სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაფერი სოხუმში დამრჩა - სპექტაკლების ფოტოებიც კი არ მაქვს"... სოხუმის თეატრის მსახიობის მოგონებები აფხაზეთზე
"ყველაფერი სოხუმში დამრჩა - სპექტაკლების ფოტოებიც კი არ მაქვს"... სოხუმის თეატრის მსახიობის მოგონებები აფხაზეთზე

ჯუ­ლი­ე­ტა პა­კე­ლი­ა­ნი 42 წე­ლია კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას სა­ხე­ლო­ბის სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია. თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში დრა­მის ფა­კულ­ტეტ­ზე, თე­ატ­რი­სა და კი­ნოს სპე­ცი­ა­ლო­ბით, დი­მიტ­რი (დოდო) ალექ­სი­ძის ჯგუფ­ში სწავ­ლობ­და და დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე სო­ხუმ­ში ცხოვ­რე­ბა და მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო. ცნო­ბი­ლი ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო, აფხა­ზე­თის და­ტო­ვე­ბამ სხვებ­თან ერ­თად, მა­საც მო­უ­წია. თავ­და­პირ­ვე­ლად დევ­ნი­ლი თე­ატ­რი რუს­თა­ვე­ლის თე­ატრმა შე­ი­ფა­რა. შემ­დეგ ეს ჯგუ­ფი წარ­მოდ­გე­ნებს მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის, სა­მე­ფო უბ­ნის, ახ­მე­ტე­ლი­სა და თა­ვი­სუ­ფალ თე­ატ­რებ­ში მარ­თავ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სო­ხუ­მის თე­ატრს სა­კუ­თა­რი ჭერი გა­და­ე­ცა და ბოლო წლე­ბია, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას სა­ხე­ლო­ბის სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რი მა­ყუ­რე­ბელს თბი­ლის­ში, დი­მიტ­რი უზ­ნა­ძის ქუჩა N68-ში მას­პინ­ძლობს. მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ზე ჯუ­ლი­ე­ტა პა­კე­ლი­ა­ნის ნახ­ვა თე­ატ­რის რე­პერ­ტუ­ა­რის შემ­დეგ სპექ­ტაკ­ლებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი: „ვა­ჟიშ­ვი­ლი“ და „ვთა­მა­შობთ კა­ბუ­კის“.

- სა­მეგ­რე­ლო­ში, ზუგ­დიდ­ში და­ვი­ბა­დე. ალ­ბათ რო­გორც ყვე­ლა ბავ­შვს, მეც მსა­ხი­ო­ბო­ბა და მომ­ღერ­ლო­ბა მსურ­და. თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში პირ­ვე­ლი­ვე წელს, ბა­ტონ დი­მიტ­რი ალექ­სი­ძის ჯგუფ­ში მოვ­ხვდი. ჩემი სტუ­დენ­ტო­ბის დროს, ბა­ტო­ნო დოდო ხში­რად ამ­ბობ­და, მისი დიდი ხნის სურ­ვი­ლი იყო „ვე­ნე­ცი­ე­ლი ვა­ჭა­რი“ და­ედ­გა. წლე­ბია ვფიქ­რობ, თუ ვინ შე­ას­რუ­ლებს შა­ი­ლო­კის როლს და სა­ბო­ლო­ოდ, მე ის ვი­პო­ვე, ეს გოგი ქავ­თა­რა­ძე იქ­ნე­ბაო. ბა­ტო­ნი დოდო ძა­ლი­ან აქებ­და სო­ხუ­მის თე­ატრს, მის ძლი­ერ დასს. მეც ნა­ნა­ხი მქონ­და მათი სპექ­ტაკ­ლე­ბი და სა­ბედ­ნი­ე­როდ, ისე მოხ­და, რომ ბა­ტონ­მა გო­გიმ სო­ხუ­მის თე­ატ­რში მი­მიწ­ვია. გოგი ქავ­თა­რა­ძე სო­ხუ­მის თე­ატ­რში სა­მუ­შა­ოდ 1982 წლის თე­ბერ­ვალ­ში ჩა­ვი­და, ხოლო მე იმა­ვე წლის 1-ელ სექ­ტემ­ბერს. დოდო ალექ­სი­ძის რე­ჟი­სუ­რით დად­გმულ „ვე­ნე­ცი­ელ ვა­ჭარ­ში“ ფან­ტას­ტი­კუ­რი შა­ი­ლო­კი იყო გოგი ქავ­თა­რა­ძე, ხოლო მე იმა­ვე სპექ­ტაკლში პორ­ცი­ას როლი შე­ვას­რუ­ლე.

