ლებს უკან და­ხე­ვა მო­უ­წი­ათ.

ამ ამ­ბა­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა გა­ნა­ცხა­და: "რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთ მოვ­ლე­ნებს გვერდს ვერ ავუვ­ლით“. ბა­რაკ ობა­მას ზო­გი­ერ­თი მრჩე­ვე­ლი CIA-ისა და უკ­რა­ი­ნის დაზ­ვერ­ვის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­წყვე­ტას ითხოვ­და, თუმ­ცა სპეც­სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და­არ­წმუ­ნეს, რომ ეს შეც­დო­მა იქ­ნე­ბო­და: CIA აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში რუ­სე­თის ჩა­რე­ვას იძი­ებ­და, ხოლო უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა მათ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს.

ბრე­ნა­ნი და­უ­კავ­შირ­და კონ­დრა­ტი­უკს და თა­ვი­დან გა­ნუ­სა­ზღვრა "წი­თე­ლი ხა­ზე­ბი“, თუმ­ცა მა­ლე­ვე ГУР-ის მე­თა­უ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მოხ­სნეს. შემ­დეგ იყო დონ­ბა­სის მხა­რეს მებ­რძო­ლი "სპარ­ტას“ მე­თა­უ­რის არ­სენ პავ­ლო­ვი­სა ("მო­ტო­რო­ლა") და "სო­მა­ლის“ ბა­ტა­ლი­ო­ნის მე­თა­უ­რის მი­ხა­ილ ტოლსტი­ხის ("გივი") და­ღუპ­ვა. ობა­მას მრჩევ­ლე­ბი გან­რის­ხე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, თუმ­ცა ვე­რაფ­რის გა­კე­თე­ბას ვერ ახერ­ხებ­დნენ, რად­გან არ­ჩევ­ნე­ბამ­დე სულ რამ­დე­ნი­მე კვი­რა რჩე­ბო­და. არ­ჩევ­ნებ­ში კი დო­ნალდ ტრამპმა გა­ი­მარ­ჯვა...

  • ტრამ­პის პრე­ზი­დენ­ტო­ბი­დან დღემ­დე...

"ტრამპმა პუ­ტი­ნი შე­ა­ქო და რუ­სე­თის არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვა უარ­ყო“, - ვკი­თხუ­ლობთ NYT-ის სტა­ტი­ა­ში. მაგ­რამ მან თა­ვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის საკ­ვან­ძო პო­ზი­ცი­ებ­ზე "ქო­რე­ბი“ და­ნიშ­ნა. CIA-ს დი­რექ­ტო­რი გახ­და მაიკ პომ­პეო, ხოლო პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვე­ლი ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით - ჯონ ბოლ­ტო­ნი. "რა­საც არ ამ­ბობ­და და აკე­თებ­და ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცია, ისი­ნი სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ობ­დნენ“, - წერს NYT. სა­ბო­ლო­ოდ აშშ-ისა და უკ­რა­ი­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მხო­ლოდ გა­ფარ­თოვ­და.

ერთ-ერთი ერ­თობ­ლი­ვი ოპე­რა­ცი­ით, ГУР-მა მი­ი­ღო ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვით CIA-მ და­ად­გი­ნა, რომ რუ­სუ­ლი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ძა­ლე­ბი, ჰა­კე­რულ დაჯ­გუ­ფე­ბა Faancy Ber-თან ერ­თად, აშშ-ს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ, კი­ბერ­შე­ტე­ვებ­ში იღებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

ГУР-ის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მე­თა­უ­რი კი­რილ ბუ­და­ნო­ვი, რო­დე­საც იმ პე­რი­ოდს იხ­სე­ნებს, აღ­ნიშ­ნავს, რომ ამე­რი­კულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სულ უფრო ძლი­ერ­დე­ბო­და და მეტ და მეტ სფე­როს მო­ი­ცავ­და. The New York Times წერს, რომ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა იმ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო, რომ CIA-მ მისი გავ­რცე­ლე­ბა ევ­რო­პის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­ზე სცა­და. "სა­ბო­ლო­ოდ, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მთე­ლი კო­ა­ლი­ცა ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რო­მელ­შიც მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შო­ბენ უკ­რა­ი­ნე­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი", - წერს გა­მო­ცე­მა.

რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის შემ­დეგ, CIA-ს პა­ტა­რა ჯგუ­ფი უკ­რა­ი­ნა­ში დარ­ჩა. მათ­მა სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ფორ­მა­ცი­ამ და პარტნი­ო­რე­ბის დახ­მა­რე­ბამ უკ­რა­ი­ნას ომის პირ­ვე­ლი თვე­ე­ბი გა­და­ა­ტა­ნი­ნა. კერ­ძოდ, CIA-ს მო­ნა­ცე­მე­ბი უკ­რა­ი­ნელ სპეც­სამ­სა­ხუ­რებს პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკის მოკ­ვლის მცდე­ლო­ბის აღ­კვე­თა­ში და­ეხ­მა­რა.

ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, თეთრმა სახ­ლმა შე­ზღუდ­ვე­ბი გა­ა­უქ­მა და ამე­რი­კულ დაზ­ვერ­ვას უფ­ლე­ბა მის­ცა უკ­რა­ი­ნე­ლებს ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დონ, რაც უკ­რა­ი­ნე­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ოკუ­პან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი ჩა­ა­ტა­რონ.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე
ავტორი:

რაში მდგომარეობდა ოპერაცია "ოქროს თევზი" და როგორ ასწავლა CIA - მ უკრაინელებს "თევზაობა" - რა ხდება ცნობილი ამერიკული და უკრაინული სპეცსამსახურების თანამშრომლობაზე?

რაში მდგომარეობდა ოპერაცია "ოქროს თევზი" და როგორ ასწავლა CIA - მ უკრაინელებს "თევზაობა" - რა ხდება ცნობილი ამერიკული და უკრაინული სპეცსამსახურების თანამშრომლობაზე?

The New York Times-მა გამოაქვეყნა საგამოძიებო სტატია იმის შესახებ, თუ როგორ თანამშრომლობდნენ ამერიკისა და უკრაინის სპეცსამსახურები, რამაც რუსული აგრესიის მოგერიებაში დიდი როლი ითამაშა.

ამერიკულმა დაზვერვამ უკრაინელ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობა 2014 წლიდან დაიწყო, როდესაც მაშინდელი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი რუსეთში გაიქცა. NYT-ს წყაროები უყვებიან, რომ თავდაპირველად აშშ ასეთი პარტნიორობით მაინცდამაინც დაინტერესებული არ იყო, უკრაინელ სპეცსამსახურებს მათი დარწმუნება უწევდათ.

ამერიკელ და უკრაინელ სპეცსამსახურების თანამშრომლობა ისეთი სახით, როგორც ახლაა, 10 წლის წინ დაიწყო, - წერს The New York Times, რომლის ჟურნალისტებმა ამერიკელ, უკრაინელ და ევროპელ ჩინოსნებთან 200-ზე მეტი ინტერვიუ ჩაწერეს.

  • "აი, ასე დაიწყო ყველაფერი..."

2014 წლის თებერვალში უკრაინიდან ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გაიქცა, ხოლო უმაღლესმა რადამ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მმართველად ვალენტინ ნალივაიჩენკო დანიშნა. ვალენტინი აღნიშნულ თანამდებობას 2006-2010 წლებშიც იკავებდა და ამერიკელ სპეცსამსახურებთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობდა, თუმცა როგორც გამოცემა წერს, ეს თანამშრომლობა ჩაიშალა, როდესაც უკრაინამ იანუკოვიჩის დროს რუსეთთან დაახლოება დაიწყო.

ვალენტინ ნალივაიჩენკო

მას შემდეგ, რაც უმაღლესი რადას სპიკერი ალექსანდრ ტურჩინოვი გახდა, უკრაინის პრეზიდენტის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი ვალენტინ ნალივაიჩენკო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შტაბ-ბინაში გადავიდა. ეზოში მან აღმოაჩინა უამრავი დამწვარი დოკუმენტი, შენობაში კი მთელი რიგი კომპიუტერები, სადაც ყველანაირი ინფორმაცია წაშლილი იყო. "ყველაფერი გასუფთავებული იყო. არც შუქი იყო, არც ხელმძღვანელობა, საერთოდაც იქ არავინ იყო“, - იხსენებს ნალივაიჩენკო.

ახალმა მეთაურმა დაუყონებლივ მიმართა ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსა და ბრიტანულ მი-6-ს, რათა სამმხრივი თანამშრომლობა დაეწყოთ და უკრიანული სპეცსამსახურები თავიდან შეექმნათ. "აი, ასე დაიწყო ყველაფერი“, - ამბობს ნალივაიჩენკო.

მალევე რუსეთმა ჯარები ყირიმში შეიყვანა, ხოლო დონბასში დონეცკის ეროვნული რესპუბლიკა გამოცხადდა. ნალივაიჩენკომ CIA-ს მიმართა, რომ დაზვერვითი ინფორმაცია მიეწოდებინათ, რის შემდეგ აღნიშნული სამსახურის დირექტორი ჯონ ბრენანი კიევში ჩავიდა.

უკრიანელ კოლეგებთან მან დაადასტურა, რომ აშშ ურთიერთობის განვითარებით დაინტერესებული იყო, თუმცა მხოლოდ CIA-სთვის კომფორტულ ტემპში. თანაც, როგორც NYT წერს, ამერიკული დაზვერვისთვის მთავარი კითხვა იყო, რამდენად დიდხანს დაიკავებდა ნალივაიჩენკო თავის პოსტს და შეძლებდა თუ არა უკრაინის ახალი ხელმძღვანელობა ამ კრიზისის გადატანას.

რამდენადაც წარსულში CIA-სა და СБУ-ს (უკრაინის სადაზვერვო სამსახური) უკვე ჰქონდათ ურთიერთობის წარუმატებელი გამოცდილება, ბრენანმა ნალივაიჩენკოს განუცხადა, - უკრაინულმა სპეცსამსახურებმა საქმით უნდა დაამტკიცონ, რომ შეუძლიათ ამერიკისთვის ძვირფასი ინფორმაციის მოპოვებაო.

ბრენანმა ისიც აღნიშნა, რომ СБУ-ს უწყებიდან რუსი აგენტები უნდა მოეშორებინა... უკრაინული სპეცსამსახურები ამ პირობებზე დათანხმდნენ.

The New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის იმჟამინდელი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაცია უკრაინის დაზვერვასთან თანამშრომლობით კრემლთან კონფლიქტს ერიდებოდა, ამიტომ თეთრ სახლში CIA-სა და СБУ-სთვის განისაზღვრა რიგი წესები, მათგან ერთ-ერთის თანახმად, მათ თანამშრომლობას არ უნდა გამოეწვია ადამიანების სიკვდილი.

უკრაინულ მხარეს ობამას ადმინისტრაციის მოთხოვნები არ მოეწონა, თუმცა საბოლოოდ მაინც შეძლეს მყიფე ბალანსის გამონახვა. როგორც გამოცემა წერს, მათ პარტნიორობაში მუდმივად შეინიშნებოდა დაძაბულობა, რადგან თეთრმა სახლმა არა და არ განსაზღვრა ყველა "წითელი ხაზი“.

  • როგორ ასწავლეს ამერიკელებმა უკრაინელებს "თევზის ჭერა"

მხარეების ურთიერთობის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია 2014 წელს მალაიზიის "ბოინგის“ კატასტროფამ. მაშინ СБУ-ს კონტრდაზვერვის მეხუთე დეპარტამენტის თანამშრომლებმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოაგროვეს, რომელიც თვითგამოცხადებული დნრ-ის შეიარაღებული დაჯგუფებების ავიაკატასტროფაში მონაწილეობას ადასტურებდა.