21 წელი სო­ხუმ­ში შე­მის­რულ­და. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ამ თე­ატ­რში მოვ­ხვდი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, იქ დამ­ხვდა უძ­ლი­ე­რე­სი დასი და მსა­ხი­ობ­თა სამი თა­ო­ბა. იმ პე­რი­ოდს „ოქ­როს ხა­ნას“ უწო­დე­ბენ და ეს მარ­თლაც ასე იყო. სო­ხუ­მის თე­ატ­რი ჩემი ოჯა­ხია, რო­მელ­მაც იცის მხარ­ში დგო­მა. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში თუ კი რამ ტკი­ვი­ლი, სით­ბო, წარ­მა­ტე­ბა ან წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა ყო­ფი­ლა, ყვე­ლა ერ­თად და სო­ხუ­მის თე­ატ­რის დას­თან ერ­თად გან­მიც­დია. სა­ბედ­ნი­ე­როდ, უამ­რავ სპექ­ტაკლში, ძა­ლი­ან კარგ რე­ჟი­სო­რებ­თან მი­მუ­შა­ვია და დიდი მად­ლო­ბა უფალს ამის­თვის.

- სო­ხუმ­ში გა­დას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მარ­ტი­ვად მი­ი­ღეთ?

- დიახ, ბავ­შვო­ბა­ში სო­ხუმ­ში ხში­რად დავ­დი­ო­დი, ზღვა ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი ნაც­ნო­ბი იყო, მაგ­რამ არ და­მა­ვი­წყდე­ბა სო­ხუმ­ში ჩემი ჩას­ვლა უკვე მსა­ხი­ო­ბის რან­გში. ისე მოხ­და, რომ პირ­ვე­ლი მთა­ვა­რი რო­ლის - ლე­ლას შეს­რუ­ლე­ბა გუჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას სპექ­ტაკლში „ჩემი კუთ­ვნი­ლი მყუდ­რო­ე­ბა“ ათ დღე­ში მო­მი­წია. პრე­მი­ე­რის შემ­დეგ საგ­რი­მი­ო­რო­ში რომ შე­ვე­დი, მა­გი­და სხვა­დას­ხვა სუ­ვე­ნი­რით, მი­სა­ლო­ცე­ბი­თა და სა­ჩუქ­რე­ბით დამ­ხვდა სავ­სე. ეს სი­ურპრი­ზი დასს ეკუთ­ვნო­და და მახ­სოვს, სი­ხა­რუ­ლის­გან თვალ­ზე ცრემ­ლი მო­მად­გა.

- იმ სა­ჩუქ­რე­ბი­დან, დღემ­დე რამე თუ შე­მო­ი­ნა­ხეთ?

- ვე­რა­ფე­რი. მე­ტიც, იმ დროს ნა­თა­მა­შე­ბი რო­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბიც კი არ მაქვს. ყვე­ლა­ფე­რი სო­ხუმ­ში დამ­რჩა... იმ პე­რი­ოდ­ში ბევ­რი გას­ტრო­ლი გვქონ­და. თვე­ო­ბით მივ­დი­ო­დით ქა­ლა­ქი­დან. მახ­სოვს, 8 სარ­თუ­ლი­ან ავი­ა­მზიდ­ზე „კი­ე­ვი“ სპექ­ტაკლს „ბო­შე­ბი“ ვთა­მა­შობ­დით. მა­ყუ­რებ­ლებს შო­რის სამ­ხედ­რო­ე­ბი და მე­ზღვა­უ­რე­ბი იყ­ვნენ. სამ­ხედ­რო ხო­მალ­ზე, როცა სო­ხუმ­ში პირ­ვე­ლი კონ­ფლიქ­ტი უკვე მომ­ხდა­რი იყო. მახ­სოვს, ავი­ა­მზიდ­ზე მომ­სა­ხუ­რე ქარ­თვე­ლი­სა და აფხა­ზის ერ­თმა­ნეთ­თან შე­სა­ნიშ­ნა­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და თუ რო­გორ ეხუ­ტე­ბოდ­ნენ ისი­ნი ერ­თმა­ნეთს.

- იქ­ნებ, ის პე­რი­ო­დიც გა­ვიხ­სე­ნოთ, როცა აფხა­ზე­თის ცნო­ბი­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ, სო­ხუ­მის და­ტო­ვე­ბა მო­გი­წი­ათ...

- თე­ატ­რი­დან უკვე შვე­ბუ­ლე­ბა­ში ვი­ყა­ვით, როცა დე­და­ჩე­მი თბი­ლის­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­აწ­ვი­ნეს. სო­ხუ­მი­დან თბი­ლის­ში სას­წრა­ფოდ გად­მოვფრინ­დი. სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში, ოჩამ­ჩი­რე­ში პირ­ვე­ლი შე­ტა­კე­ბა მოხ­და და თბი­ლის­ში, მოს­კო­ვის პროს­პექ­ტზე არ­სე­ბულ ჰოს­პი­ტალ­ში, დაჭ­რი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი შე­მო­იყ­ვა­ნეს. დე­და­ჩე­მი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 1 თვე იწვა. დღი­თი­დღე ვი­თა­რე­ბა მძაფ­რდე­ბო­და და ბო­ლოს ომიც და­ი­წყო. სო­ხუმ­ში წას­ვლა ძა­ლი­ან მინ­დო­და. დიმა ჯა­ი­ა­ნი და და­სის ნა­წი­ლი იქ იყო და მინ­დო­და მეც მათ­თან ერ­თად ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. იმ დროს სხვა­ნა­ი­რად ხარ შე­მარ­თუ­ლი... ჩა­ვე­დი. იქ ერთ კორ­პუს­ში სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბის ხალ­ხი ერ­თად იყო თავ­მოყ­რი­ლი: ჩვე­ნი თე­ატ­რის, რუ­სუ­ლი მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი, ან­სამ­ბლე­ბის „კა­პე­ლა“, „შა­რა­ტი­ნის“ წევ­რე­ბი და მეც იმა­ვე კორ­პუ­სის მე­ხუ­თე სარ­თულ­ზე ვცხოვ­რობ­დი. სპექ­ტაკ­ლე­ბის შემ­დეგ შინ რომ ვბრუნ­დე­ბო­დით, ხე­ლო­ვა­ნი მე­ზობ­ლე­ბი ერ­თად ვსა­დი­ლობ­დით თუ ვვახ­შმობ­დით. ჩემს კორ­პუსს რომ მო­ვუ­ახ­ლოვ­დი, და­ვი­ნა­ხე რომ მას ნაღ­მი ჰქონ­და მოხ­ვედ­რი­ლი. ერთ-ერთი ფან­ჯრი­დან კი ხალ­ხი იყუ­რე­ბო­და. ერთ ბი­ნა­ში 5 ადა­მი­ა­ნი იყო შეკ­რე­ბი­ლი: ქარ­თვე­ლი, აფხა­ზი და-ძმა, ბერ­ძე­ნი და ერ­თიც - დე­დით ქარ­თვე­ლი და მა­მით აფხა­ზი. მათ თბი­ლი­სი­დან წა­ღე­ბუ­ლი პური და სხვა პრო­დუქ­ტი მი­ვუ­ტა­ნე. ატირ­დნენ და თან, დიდი იმე­დით მი­ყუ­რებ­დნენ. ყვე­ლას ერთი აზრი უტ­რი­ა­ლებ­და თავ­ში, რომ ყვე­ლა­ფე­რი მალე და მშვი­დო­ბი­ა­ნად დას­რულ­დე­ბო­და. ჩემი ნივ­თე­ბი, მათ შო­რის ფო­ტო­ე­ბი იმ ბი­ნა­ში ჰქონ­დათ შე­ტა­ნი­ლი, მაგ­რამ და­ვი­ფი­ცებ, რომ ვე­რა­ფე­რი, უფრო სწო­რად სო­ხუ­მი­დან არა­ფე­რი წა­მო­ვი­ღე. მე­ო­რე დღეს­ვე დავ­ბრუნ­დი თბი­ლის­ში იმ თვითმფრი­ნა­ვით, რომ­ლი­თაც წინა დღით მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის პური ჩა­ი­ტა­ნეს. სკა­მე­ბი არ იყო, ძირს ვი­ჯე­ქი და თვითმფრი­ნა­ვის ფან­ჯრი­დან რომ ვი­ყუ­რე­ბო­დი, შავი იყო ზღვაც და მთე­ლი სო­ხუ­მიც... მერე მოხ­და ის, რაც მოხ­და... მას შემ­დეგ აფხა­ზეთ­ში აღარ ვყო­ფილ­ვარ. იქ უამ­რა­ვი აფხა­ზი მე­გო­ბა­რი, ნათ­ლუ­ლი მყავს. წლე­ბის შემ­დეგ, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­თა თუ სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით კონ­ტაქ­ტზე გა­მო­ვიდ­ნენ და ეს ურ­თი­ერ­თო­ბა დღე­საც გრძელ­დე­ბა.

აქვე გე­ტყვით, რომ ამ ეტაპ­ზე სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლის თე­ატ­რში ლაშა გოგ­ნი­აშ­ვი­ლის სპექ­ტაკლში „დავ­ბრუნ­დე­ბი“ ვმო­ნა­წი­ლე­ობ. ბა­ტო­ნო მიშა მრევ­ლიშ­ვი­ლის მად­ლი­ე­რი ვარ მიწ­ვე­ვი­სათ­ვის და და­სის თბი­ლი მი­ღე­ბი­სათ­ვის. პი­ე­სა მაია მა­რუ­აშ­ვილს ეკუთ­ვნის და იქ ჩემს ემიგ­რა­ცი­ა­ში მყოფ პერ­სო­ნაჟს, როცა თა­ვის ქვე­ყა­ნა­ზე სა­უბ­რობს, ასე­თი ფრა­ზა აქვს: იქა­ურ გა­ზა­ფხუ­ლის სურ­ნელ­საც კი ვგრძნო­ბო. როცა სპექ­ტაკ­ლის მსვლე­ლო­ბი­სას ამას ვამ­ბობ, სო­ხუმ­ზე ვფიქ­რობ. იქა­უ­რი გა­ზა­ფხუ­ლის სურ­ნელს დღემ­დე ვიხ­სე­ნებ. ის სურ­ნე­ლე­ბა, რო­მე­ლიც სო­ხუმ­ში იყო, სხვა­გან არ­სად მიგ­რძნია. ვფიქ­რობ, აფხა­ზეთ­ში დავ­ბრუნ­დე­ბით. მსოფ­ლი­ო­ში ისე მალე იც­ვლე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი, ეს გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის. მინ­და იმე­დი მქონ­დეს და მჯე­რო­დეს, რომ ჩვენ აფხა­ზეთს და­ვიბ­რუ­ნებთ.

- სო­ხუ­მის თე­ატ­რის დასი თბი­ლის­ში პირ­ვე­ლად სად და რო­გორ შე­იკ­რი­ბეთ?

- რკი­ნიგ­ზელ­თა კლუბ­ში შე­ვიკ­რი­ბეთ. მერე ბა­ტონ­მა რო­ბერტ სტრუ­ამ, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში შეგ­ვი­ფა­რა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სპექ­ტაკ­ლებს სხვა­დას­ხვა თე­ატ­რე­ბის სცე­ნებ­ზე წარ­მო­ვად­გენ­დით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, როცა დიმა ჯა­ი­ა­ნი აფხა­ზე­თის გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი იყო, ხოლო ვახ­ტანგ ყოლ­ბა­ია აფხა­ზე­თის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე, მათი დამ­სა­ხუ­რე­ბით, დი­მიტ­რი უზ­ნა­ძის ქუ­ჩის N68-ში შე­ნო­ბა გად­მოგ­ვე­ცა. პირ­ვე­ლი ეტა­პის აქ­ტი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, საქ­მე ჩვენ­მა დღე­ვან­დელ­მა სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­მა ბა­ტონ­მა და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძემ გა­აგ­რძე­ლა და ახლა ის უდ­გას თე­ატრს სა­თა­ვე­ში. მან თე­ატ­რის სა­ო­ფი­სე ფარ­თი ლა­მა­ზი ზარ­დახ­შა­სა­ვით მო­ა­წყო და სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მო შექ­მნა. სცე­ნა­ზე გა­ნა­თე­ბაც და­მონ­ტაჟ­და. ყვე­ლას ძა­ლი­ან გვი­ხა­რია ასეთ სივ­რცე­ში მუ­შა­ო­ბა.

- და­ვა­სა­ხე­ლოთ ის რე­პერ­ტუ­ა­რიც, რო­მელ­შიც ახლა სო­ხუ­მის თე­ატ­რში ხართ და­კა­ვე­ბუ­ლი...

- ეს სპექ­ტაკ­ლე­ბია მე­რაბ ყოლ­ბა­ი­ას „ვა­ჟიშ­ვი­ლი“ და და­ვით პა­პა­ვას „ვთა­მა­შობთ კა­ბუ­კის“. ჩვენ გვაქვს გოჩა კა­პა­ნა­ძის სპექ­ტაკ­ლი „მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა“, სა­დაც თა­რაშ ემ­ხვა­რის დე­დის მა­ი­ას როლს ვას­რუ­ლებ და რო­მელ­შიც და­სის დიდი ნა­წი­ლია და­კა­ვე­ბუ­ლი. ახლა დრო­ე­ბით შე­ჩე­რე­ბუ­ლია, მიყ­ვარს ეს სპექ­ტაკ­ლი და იმე­დი მაქვს, მისი აღ­დგე­ნა მოხ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სპექ­ტაკლს „ვთა­მა­შობთ კა­ბუ­კის“, მას­ში 3 გან­სხვა­ვე­ბუ­ლი როლი მაქვს, აქე­დან 2 მა­მა­კა­ცის და 1 ქა­ლის რო­ლია. ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შა­ოა და ვფიქ­რობ, მა­ყუ­რებ­ლის­თვი­საც ასე­თი­ვე წარ­მოდ­გე­ნა იქ­ნე­ბა.

ინ­ტერ­ვი­უს ავ­ტო­რი: ანა ამა­შუ­კე­ლი

სო­ხუ­მის თე­ატ­რის სა­ინ­ფორ­მა­ციო მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან: ambebi.ge • ამ­ბე­ბი.ge და Palitranews - პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი

R

სენაკელი
0

გოგი ქავთარაძემ ლომის წილი ჩადო სოხუმის ქართულ თეატრში ეს უზომოდ დასაფასებელია_დასი იყო არაჩვეულევბრივ ფორმაში მათი პიგმალიონი,ჰელადოსი'დიდისტატის მარჯვენადა მრავალი სხვა _ხშირად ვესწრებოდი იქ ტრიალებდა ქართული სული_მე წლები სხვაგსნ ვერ ვხედავდი ამას რაც დასანსნია_ ჯული მახსოვს ყოველთვის მომღიმარი დადებით აურით.....წარმატებები თქვენს დასს

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ყველაფერი სოხუმში დამრჩა - სპექტაკლების ფოტოებიც კი არ მაქვს"... სოხუმის თეატრის მსახიობის მოგონებები აფხაზეთზე

"ყველაფერი სოხუმში დამრჩა - სპექტაკლების ფოტოებიც კი არ მაქვს"... სოხუმის თეატრის მსახიობის მოგონებები აფხაზეთზე

ჯულიეტა პაკელიანი 42 წელია კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობია. თეატრალურ ინსტიტუტში დრამის ფაკულტეტზე, თეატრისა და კინოს სპეციალობით, დიმიტრი (დოდო) ალექსიძის ჯგუფში სწავლობდა და დასრულებისთანავე სოხუმში ცხოვრება და მუშაობა დაიწყო. ცნობილი ისტორიული მოვლენების გამო, აფხაზეთის დატოვებამ სხვებთან ერთად, მასაც მოუწია. თავდაპირველად დევნილი თეატრი რუსთაველის თეატრმა შეიფარა. შემდეგ ეს ჯგუფი წარმოდგენებს მარჯანიშვილის, სამეფო უბნის, ახმეტელისა და თავისუფალ თეატრებში მართავდა. მოგვიანებით, სოხუმის თეატრს საკუთარი ჭერი გადაეცა და ბოლო წლებია, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი მაყურებელს თბილისში, დიმიტრი უზნაძის ქუჩა N68-ში მასპინძლობს. მიმდინარე სეზონზე ჯულიეტა პაკელიანის ნახვა თეატრის რეპერტუარის შემდეგ სპექტაკლებშია შესაძლებელი: „ვაჟიშვილი“ და „ვთამაშობთ კაბუკის“.

- სამეგრელოში, ზუგდიდში დავიბადე. ალბათ როგორც ყველა ბავშვს, მეც მსახიობობა და მომღერლობა მსურდა. თეატრალურ ინსტიტუტში პირველივე წელს, ბატონ დიმიტრი ალექსიძის ჯგუფში მოვხვდი. ჩემი სტუდენტობის დროს, ბატონო დოდო ხშირად ამბობდა, მისი დიდი ხნის სურვილი იყო „ვენეციელი ვაჭარი“ დაედგა. წლებია ვფიქრობ, თუ ვინ შეასრულებს შაილოკის როლს და საბოლოოდ, მე ის ვიპოვე, ეს გოგი ქავთარაძე იქნებაო. ბატონი დოდო ძალიან აქებდა სოხუმის თეატრს, მის ძლიერ დასს. მეც ნანახი მქონდა მათი სპექტაკლები და საბედნიეროდ, ისე მოხდა, რომ ბატონმა გოგიმ სოხუმის თეატრში მიმიწვია. გოგი ქავთარაძე სოხუმის თეატრში სამუშაოდ 1982 წლის თებერვალში ჩავიდა, ხოლო მე იმავე წლის 1-ელ სექტემბერს. დოდო ალექსიძის რეჟისურით დადგმულ „ვენეციელ ვაჭარში“ ფანტასტიკური შაილოკი იყო გოგი ქავთარაძე, ხოლო მე იმავე სპექტაკლში პორციას როლი შევასრულე.

21 წელი სოხუმში შემისრულდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ თეატრში მოვხვდი. წარმოიდგინეთ, იქ დამხვდა უძლიერესი დასი და მსახიობთა სამი თაობა. იმ პერიოდს „ოქროს ხანას“ უწოდებენ და ეს მართლაც ასე იყო. სოხუმის თეატრი ჩემი ოჯახია, რომელმაც იცის მხარში დგომა. ჩემს ცხოვრებაში თუ კი რამ ტკივილი, სითბო, წარმატება ან წარუმატებლობა ყოფილა, ყველა ერთად და სოხუმის თეატრის დასთან ერთად განმიცდია. საბედნიეროდ, უამრავ სპექტაკლში, ძალიან კარგ რეჟისორებთან მიმუშავია და დიდი მადლობა უფალს ამისთვის.

- სოხუმში გადასვლის გადაწყვეტილება მარტივად მიიღეთ?

- დიახ, ბავშვობაში სოხუმში ხშირად დავდიოდი, ზღვა ძალიან მიყვარდა და თითქმის ყველაფერი ნაცნობი იყო, მაგრამ არ დამავიწყდება სოხუმში ჩემი ჩასვლა უკვე მსახიობის რანგში. ისე მოხდა, რომ პირველი მთავარი როლის - ლელას შესრულება გუჩა კვარაცხელიას სპექტაკლში „ჩემი კუთვნილი მყუდროება“ ათ დღეში მომიწია. პრემიერის შემდეგ საგრიმიოროში რომ შევედი, მაგიდა სხვადასხვა სუვენირით, მისალოცებითა და საჩუქრებით დამხვდა სავსე. ეს სიურპრიზი დასს ეკუთვნოდა და მახსოვს, სიხარულისგან თვალზე ცრემლი მომადგა.

- იმ საჩუქრებიდან, დღემდე რამე თუ შემოინახეთ?

- ვერაფერი. მეტიც, იმ დროს ნათამაშები როლების ფოტოებიც კი არ მაქვს. ყველაფერი სოხუმში დამრჩა... იმ პერიოდში ბევრი გასტროლი გვქონდა. თვეობით მივდიოდით ქალაქიდან. მახსოვს, 8 სართულიან ავიამზიდზე „კიევი“ სპექტაკლს „ბოშები“ ვთამაშობდით. მაყურებლებს შორის სამხედროები და მეზღვაურები იყვნენ. სამხედრო ხომალზე, როცა სოხუმში პირველი კონფლიქტი უკვე მომხდარი იყო. მახსოვს, ავიამზიდზე მომსახურე ქართველისა და აფხაზის ერთმანეთთან შესანიშნავი დამოკიდებულება და თუ როგორ ეხუტებოდნენ ისინი ერთმანეთს.

- იქნებ, ის პერიოდიც გავიხსენოთ, როცა აფხაზეთის ცნობილი მოვლენების შემდეგ, სოხუმის დატოვება მოგიწიათ...

- თეატრიდან უკვე შვებულებაში ვიყავით, როცა დედაჩემი თბილისში საავადმყოფოში დააწვინეს. სოხუმიდან თბილისში სასწრაფოდ გადმოვფრინდი. სწორედ იმ პერიოდში, ოჩამჩირეში პირველი შეტაკება მოხდა და თბილისში, მოსკოვის პროსპექტზე არსებულ ჰოსპიტალში, დაჭრილი პოლიციელები შემოიყვანეს. დედაჩემი საავადმყოფოში 1 თვე იწვა. დღითიდღე ვითარება მძაფრდებოდა და ბოლოს ომიც დაიწყო. სოხუმში წასვლა ძალიან მინდოდა. დიმა ჯაიანი და დასის ნაწილი იქ იყო და მინდოდა მეც მათთან ერთად ვყოფილიყავი. იმ დროს სხვანაირად ხარ შემართული... ჩავედი. იქ ერთ კორპუსში სხვადასხვა ეროვნების ხალხი ერთად იყო თავმოყრილი: ჩვენი თეატრის, რუსული მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები, ანსამბლების „კაპელა“, „შარატინის“ წევრები და მეც იმავე კორპუსის მეხუთე სართულზე ვცხოვრობდი. სპექტაკლების შემდეგ შინ რომ ვბრუნდებოდით, ხელოვანი მეზობლები ერთად ვსადილობდით თუ ვვახშმობდით. ჩემს კორპუსს რომ მოვუახლოვდი, დავინახე რომ მას ნაღმი ჰქონდა მოხვედრილი. ერთ-ერთი ფანჯრიდან კი ხალხი იყურებოდა. ერთ ბინაში 5 ადამიანი იყო შეკრებილი: ქართველი, აფხაზი და-ძმა, ბერძენი და ერთიც - დედით ქართველი და მამით აფხაზი. მათ თბილისიდან წაღებული პური და სხვა პროდუქტი მივუტანე. ატირდნენ და თან, დიდი იმედით მიყურებდნენ. ყველას ერთი აზრი უტრიალებდა თავში, რომ ყველაფერი მალე და მშვიდობიანად დასრულდებოდა. ჩემი ნივთები, მათ შორის ფოტოები იმ ბინაში ჰქონდათ შეტანილი, მაგრამ დავიფიცებ, რომ ვერაფერი, უფრო სწორად სოხუმიდან არაფერი წამოვიღე. მეორე დღესვე დავბრუნდი თბილისში იმ თვითმფრინავით, რომლითაც წინა დღით მოსახლეობისთვის პური ჩაიტანეს. სკამები არ იყო, ძირს ვიჯექი და თვითმფრინავის ფანჯრიდან რომ ვიყურებოდი, შავი იყო ზღვაც და მთელი სოხუმიც... მერე მოხდა ის, რაც მოხდა... მას შემდეგ აფხაზეთში აღარ ვყოფილვარ. იქ უამრავი აფხაზი მეგობარი, ნათლული მყავს. წლების შემდეგ, სოციალური ქსელებითა თუ სხვა საშუალებებით კონტაქტზე გამოვიდნენ და ეს ურთიერთობა დღესაც გრძელდება.