ნამსხვრევებისგან ნაწილობრივ აღდგენილი მალაიზიის ავიახაზების Boeing 777 ნიდერლანდებში. 2024 წლის 7 თებერვალი

CIA-ს მოეწონა უკრაინელების მუშაობა, ამიტომაც მათ სერიოზული ვალდებულება პირველად აიღეს საკუთარ თავზე - ამერიკელმა სპეცსამსახურებმა უკრაინელებს დაცული კავშირის საშუალებები გადასცეს, ასევე მეხუთე სამმართველოს წევრები სპეციალურად გადაამზადეს.

"უკრაინელებს სჭირდებოდათ "თევზი" [სადაზვერვო მონაცემები], ჩვენ კი პოლიტიკური მიზეზების გამო, არ შეგვეძლო მიწოდება. თუმცა შეგვეძლო გვესწავლებინა "თევზის დაჭერა" და "თევზაობისთვის" საჭირო ხელსაწყოები გადაგვეცა“, - უყვება ჟურნალისტებს ერთ-ერთი ამერიკელი ჩინოსანი.

თუმცა 2015 წელს СБУ-სა და CIA-ს შორის ურთიერთობებმა დასუსტება დაიწყო, რადგან ნალივაიჩენკო თანამდებობიდან მოხსნეს. მეორე მხრივ ახალი შესაძლებლობები გაიხსნა, რადგან საკადრო ცვლილებების დროს, კონტდაზვერვის ხელმძღვანელი ვალერი კონდრატიუკი უკრაინის მთავარი დაზვერვის (ГУР) ხელმძღვანელად დანიშნეს.

თავდაპირველად აშშ-ის არ სურდა ГУР-თან ურთიერთობის განვითარება, რადგან ფიქრობდნენ, რომ უკრაინული დაზვერვა მნიშვნელოვან ინფორმაციას არ აწვდიდა, თუმცა კონდრატიუკმა საპირისპირო დაამტკიცა. კერძოდ, მან აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მმართველობასთან შეხვედრა მოაწყო, რომელზეც გასაიდუმლოებული რუსული დოკუმენტები გადასცა. ამერიკის სამართველომ ამ ამბავს ეჭვის თვალით შეხედა და გადაწყვიტა ГУР-თან არ ეთანამშრომლა.

მაშინ კონდრატიუკმა გადაწყვიტა CIA-სთან დაელაგებინა ურთიერთობა და რუსეთის ჩრდილოეთ ფლოტზე საიდუმლო დოკუმენტები გადასცა, რომელშიც შედიოდა, მაგალითად, ატომური წყალქვეშა გემების პროექტების ინფორმაციები. "მას შემდეგ, რაც CIA-ს ანალიტიკოსებმა დაადასტურეს დოკუმენტების ნამდვილობა, ამერიკული სპეცსამსახურების თანამშრომლები ГУР-ის მეთაურის ოფისს რეგულარულად ტოვებდნენ დოკუმენტებით სავსე ზურგჩანთებით“,- წერს NYT.

ორივე უწყება მიიჩნევდა, რომ თანამშრომლობა ურთიერთმომგებიანი იყო. კონდრატიუკი დარწმუნებული იყო, რომ ამერიკული სპეცსამსახურები ГУР-ის გაძლიერებაში ეხმარებოდნენ, ხოლო CIA მიიჩნევდა, რომ უკრაინული დაზვერვა რუსი აგენტების გადმობირებაში დაეხმარებოდა.

"რუსმა თავს უფლება რომ მისცეს და ამერიკელს გადააბირებინოს თავი, ეს არის ღალატის უმაღლესი ფორმა, თუმცა როდესაც უკრაინელი გადმოიბირებს რუსს, ეს, უბრალოდ, ლუდის სმა და მეგობრული საუბარია“, - ამბობს კონდრატიუკი.

დროთა განმავლობაში ГУР-ისა და კიევში CIA-ს რეზიდენტურის მეთაური, რომელსაც უკრაინელები "სანტა-კლაუსს" ეძახდნენ (NYT მის სახელს არ ასახელებს) დაახლოვდნენ და უწყებებს შორის ურთიერთობა აქტიურად განვითარდა.

მალევე CIA-მ უკრაინელ კოლეგებს მოწყობილობები გაუგზავნა, ხოლო უკრაინელებმა კი რუსეთის საზღვართან აგენტების ქსელების შექმნა დაიწყეს.

  • ოპერაცია "ოქროს თევზი“

გარდამტეხი მომენტი 2016 წლის იანვარში დადგა, როდესაც კონდრატიუკი ვაშინგტონში გაემგზავრა. მაშინ CIA დათანხმდა, რომ ГУР-სთვის შეტყობინების გადატაცების სისტემის მოდერნიზება დაეწყო. სანაცვლოდ, უკრაინის უწყების ხელმძღვანელი დათანხმდა, რომ ამერიკელებისთვის მთელი გადაუმუშავებელი სადაზვერვო მონაცემები გაეზიარებინა.

მალევე CIA-მ უკრაინელ კოლეგებს დაპირებული მოწყობილობები გაუგზავნა, მათ კი აგენტურის ქსელის გაფართოება დაიწყეს, მათ შორის იყო 12 საიდუმლო ობიექტი რუსეთის საზღვართან. პარალელურად უკრაინელი სპეცსამსახურების მომზადების პროგრამა ამუშავდა. მზვერავებს ევროპის ორ ქალაქში ამზადებდნენ. "პროგრამას ერქვა: ოპერაცია "ოქროს თევზი“და მის კურსდამთავრებულებს რუსეთის საზღვართან არსებულ 12 ოპერატიულ ბაზაზე უშვებდნენ, საიდანაც რუსეთის შიგნით არსებულ ჯაშუშების ქსელებს მართავდნენ", - ამბობს კონდრატიუკი.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, CIA-ს ხშირად წლები სჭირდება, რომ უცხო ქვეყნის დაზვერვასთან ერთობლივი ოპერაციის ჩატარების ნდობამდე მივიდეს. უკრაინის შემთხვევაში მათ 6 თვეზე ნაკლები დასჭირდათ.

თანაც "წითელი ხაზები“ არსად გაქრა, ხოლო სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა ძირითადად ინფორმაციის შეგროვება-გაცვლით შემოიფარგლებოდა. მეტიც, CIA უკრაინელებს არწმუნებდა, რომ იმ შემთხვევაში თუ რუსი სამხედროები დონბასში შეტევით ოპერაციას დაიწყებდნენ, მათ რკინიგზა არ აეფეთქებინათ. ამ შემთხვევის შემდეგ, კონდატიუკმა გადაწყვიტა, რომ მსგავსი ოპერაციების შესახებ, ამერიკელი კოლეგებისთვის აღარაფერი ეთქვა.

2016 წელს, როდესაც უკრაინულმა დაზვერვამ გაიგო, რომ რუსი სამხედროები ანექსირებული ყირიმის აეროდრომებზე ვერტმფრენების გადასროლას გეგმავდნენ, ГУР-ის მეთაურმა "რაზმ 2245-ს“, რომლის წევრებმა CIA-ს გადამზადება გაიარაეს, დაავალა, რომ აეროდრომზე ასაფეთქებელი მოწყობილობები დაემონტაჟებინათ. ერთ-ერთი, ვინც აღნიშნულ მისიაზე გაგზავნეს, ГУР-ის ამჟამინდელი მეთაური კირილ ბუდანოვი იყო.

ოპერაცია ჩაიშალა, რადგან უკრაინელები რუს ჯარისკაცებს გადაეყარნენ, დაიწყო სროლა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, უკრაინელებს უკან დახევა მოუწიათ.