აქვე გეტყვით, რომ ამ ეტაპზე სანდრო მრევლიშვილის თეატრში ლაშა გოგნიაშვილის სპექტაკლში „დავბრუნდები“ ვმონაწილეობ. ბატონო მიშა მრევლიშვილის მადლიერი ვარ მიწვევისათვის და დასის თბილი მიღებისათვის. პიესა მაია მარუაშვილს ეკუთვნის და იქ ჩემს ემიგრაციაში მყოფ პერსონაჟს, როცა თავის ქვეყანაზე საუბრობს, ასეთი ფრაზა აქვს: იქაურ გაზაფხულის სურნელსაც კი ვგრძნობო. როცა სპექტაკლის მსვლელობისას ამას ვამბობ, სოხუმზე ვფიქრობ. იქაური გაზაფხულის სურნელს დღემდე ვიხსენებ. ის სურნელება, რომელიც სოხუმში იყო, სხვაგან არსად მიგრძნია. ვფიქრობ, აფხაზეთში დავბრუნდებით. მსოფლიოში ისე მალე იცვლება მოვლენები, ეს გამორიცხული არ არის. მინდა იმედი მქონდეს და მჯეროდეს, რომ ჩვენ აფხაზეთს დავიბრუნებთ.

- სოხუმის თეატრის დასი თბილისში პირველად სად და როგორ შეიკრიბეთ?

- რკინიგზელთა კლუბში შევიკრიბეთ. მერე ბატონმა რობერტ სტრუამ, რუსთაველის თეატრში შეგვიფარა. წლების განმავლობაში სპექტაკლებს სხვადასხვა თეატრების სცენებზე წარმოვადგენდით. მოგვიანებით, როცა დიმა ჯაიანი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი იყო, ხოლო ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, მათი დამსახურებით, დიმიტრი უზნაძის ქუჩის N68-ში შენობა გადმოგვეცა. პირველი ეტაპის აქტიური სამუშაოების დასრულების შემდეგ, საქმე ჩვენმა დღევანდელმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ბატონმა დავით საყვარელიძემ გააგრძელა და ახლა ის უდგას თეატრს სათავეში. მან თეატრის საოფისე ფართი ლამაზი ზარდახშასავით მოაწყო და სასიამოვნო გარემო შექმნა. სცენაზე განათებაც დამონტაჟდა. ყველას ძალიან გვიხარია ასეთ სივრცეში მუშაობა.

- დავასახელოთ ის რეპერტუარიც, რომელშიც ახლა სოხუმის თეატრში ხართ დაკავებული...

- ეს სპექტაკლებია მერაბ ყოლბაიას „ვაჟიშვილი“ და დავით პაპავას „ვთამაშობთ კაბუკის“. ჩვენ გვაქვს გოჩა კაპანაძის სპექტაკლი „მთვარის მოტაცება“, სადაც თარაშ ემხვარის დედის მაიას როლს ვასრულებ და რომელშიც დასის დიდი ნაწილია დაკავებული. ახლა დროებით შეჩერებულია, მიყვარს ეს სპექტაკლი და იმედი მაქვს, მისი აღდგენა მოხდება. რაც შეეხება სპექტაკლს „ვთამაშობთ კაბუკის“, მასში 3 განსხვავებული როლი მაქვს, აქედან 2 მამაკაცის და 1 ქალის როლია. ჩემთვის საინტერესო სამუშაოა და ვფიქრობ, მაყურებლისთვისაც ასეთივე წარმოდგენა იქნება.

ინტერვიუს ავტორი: ანა ამაშუკელი

სოხუმის თეატრის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ambebi.ge • ამბები.ge და Palitranews - პალიტრანიუსი

R