ამ ამბავიდან გამომდინარე, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა: "რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთ მოვლენებს გვერდს ვერ ავუვლით“. ბარაკ ობამას ზოგიერთი მრჩეველი CIA-ისა და უკრაინის დაზვერვის თანამშრომლობის შეწყვეტას ითხოვდა, თუმცა სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა დაარწმუნეს, რომ ეს შეცდომა იქნებოდა: CIA აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას იძიებდა, ხოლო უკრაინელებმა მათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს.

ბრენანი დაუკავშირდა კონდრატიუკს და თავიდან განუსაზღვრა "წითელი ხაზები“, თუმცა მალევე ГУР-ის მეთაური თანამდებობიდან მოხსნეს. შემდეგ იყო დონბასის მხარეს მებრძოლი "სპარტას“ მეთაურის არსენ პავლოვისა ("მოტოროლა") და "სომალის“ ბატალიონის მეთაურის მიხაილ ტოლსტიხის ("გივი") დაღუპვა. ობამას მრჩევლები განრისხებულები იყვნენ, თუმცა ვერაფრის გაკეთებას ვერ ახერხებდნენ, რადგან არჩევნებამდე სულ რამდენიმე კვირა რჩებოდა. არჩევნებში კი დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა...

  • ტრამპის პრეზიდენტობიდან დღემდე...

"ტრამპმა პუტინი შეაქო და რუსეთის არჩევნებში ჩარევა უარყო“, - ვკითხულობთ NYT-ის სტატიაში. მაგრამ მან თავის ადმინისტრაციის საკვანძო პოზიციებზე "ქორები“ დანიშნა. CIA-ს დირექტორი გახდა მაიკ პომპეო, ხოლო პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით - ჯონ ბოლტონი. "რასაც არ ამბობდა და აკეთებდა ტრამპის ადმინისტრაცია, ისინი სხვა მიმართულებით მოძრაობდნენ“, - წერს NYT. საბოლოოდ აშშ-ისა და უკრაინის სპეცსამსახურების თანამშრომლობა მხოლოდ გაფართოვდა.

ერთ-ერთი ერთობლივი ოპერაციით, ГУР-მა მიიღო ინფორმაცია, რომლის მიხედვით CIA-მ დაადგინა, რომ რუსული სახელისუფლებო ძალები, ჰაკერულ დაჯგუფება Faancy Ber-თან ერთად, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების წინ, კიბერშეტევებში იღებდნენ მონაწილეობას.

ГУР-ის ამჟამინდელი მეთაური კირილ ბუდანოვი, როდესაც იმ პერიოდს იხსენებს, აღნიშნავს, რომ ამერიკულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა სულ უფრო ძლიერდებოდა და მეტ და მეტ სფეროს მოიცავდა. The New York Times წერს, რომ თანამშრომლობა იმდენად წარმატებული იყო, რომ CIA-მ მისი გავრცელება ევროპის სპეცსამსახურებზე სცადა. "საბოლოოდ, რუსეთის წინააღმდეგ მთელი კოალიცა ჩამოყალიბდა, რომელშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ უკრაინელი სპეცსამსახურები", - წერს გამოცემა.

რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, CIA-ს პატარა ჯგუფი უკრაინაში დარჩა. მათმა სადაზვერვო ინფორმაციამ და პარტნიორების დახმარებამ უკრაინას ომის პირველი თვეები გადაატანინა. კერძოდ, CIA-ს მონაცემები უკრაინელ სპეცსამსახურებს პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მოკვლის მცდელობის აღკვეთაში დაეხმარა.

ომის დაწყების შემდეგ, თეთრმა სახლმა შეზღუდვები გააუქმა და ამერიკულ დაზვერვას უფლება მისცა უკრაინელებს ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდონ, რაც უკრაინელებს საშუალებას აძლევს ოკუპანტების წინააღმდეგ წარმატებული ოპერაციები ჩაატარონ.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე